Home რუბრიკები პოლიტიკა ელიზბარ ჯაველიძე: დედას ვუტირებთ მაგათ!

ელიზბარ ჯაველიძე: დედას ვუტირებთ მაგათ!

634

“ნაციონალებსა” და ხელისუფლების მომხრეებს შორის ამ დღეებში ვითარება კიდევ ერთხელ დაიძაბა. მიმდინარე მოვლენებსა და იმ ხმებზე,  რომ “ნაციონალები” ქვეყანაში არეულობის პროვოცირებას გეგმავენ, “საქართველო და მსოფლიოს” აკადემიკოსი ელიზბარ ჯაველიძე ესაუბრება.


_ ამ დღეებში ორ ორგანიზიაციას _ “თავისუფალ თაობასადათავისუფალ ზონასშორის მომხდარმა კონფლიქტმა, საზოგადოების გარკვეულ ნაწილს 90-იან წლებში არსებული სამოქალაქო დაპირისპირების განმეორების შიში გაუჩინა. აქციაზე თქვენც იმყოფებოდით, როგორ ფიქრობთ, რამდენად არსებობს ქვეყანაში სერიოზული დაპირისპირების საფრთხე?

_ პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ 90-იან წლებში სამოქალაქო დაპირისპირება არ ყოფილა. ეს იყო სხვა სახელმწიფოების მიერ ნებადართული აჯანყება, რომელიც საქართველოში არსებულმა “მეხუთე კოლონამ” განახორციელა. ამიტომ მოსაზრებას, რომ ეს იყო სამოქალაქო ომი, მე არ ვეთანხმები.

საფრთხე, რა თქმა უნდა, დიდი ხანია, არსებობს, მაგრამ ვითარების დაძაბვას ხელს უწყობს და ცეცხლზე ნავთს ასხამს შეკვეთით შექმნილი ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთა დიდი ნაწილი დასავლეთიდან ფინანსდება. ამ არასამთავრობოების სიის თავშია სოროსის მიერ შექმნილი “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”, “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” და ნინო ლომჯარიას ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნები”. ასევე, ბოლო ხანს გაჩნდნენ პირადად სააკაშვილის მიერ დაფინანსებული არსამთავრობოებიც, როგორიცაა, მაგალითად, “თავისუფალი ზონა” და ასევე შაშკინის, უტიაშვილისა და სხვა ყოფილი “ნაციონალი” მაღალჩინოსნების მიერ დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაციებიც, რომლებსაც დიდი ფული აქვთ. ვერავინ დამისახელებს ერთ ფაქტსაც კი, რომ ამ არასამთავრობო ორგანიზაციებს ოდესმე ქართველი ერის, ზნეობის დასაცავად აღემაღლებინოთ ხმა. ამას გარდა, ამ ყველაფერს ხელს უწყობენ, ასევე, ტელეარხები _ “რუსთავი 2”-დან დაწყებული, “იმედით” დამთავრებული. ყველა ფულზეა გაყიდული. ისინი ხალხის განწყობას კი არ გამოხატავენ, არამედ იმას, რაც დასავლეთს აძლევს ხელს. ეს შემთხვევითი არ არის. მათ შექმნეს ადამიანის ტვინის ფილტრაციის, გამორეცხვის ინსტიტუტი, რომელიც დაახლოებით 60-მდე სამეცნიერო ცენტრს მოიცავს. როდესაც ადამიანი “რუსთავი 2-ს” უყურებს, ეგონება, რომ სააკაშვილი დიდი შემოქმედი იყო, მაშინ, როდესაც ასეთი მტრები ჩინგიზ ხანი და თემურ ლენგიც არ ყოფილან საქართველოსთვის.

_ ფიქრობთ, მართლდება გავრცელებული ხმები იმის თაობაზე, რომნაციონალური მოძრაობისლიდერებმა სააკაშვილისგან დავალებები მიიღეს, რათა ქვეყანაში არეულობა დაიწყონ?

