Home რუბრიკები პოლიტიკა შოთა მალაშხია _ წარმატებული პოლიტიკოსი თუ ჩვეულებრივი მედროვე?

შოთა მალაშხია _ წარმატებული პოლიტიკოსი თუ ჩვეულებრივი მედროვე?

1023

საქართველოში ძალიან ბევრი “წარმატებული” საჯარო მოხელე გვყავს, რომელთა “წარმატების საიდუმლო” სულაც არ არის შრომისმოყვარეობა, ნიჭიერება… პირიქით, მათმა უმეტესობამ კარიერა გაიძვერობითა და ვინმესთან მიტმასნება-შეძრომით გაიკეთა. ასეთ ადამიანებს ხალხი რატომღაც უსმენს, მათ ნააზრევს ითვალისწინებს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი მხოლოდ სხვისი დავალებების შემსრულებლები არიან. სამაგიეროდ, ტელევიზიები და ინტერნეტსივრცე გადაჭედილია ისეთი “რუპორებით”, რომლებიც, კაცმა არ იცის, რატომ ითვლებიან “წარმატებულ” მოხელეებად ან პოლიტიკოსებად. “საქართველო და მსოფლიო” შეეცდება, გაგაცნოთ “ნაცების” რეჟიმისგან ძალიან არიან დავალებული ადამიანები, და თვითონ განსაჯეთ _ არიან თუ არა ისინი სამშობლოსთვის თავდადებულნი და რას შეიძლება მოველოდეთ მათგან.


“ნაციონალურმა მოძრაობამ” ეს სახელი იმიტომ შეარჩია, რომ იმ ხალხისთვის, რომლის მოტყუებასაც აპირებდა, ეროვნული მოძრაობის ასოციაცია შეექმნა. 1989-1990 წლებში მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ცდილობდა, თავისი საქმე გვერდზე გადაედო და იოტისოდენა წვლილი მაინც შეეტანა საქვეყნო საქმეში. “ნაციონალური მოძრაობა” ფასადად აპირებდა ზვიად გამსახურდიას მომხრეების გამოყენებას. ასეც მოხდა. სევდია უგრეხელიძე, შოთა მალაშხია, ზვიად ძიძიგური, ნუგზარ წიკლაური, ეკა ხერხეულიძე და სხვები იმიტომ იდგნენ სააკაშვილის გვერდით, რომ ზვიად გამსახურდიას ყოფილ მომხრეებს სადღაც სულის სიღრმეში ეფიქრათ ან თუნდაც ეჭვი ჰქონოდათ, რომ სააკაშვილი იქნებოდა ზვიად გამსახურდიას საქმეების გამგრძელებელი (ძალიან უნდოდათ, ზვიად გამსახურდიასთან “პარალელები” გაევლოთ 2012 წელსაც, როცა “ნაციონალური მოძრაობა” დამთავრდა, მაგრამ ასეთ “პარალელებს” სხვა ტყუილებივით მოკლე ფეხი აღმოაჩნდა). რაც შეეხება ყოფილ ზვიადისტებს, მათგან დღეს ორიოდე ადამიანი თუა დარჩენილი საჯარო სამსახურში.

დღეს მკითხველის ყურადღებას ერთერთზე შევაჩერებთ _ შოთა მალაშხიაზე. მას განსაკუთრებით საინტერესო ბიოგრაფია აქვს:

დაამთავრა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტი ექიმის კვალიფიკაციით;

სპეციალობა _ სამკურნალო საქმე

სამუშაო/პოზიცია _ 26 კომისრის რაიონის ბინათმმართველობის მუშა (1979-1980)

სამუშაო/პოზიცია _ 132-ე ტექნიკური სასწავლებელი, მოსწავლე (1980-1981)

სამუშაო/პოზიცია _ თბილისის ტრამვაი-ტროლეიბუსის სამმართველო, ელშემკეთებელი (1981-1982)

სამუშაო/პოზიცია _ თბილისის ტრამვაი-ტროლეიბუსის სამმართველო (1983)

სამუშაო/პოზიცია _ თბილისის სამედიცინო ინსტიტუტი, სტუდენტი (1983-1989)

სამუშაო/პოზიცია _ რესპუბლიკური ცენტრალური კლინიკური საავადმყოფო, ექიმი-ინტერნი (1989-1990)

