Home რუბრიკები საზოგადოება რა ხდება საჩხერეში?

რა ხდება საჩხერეში?

1004

“ქართულმა ოცნებამ” საკუთარ თანამებრძოლებს, ერთგულ ადამიანებსა ამომრჩეველს იმედი რომ გაუცრუა, ახალი ამბავი არ არის, მაგრამ ის, რაც ბიძინა ივანიშვილის რაიონში _ საჩხრეში ხდება, როგორც თავად ადგილობრივი მცხოვრებლები ამბობენ, ყოველგვარ ზღვარს გადაცილებულია. “საქართველო და მსოფლიოს” ესაუბრება საჩხერის რაიონის საკრებულოს დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატი დავით შუბითიძე.

 


_ საჩხერის საკრებულოში ერთადერთი დამოუკიდებელი მაჟორიტარი ვარ. მინდა, დეტალურად მოგიყვეთ რაიონში არსებული ვითარება. 2104 წლის 15 ივნისის თვითმმართველობის არჩევნების წინა პერიოდში საუბარი იყო იმაზე, რომ “ქართული ოცნება” ჩემს კანდიდატურას წარადგენდა, რადგან მე ამ კოალიციის დაარსების დღიდან მათ გვერდით ვიდექი და მესტიის რაიონში ძალიან დიდი სამუშაო გავწიე. 2012 წლის საპარლამენტი არჩევნების დროს იქ საარჩევნო შტაბს ვხელმძღვანელობდი მას შემდეგ, რაც შტაბის ხელმძღვანელი კახა ჟორჟოლიანი დააპატიმრეს. სრულიად მარტო დავრჩი “ნაცების” წინააღმდეგ, სიცოცხლის რისკის ფასად არჩევნები კოალიციამაც და მაჟორიტარმა ვიქტორ ჯაფარიძემაც მოიგეს, თან, მოგეხსენებათ, როგორი რთული რეგიონი იყო სამეგრელო-ზემო სვანეთი.

მიუხედავად ამისა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევების დროსქართულმა ოცნებამსულ სხვა ადამიანი წარადგინა მაჟორიტარად, პიროვნება, რომელიც პირწავარდნილინაციიყო და არამხოლოდ თვითონ, მთელი მისი ოჯახი მათი კოორდინატორი იყო. 2012 წლის არჩევნების დროს პედაგოგები სკოლებში ჩაკეტა და შეხვედრაზე არ გამოუშვა. ეს ადამიანია ირაკლი ტეფნაძე. სწორედ ეს ტეფნაძე აღმოჩნდაქართული ოცნებისფავორიტიადგილობრივ არჩევენებში. ალბათ, ამ ადამიანმა ამ ორ წელიწადში რაღაცით დაიმსახურაოცნებისნდობა.

ეს ამბავი რომ შევიტყვე, მაშინდელ შტაბის უფროსს _ ლევან ივანაშვილს შევხვდი (საჩხერეში რატომღაც ივანიშვილი მარტო ბიძინაა, დანარჩენები ივანაშვილები არიან) და ვკითხე, რატომ აღმოჩნდა ტეფნაძე იმ ადგილას. მან მიპასუხა, რომ ასე გადაწყვიტა.

მინდა გითხრათ, რომ ლევან ივანაშვილი რაიონში დიდი ავტორიტეტით არასოდეს სარგებლობდა, მაგრამ შტაბს თავისი გვარის გამო ხელმძღვანელობდა, თანაც მის სახლში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს მანანა კობახიძე ქირით ცხოვრობდა, რომელიც, მოგეხსენებათ, “ქართული ოცნებისსაჩხერის მაჟორიტარი დეპუტატია. მე და ლევანმა ვისაუბრეთ და ვუთხარი, რომ ჩემს კანდიდატურას მაინც დავაყენებდი და არჩევნებსაც მოვიგებდი.

