Home რუბრიკები პოლიტიკა ივანიშვილის შეცდომა და ავლაბრის სასახლის შტურმი

ივანიშვილის შეცდომა და ავლაბრის სასახლის შტურმი

570

პარლამენტის ვიცესპიკერი, ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი მურმან დუმბაძე “ქართული ოცნებიდან” გარიცხეს. პირველად მმართველი ძალის ხანმოკლე ისტორიაში შიდა კონკურენცია სააშკარაოზე ესოდენ ხმაურიანი სკანდალის სახით გამოვიდა და ერთ-ერთი დაპირისპირებული მხარის მძიმე მარცხით დასრულდა. აგრეთვე, გასულ კვირას გრძელდებოდა დისკუსია პრეზიდენტ მარგველაშვილის უსაზღვრო ამბიციების თაობაზე და მასში ბიძინა ივანიშვილიც ჩაერთო.


ცხადია, არჩევნების შემდეგ არავინ მოელოდა, რომ მმართველ კოალიციაში რამდენადმე ხანგრძლივი დროის განმავლობაშიმშვიდობა და კაცთა შორის სათნოებაშენარჩუნდებოდა, მაგრამ დაპირისპირების სიმწვავე იმდენად სწრაფად მატულობს, რომ ზოგიერთი კომენტატორი სულ უფრო ხშირად გამოთქვამს ვარაუდს ყოვლისმომცველი კრიზისის მოახლოებაზე.

კამიკაძე, სახელად მურმანი

მურმან დუმბაძეს პრობლემები “ქართული ოცნების” ხელმძღვანელობასთან, უპირველესად, ალბათ, იმიტომ შეექმნა, რომ სათანადოდ ვერ შეაფასა დრამატული სხვაობა საკუთარი ამბიციების მასშტაბსა და რეალურ შესაძლებლობებს შორის (ეს ქართულ პოლიტიკაში ფართოდ გავრცელებული ფენომენია). დუმბაძის მხარდამჭერები მას გულწრფელ ადამიანად მიიჩნევენ და სავსებით სამართლიანად მიუთითებენ იმაზე, რომ სააკაშვილის რეჟიმთან ბრძოლაში მას თავი არ დაუზოგავს. მაგრამ, ალბათ, ისიც ფაქტია (ერთი მეორეს არ გამორიცხავს), რომ დუმბაძე საკმაოდ მოუქნელი პოლიტიკოსია, რომელმაც ოპონენტებს უბიძგა, მის წინააღმდეგ ერთიანი ფრონტით გამოსულიყვნენ, ხოლო გადამწყვეტ მომენტში ძლიერი მოკავშირეების გარეშე დარჩა. დაპირისპირების დასკვნით სტადიაში მისი მოქმედებები ერთდროულად ჰგავდა როგორც ვაბანკს, ისე აგონიას _ დღის წესრიგში აჭარის მთავრობისათვის უნდობლობის გამოცხადების საკითხის დაყენება აბსოლუტურად უპერსპექტივო წამოწყება იყო. ამანოცნებისხელმძღვანელობას რადიკალური ზომების მიღებისთვის ფორმალური საბაბი მისცა.

მურმან დუმბაძე, სავარაუდოდ, არ გაჩერდება და ამიერიდან აჭარის ხელისუფლებისთვის “სახალხო კონტროლის” განსახიერებად გადაიქცევა და ნებისმიერი გადაცდომის კვალობაზე საშინელ სკანდალს ატეხავს. ეს კი ხელს შეუწყობს ადგილობრივი მთავრობის შემდგომ დისკრედიტაციას. გამორიცხული არაა, რომ მალე მურმან დუმბაძეს იაპონელ კამიკაძეს შევადარებთ, რომელმაც თავი კი აიფეთქა, მაგრამ მოწინააღმდეგის ხომალდს იმდენად დიდი ზიანი მიაყენა, რომ მან პორტამდე ვერ მიაღწია. თუმცა საუბარი ამაზე ერთობ ნაადრევია, ხომალდი ჯერჯერობით არ ჩაძირულა.