_ რა თქმა უნდა, და ვისაც ამაში ეჭვი ეპარება, ან ბრიყვია ან შეგნებულად იშტერებს თავს, ან საქართველოს გამოკვეთილი მტერია. ყველამ კარგად იცის, რა განწყობაა ხალხში, “ნაციონალებიხელისუფლებაში არჩევნების გზით ვერ მოვლენ. მიუხედავად იმისა, რომქართულმა ოცნებამდაკარგა ამომრჩეველი, ეს ადამიანები, მაინც არ მისცემენ ხმას ვითომ ვარდებით მოსულ ხელისუფლებას, სინამდვილეში შპრიცებით რომ შემოიჭრნენ პარლამენტში. მთელი პარლამენტი შპრიცებით იყო მოფენილი. მაშინ მე პირველმა ვთქვი, ეს “ვარდების” კი არა, “შპრიცების რევოლუცია” იყო-მეთქი.

_ რისი იმედი აქვთნაციონალებს”?

_ მათ აქვთ დიდი ფინანსები. ხალხის ნაძარცვი ფული გაიტანეს საზღვარგარეთ. მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, გზის ფული არ მაქვსო და ამავე დროს რამდენიმემილიონიანი იახტით დასეირნობს. დავით კეზერაშვილმაც დიდი ფული იშოვა, მოწამლული არყები ჩამოჰქონდა… ფინანსების გარდა, საზღვარგარეთიდან მათ აქვთ გარკვეული ძალების მხარდაჭერა, ვინაიდან ამერიკის პოლიტიკური ელიტა მიხვდა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი და საქართველოს ახალი ხელისუფლება ისეთი მორჩილი აღარ იქნება, როგორიც მიხეილ სააკაშვილის იყო.

_ უცხოეთში სააკაშვილისა დანაციონალებისდაბრუნებას უჭერენ მხარს?

_ სააკაშვილი შეიძლება ისევე მოისროლონ, როგორც, მაგალითად, კადაფი, ჰუსეინი და სხვები. დღეს მარტონაციონალებიარ წარმოადგენენ პრობლემას, ნურც რესპუბლიკელები დაგვავიწყდება, რომლებიცნაციონალებისგანდიდად არ განსხვავდებიან. ირაკლი ალასანიაც ამერიკის პროექტია. ისინი შესაფერის დროს უცდიან და დაიწყებენ ბიძინა ივანიშვილის გინებას. ქართული ინტელიგენცია, მათ შორის მეც, ივანიშვილმა გადაგვარჩინა და დღესაც გვეხმარება, თორემ აკადემიკოსები და მეცნერება არავის აინტერესებს. არც განათლების სამინისტრო გვაქცევს ყურადღებას. განათლების მინისტრი ლომაიას კვალის გამგრძელებელია. მისი ოთხივე მოადგილე სოროსის მიმდევარია. 3500 კაცი გაათავისუფლეს უნივერსიტეტიდან და მათ მაგივრად უბირი და უწიგნური ხალხი მოიყვანეს, რომელიც იძახდა, რომ მიშა მაგარია.

ჯერჯერობით ისინი ამას ერიდებიან, რადგან ივანიშვილის ავტორიტეტი ძლიერია და ხალხის განწყობაც, მაგრამ დრო მოვა და სხვანაირად მოიქცევიან.

უნდა ითქვას, რომ ხალხში არის უკვე უკმაყოფილება, რადგან სამართლიანობის აღდგენა ჩემთვისაც, უპირველესად, “ნაციონალების” გასამართლებას ნიშნავს და თავს მოხვეული კოჰაბიტაცია ქართველ ხალხს ეჯავრება. მკვლელთან როგორ უნდა ვითანამშრომლო? მკაფიოდ თქვა ღარიბაშვილმა “ნაციონალებს” საერთოდ არ ველაპარაკებიო. თავის დროზე მარგველაშვილმაც იგივე თქვა, _ როგორც კი ამირჩევენ პრეზიდენტად, კოჰაბიტაცია დამთავრდებაო, მაგრამ პირიქით მოხდა _ ჩაეხუტა “ნაციონალებს” და ასე დაამთავრა კოჰაბიტაცია.

_ თქვენ საუბრობთ სამართლიანობის აღდგენაზე, ყოფილი მაღალჩინოსნების დასჯაზე, თუმცა ევროსაბჭოს რეზოლუციაში გაკრიტიკებულია ხელისუფლების ქმედებებინაციონალებთანმიმართებაში და სხვათა შორის, უნდა ითქვას, რომ ამან გარკვეულწილად სასამართლოზე უკვე მოახდინა ზეგავლენა.