სამუშაო/პოზიცია _ პოლიკლინიკა 2, ლაბორანტი (1991-1998)

სამუშაო/პოზიცია _ პოლიკლინიკა 2, ექიმ-ნევროპათოლოგი (1999-2003)

სამუშაო/პოზიცია _ საქართველოს პარლამენტის წევრი (2004-2008)

სამუშაო/პოზიცია _ საქართველოს პარლამენტის წევრი (2008-2012)

საარჩევნო ბლოკი _ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” _ “მეტი სარგებელი ხალხს”

აქტიურობა: ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” _ ფრაქციის წევრი; ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისია _ კომისიის თავმჯდომარის მოადგილე; საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი _ კომიტეტის წევრი; პოლონეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი _ წევრი; ესტონეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი _ წევრი; ლატვიის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი _ წევრი; ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი _ წევრი.

რის შესახებ დუმს პარლამენტის ოფიციალური საიტი

ერთობ საინტერესოა, რომ შოთა მალაშხიას დაბადების წელი არ იყო მითითებული საქართველოს პარლამენტის საიტზე განთავსებულ მის ბიოგრაფიულ მონაცემებში. საინტერესოა ისიც, რომ ბატონი შოთა მალაშხია 1983 წელს მოეწყო სამედიცინო ინსტიტუტში, მანამდე მუშურ-გლეხური წარსული აქვს (1979-1982), მუშაობდა ე. წ. სტაჟისთვის, რათა სამედიცინოზე ჩასაბარებლად საბუთები მიეღო.

მაშ, ასე, აი, რას გვიყვება “წარმატებულ” პოლიტიკოს შოთა მალაშხიაზე ჩვენი კონფიდენციალური წყარო (ჩვენ არაფერს ვამტკიცებთ):

“1989 წელს შოთა მალაშხია განსაკუთრებულს არაფერს წარმოადგენდა, ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში სერიოზულად ჩაერთო 1991 წელს, ხოლო გამოიკვეთა მაშინ, როცა პოლიტიკურ გაერთიანება “მრგვალი მაგიდა _ თავისუფალ საქართველოს” თენგიზ კიკაჩეიშვილი ჩაუდგა სათავეში. ეს პოლიტიკური წარსულიც არ არის მითითებული ბიოგრაფიაში, თუმცა, წესით, ამომრჩეველს ასარჩევი პირის პოლიტიკური წარსული უფრო უნდა აინტერესებდეს, ვიდრე მისი შრომითი ბიოგრაფია. ასევე არაფერია ნათქვამი, თუ როგორ გაუუქმეს ერთხელ საარჩევნო რეგისტრაცია ზურაბ ჟვანიას და როგორ აპირებდა ის კენჭისყრას “ქრისტიან-კონსერვატიული” პარტიის სახელით, რომელსაც შოთა მალაშხია ხელმძღვანებლობდა. არაფერია ნათქვამი ეროვნული თანხმობის დარბაზზე, რომელსაც აწ განსვენებეული აკადემიკოსი ვახტანგ ბოჭორიშვილი ონანიზმს უწოდებდა (ეს პროცესი სიამოვნებას იძლევა, მაგრამ შედეგს ვერაო). თუმცა ეროვნული თანხმობის პროცესს ერთი “შედეგი” მოჰყვა. კერძოდ, ის, რომ ზვიადისტები, რომლებიც ასლან აბაშიძის გარშემო იყვნენ შემოკრებილნი, მოხვდნენ 1999 წლის მოწვევის პარლამენტში, მაგრამ თენგიზ კიკაჩეიშვილის “მრგვალი მაგიდიდან” ბარიერი ვერავინ გადალახა. ზურაბ ჟვანია, თანხმობის პროცესის ინიციატორი და სულისჩამდგმელი, აუღელვებლად დაემშვიდობა “მრგვალი მაგიდის” ფრთას და ურთიერთობა შეინარჩუნა ერთადერთ კაცთან _ შოთა მალაშხიასთან, ანუ ზურაბ ჟვანიამ დეპუტატის მანდატი მიიღო თენგიზ კიკაჩეიშვილის “მრგვალი მაგიდის” ღალატისა და დაშლის ფასად.” ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის კონცეფცია, რომელიც შოთა მალაშხიას ჰქონდა აფხაზეთის დაბრუნების შესახებ, თუმცა ამაზე საუბრისგან თავს შევიკავებთ.