აჭარაში “ქართულ ოცნებას” განსაკუთრებით ეფექტური და მაღალრეიტინგული მთავრობა სჭირდება. საიდუმლო არაა, რომნაციონალებიგანიხილავენ ავტონომიურ რესპუბლიკას, როგორც ერთერთ მთავარ პლაცდარმს შესაძლო რევანშისთვის. მათთვის ძალზე მნიშვნელოვანია, რომ აჭარის მოქმედი მთავრობა რაც შეიძლება დისკრედიტირებული იყოს და ვარშალომიძის მთავრობასთან შედარებით უსუსურად გამოიყურებოდეს. პერიოდულად ვრცელდება ინფორმაცია, რომნაციონალური მოძრაობისლიდერებმა შეიძლება აჭარაში რელიგიურ თუ ეთნიკურ ნიადაგზე კონფლიქტების პროვოცირება სცადონ. ასეთ სიტუაციაში, “ქართული ოცნებისსასიცოცხლო ინტერესებშია, აჭარაში თავისი მხარდამჭერების კონსოლიდირება მოახდინოს და მთავრობა გაათმაგებული ენერგიით ამუშავოს.

ახლო მომავალში აჭარის მთავრობა, როდესაც კონკრეტულ გადაცდომაზე მიუთითებენ, სავარაუდოდ, იტყვის, რომ ეს განაწყენებული დუმბაძის ინტრიგებია, ხოლო პრობლემა რეალურად არ არსებობს. ეს ალგორითმი ძალიან ცუდ შედეგამდე მიგვიყვანს, რადგან პრობლემები აჭარაში ნამდვილად არის, ნეპოტიზმიც სახეზეა და არაეფექტური მართვაც. ამიტომ “ქართული ოცნებისთვის” სასურველია, ადეკვატურობა შეინარჩუნოს და ერთმანეთისგან გამიჯნოს დუმაბაძის პრობლემა და აჭარის მთავრობის ზოგადი უნიათობის საკითხი.

დუმბაძის “ოცნებიდან” გარიცხვის და პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილმა შემდეგი კომენტარი გააკეთა: თქვენ მოისმინეთ პარტიასთან შეუთანხმებელი გადაწყვეტილებები აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრების მხრიდან. პარტიის სამდივნომ იმსჯელა მათი თვითნებური ქმედების შესახებ და მათ საყვედური გამოუცხადა. ასევე გადავწყვიტეთ, რომ ყველა საკითხი, ყველა ბრალდება, რომლებიც მოვისმინეთ ფრაქციის მხრიდან, დეტალურად იქნება შესწავლილი. მე მათ პირობა მივეცი, რომ ამას ერთად შევისწავლით (ინტერპრესნიუსი). თავის მხრივ, “ქართული ოცნების” ფრაქციამ აჭარის უმაღლეს საბჭოში ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხზე დროებით მორატორიუმი გამოაცხადა. ვნახოთ, რა გახდება მთავარი შემდგომ პროცესებში _ აჭარის მთავრობის გონზე მოყვანა თუ მურმან დუმბაძის გადაქცევა განტევების ვაცად.

