Home რუბრიკები საზოგადოება ბერტა ხაფავა: რესპუბლიკელებისა და მარგველაშვილისთვის ხმის მიცემა არ შეიძლებოდა

ბერტა ხაფავა: რესპუბლიკელებისა და მარგველაშვილისთვის ხმის მიცემა არ შეიძლებოდა

1557

“ივანიშვილზე ნაწყენი ვარ, მარგველაშვილი რომ შემოგვტენა. ჯერ კიდევ პრეზიდენტობის კანდიდატი იყო, როდესაც ყველგან ვამბობდი, ამ ადამიანს ხმას ვერ მივცემ-მეთქი!” _ განაცხადა მსახიობმა ბერტა ხაფავამ. ქალბატონი ბერტა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს აფასებს:


_ 2 წელიწადი გავიდა, რაც საზიზღარი “ნაცმოძრაობა” მოშორდა ხელისუფლებას, მაგრამ არსად წასულან _ ჩვენი ნერვების მოსაშელელად კიდევ ბევრ ცუდ საქმეს სჩადიან. დღეს ეს ნაცისტები რომ გაჰყვირიან, რეალურად ქვეყანას ივანიშვილი მართავსო, თუ ასეა, სწორედ ივანიშვილის მზეს უნდა ლოცულობდნენ, რადგან მათ სასიკეთოდ დააწესა ავადსახსენებელი კოჰაბიტაცია და სწორედ ივანიშვილის დამსახურებაა, რომ თავგატეხილი არ დადიან ქუჩაში. ივანიშვილის ადგილას სააკაშვილი რომ ყოფილიყო, ხომ ყველას თავს დაუჩეჩქვავდა, ყველას დაიჭერდა, დედას უტირებდა და ვერავინ ვერაფერს ეტყოდა. დღეს ზოგიერთი მაინც მისტირის სააკაშვილს… თურმე საჭირო ყოფილა ისე მოქმედება, როგორც ის მოქმედებდა. აი, ასე უნდადააჩმოროქართველო ხალხი და მერე ტაშს დაგიკრავს ამერიკაც და ძალიანშეშფოთებულიევროპაც. იმას კი ვერ ხვდებიან, რომ ამ ჭირმა, რომელიც ქვეყანას თითქმის მოშორდა, შეიძლება კვლავ გაიხაროს. მაგრამ, ვინც ამას მივხვდით, გავბოროტდით. გიგი უგულავას დაპატიმრებას, იცით, რამდენ წელიწადს ველოდი? როგორ უნდა გიხაროდეს ადამიანის დაპატიმრება, მაგრამ იმ ზომამდე მიმიყვანეს, რომ მიხარია მათი დაჭერა და ცემა. ზაზა დავითაიას ცემა კი, პირიქით, ძალიან განვიცადე. ან ეს კობა ხაბაზი, კაცს რომ არ ჰგავს, ვის რა ჯანდაბად სჭირდება?! ეს ჩანჩურა ხაბაზი, დარწმუნებული ვარ, თავის ცოლშვილსაც არაფერში გამოადგება. რამდენს ყვირის, არადა, რომ შეხედავ საკაცეთს შეგაჯავრებს. როგორ შეიძლება ამ კაცის მოსმენა? წარმოგიდგენიათ, ნაცსადისტები რა დღეში არიან, ხაბაზი რომ ჰყავთ ლიდერად?! მისი ორგანიზაცია მოსასპობია. შევარდნაძეს თავის დროზე “კმარა” რომ მოესპო, დღეს თუთბერიძე პროფესორად არ დაჯდებოდა უნივერსიტეტში. ქუჩის ქალი, ქუჩაში ნათრევი თეა თუთბერიძე დღეს პროფესორია და, ალბათ, ხაბაზსა და მის ამალას ჰგონიათ, რომ ამ ქმედებებით თვითონაც პროფესორები გახდებიან. ეს ყველაფერინაციონალებისაგონიის მომასწავებელია. ვინც კობა ხაბაზს აჰყვება, კაცი არ არის! ივანიშვილს “ნაცები” რომ არ მოეშორებინა ხელისუფლებიდან, კახა სულუაშვილის ფილმ “ვარდების ევოლუციაში” სააკაშვილის ბებიის როლის შესრულებისთვის მეც და კახასაც აუცილებლად დაგვაპატიმრებდნენ.

_ დღევანდელი ხელისუფლების მუშაობით კმაყოფილი ხართ?

_ არც დღევანდელ ხელისუფლებას შეუსრულებია ბევრი დაპირება, მაგრამ რა შეგვისრულა სააკაშვილმა 9 წლის განმავლობაში, ცოცხების გარჭობის გარდა? ეს იმას არ ნიშნავს, რომ დღევანდელი ხელისუფლების მუშაობით კმაყოფილი ვარ, თუმცა, დღევანდელი ხელისუფლება საჯარო სამსახურებიდან ხალხს რომ ათავისუფლებს, მივესალმები. სააკაშვილის ხელისუფლებამ საჯარო სამსახურებში გააფორმა 500-500 კაცი, რომლებიც არაფერს აკეთებდნენ და მხოლოდ ხელფასს იღებდნენ. ამიხსენით, ასეთი ხალხი არ უნდა გამოყარო? მე კი მოზარდ მაყურებელთა თეატრიდან სააკაშვილის ბებიამ გამათავისუფლა და თეატრის მმართველად თავისი მეგობრის შვილი _ მიშა ანთაძე მოათრია, რომელსაც მხოლოდ იმით იცნობდნენ, რომ პედოფილი მამის შვილი იყო.