ჩემი სოფლისთვის ბევრი მაქვს გაკეთებული, იქ კი ისეთი ხალხი ცხოვრობს, რომ სიკეთეს არ ივიწყებს, ნამუსი აქვთ და ტყუილ-მართლის გარჩევა შეუძლიათ. სწორედ მათი იმედი მქონდა, როდესაც ივანაშვილს ვუთხარი, რომ არჩევნებს მოვიგებდი. ამის შედეგ შეშფოთებულმაოცნებისთავკაცებმა მანანა კობახიძე ჭალოვანის თემში ჩამოიყვანეს, ანუ იმ თემში, რომელშიც კენჭს ვიყრიდი. სიტყვაჩამოიყვანესიმიტომ ვთქვი, რომ 2012 წლის არჩევნების შემდეგ მას საჩხერეში ფეხი არ დაუდგამს. მოკლედ, ქალბატონ მანანას გაუბედეს და უთხრეს, რომ საქმე ცუდად აქვთ და ეს საკუთარი თვალითაც დაინახა. დაიწყეს მუშაობა ჩემ წინააღმდეგ, მაგრამ ზოგიერთ ადგილას შეხვედრების ორგანიზება ვერ მოახერხეს. წინასაარჩევნოდ ყველა თავისი კანდიდატის გაყვანას ცდილობს, მაგრამ მეთოდებია მნიშვნელოვანი… თემიდან ცოტას გადავუხვევ და გეტყვით, რომ ჩვენთან არის ასეთი სოფელი _ ვაკისა, იქ შუქი დღემდე არ არის, საპარლამენტო არჩევნების დროს მანანა კობახიძე მოსახლეობას ამ პრობლემის მოგვარებას დაჰპირდა, მაგრამ მას შემდეგ არც გახსენებია, დაპირება მოსახლეობამ ადგილობრივი არჩვენების დროსაც მიიღო…

ბოლო არჩევნების დროს კი მანანა კობახიძე სოფელ-სოფელ დადიოდა და ხალხს ეუბნებოდა: რატომ აძლევთ ხმას დათო შუბითიძეს, რა გაგიკეთათ? დაგავიწყდათ ბიძინა ივანიშვილის პატივისცემა? დღემდე მიკვირს და ვერაფრით მოვუძებნე ახსნა, თუ რა შუაშია ბიძინა ირაკლი ტეფნაძის არჩევასთან, ადამიანის, რომელიც მთელი ცხრა წელი “ნაციონალი” იყო. არჩევნები, რაც უფრო ახლოვდებოდა, ჩემი მხარდამჭერების დაშინება და დაჯარიმება დაიწყეს, ყველა ოჯახს მოუხსნეს სოციალური დახმარებები,  ბევრი ოჯახის გადარჩენა შევძელი, მაგრამ, სადაც გამოუვალი მდგომარეობა იყო, ვთხოვე, რომ აშკარად და საჯაროდ ჩემი მხარდაჭერა არ გამოეხატათ.

ვერაფერს გავხდი, ხალხი იჩაგრებოდა. როგორღაც მოვახერხე და წერილი გადავეცი მანანა კობახიძეს, მთელი გულით ვთხოვდი, რომ წინასაარჩევნოდ ხალხის ასეთ მდგომარეობაში ჩაგდება აღეკვეთა, რადგან “ნაცების” არჩევნებს მახსენებდა, მაგრამ ყურადღება არ მომაქციეს. მაჟორიტარის დახმარების იმედი რომ გადამეწურა, თავად დავიწყე დაზარალებული ხალხისთვის ბრძოლა და რამდენიმე სასამართლო პროცესიც მოვიგეთ, ჯარიმები მოუხსნეს, რაც იმის დასტური იყო, რომ ჯარიმა უსამართლოდ იყო დაწერილი. ამ ფაქტმა “ოცნება” უფრო გააღიზიანა და აშკარა შეტევა დაიწყეს ხეობაზე. მაშინდელი საკრებულოს თავმჯდომარე ინგა ზამბახიძე მოსახლეობას ემუქრებოდა, თუ მხარს დათო შუბითიძეს დაუჭერთ, აღარ ელოდოთ გზის შეკეთებას, წყლის მოწოდებას, სინათლის გაყვანას, მოკლედ, ჰაერის გადაკეტვა დარჩათ უთქმელი.