ზოგიერთი კომენტატორი (განსაკუთრებით რესპუბლიკელები აქტიურობენ) საყვედურობს ბიძინა ივანიშვილს იმის გამო, რომ თავის დროზე დუმბაძე ბათუმის მაჟორიტარად დაასახელა. პრინციპში, ამ მედალს, ისევე როგორც ნებისმიერ სხვას, ორი მხარე აქვს _ სქემა, რომელიც ივანიშვილმა აჭარისთვის შექმნა, მთლიანობაში გამართლებული იყო. ის სხვადასხვა ჯგუფის მეტ-ნაკლებად ჯანსაღ კონკურენციას და ურთიერთკონტროლს უზრუნველყოფდა. მაგრამ მან, ალბათ, დაუშვა შეცდომა, როდესაც დუმბაძეს მასში ერთ-ერთი საკვანძო ელემენტის მნიშვნელობა მიანიჭა. თქმული, არავითარ შემთხვევაში, არ ნიშნავს, რომ მურმან დუმბაძე ცუდი ადამიანია, უბრალოდ, კარიერული კიბის მაღალ საფეხურებზე ყველას როდი შეუძლია გამკლავება მოზღვავებულ ამბიციებთან და გამოწვევებთან, რომლებზეც ადრე წარმოდგენა არ ჰქონდა. მურმან დუმბაძე, ალბათ, ძალიან საინტერესო იქნებოდა სამოქალაქო სექტორში (მაგალითად, ივანიშვილის ორგანიზაცია “მოქალაქის” აჭარის ოფისის დირექტორის პოსტზე), შესაძლოა, ის წარმატებით უხელმძღვანელებდა აჭარის უზენაესი საბჭოს “ქართული ოცნების” ფრაქციას, მაგრამ ამ თემაზე მსჯელობას აზრი უკვე აღარ აქვს, მოხდა ის, რაც მოხდა, რადგან ბიძინა ივანიშვილმა არასწორი საკადრო გადაწყვეტილება მიიღო. ხოლო მსგავსი შეცდომების მთავარი განსახიერება დღევანდელ საქართველოში, ალბათ, მაინც არა მურმან დუმბაძე, არამედ გიორგი მარგველაშვილია.

დაგვიანებული განგაში

ციტატა ბიძინა ივანიშვილის ბოლო ინტერვიუდან, რომელიც “კვირის პალიტრას” მისცა: ცდილობენ, როგორმე დაიახლოვონ. ორისამი ადამიანი, თავს ექსპერტს რომ უწოდებს და რეალურად ელემენტარუჰლი ანალიზის უნარი არ აქვთ, მიეტმასნენ მარგველაშვილს (ადრე მთავრობაში იყვნენ და იქ თავიანთი ადგილი ვერ იპოვეს). თითქოს პრეზიდენტის ინსტიტუტის გამაგრებას ცდილობენ, რეალურად კი ერთი სამსახურს ეძებს, მეორეს თავისი ადგილი ვერ უპოვია, მესამეს კიდევ რაღაც უნდაისინი დათვურ სამსახურს უწევენ მარგველაშვილს, ამბიციებს უღვივებენ და სასაცილო მდგომარეობაში ვარდება ქვეყანა და თვითონაც. პირველ რიგში ეს პრეზიდენტ მარგველაშვილის იმიჯს აზიანებს. ცალკე საკითხია სასახლის თემა. მე სპეციალურად არ ვაღვივებ ამას, ველოდები, რას იზამს საზოგადოება, მასმედია. ეკონომიკური ხასიათის კითხვებია. 16 ათასი კვადრატული მეტრის ფართობისაა სასახლე, მას (მარგველაშვილს) რეალურად სჭირდება 3 ათასი. 16 ათასი კვადრატული მეტრის ფართობის სასახლე უკავია _ გადაამრავლეთ, იმ უბანში ერთი კვადრატული მეტრის გირაობა რა ღირს და ნახავთ, რომ 2-3 მილიონი დოლარი ზედმეტი იხარჯება. მე არ მინდა ამის გაღვივება, თუმცა ეს ყველაფერი მიწყნარებულია იმის გამო, რომნაციონალურ მოძრაობასასე აწყობს”.

