Home რუბრიკები საზოგადოება არჩილ კაიკაციშვილი: ქვეყნის წამყვანმა კომერციულმა ბანკებმა 86,3 მილიონი ლარის ქონება ამოიღეს მოსახლეობისგან!

არჩილ კაიკაციშვილი: ქვეყნის წამყვანმა კომერციულმა ბანკებმა 86,3 მილიონი ლარის ქონება ამოიღეს მოსახლეობისგან!

844

საქართველოში ოჯახი არ არსებობს, ბანკის ვალი არ ჰქონდეს მიუხედავად იმისა, რომ პრემიერი ღარიბაშვილი ამბობს, სიღატაკის ზღვარს მიღმა დარჩენილი ოჯახების რაოდენობა შემცირდაო, სულ სხვა მონაცემები აქვთ სტატისტიკოსებსა და ბანკების “შავბნელი” საქმეებით” დაინტერესებულ ადამიანებს. გვესაუბრება არასამთავრობო ორგანიზაცია “ახალგაზრდა ადვოკატების” თანადამფუძნებელი და ხელმძღვანელი არჩილ კაიკაციშვილი:


_ საქართველოში კომერციული ბანკები ზემოგებაზე მუშაობენ, არ არსებობს მხარეთა შორის თანასწორუფლებიანი დაცვის მექანიზმი, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა მომხმარებლის ინტერესების გათვალისწინება. საქართველო მიეკუთვნება იმ ქვეყნების რიცხვს, რომლებშიც საბანკო კრედიტების საპროცენტო განაკვეთი ყველაზე მაღალია. საბანკო სფეროსა და მომხმარებლებს შორის ვასალურ დამოკიდებულებაზე შეიძლება ბევრი ითქვას, მაგრამ არსებობს კონკრეტული კითხვები, რომლებზეც პასუხი, როგორც სახელმწიფომ, ასევე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უნდა გასცეს. ბანკების მხრიდან მოქალაქეების უფლებების დარღვევის პირველი მაგალითი ბანკთან გაფორმებულ ხელშეკრულებებში უნდა ვეძებოთ. მართალია, ერთია ხელშეკრულების სტანდარტული პირობები, მაგრამ როგორ შეიძლება, საქართველოში მოქმედი ბანკები კლიენტთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში ერთიანი პირობებით გამოდიოდნენ? ხელშეკრულების შრიფტიც კი, ფაქტობრივად,  სტანდარტულია ყველა კომერციული ბანკისთვის, რომ არაფერი ვთქვათ შეთანხმების შინაარსზე. ჩვენ შევისწავლეთ ხელშეკრულებების ტექსტი და შემიძლია ვთქვა, რომ მომხმარებლებთან დადებული ხელშეკრულებები კაბალურია. კლიენტი მოკლებულია შესაძლებლობას, თავისი პოზიცია ხელშეკრულებაში შეიტანოს, ვინაიდან ნებისმიერი საკრედიტო ხელშეკრულების დადებისას დომინანტი მხოლოდ ბანკის ინტერესია. ბუნებრივია, თუკი ბანკსა და მოქალაქეს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა არსებობს, გადახდის გრაფიკის მიხედვით, ვალდებულება დროულად და ჯეროვნად უნდა შესრულდეს, მაგრამ ბანკებში ვადის გადაცილების მიმართ ჩამოყალიბებულია მახინჯი მიდგომა _ გადახდის დათქმულ დღეს თანხის გადაუხდელობა კლიენტს ვადის გადაცილებად ეთვლება და ბანკი ავტომატურად მიმართავს მომხმარებლის საკრედიტო ისტორიის ე.წ. გაშავებას. ბანკი მხედველობაში არ იღებს იმ ფაქტს, რომ შესაძლებელია, გადახდა მოხდეს მომდევნო დღეს, იმავე კალენდარულ თვეში, ცხადია, ვადაგადაცილებული დღის პროცენტის დაფარვით, მაგრამ არც ერთი ბანკი მომხმარებლის მდგომარეობას არ ითვალისწინებს. ასეთი დამოკიდებულებით მომხმარებელს ერთმევა შანსი, რომ რომელიმე ბანკს ახალი სასესხო ვალდებულებისთვის მიმართოს. ე. წ. შავ სიას აქვს დანიშნულება, რომელიც ყველა ბანკისთვის სახელმძღვანელოა. ამ სიაში გადაცემის შემდგომ: პირველი _ შეუძლებელია, სასესხო ვალდებულების დასრულებიდან, ანუ ბოლო გადახდიდან 6 წლის განმავლობაში, რომელიმე ბანკმა ამ მომხმარებელზე ახალი კრედიტი გასცეს და მეორე _ შეუძლებელია, მომხმარებელი რაიმე ფორმით ასეთი სიიდან ამოეწეროს. შესაბამისად, თუკი ე.წ. შავი სიის წევრი ხართ, ხისტი საბანკო პოლიტიკა ადგილს არ ტოვებს, რაიმე ფორმით გათვალისწინებულ იქნეს მომხმარებლის ინტერესი. ბანკებმა უნდა გაითვალისწინონ შემდეგი აუცილებელი გარემოებები: კეთილსინდისიერი გადამხდელია თუ არა მომხმარებელი, გააჩნია თუ არა მას მუდმივი შემოსავლის წყარო, გადახდის ვადის გადაცილების პერიოდი რამდენად მცირეა, ვადაგადაცილება სისტემურია თუ ერთჯერადი, ვადაგადაცილება განპირობებულია ობიექტური თუ სუბიექტური მდგომარეობით (ფორსმაჟორი) და სანქციების ყველა რეგულაცია გამომდინარეობს თუ არა კანონის მოთხოვნებიდან. ცხადია, ყველა ჩამოთვლილი გარემოება დღეს იგნორირებულია. ყურადღება უნდა დაეთმოს, ბანკების მხრიდანკრედიტ ინფო საქართველოსთვისთუ სხვა იდენტური საქმიანობის მქონე ორგანიზაციებისთვის მომხმარებელთა პერსონალური ინფორმაციის გადაცემას, რაც კანონის პირდაპირი დარღვევაა. მომხმარებლის თანხმობის გარეშე ბანკს უფლება არ აქვს, კლიენტის პერსონალური ინფორმაცია სხვა სუბიექტს გადასცეს. როდესაც ჩვენ ეს საკითხი შევისწავლეთ, აღმოჩნდა, რომკრედიტ ინფო საქართველოსთანბანკების ურთიერთობა კონფიდენციალურია. პერსონალური ინფორმაციის გადაცემისას ურთიერთობები რეგულირდება მხოლოდ მხარეთა შორის მემორანდუმის საფუძველზე. რა თქმა უნდა, ესეც კანონდარღვევაა, ვინაიდან არ შეიძლება, მემორანდუმი  კანონზე მაღლა იდგეს.

_ მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება მოსახლეობას საბანკო სისტემაში პრობლემის მოგვარებას დაჰპირდა, საკითხები კვლავ მოუგვარებელია. რა არის მიზეზი, რომლის გამოც ქართული ბანკების საპროცენტო განაკვეთები კვლავ მაღალია და, როგორც ამბობთ, ბანკები ზემოგებაზე მუშაობენ?

_ გეთანხმებით, ხელისუფლება მოსახლეობას საბანკო სფეროსთან სამართლიანი დამოკიდებულების გარემოს შექმნას დაჰპირდა. მმართველი პოლიტიკური ძალის საარჩევნო პროგრამაში ჩაიწერა, რომ საკანონმდებლო ბაზაში მომზადდებოდა ცვლილებები და განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობოდა მსესხებლის უფლებების დაცვას, ხოლო გამსესხებლის მიერ განხორციელებული სანქციები და შეზღუდვები საერთაშორისო პრაქტიკაში დამკვიდრებული ნორმების შესაბამისი გახდება. ამ მიმართულებით, სამწუხაროდ, წინსვლა არ ჩანს, თუ არ ჩავთვლით 2013 წლის სამოქალაქო კანონმდებლობაში შესულ საჭირო ცვლილებებს, რომელთა მიხედვით, სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად გამოყენებული იპოთეკის ხელშეკრულება უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით. იპოთეკის ხელშეკრულების დამოწმებისას ნოტარიუსი ვალდებულია, მხარეებს განუმარტოს ხელშეკრულების დარღვევიდან გამომდინარე სამართლებრივი შედეგები, თუმცა ეს შეზღუდვები არ გავრცელდა კომერციულ ბანკებზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებზე _ საკრედიტო კავშირებსა და კვალიფიციურ საკრედიტო ინსტიტუტებზე. სახელმწიფო საბანკო სექტორთან ფრთხილ დამოკიდებულებას იჩენს, რადგან დღეს საბანკო სფერო ეკონომიკური განვითარების საფუძვლებს ქმნის და ხისტი მიდგომა, შესაძლებელია, ნეგატიური შედეგების მომტანი აღმოჩნდეს. არსებული ვითარების მიუხედავად, არ შეიძლება, სახელმწიფომ შეასუსტოს ახალი რეგულაციების მიმართულებით საკანონმდებლო საქმიანობა, რადგან შემზარავია მოვალეთა რეესტრში საბანკო სფეროსგან დაზარალებული მოქალაქეების რაოდენობა.