“1992 წელს, როდესაც გადატრიალება დასრულდა, ძალიან ბევრი აფერისტი და აგენტი შეგზავნეს ზვიადისტურ ორგანიზაციებში. ბატონი მალაშხიაც, როგორც ჩანს, ერთერთი მათგანი იყო იმიტომ, რომ, ჯერ ერთი, ისმრგვალი მაგიდა”, რომელიც თბილისში იყო, ფაქტობრივად, არაფრით დახმარებია ზვიად გამსახურდიასა და სამეგრელოს, მალაშხია კიმრგვალი მაგიდისლიდერების ხუთეულში გახლდათ. იმ პერიოდში მალაშხიას თავი ისე ეჭირა, რომ შევარდნაძე იყო რუსეთუმე, თვითონ კი იყვნენ პროდასავლურნი _ ხმა დადიოდა, მალაშხია კისინჯერის ძმაკაციაო. ასე გრძელდებოდა 1999 წლამდე. ამ პერიოდში მალაშხიას ინიციატივით კიდევ ერთი საქმე გაკეთდა. საარჩევნო კომისიას რეფერენდუმზე გასატანად შესთავაზეს რუსეთის ჯარის გაყვანის საკითხი, ამისთვის მოგროვილი იყო 100 ათას ხელმოწერაზე მეტი, მაგრამ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უარი განაცხადა. ეს ხელმოწერები გამოყენებული იქნა 1999-ში, როცა საარჩევნო ბლოკის რეგისტრაციისთვის ხელმოწერები დასჭირდათ. 1999 წელს საქმის გარჩევაც უნდა მომხდარიყო პარტიის წევრების მხრიდან _ მალაშხიას ეუბნებოდნენ, თუ ხედავდი, რომ ვერ გავიმარჯვებდით, რაღას გვატყუებდიო, მაგრამ არ შედგა ეს გარჩევა, რადგან ლალი კუხალაშვილის ბინაში იყვნენ შეკრებილნი და მასპინძლის თხოვნით, თავი შეიკავეს. დიახ, არჩევნებში მონაწილეობას ლობირებდა მალაშხია, რომელიც კიკაჩეიშვილს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებდა. “მრგვალი მაგიდის” არაერთი წევრი აგენტსაც კი უწოდებდა მალაშხიას. “მრგვალი მაგიდა” ამ იდეის (არჩევნების) გამო დაიშალა, ხოლო მოგვიანებით შოთას პარტია ზურაბ ჟვანიასთან აღმოჩნდა, რომელმაც არჩევნებისთვის თავის პარტიის რეგისტრირება ვერ მოახერხა. არჩევნებში სხვებთან ერთად ეს პარტიაც გავიდა და ამ პერიოდიდან მალაშხია ღიად ირიცხება ზურაბ ჟვანიას გუნდში. თანაც დეპუტატობასაც გამოჰკრა ხელი”, _ აღნიშნავს წყარო.

შოთა მალაშხიას ქონებრივი დეკლარაციები

პარლამენტის წევრი შოთა მალაშხია 2005 წელს (წინა წლების დეკლარაციები საჯარო სამსახურის ბიუროს ოფიციალურ საიტზე არ არის განთავსებული) ფლობდა:

კერძო სახლს ქ. თბილისში, ფილიას ქ. #4, რომლის საბაზრო ღირებულებაა 100 000 ლარი;

ავტომობილს: “ფოლკსვაგენ პასატი” _ 10 000 ლარი;

საბანკო ანგარიში: “ბაზის ბანკი” _ ხელფასის დანაზოგი, ვიზა გოლდი _ 6 000 ლარი;

ფულადი თანხის მესაკუთრე: 7 000 დოლარი.

2006 წელს

კერძო სახლს ქ.თბილისში, ფილიას ქ. #4 _ საბაზრო ღირებულება 100 000 ლარი;

ავტომობილს: “ფოლკსვაგენ პასატი” _ 10 000 ლარი;

საბანკო ანგარიში: “ბაზის ბანკის” ბარათზე _ 9.000 ლარი.

ფულადი თანხის მესაკუთრე: 10 000 დოლარი.