ვერაფერს ვიტყვით, ანალიზი თითქმის იდეალურია და დასაწუნი აქ არაფერია. თუმცა ისმის კითხვა: ვინ წამოაყენა მარგველაშვილის კანდიდატურა პრეზიდენტის პოსტზე, მაშინ, როდესაცქართული ოცნებისმხარდამჭერების დიდი უმრავლესობა დღედაღამ ამტკიცებდა, რომ ამის გაკეთება არ შეიძლება? გამორიცხული არაა, რომ მარგველაშვილისგან ბრწყინვალე ომბუდსმენი გამოვიდოდა ან (კი, ბატონო) განათლების მინისტრი, მაგრამ პრეზიდენტის პოსტს ცოტა სხვა ფსიქოლოგიური თვისებები, სხვა ნებისყოფა სჭირდება. თუ ხედავ, რომ პრეზიდენტობის კანდიდატი იმდენად სუსტია, რომ შეიძლება მრჩევლების სათამაშოდ გადაიქცეს, ან სხვა კანდიდატურა უნდა დაასახელო, ან მრჩევლები თვითონ შეურჩიო.

რაც შეეხება სასახლის პრობლემას, ერთობ გაუგებარია, რას ელოდება ივანიშვილი საზოგადოებისა და მასმედიისგან. “ქართული ოცნების” ამომრჩეველთა დიდი ნაწილი მწვავედ აკრიტიკებს მარგველაშვილს ავლაბრის რეზიდენციაში შესვლის გამო, ხოლო მასმედიამ ამ თემას არაერთი პუბლიკაცია მიუძღვნა. კიდევ რა უნდა ქნან, სასახლე შტურმით აიღონ?! ნუთუ იმ მომენტში, როდესაც მარგველაშვილმა ეს გადაწყვეტილება მიიღო, ბიძინა ივანიშვილს არ შეეძლო მისი შეჩერება? მარგველაშვილი, ძალიან დიდი ალბათობით, უკან დაიხევდა, ისევე, როგორც გააკეთა ეს ვანო მაჭავარიანის თანამდებობიდან გაშვების შემთხვევაში, შტატებში ვიზიტზე უარის თქმის შემთხვევაში და ა. შ.

სხვათა შორის, ფინანსური საკითხი, ამ კონტექსტში, ალბათ, მაინც მეორეხარისხოვანია. მთავარი კი ისაა, რომ ავლაბრის რეზიდენცია სააკაშვილის რეჟიმის, მისი ამორალურობისა და დანაშაულებრივი ბუნების სიმბოლოა. პრეზიდენტის იქ ყოფნა ყოველივე ამასთან, კოშმარულ წარსულთან კავშირის განმტკიცებას ნიშნავს, მაშინ, როდესაც საზოგადოების დიდი ნაწილი ამ კავშირის გაწყვეტას მოითხოვს. მარგველაშვილმა ავლაბრის რეზიდენცია უნდა დატოვოს და აქ საკამათო არაფერია, მაგრამ იქიდან მისი გამოყვანის (გაგდების, გაძევების _ გააჩნია, როგორ განვითარდება კრიზისი) მისია, უპირველეს ყოვლისა, ეკისრება არა მედიას და საზოგადოებას, არამედ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც მარგველაშვილი აქამდე მიუშვა.

გასულ კვირას საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ზაქარია ქუცნაშვილმა შემდეგი განცხადება გააკეთა: “თუ პრეზიდენტი საკუთარ როლს ხედავს სახელისუფლო განშტოებების _ მთავრობისა და პარლამენტის კონკურენტად, ეს არის მცდარი მოსაზრება. ეს პოზიცია მომავალშიც ბევრ პრობლემას შექმნის. ასეთ შემთხვევაში ინსტიტუტებს შორის კონფლიქტი გარდაუვალი იქნება. მსურს, შევხვდე პრეზიდენტს და ვესაუბრო, როგორ ხედავს ის საკუთარ როლს _ პარტნიორად კონსტიტუციის ფარგლებში თუ პოლიტიკურ კონკურენტად” (ინტერპრესნიუსი). ვერ გამოვრიცახვთ, რომ მას სავსებით გულწრფელი მოტივები ამოძრავებს, მაგრამ ასეთი მიდგომა, ალბათ, პრობლემის გაუმართლებელ გამარტივებამდე მიგვიყვანს. პრობლემა მხოლოდ მარგველაშვილის მცდარი შეხედულებებით თუ ფსიქოლოგიური სისუსტით არ შემოიფარგლება; კონსტიტუციასა და რიგ კანონებში შესატანია ცვლილებები, რომლებიც ლოგიკურად დაასრულებს უფლებების გამიჯვნის პროცესს და პრეზიდენტსა (მარგველაშვილი იქნება თუ სხვა) და მთავრობას შორის კონფლიქტების წარმოქმნის საფრთხეს მკვეთრად შეამცირებს.