2013 წლის შემოდგომაზე მოვალეთა რეესტრში დარეგისტრირებული იყო 94 474 ათასი მოქალაქე, გვაქვს 2014 წლის 1 სექტემბრის აღსრულების ეროვნული ბიუროს მონაცემი, რომელთა მიხედვით, ეს რაოდენობა 127 503 ადამიანს შეადგენს. ცხადია, თუკი დინამიკას გავყვებით, ქვეყნაში სოციალური ფენის მნიშვნელოვანი ნაწილი გაღატაკებისკენ მიექანება. ამასთანავე, 2012-2014 წლებში აღსრულების ბიუროს მიერ აუქციონზე რეალიზებული უძრავი ქონების რაოდენობამ 3671 ერთეულზე მეტი შეადგინა. 2011 წელს იძულებითი აუქციონის წესით გასხვისდა 1272 უძრავი ქონება, 2012 წელს _ 1228, 2013 წელს კი _ 1171. შემზარავია 2014 წლის მონაცემები.

_ “ახალგაზრდა ადვოკატებმაგაავრცელეთ ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, 2014 წლის ორი კვარტლის მონაცემით, კომერციული ბანკების მიერ მოსახლეობისგან ამოღებული მოგება 85 მილიონ ლარზე მეტს აღემატება. ნამდვილად ასეა?

_ 2014 წლის 30 ივნისის მონაცემებით, ქვეყნის წამყვანმა კომერციულმა ბანკებმა 86 379 362 ლარის ქონება მიიღეს. “საქართველოს ბანკმა” _ 62 902 195 ლარის, “ლიბერთი ბანკმა” _ 85 442 ლარის, “ვი თი ბი ბანკმა” _ 5 065 382-ის, “კაპიტალ ბანკმა” _ 28 445-ის, “ბი თი ეი ბანკმა” _ 2 157 852-ის, “პროკრედიტ ბანკმა” – 2782-ის, “ბანკმა კონსტანტამ” _ 1 829 220-ის, “ფინკა ბანკმა” _ 2590-ის დაბანკმა რესპუბლიკამ” _ 2 720 579 ლარის ღირებულების ქონება ამოიღეს მოსახლეობისგან. სხვა კომერციული ბანკების მონაცემები ჯერჯერობით მიუწვდომელია. საქართველოში მოქმედი 21 კომერციული ბანკიდან არაპროფილურ აქტივებს, ძირითადად, ორი ფლობს _ “საქართველოს ბანკი”, რომელიც 61 შვილობილი კომპანიის მესაკუთრეა, დათი ბი სი ბანკი”, რომელიც 10 კომპანიას ფლობს. ამასთანავე, ბანკების შვილობილი კომპანიები, თავის მხრივ, კიდევ არიან შვილობილი ბიზნესების მესაკუთრეები, ამიტომაც მათი რაოდენობა გაცილებით მეტია. “ეროვნული ბანკის” 2014 წლის თებერვლის მონაცემებით, “საქართველოს ბანკი” 100%- ფლობს სადაზღვევო კომპანიაალდაგი ბისი აი”-ში, შპსთელიან ველში” _ 51,23%-, შპსინტერტურში” _ 99,99%-, შპსჩემ კლინიკაში” _ 51%-, შპსკავკაზუს ავტოჰაუზში” _ 100%-, პროფესიულ საკალათბურთო კლუბდინამოში” _ 100%- და . . ამ ბანკის გენერალური დირექტორი, ბატონი გილაური გამოდის და ამბობს, 100 %-ით მართლები რომ ვიყოთ, მაშინ ბანკირები არ ვიქნებოდითო და ეს რატომღაც რეაგირების გარეშე რჩება. ბანკების მიერ ბიზნესის გაკონტროლების სურვილი ძალიან დიდია, რაც იმაში გამოიხატება, რომ არაპროფილურ აქტივებს აფართოებენ; კონკურენტ კომპანიებს, თუ ის მომგებიანია, აკოტრებენ და შემდეგ ყიდულობენ ან, უბრალოდ, აკოტრებენ კონკურენტის ჩამოცილების მიზნით. მაგალითად, “ალდაგმა”, რომლის მფლობელიც არისსაქართველოს ბანკი”, დაახლოებით ერთი წლის წინათ სადაზღვევო კომპანიაიმედიდაბალ ფასად იყიდა. “იმედი” “საქართველოს ბანკისმსესხებელი იყო. ამ სესხში კომპანიამ ჩადო მთელი თავისი ქონება. სესხის აღებიდან 2-3 წელიწადში კომპანიას ფინანსური პრობლემები შეექმნა და ის “საქართველოს ბანკის” სადაზღვევო კომპანიის “ალდაგის” მფლობელობაში გადავიდა. ბოლო ხანს ბანკებისათვის განსაკუთრებით მიმზიდველი გახდა სამშენებლო ბიზნესი. ბევრი კომპანიის ფინანსური პრობლემების ფონზე, ამჟამად სამშენებლო სფეროს წამყვანი კომპანია არის “საქართველოს ბანკის” სამშენებლო კომპანია “კვადრატი”. დასკვნები თვითონ გამოიტანეთ.