არჩევნები ჩემი გამარჯვებით დასრულდა, 61%-იანი მანდატი მივიღე. მაშინვე დავუკავშირდი ყველას და ვუთხარი, რომ ოპოზიციაში არ ვარ, მინდა მათთან თანამშრომლობა, ჩემი ხეობისთვის სიკეთის გაკეთება. მანანა კობახიძესაც იგივე ვუთხარი, მაგრამ მან ასეთი პასუხი გამცა: _ თუ შენ ჩვენიანი იყავი, როგორ გაბედე და ჩვენს კადიდატს დაუპირისპირდი? თავად საკუთარ თავს შავი პიარი უკეთეს, ერთი ტყვია არ უსვრიათ “ნაცებივით”, თორემ ხალხისთვის სხვა არაფერი დაუკლიათ და კიდევ მე ვიყავი დაპირისპირებული?

82 განცხადება დავწერე საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე, პრობლემების მოგვარებას ვითხოვდი, მაგრამ ვერაფერს მივაღწიე. თავმჯდომარე, თამაზ ნადირაძე ცუდი ადამიანი არ არის, მაგრამ გადაწყვეტილებებს ვერ იღებს.

_ ბატონო დავით, ამ წრილებში რა პრობლემების მოგვარებაზე წერდით?

_ ძირითადად, სოფლის მოსახლეობის პრობლემებზე. ერთ შემთხვევას გეტყვით: ამა წლის 21 აგვისტოს მიწისძვრა მოხდა, სოფელში 9 ოჯახი დაზარალდა. დახმარება ვითხოვეთ, რა თქმა უნდა, პასუხი გაგვცეს, მაგრამ ასეთი _ შევამოწმეთ და აღმოჩნდა, რომ სახლები ხანდაზმულობის გამო დაინგრა და სახსრების არსებობის შემთხვევაში, გავუწევთ დახმარებას. მინდა გითხრათ, რომ ყველა წერილზე ასეთ არაადეკვატურ პასუხს გვცემენ. გასაგებია, რომ ბიუჯეტში ფული არ არის და წინასაარჩევნოდ დახარჯეს, მაგრამ სარგოების, ხელფასების ფული ხომ დარჩათ? ერთ-ერთ სხდომაზე დავაყენე საკითხი, რომ ნუ შევიკრიბებოდით იმ დრომდე, ვიდრე ბიუჯეტში ფული არ იქნებოდა, ანუ ხელფასები არ ავიღოთ-მეთქი, მაგრამ არ დამეთანხმნენ. თანამდებობების განაწილების დროს ერთმანეთი დახოცეს, ყველა ამტკიცებდა ჭორვილელი ვარ, ჩემი ბაბუა იქაური იყოო, ზოგი ბებიის ჭორვილელობას იბრალებდა, ზოგი ნათლიის და ა.შ. ვინც ჭორვილასთან ახლოს აღმოჩნდა, თანამდებობასაც გამოჰკრა ხელი.

ჩვენი სოფელი რაიონიდან 40 კილომეტრით დაშორებულია, ამიტომ ბავშვებს საშუალება არ აქვთ, სპორტის რომელიმე სახეობით დაკავდნენ, ტრანსპორტი არ მოძრაობს. არადა, ჩვენი ხეობა ყოველთვის წარმატებულ სპორტსმენებს ზრდიდა. საკრებულო რაც შეიკრიბა, მას შემდეგ 300 ლარის გამოყოფას ვითხოვ, რომ ტრანსპორტმა იაროს და ბავშვებს ხელშეწყობა ჰქონდეთ. სპორტული სკოლის დირექტორთან მივედი და ამ თემაზე დაველაპარაკე, სკოლის ბიუჯეტი 307 ათასი ლარი ყოფილა, კინაღამ გავგიჟდი. და ვუთხარი, როგორ, 300 ლარის გამოყოფა არ შეგიძლია ბავშვებისთვოს-მეთქი? აღმოჩნდა, რომ სკოლის დირექტორს შტატში 14 მკვდარი სული უზის, თავისი ინიციატივით კი არა, საკრებულოს დაკვეთით.

_ ესნაცებისდროინდელი მკვდარი სულებია?

