Home რუბრიკები პოლიტიკა რა ესიზმრება ამერიკულ ჩონჩხს ქართულ კარადაში?

რა ესიზმრება ამერიკულ ჩონჩხს ქართულ კარადაში?

1658

გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის საერთაშორისო ძებნაში გამოცხადებისთვის აუცილებელი დოკუმენტაცია ინტერპოლს გაუგზავნა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა კი საქართველოში განვითარებულ პროცესების შესახებ მორიგი განცხადება გაავრცელა, რომელშიც გამოთქმულია არა მხოლოდ ტრადიციული შეშფოთება ყოფილი მაღალჩინოსნების სისხლისსამართლებრივ დევნაზე, არამედ საკმაოდ საგულისხმო მოწოდება ქართველი პოლიტიკოსების მიმართ, რომელიც “ქართული ოცნების” ხელმძღვანელობამ შეიძლება აღიქვას, როგორც ფრიად საგანგაშო სიგნალი.


ამერიკის შეერთებული შტატები მოუწოდებს საქართველოს   პროდემოკრატიულ და პროევროატლანტიკურ ძალებს, რომ საერთო ინტერესებზე გაამახვილონ ყურადღება, ბოლოდროინდელ მიღწევებს დაეყრდნონ და ერთად იმუშაონ ქვეყნის წინ წაყვანისთვის და დღევანდელი აქტუალური ეკონომიკური და რეგიონული უსაფრთხოებისადმი არსებული გამოწვევების მოსაგვარებლად”, _ ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში: “შეშფოთებული ვართ ოპოზიციის წარმომადგენლების წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებებითა და სისხლისსამართლებრივი დევნით, ასევე იმ რისკებით, რომელთაც პოლიტიზებული სამართლებრივი დევნა შეუქმნის ქართულ დემოკრატიას. აშშ აგრძელებს ქართული დემოკრატიის განვითარების მხარდაჭერას, რომელიც უნდა შეიცავდეს პოლიტიკურ პლურალიზმს და ღია დებატების პატივისცემას”.

ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანი ამ განცხადებაში არის მოწოდება პროდემოკრატიული და პროევროატლანტიკური ძალების მიმართ, მაგრამ ვიდრე მასზე გადავალთ, ალბათ, ორიოდე სიტყვა “შეშფოთებაზეც” უნდა ვთქვათ, რადგან, სავარაუდოდ, სწორედ ის გახდა ანტიამერიკული ემოციების ამოფრქვევის მიზეზი, რომელიც ქართულ სოციალურ ქსელებში მკაფიოდ დაფიქსირდა. ეს თემა უკვე არაერთგზის განვიხილეთ, ამ დროისთვის საქართველოს მთავრობისა და საზოგადოჰების დიდი ნაწილის პოზიციამ დაახლოებით შემდეგი სახე მიიღო: ამერიკელ პარტნიორებს დიდ პატივს ვცემთ, მაგრამ საქართველო სუვერენული სახელმწიფოა, რომელსაც თავისი, თანამედროვე დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისი კანონები აქვს. თუ ამერიკელები მიიჩნევენ, რომ ყოფილ მაღალჩინოსნებთან მიმართებაში ადგილი აქვს პოლიტიზებულ დევნას, მათ უნდა მიუთითონ კონკრეტულ ფაქტებზე _ ყველაფერი დანარჩენი წყლის ნაყვა და კანონის უზენაესობის პრინციპის ეჭვქვეშ დაყენების მცდელობაა. საგულისხმოა, რომ პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ამ განცხადების კომენტირებაზე უარი თქვა და აღნიშნა, რომ საკუთარი პოზიცია ადრე დააფიქსირა, რითაც, ფაქტობრივად, მიანიშნა, რომ ახალი ხელისუფლება ამ პრინციპულ საკითხში უკან არ დაიხევს.

გამოძიებების შეწყვეტა დღეს, როდესაც პროცესი კულმინაციას მიუახლოვდა, სრულიად წარმოუდგენელი ჩანს. ამას მოჰყვება არა მხოლოდ მოქმედი ხელისუფლების კრახი, არამედ სამართლებრივი სახელმწიფოს შექმნის იდეის დასამარებაც. ამ შემთხვევაში სააკაშვილის რეჟიმის მიერ გამწარებული ადამიანები, 99%-იანი ალბათობით, საკუთარ თავზე აიღებენ განაჩენების გამოტანააღსრულებას და ქვეყანა სისხლიანი ანგარიშსწორების ჭაობში ჩაეფლობა. ასე რომ, კანონის უზენაესობას ალტერნატივა არ აქვს და საკამათო აქ არაფერია. რა თქმა უნდა, ამერიკელებს შეუძლიათ, დააკვირდნენ პროცესებს და, ბრალდებულთა უფლებების დარღვევის შემთხვევაში, პროტესტი გამოთქვან. მსგავსი მონიტორინგი პროკურატურისთვის და სასამართლოსთვის, პრინციპში, სასარგებლოცაა _ ფორმაში ჩადგებიან.