თეატრიდან რომ გამომაგდეს, მიზეზად ჩამიწერეს, დესტრუქციული ძალააო. არადა, არც რევოლუციონერი ვიყავი და არც კობა ხაბაზივით გავყვიროდი. უბრალოდ, ორგანულად ვერ ვიტანდი ვერც უგულავას, ვერც სააკაშვილს და ვერც მათ მოდგმას, ამიტომაც გამომაგდეს. ამ ადამიანებზე დღესაც ბიოლოგიური ზიზღი მაქვს.

ივანიშვილზეც ძალიან ნაწყენი ვარ, მარგველაშვილი რომ შემოგვტენა. ჯერ კიდევ პრეზიდენტობის კანდიდატი იყო, როდესაც ყველგან ვამბობდი, ამ ადამიანს ხმას ვერ მივცემ-მეთქი.

_ რატომ?

_ იმიტომ, რომ მარგველაშვილი სოროსის ძუძუს წოვდა და ბოკერიაიაკობაშვილის ძმაკაცია. ეს კაცი ივანიშვილს შეტენეს, თორემ ვინ მისცემდა ხმას? ვინ იყო მარგველაშვილი, ვინ იცოდა? შეიძლება, მარგველაშვილი ივანიშვილს შეტენა გია ხუხაშვილმა, რომელიც ბიძინას ნდობით აღჭურვილი პირი იყო და რა მივიღეთ? მარგველაშვილი მთხლე სიფათით გამოდის და სისულელეებს როშავს. რესპუბლიკელებისა და მარგველაშვილისთვის ხმის მიცემა არ შეიძლებოდა. სწორედ მათ გამოაცხადეს კოჰაბიტაცია, რომლის შედეგადაც ფეხზე დასმული ღორის ტილი _ “ნაცმოძრაობა” _ თავზე აგვაცოცდა. დააკვირდით, რა დღეში არიან: გია ბარამიძე, რომელმაც მთელი სოფელი ამოწყვიტა, როგორ ჰონორზეა?! გიჟი ბობოხიძე დაწყნარდა და ახლა ეს იქნევს მუშტებს. ისე, ბობოხიძე ძალიან არის დაწყნარებული, ალბათ, რაღაცის ეშინია.

 მარგველაშვილი და რესპუბლიკელები სასწრაფოდ არიან მოსაშორებელი ხელისუფლებიდან! ან ეს ლევან ბერძენიშვილი რას ბოდავს, ვის დაკარგვია, საერთოდ? ვაჟა-ფშაველა და ილია ჭავჭავაძე მაგისი გასაკრიტიკებელია?! ილიაზე თქვა, ასეთ მწერალს არ ვიცნობო! ამას რომ იტყვი, ქართველი არ ხარ! კაცი, რომელსაც არაფრის ნიჭი არ აქვს და იცის, რომ ისეთს ვერაფერს შექმნის, ისტორიაში შევიდეს, სწორედ ამ უაზრო კრიტიკით ცდილობს დამკვიდრებას. ან რით უნდა შევიდეს ისტორიაში, პარლამენტში რომ ზის და თხლიპინებს?

საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე საცოდავი დედაკაცია. მეგრელები ასეთ ქალზე ვამბობთ, პრინტიპრანტი ქალიაო, ანუ გამოპრუტუნებული ქალი, რომელიც დიასახლისადაც არ ვარგა. თავს მაინც მოუაროს, თმა დაივარცხნოს. მოკლედ, როგორც ჩემი გმირი, კიას ქვრივი ანიკო, ამბობს ფილმში “სიყვარული ყველას უნდა”, თანამდებობისთვის შეუფერებელი პირია. ისეთი საგარეო საქმეთა მინისტრი გვყავს, თეა თუთბერიძეც კი სჯობს გარეგნულად. თანაც რას ლაპარაკობს? რაღაცას წაიპრუტუნებს და შემდეგ მთელი მთავრობა ცდილობს მის გამართლებას. სწორედ ფანჯიკიძის გაიძვერობის გამოა დღეს მარგველაშვილსა და ღარიბაშვილს შორის კონფლიქტი. ეს სულელი დედაკაცი არ უნდა იყოს იმ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელსაც ჰყავს სალომე ზურაბიშვილი. რომ შეხედავ, გესიამოვნება მაინც და თანაც ჭკვიანი პოლიტიკოსია. უძაღლო ქვეყანა არ ვართ და მაია ფანჯიკიძეს რატომ აკნავლებენ, არ ვიცი.