_ ევროსაბჭო დიდწილად მექრთამეთა ორგანიზაციაა და ამის მაგალითებიც არსებობს. იქ ფართოდაა წარმოდგენილი რესპუბლიკური პარტია, რომელიც მიშას მიერ დაპურებული ადამიანებითაა სავსე.

როგორც კი თქვა ღარიბაშვილმა, ერთსქესიანი ქორწინება არ იქნებაო, პარლამენტმა მაშინვე ერთხმად მიიღო ანტიდისკრიმინაციული კანონი. სირცხვილია. არ გეგონოთ, რომ ეს ელ-გე-ბე-ტები ამ ეტაპზე შეჩერდებიან. მეტ და მეტ უფლებებს მოითხოვენ.

რა თქმა უნდა, ეს რეზოლუცია “ნაციონალების” დაბრუნებას უწყობს ხელს. ჯერ ერთი, როგორ შეიძლება, ევროსაბჭო ხარ თუ ვიღაც, მეუბნები, რომ მძარცველს, კაცისმკვლელს, დამნაშავეს რატომ იჭერ, რატომ ართმევთ ქონებასო? მაგალითები მოვიყვანო, რა ხდება იტალიაში, გერმანიაში, საფრანგეთში და დანარჩენ ევროპაში? _ კაპიკების მოპარვის გულისთვის დაიჭირეს პრეზიდენტები და პრემიერები. თურმე იმათთან შეიძლება და ჩვენთან არა, რადგან, როგორც ჩანს, ჩვენ ჩამორჩენილი ქვეყანა ვართ მათ თვალში; ჩვენ ვართ პროვინცია, შტატის დონეზეც კი არ ვართ, თორემ ამერიკაში ყოველ შტატს თავისი კანონები აქვს და დამნაშავეებს სიკვილითაც კი სჯიან.

ბოდიში მკითხველთან, მე ძალიან ზრდილობიანი კაცი ვარ, სოლოლაკში ვარ გაზრდილი, მაგრამ დაახვიონ ეს რეზოლუცია და უკან გაიკეთონ. იმ დღეს რეზო ამაშუკელმა თქვა, ამერიკელებმა უნდა აირჩიონ: ან “ნაციონალები”, ან ქართველი ხალხიო. იმ ქვეყნის მე არ მწამს, რომელიც მიხეილ სააკაშვილს “დემოკრატიის შუქურად” აღიარებს.

_ ანუ ხელისუფლებამ არ უნდა გაითვალისწინოს ევროსაბჭოს რეკომენდაციები?

_ რა თქმა უნდა, არა. უკრაინაში მიმდინარე პროცესებს შევხედოთ: ჩვენი უბადრუკი ვითომპოლიტოლოგები, ერთი წიგნი რომ არ აქვთ წაკითხული და ერთი წერილი დაწერილი, რაებს ბოდავენ? მაგალითად, ეს ნიკა ჩიტაძე რომ გამოდის, რას ლაპარაკობს? საერთოდ, რაში აძლევდა ხელს რუსეთს უკრაინაში არეულობა? დალაგებული ჰქონდა ქვეყანა.

_ ახლახან თქვენ ესწრებოდით სასტუმრობეტსიშიგამართულ კონფერენციას _ “კიევის მაიდანი: გაკვეთილები სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისთვის”. რამდენად ადეკვატურად იქცევა ჩვენი ხელისუფლება ამ ვითარებაში?

_ ბუნებრივია, უნდათ, ეს არეულობა გადმოიტანონ საქართველოშიც, მაგრამ უკრაინაში ცოტა “ჭრელი” საზოგადოებაა. ქართველს კი როდესაც უჭირს, ყველაფერს ივიწყებს, გარდა სამშობლოსი.

რატომ არ იჭერენ დავით საყვარელიძეს, პარლამენტის წევრი რომაა იმიტომ? ნუგზარ წერეთლით დაწყებული (თავი წესიერ კაცად რომ მოაქვს), დავით დარჩიაშვილით დამთავრებული, ფრთხილად იყვნენ, თორემ ხალხი ისეა გამწარებული, პარლამენტში შევარდება და ცოცხებითა და როზგებით გამოყრის მაგათ იქიდან. რა უნდათ დამნაშავეებს პარლამენტში?!