აქ, ალბათ, ერთ საინტერესო ნიუანსს უნდა შევეხოთ. მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურა ყოფილ მაღალჩინოსნებს არ ასვენებს, ის არ ეხება იმ ეპიზოდებს, რომლებშიც ამერიკული მხარის როლი, რბილად რომ ვთქვათ, არაერთგვაროვანია. მაგალითად, 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაყალბებას, სადაც, ერთი შეხედვით, ყველაფერი ცხადია და მძიმე დანაშაული სახეზეა. ყველამ ვიცოდით, რომ მეორე ტური იყო, მაგრამ ამაზე ყველამ თვალი დავხუჭეთ. მშვენივრად მახსოვს ჩვენი დასავლელი მეგობრების ასეთიდაჟინებული რჩევები, განსაკუთრებით ჩემი მისამართით, რომ არავითარ შემთხვევაში არ გამოგვეცხადებინა მეორე ტური”, _ განაცხადა 2011 წლის ივლისში ნინო ბურჯანაძემ “ეხო მოსკვისთვის” მიცემულ ინტერვიუში. მაგრამ ამ განცხადეჰბის და უამრავი დოკუმენტირებული ფაქტის მიუხედავად, ამ საქმის გამოძიება მკვდარი წერტილიდან არ იძვრის. შესაძლოა, სწორედ იმიტომ, რომ ხსენებული “დასავლელი მეგობრების” სახელები არ ამოტივტივდეს და ვაშინგტონს თუნდაც მცირედი პრობლემა არ შეექმნას. არის კიდევ რამდენიმე მსგავსი ეპიზოდი, რომელშიც ხელისუფლება მაქსიმალურად უფრთხილდება ამერიკელი პარტნიორების იმიჯს და, ასე ვთქვათ, “ჩონჩხებს კარადაში ტოვებს”.

მაგრამ გასულ კვირას მოხდა ინციდენტი, რომელმაც შეიძლება დააფიქროს (თუ უკვე არ დააფიქრა) ვაშინგტონი იმაზე, რომ ქართულმა მხარემ ამ მიდგომაზე უარი თქვა. შვედურმა “აფტონბლადეტმა” გამოაქვეყნა სკანდალური სტატია წამყვანი შვედი პოლიტიკოსის _ კარლ ბილდტის შესაძლო კორუფციულ კავშირებზე სააკაშვილის რეჟიმთან. გამოცემის ვარაუდით, სწორედ აქედან გამომდინარეობს ბილდტისა და სააკაშვილის “მეგობრობა” და, სხვა ყველაფერთან ერთად, ბილდტის მიერ 2008 წლის გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმურად გამოცხადება. საინტერესოა, რომ შვედეთის იმჟამინდელმა ელჩმა საქართველოში ჰანსგუნარ ადენმა თავის ანგარიშში მიუთითა დარღვევის ფაქტებზე და ამის შემდეგ თანამდებობას დაემშვიდობა.

აქ მნიშვნელოვანია შემდეგი გარემოების გათვალისწინება _ კარლ ბილდტი ვაშინგტონისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია. ჯერ კიდევ 1976-ში ის აწვდიდა ამერიკელებს ინფორმაციას შვედეთის სამი წამყვანი პარტიის დახურული კონსულტაციების შესახებ. ბილდტი არ უარყოფს ამ, “ვიკილიქსის” მიერ გამომზეურებულ ფაქტს, მაგრამ აცხადებს, რომ ეს იყო უბრალოდ “ინფორმაციის გაცვლა” და მას კანონი არ დაურღვევია. კარლ ბილდტისა და საქართველოს მთავრობის ურთიერთობა ბოლო დროს მკვეთრად დაიძაბა. სააკაშვილის სხვა ლობისტები, ყველაფრის მიუხედავად, გარკვეულ კორექტულობას იცავენ, შვედი პოლიტიკოსი კი ზერადიკალურ განცხადებებს აკეთებდა და ბოლოს ლამის ღია მუქარებზე გადავიდა. შესაძლოა, ვაშინგტონში მივიდნენ დასკვნამდე, რომმათ კაცს სტოკჰოლმშიმიზანმიმართულად სწორედ საქართველოს ხელისუფლებამ დაარტყა (და არა გოგა ხაინდრავამ ან ზურაბ ნოღაიდელმა). თანაც დაარტყა უშუალოდ შვედეთის საპარლამენტო არჩევნების წინ, რომელიც კვირას გაიმართა და მმართველი კოალიციის (რომელშიც ბილდტიც შედიოდა) მარცხით დასრულდა. თბილისიდან მიწოდებული დოკუმენტების გარეშე, “აფტონბლადეტის” პუბლიკაცია ასეთი სკანდალური არ იქჰნებოდა.           