_ ცნობილია, თქვენი ხმაურიანი სასამართლო პროცესილიბერთი ბანკთან”. რა ეტაპზეა ეს საქმე?

_ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ელისო ტუკვაძემ დაუსაბუთებელი და უკანონო გადაწყვეტილება მიიღო და სამოქალაქო კოდექსის გვერდის ავლით, “ლიბერთი ბანკი” კეთილსინდისიერ ხელშემკვრელ მხარედ სცნო. საქმე ეხება ბანკისთვის 2013 წლის 4 დეკემბერს გადახდილ თანხას, რომელიც ბანკმა, “პროგრამული დაუდასტურებლობის” საფუძვლით, მომდევნო დღეს, 5 დეკემბერს ასახა. სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია, რომ ვალდებულება შესრულებულ იქნა არა ხელშეკრულების გრაფიკით გადახდის დღეს, არამედ მომდევნო დღეს _ 5 დეკემბერს, რითაც უგულებელყო ორმხრივი ხელშეკრულების მთავარი მუხლები. სასამართლომ ვერ შეძლო, შეექმნა პრეცედენტი და საბანკო კერძო სამართლებრივ ურთიერთობებში ახალი ტიპის სამართლებრივი სინამდვილისთვის ჩაეყარა საფუძველი, რომლითაც მომავალში ბევრი მოქალაქის ინტერესი იქნებოდა დაცული _ ბანკები ვეღარ შეძლებდნენ “პროგრამული დაუდასტურებლობის” მიზეზით, უსაფუძვლო ჯარიმისა და პირგასამტეხლოს გამოყენებას. ვფიქრობთ, რომ “ლიბერთი ბანკთან” დადებული ხელშეკრულება კონსტიტუციურ პრინციპებს ეწინააღმდეგება, ვინაიდან, თუკი სასამართლო დავებში მომხმარებლები საქმეზე საკუთარ უფლებებს ვერ დაიცავენ, ერთმევათ უფლება, დავა ზემდგომ სასამართლო ინსტანციებში გაასაჩივრონ. ხელშეკრულებაში ასეთი დებულებები პირდაპირ ლახავს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლსა და სამართლიანი სასამართლოს ევროკონვენციით დაცულ უფლებას.

ჩვენ ახლა ვაანალიზებთ ბანკსა და სახელმწიფოს შორის დადებულ ხელშეკრულებას, რომლითაც მხოლოდ “ლიბერთი ბანკია” უფლებამოსილი, გასცეს პენსიები და სხვა სახელმწიფო დახმარებები. ვფიქრობთ, რომ ამ ბანკის მდგომარეობა მონოპოლიურია, ის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მმართველობისას შეიქმნა.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here