_ ევროპარლამენტში ეკა ბესელიას ინგლისურად გამოსვლა ჰიტად იქცა

_ ეს ქალი შემეცოდა. სენაკელია და თავისი მოხსენება მეგრულ-ინგლისურად წაიკითხა. რა ძალა ადგა _ წაეკითხა ქართულად, მაგრამ თავის გამოჩენა მოისურვა და, რაც მიიღო, ყველამ დავინახეთ _ ქვეყნის სასაცილო გახდა. პუტინმა გადასარევად იცის ინგლისური, მაგრამ, რუსულის გარდა, სხვა ენაზე არ ლაპარაკობს და ესენი რას მატრაკვეცობენ, არ ვიცი.

ერთი რამ გარდაუვალია: “ნაციონალური მოძრაობა” ისე უნდა გაქრეს პოლიტიკური არენიდან, როგორც თავის დროზე ასლან აბაშიძის პარტია “აღორძინება” აორთქლდა. ამათგან განსხვავებით, “აღორძინება” დამნაშავე პარტია არ იყო. სწორედ “აღორძინებამ” და ასლანმა შეინარჩუნეს აჭარა და ერთ თურქს არ მოაკიდებინეს ფეხი ჩვენს მიწა-წყალზე. ახლა რა ხდება? წაგვლეკეს! ამ ზაფხულს ბათუმში ვიყავი და გავგიჟდი _ პლაჟზე რომ გავედი, თურქეთში მეგონა თავი. თქვენს გაზეთში წავიკითხე, ვაჰაბიზმის საფრთხეზე წერდით და მართალიცაა. თუ დროულად არ მოვაგვარეთ ეს პრობლემა, ვაჰაბიზმი გარდაუვალია! მარჯანიშვილი, თეატრში რომ მივდივარ, სტამბოლის ერთ-ერთი ქუჩა მგონია, ისეა გადაპენტილი თურქებით. ეს უბანი მთლიანად მათ აქვთ ნაყიდი და მითვისებული.

_ როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემა?

_ თურქებს ვერაფერს ვეტყვით, რადგან საძაგელ საქმეებს სჩადიან ჩვენები თურქეთში _ ქურდობენ, ბოზობენ და ა. შ. ყველაფერ საზიზღრობას კადრულობენ. ამიტომ ესტონეთს უნდა მივბაძოთ, სადაც ქვეყნის მოქალაქე ვერ გახდები და ვერ იცხოვრებ, თუ ესტონური ენა არ იცი. ჩვენც დავაწესოთ ასეთი კანონი და თურქები რომელი ენის შემსწავლელები არიან?! და თუ რომელიმე ისწავლის, ჯანდაბას, ეგდოს.

რომ აკრიტიკებენ დღევანდელ საპარლამენტო უმრავლესობას, მართლაც გასაკრიტიკებლები არიან. ძალიან ცუდი კადრებია შერჩეული. პრეზიდენტიდან დაწყებული, მინისტრპარლამენტარებით დამთავრებული, ისე დასუქდნენ, კისერს ვერ ატრიალებენ. ასე იცის მაღალმა ხელფასებმა და პრემიებმა

ან რა წესია, ამ ღარიბი ქვეყნიდან პრემიერმა ღარიბაშვილმა ამერიკაში 43 კაცი რომ წაიყვანა და ხუთვარსკვლავიან სასტუმროში აგულავა? რა უნდათ, ჩვენს ჯინაზე აკეთებენ ამას თუ მოსწრებაზე არიან _ არჩევნებამდე ცოტა დრო დარჩა და მოვასწროთო? რასაც სააკაშვილი აკეთებდა, იმ გზას უნდათ დაადგნენ? მე და ჩემი თაობა განათლებული ხალხი ვართ ახალგაზრდებთან შედარებით და მეტის მოთმენა შეგვიძლია, მაგრამ ყველას, ვისაც დღეს ვხვდები, მომავლის რწმენა აქვს დაკარგული. ახალი მთავრობა შორს ვერ გაფრინდება!

_ რა ხდება მოზარდ მაყურებელთა თეატრში, სადაც 2 წლის წინათ დაბრუნდით?

_ თეატრი პატარა სახელმწიფოა და ის ხდება, რაც სახელმწიფოში. ჩვენი ხელმძღვანელი არის დიმიტრი ღვთისიაშვილი. კარგი ბიჭია, კარგი ახალგაზრდა მსახიობები მოიყვანა და სპექტაკლი სპექტაკლზე კეთდებამ, მაგრამ მე ისეთ რეჟისორებთან ვარ ნამუშევარი, რომლებიც 2-3 კვირაში არ დგამდნენ სპექტაკლს. რეჟისორ გაწერელიას ზოგჯერ წელიწადიც კი დასჭირვებია კარგი სპექტაკლის დასადგმელად. ახლა ვხვდები, რატომ იყო დიდი რეჟისორი გაწერელია და რატომ გამოირჩეოდა ჩვენი თეატრი სამაგალითო დისციპლინით. დღეს ჩვენს თეატრში შტატები ძალიან გაბერილია. დიმამ მიშა ანთაძის მოყვანილი მსახიობები ვერ გაუშვა, პირიქით _ დაამატა კიდეც, რაც კარგი არ არის თეატრისთვის…

ესაუბრა ნინო მაისურაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here