2007 წელს

კერძო სახლს ქ.თბილისში, ფილიას ქ. #4 _ საბაზრო ღირებულება 100 000 ლარი;

ბინას ქ. თბილისში, ქობულეთის ქ 34/36 _ საბაზრო ღირებულება 400 000 ლარი;

ავტომობილს: “ფოლკსვაგენ პასატი” _ 10 000 ლარი;

საბანკო ანგარიში: “ბაზის ბანკი”, ბარათი _ 1.000 ლარი.

ფულადი თანხის მესაკუთრე: 15 000 დოლარი.

2008 წელს

კერძო სახლს ქ.თბილისში, ფილიას ქ. #4 _ საბაზრო ღირებულება 100 000 ლარი;

ბინას ქ. თბილისში, ქობულეთის ქ 34/36 _ საბაზრო ღირებულება 400 000 ლარი;

მიწის ნაკვეთი ოზურგეთის რაიონის დაბა ურეკში _ 15 000 ლარი;

 საბანკო ანგარიში: “ბაზის ბანკი”, ბარათი _ 3,300 ლარი;

საბანკო ანგარიში: “თიბისი ბანკი”, ანაბარი _ 9.000 დოლარი;

2009 წელს

მშენებარე ბინას _ ხელვაჩაურის რაიონში, სოფელი გონიოში _ 50 კვ.მ, 42 000 ლარი;.

საბანკო ანგარიში: “ბაზის ბანკი”, ბარათი _ 2000 ლარი;

საბანკო ანგარიში: “თიბისი ბანკი”, ანაბარი _ 10.000 დოლარი.

2010 წელს

მიწის ნაკვეთს ქ. თბილისში, ფილიას ქ. #4, ფართობი _ 650.00 კვ.მ;

საცხოვრებელ სახლს ქ თბილისში, ფილიას ქ. #4, ფართობი _ 300.00 კვ.მ;

ბინას ქ. თბილისში, ქობულეთის 34/36, ბ. #7, ფართობი _ 240.00 კვ.მ;

 მიწის ნაკვეთს წალენჯიხის რაიონის სოფელ ნაკიფუში, ფართობი _ 12509.00კვ.მ;

ბინას ხელვაჩაურში, სოფ. გონიოში, ფართობი _ 50.00 კვ.მ

ფატმან ანთაძე: (მალაშხიას მეუღლე) მიწის ნაკვეთს თეთრიწყაროს რაიონში,

სოფელ ამლევში, ფართობი _ 600.00 კვ.მ;

ფატმან ანთაძე: მიწის ნაკვეთს, ოზურგეთში, სოფ. ურეკში, ფართობი _ 400 კვ.მ;

საბანკო ანგარიში: “თი-ბი-სი ბანკი”: მიმდინარე 20.00 დოლარი;

“თი-ბი-სი ბანკი”: ანაბარი 11 500.00 დოლარი;

 “ბაზის ბანკი”: სახელფასო 3000.00 ლარი;

ფულადი თანხის მესაკუთრე: 12 000 დოლარი;.

2011 წელს

უძრავი ქონება _ იგივე

საბანკო ანგარიშები: “თიბისი ბანკი: მიმდინარე _20.00 დოლარი;

“თი-ბი-სი ბანკი”: ანაბარი 12265.00 დოლარი;

“ბაზის ბანკი”: სახელფასო 3000.00 ლარი.

2012 წელს

უძრავი ქონება _ იგივე, ოღონდ შემცირებულია ფილიას ქუჩაზე მდებარე სახლისა და ნაკვეთის ფართობები.

2 ახალი შენაძენი: მიწის ნაკვეთი წალენჯიხაში, სოფ. ნაკიფუში,

ფართობი 136552.00 კვ.მ და მეორე ნაკვეთი იმავე სოფელში, ფართობი _ 50151.00 კვ.მ;

საბანკო ანგარიშები: “თი-ბი-სი” ბანკი.” ანაბარი 13371.00 დოლარი;

“ბაზის ბანკი”: სახელფასო 1000.00 ლარი.

2013 წელს

უძრავი ქონება _ იგივე;

მსუბუქი ავტომანქანა “ფოლკსვაგენ პასატი” 2005 LMM789

საბანკო ანგარიში: “თიბისი ბანკი”: ანაბარი 14571.00 დოლარი;

“ბაზის ბანკი”: სახელფასო 0.00 ლარი;

სამუშაოს შესრულებით მიღებული შემოსავალი: 56 745.58 ლარი.