საპარლამენტო თუ საპრეზიდენტო

ციტატა “ქართული ოცნების” საარჩევნო პროგრამიდან: ქართულ ოცნებაშიშემავალი სუბიექტების უმრავლესობა უპირატესობას ანიჭებს საპარლამენტო მმართველობას. ამასთან, საბოლოო გადაწყვეტილება კონსტიტუციური მოწყობის თაობაზე მიღებული იქნება ფართო სამოქალაქო შეთანხმების საფუძველზე. ეს უზრუნველყოფს იმას, რომ გადაწყვეტილების მიღებისას მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული ყველა გონივრული მოსაზრება და ინტერესი”.

გავიდა ორი წელი.  სადაა “ფართო სამოქალაქო შეთანხმება” ან თუნდაც ამ საკითხის საერთო-სახალხო განხილვა? ქვეყანა უცნაური, ჰიბრიდული, სპეციალურად სააკაშვილის პრემიერობისთვის შექმნილი მოდელის პირობებში ცხოვრობს და რეალურად, სრულფასოვანი საპარლამენტო რესპუბლიკის ჩამოყალიბებისკენ არ მიდის. ხელისუფლების სხვადასხვა შტოს შორის უფლება-მოვალეობები საბოლოოდ გამიჯნული არ არის. ამას განსაკუთრებულ ყურადღებას არ აქცევენ იმ პირობებში, როდესაც ბიძინა ივანიშვილს შეუძლია დაურეკოს მარგველაშვილს თუ ღარიბაშვილს და მათი მოქმედების კორექტირება მოახდინოს. მაგრამ მსგავსი არაფორმალური პრაქტიკა არ შეიძლება განიხილებოდეს, როგორც სახელმწიფოს სტაბილურობის ქვაკუთხედი. წამით წარმოვიდგინოთ, რომ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები არა ერთმა, არამედ ორმა სხვადასხვა, ერთმანეთთან მკვეთრად დაპირისპირებულმა ძალამ მოიგო. მოქმედი კანონმდებლობის პირობებში ამან შეიძლება სამოქალაქო ომამდე მიგვიყვანოს.

ალბათ, სასურველია, არჩევანი ან კლასიკური საპარლამენტო მოდელის, ან, უკიდურეს შემთხვევაში, საპრეზიდენტო მოდელის სასარგებლოდ გავაკეთოთ. ექსპერიმენტები შერეულ მოდელთან არამდგრადი დემოკრატიის ქვეყნებში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კანონმდებლობაში წარმოდგენილია არა ერთი ბუნდოვანი, ერთმანეთის საწინააღმდეგო ნორმა, ძალზე საშიშია. ჩვენ ვხედავთ, რით დასრულდა მსგავსი ექსპერიმენტები უკრაინაში.

ერთმა საკადრო შეცდომამ ამხელა აურზაური გამოიწვია, ხოლო იმ შემთხვევაში თუ პრეზიდენტი უფრო ხისტად იმოქმედებდა, კრიზისი სრულფასოვანი დესტაბილიზაციით დასრულდებოდა. მომხდარი, უპირველეს ყოვლისა, გაკვეთილია, რომელმაც, წესით, სტაბილური დემოკრატიის ჩამოყალიბების გზებზე უნდა დაგვაფიქროს. დასაწყისისთვის, ურიგო არ იქნება, ქართული ოცნებისამომრჩევლებმა თავიანთ რჩეულებს საარჩევნო პროგრამის წაკითხვა და შესაბამისი კანონპროექტების შემუშავება აიძულონ.

დიმიტრი მონიავა

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here