კობა ხაბაზმა ცრემლები რომ ღვარა იმ დღეს _ სამშობლო მიყვარსო, თუ გიყვარს, შე მამაცხონებულო, სააკაშვილი 9 წელიწადი რომ ანგრევდა ქვეყანას, რომ გაყიდა მთელი საქართველო, ლამის დაკარგულია აჭარა, სად იყავი? ახლა, თითქოს ალექსანდრე მაკედონელი იყოს, შექმნა “თავისუფალი ზონა” და უკვირს _ რას ვაშავებთო. უწესიერესი ბიჭი სცემეს, ჟურნალისტი ზაზა დავითაია. ესენი, თავისუფალი ორგანიზაციის წევრები კი არა, საქართველოს მტრები არიან.

_ ჩვენ ვსაუბროთ დამნაშავეების დასჯაზე, მაგრამ რატომ ვერ მოახერხა ხელისუფლებამ საერთაშორისო საზოგადეობა საკუთარ სიმართლეში დაერწმუნებინა?

_ რას დაარწმუნებდნენ?! “ნაციონალებს” მოპარული ფულებით ჰყავთ ყველანი ნაყიდი, ხომ დაუმტკიცეს კარლ ბილდტს, რომ მილიონები ჰქონიათ მისთვის გადარიცხული.

ახლა ჩემი ასაკის ხალხი ვქმნით ორგანიზაცია “ლაზარეს” და დედას ვუტირებთ მაგათ. ჩვენ გვქონდა მსგავსი სახელწოდების ორგანიზაცია და “სახალახო კრება”, სწორედ ეს ხალხი ავმოქმედდებით.

_ მოქმედებას როგორ აპირებთ, რა ბერკეტები გაქვთ?

_ ჩვენი მთავარი ბერკეტია ის, რომ ხალხი გვიჭერს მხარს. ეს ნაძირლები რომ დადიან რეგიონებში, ოცამდე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, ჩვენც ჩავალთ და ხალხს შევხვდებით. მოვიდნენ და დაგვიპირისპირდნენ, გვეკამათონ. საზოგადოებრივ აზრზე მოვახდენთ გავლენას და ამით შევებრძოლებით. რაც განათლების მინისტრობიდან წამოვედი, ოცი წელიწადია უკვე და პირველ არხზე ერთხელ არ დაუძახიათ, როცა თეა თუთბერიძე (იდიოტი გოგო როა) ლამის ყოველდღე ზის იქ და ჯულიეტა ვაშაყმაძედ აქციეს. ვისაც სამშობლო უყვარს, იმას დღეს ჩამორჩენილ ადამიანად მიიჩნევენ. დღეს რომ წუწუნებენ “ნაციონალები”, სამსახურებიდან გვყრიანო, უნდა გაყარონ, ეგენი ინდობდნენ ვინმეს? ჩემი ორი ვაჟი ჩემ გამო უმუშევარი იყო.

რა დროს დემოკრატობანას თამაშია! ამდენი პოლიციელი არც ერთ აქციაზე არ მინახავს. ვის იცავენ? ვითომ დემოკრატიას იცავენ? კი არ უნდა დაიცვა, უნდა დაიჭირო და გაასამართლო. თუ ხელისუფლება არ იზამს, ხალხი იზამს. ამას გპირდებით.

_ გამოდის, კვლავ საბრძოლო განწყობაზე ხართ?

_ მე, 20 წელიწადია, ვიბრძვი. კეთილი ყოველთვის ძლევს ბოროტს.

ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი

 

1 COMMENT

  1. ბოდიშის მოხდით საქართველოსთან შოთა რუსთაველი შეცდა როდესაც თქვა ბოროტსა სძლია კეთილმა არსება მისი გრძელიაო სულ ტყუილია არ მჯერა 60 წლის ვხვდები და ერთხელაც ვერ ვეღირსე რომ კეთილს გაემარჯვოს სულ ბოროტი იმარჯვებს რა ვქნა ასეა და ვისაც არ გჯერათ რომ მართალი ვარ დამარწმუნეთ რომ ვცდები

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here