2014 წელს

უძრავი ქონება _ იგივე;

მსუბუქი ავტომანქანა: “ფოლკსვაგენ პასატი” 2005 LMM789;

საბანკო ანგარიში: თიბისი ბანკი: ანაბარი 800.00 დოლარი კრედიტი(+);

“ბაზის ბანკი”: სახელფასო 2000.00 ლარი კრედიტი(+);

როგორც ხედავთ, “წარმატებული” და “პატრიოტი” პოლიტიკოსის _ შოთა მალაშხიას მატერიალური მდგომარეობა ყოველწლიურად უმჯობესდებოდა. თუ მას 2005 წელს მხოლოდ სახლი თბილისში (ფილიას ქუჩაზე), ავტომობილი “ფოლკსვაგენ პასატი”, აგრეთვე, 6 ათასი ლარი და 7 ათასი დოლარი ჰქონდა,ბოლო წლებში მის უძრავ ქონებას შეემატა: მიწის ნაკვეთი თბილისში; ბინა თბილისში, ქობულეთის ქუჩაზე; მიწის ნაკვეთები წალენჯიხის რაიონის სოფელ ნაკიფუში; ბინა ხელვაჩაურში, სოფ. გონიოში; მიწის ნაკვეთები თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ამლევსა და ოზურგეთის რაიონის სოფელ ურეკში (ფატმან ანთაძის, მალაშხიას მეუღლის სახელზე).

ახლა მალაშხიას გულდათუთქული თანამოაზრე ან გულშემატკივარი იტყვის, _ ეს ყველაფერი მისი შრომის შედეგიაო. ნეტარ არიან მორწმუნენი… დასკვნა თვითონ გამოიტანეთ.

შოთა მალაშხიას ოპონენტი, ბატონი ელიზბარ ჯაველიძე, აკადემიკოსი:

_ საერთოდ, ეგ ბატონი პროფესიით ექიმია, თუმცა მისი ექიმობის თაობაზე ვერაფერს მოგახსენებთ. მგონი, არც უმუშავია ექიმად. ჩართული იყო ეროვნულ მოძრაობაში და თავს დებდა, როგორც ერთ-ერთი თავგადაკლული დამცველი ზვიად გამსახურდიას ნააზრევისა, პრინციპებისა და მოღვაწეობისა. ეს ის პერიოდია, როცა პრეზიდენტი წასული იყო გროზნოში და თენგიზ კიკაჩეიშვილმა და შოთა მალაშხიამ მიითვისეს თუ მოირგეს თავკაცობა, ერთად წარმართავდნენ ეროვნულ მოძრაობას, დაახლოებით ისე, რომ ქუჩაში დემონსტარციები უნდა გაგველო დუმილით და ჩუმად გვეთქვა: დიდება უფალს! ამ პერიოდში, სხვათა შორის, მათივე დამსახურებით, სტუდენტობა საერთოდ ჩამოშორდა ეროვნულ მოძრაობას. აი, ამის შემდგომ შოთა მალაშხიაქრისტიანკონსერვატიულპარტიას მოექცა სათავეში და გადადგა ზუსტად ის ნაბიჯი, რომელიცგაუხარდებოდაზვიად გამსახურდიას: მალაშხიამ . . ჩაგრულ ზურაბ ჟვანიას შესთავაზა თავისი პარტია, რათა ეყარა კენჭი. ასე მოხვდა მალაშხია პოლიტიკაში, ეს იყო, რა თქმა უნდა, მცდარი ნაბიჯი, რომელსაც საერთო არაფერი ჰქონდა ეროვნულობასთან, ეს იყო ყოვლად უბადრუკი ნაბიჯი, რადგანაც ზურაბ ჟვანია (მიცვალებულია და მასზე აუგის თქმა არ შეიძლება, მაგრამ…) ქართული ეროვნულობის, ცნობიერებისა და ტრადიციების გამოკვეთილი მტერი გახლდათ. სწორედ ამ გზით მოახერხა შოთა მალაშხიამ პარლამენტში მოხვედრა. მახსოვს, ტრაქტატებს წერდა ზვიად გამსახურდიას უმაღლეს პრინციპულობასა და აზრებზე, მაგრამ ხომ იცით, ადამიანი იცვლება. დღეს მალაშხიანაციონალებისერთგული გუშაგია. ვინცნაციონალებსმხარს უჭერენ, ხაზგასმით ამბობენ, რომნაცმოძრაობაარის ძალა, რომელმაც სიკეთე მოუტანა საქართველოს. არადა, რაცნაციონალებმადაატეხეს ქვეყანას თავს, ასეთი უბედურება არც თემურ ლენგს, არც ჩინგიზ ხანს და არც მონღოლთა სხვა შემოსევებს არ მოუტანია საქართველოსთვის. ეს 9 წელიწადი, ალბათ, ისტორიაში შევა, როგორც განხორციელება სიკვდილის პროგრამისა, მიმართული ქართული ეროვნების, ცნობიერებისა და ზნეობის მოსპობისკენ. ეს პროგრამა, სხვათა შორის, დასავლეთში, კერძოდ, ამერიკაში დაიწერა და მის შემქმნელთა უერთგულესი კაცი იყო მიხეილ სააკაშვილი. ეს ადამიანები საკუთარ სტომაქს და კიდევ სხვა ორგანოებს არიან აყოლილნი _ ოღონდ კარიერა გაიკეთონ და საკუთარ შვილებს თავს მოაჭრიან. მათ შორის ერთერთ გამობრძმედილ მებრძოლად და გუშაგად შოთა მალაშხია მიმაჩნია.