_ არა, 2012 წლიდან. საკრებულოში ამ საკითხზე ვისაუბრე, მაგრამ ამაოდ… ჩვენთვის არაფერი შეცვლილა, უფრო მეტიც: ხეობა, სადაც მე გავიმარჯვე, უარესად დაზარალდა, რადგან ვერ ინელებენ, რომ 41-მა ვერ გაიმარჯვა.

_ რით აგიხსნეს ის ფაქტი, რომ თქვენ მაგივრად ვინმე ყოფილინაციონალიტეფნაძე დაასახელეს მაჟორიტარად?

_ დაადგინეს, რომ უმართავი პიროვნება ვარ. მათ კი მორჩილი ადამიანები უყვართ.

_ საბოლოოდ თქვენი ასეთი გაღიზიანება რამ გამოიწვია?

_ მთელი რაიონი წუხს საბავშვო ბაღებთან დაკავშირებულ პრობლემაზე. საკრებულოში საკონკურსო კომისია შექმნეს და დაიწყეს ბაღებში თანამშრომლების შერჩევა. კომისიის არსებობა მაჟორიტარებს თავის დროზე არ გაგვაგებინეს. არადა, ჩვენ ძალიან კარგად ვიცნობთ ადგილობრივ მოსახლეობას.  კარგი, რაც იყო, იყო… მაგრამ კომისიის სხდომაზე დასწრების უფლებაც არ მომცეს და  ბაღის გამგედ დანიშნეს ახალგაზრდა მექანიზატორი. როდესაც ვიკითხე, თუ რა კრიტერიუმით შეირჩა ეს ახალგაზრდა კაცი, მიპასუხეს, რომ ის მათი კოორდინატორი იყო.

ეს არამხოლოდ სულში ჩაფურთხებაა საჩხერის მოსახლეობისთვის, არამედ სასტიკი დასჯა იმ ხეობისა, რომელმაც გაბედა და 41 არ შემოხაზა.

საჩხერეში ის ადამიანები, რომელთაც ჭორვილასთან კავშირი არ აქვთ და არ არიან ივანაშვილები, დაჩაგრულები არიან.

_ მეგონა, საჩხერეში ბიძინა ივანიშვილი ყველას უყვარდა, მისი ქველმოქმედებიდან გამომდინარე.

_ ქველმოქმედება მიზნის გარეშე არ არსებობს. ეს რომ ასეა, შედეგი სახეზე გვაქვს.  მას შემდეგ, რაც ბიძინა ხელისუფლებაში მოვიდა, ყველა შეღავათი მოიხსნა _ არავის ეხმარებიან.  მგონი, ჯობდა, ის ქველმოქმედება არც ყოფილიყო. ხალხი უარეს დღეში აღმოჩნდა. საჩხერის რაიონში ტრაქტორი არ მოიძებნება,  საჩხერეს აღარაფერი გააჩნია. ბიუჯეტიდან ტრაქტორს არ ყიდულობენ, “ატუ”-ში თუ მიხვალ (ივანიშვილის ფირმაა), ვერ იქირავებ, რადგან საქველმოქმედოა და უფლება არ აქვთ, მოგაქირავონ, ქველმოქმედება კი შეჩერებულია. დღეს აი, ასეთი საშინელი დილემის წინაშე დგას ხალხი.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

 

2 COMMENTS

  1. 2104 შენაირების გამო ხდება ეგ ყველაფერი. არა მხოლოდ საჩხერეში თითქმის ყველა რეგიონში და სოფელში, დრო ბევრი გაქვთ ეხლა ტაში რომ უკრად როგორც ბრძანებთ ჭორ-ლებს. საქმე მეტი აღარაფერი არ გქონია და დაჯექი ახლა და უკარი ტაში იქნებ ასე მაინც გააკეთონ რამე სოფლისთვის.

  2. სოსო შენ ვიღასნაირიღა ხარ? მიდი აბა გააკეთე რამე, ანახე ხალხს რა შეგიძლია ან გაგიკეთებია რამე საერთოდ ერისათვის? ჩადი და ნახე გაიკითხე რა ხდება დღეს და როგორი იყო მაშინ.
    ბილეთის ფული თუ არ გაქვს თქვი და მოგცემ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here