_ ამბობენ, მალაშხიამრგვალ მაგიდაშიშეგზავნილი იყოო

_ თუ ფაქტებით ვისაუბრებთ, ასე გამოდის. მათ, ბოლოს და ბოლოს, მიაღწიეს იმას, რომ დაშალეს ეროვნული მოძრაობა. თუ დავაკვირდებით, რა ხდება დღეს და როგორ მოღვაწეობს შოთა მალაშხია, სავსებით ლოგიკურია დასკვნა, რომლის გამოტანაც თქვენი ანონიმური წყაროს ნაამბობიდან შეიძლება. ჩვენ არ გვეშინია არც მალაშხიასი, არც ბოკერიასი, არც თარგამაძისა და არც სააკაშვილის, ყველას უნდა მოავლო ხელი და ვირთხების სოროში შეყარო და დააწერო, რომ ესენი არიან საქართველოს მტრები, შემდეგ კი მოუსავლეთში გაგზავნო.

დასკვნა

შოთა მალაშხია გაურიგდა აწ განსვენებულ ზურაბ ჟვანიას და, მათი წყალობით, საარჩევნო ბლოკი “მრგვალი მაგიდა _ თავისუფალი საქართველო” 1999 წლის არჩევნებში დამარცხდა, რამაც ამ პოლიტიკური ორგანიზაციის დაშლა გამოიწვია. ამ პოლიტიკური ორგანიზაციის დაშლის საფასურად კი შოთა მალაშხიამ 2003 წელს ზურაბ ჟვანიასგან პარლამენტის დეპუტატის მანდატი და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კომისიის თავმჯდომარეობა მიიღო. ამაშია მისი “წარმატების საიდუმლო”.

და კიდევ _ ზურაბ ჟვანიას გაურკვეველ ვითარებაში დაღუპვისთანავე შოთა მალაშხია, საზოგადოებისთვის მოულოდნელად, სააკაშვილის გუნდში აღმოჩნდა; მეტიც, სააკაშვილის ერთგული პოლიტიკოსის იმიჯიც მოირგო. ეს ერთგვარად გამოიხატება იმ ტყუილების და ცრუ დაპირებებისა “გაპრავებაში”, რომლებსაც სააკაშვილი 9 წლის განმავლობაში თავის გუნდთან ერთად ახვევდა თავს საზოგადოებას (ამის შემდეგ მალაშხია ზვიადისტების მოძრაობამ ერთგვარად გარიყა). დღეს ეს ადამიანი ღიად იბრძვის ხელისუფლებაში “ნაცების” დაბრუნებისთვის. “ნაცებს” დიდი დაფინანსება აქვთ და ხელისუფლებაში დასაბრუნებლად ყველაფერს იკადრებენ (არაფერია, ოცნებას კაცი არ მოუკლავს)… ჰოდა, ჩვენი “წარმატებული” პოლიტიკოსი შოთა მალაშხია ერთ-ერთი ლიდერია იმ ჯგუფისა, რომელსაც სააკაშვილის გარემოცვა ჰქვია.

მოამზადა

ქეთი ხომერიკმა

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here