ვერ გამოვრიცხავთ, რომ ვაშინგტონში იფიქრეს, რომ საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ დაარღვია დაუწერელი შეთანხმებაკარადებიდან ჩონჩხების არგამოღების შესახებდა მალე შეიძლება გამოამზეუროს სკანდალური ინფორმაცია ამერიკული ისტებლიშმენტის წარმომადგენლებისა და სააკაშვილის რეჟიმის საეჭვო ურთიერთობებზე. ამას ემატება კიდევ ერთი ფაქტორი _ ჯერ კიდევ გადადგომამდე სააკაშვილი ცდილობდა, დაეშანტაჟებინა ამერიკელები და ძალიან უხეშად მიანიშნებდა, რომ შეიძლება მათთვის ფრიად არასასურველი ინფორმაცია გაავრცელოს თუ მისი ხელშეუხებლობა ეჭვქვეშ დადგება. თუნდაც მოიტყუოს, მისი ძველი სტატუსიდან გამომდინარე, სკანდალი მაინც დიდი იქნება.

ჩვენი მთავრობა შეიძლება საკმაოდ რთულ სიტუაციაში აღმოჩნდეს. ერთი მხრივ, ის, სავარაუდოდ, მოისურვებს, დაარწმუნოს ამერიკელები, რომ თამაშის ძველი წესების დარღევას არ აპირებს. მეორე მხრივ კი, ნათლად გამოხატოს, რომ თავს დაიცავს, თუ ისევე რადიკალურად შეუტევენ, როგორც ამას ბოლო დროს კარლ ბილდტი აკეთებდა. ერთდროულად ორივე მიზნის მიღწევა საკმაოდ რთულია, მაგრამ არა შეუძლებელი _ ალტერნატივა კი აშშთან დაპირისპირების გარღმავებაა, რაც არც ბიძინა ივანიშვილს, არცქართულ ოცნებასარ სურთ. საუბარი სახელმწიფო დეპარტამენტის მოწოდებაზე “პროევროატლანტიკური” ძალების მიმართ, ალბათ, ამ ფონის გათვალისწინებით უნდა დავიწყოთ. ზოგადად, როდესაც ვაშინგტონი მიმართავს არა ხელისუფლებას, პოლიტიკურ სპექტრს ან საზოგადოებას მთლიანობაში, არამედ მხოლოდ მის ნაწილს, ნებისმიერი ქვეყნის ხელისუფლება სერიოზულად უნდა დაფიქრდეს. რა უნდა გააკეთონ ამ განცხადების შემდეგ, მაგალითად, მარგველაშვილმა, უსუფაშვილმა და ალასანიამ, თუ ამერიკელების რჩევას გაითვალისწინებენ _ “გაამახვილონ ყურადღება საერთო ინტერესებზე” “ნაცმოძრაობასთანდა მასთანერთად იმუშაონ”? (იგივე ეხება არაერთ სხვა პოლიტიკოსს და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს).

ჩამოთვლილ პოლიტიკოსებს ახლო წარსულში არაერთგზის უცდიათ საუბრის დაწყება იმაზე, რომ დამნაშავე მაღალჩინოსნებისა და “ნაცმოძრაობის” მიმართ “ქართული ოცნების” ამომრჩეველთა დამოკიდებულება უნდა შერბილდეს, მაგრამ საზოგადოების დიდი ნაწილი ამას იმდენად მკვეთრი კრიტიკით სცემდა პასუხს, რომ ფიგურანტები მყისიერად ჩუმდებოდნენ. იმ სიტუაციაში, როდესაც “ოცნების” ელექტორატის უმრავლესობა განიხილავს არათუ თანამშრომლობას, არამედ ზედმეტ კონტაქტს “ნაციონალებთან”, როგორც კრიმინალს, “ამერიკული რჩევის” გათვალისწინება პოლიტიკოსებისთვის საკმაოდ რთული იქნება. მაგრამ აქაც არის ერთი ნიუანსი: წამით წარმოვიდგინოთ, რომ “ნაციონალები” მართლაც შეეცდებიან, “მაიდანი”, “ტაჰრირი” თუ ბანალური სახელმწიფო გადატრიალება მოაწყონ. თუ პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე და თავდაცვის მინისტრი (და ბევრი სხვა) ამ მომენტში ზემოთ ხსენებულ “საერთო ინტერესებზე” და “ერთობლივ მუშაობაზე” იფიქრებენ, იანუკოვიჩის ჩინოვნიკების მსგავსად უმოქმედოდ დაჯდებიან (ეს როგორც მინიმუმ) და ამით მოახდენენ სახელმწიფო ინსტიტუტების ნაწილობრივ პარალიზებას. ამან, პუტჩისტების რესურსების სიმწირის მიუხედავად, შეიძლება საკმაოდ ცუდ შედეგამდე მიგვიყვანოს. ასეთი ჰიპოთეტური სიტუაციების მოდელირების დროს მნიშვნელოვანია ერთი აქსიომის გათვალისწინება: ძალთა საერთო რაოდენობას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მნიშვნელობა აქვს მხოლოდ იმ ძალებს, რომელთა გამოყენება შეგიძლია. შესაძლოა, ღარიბაშვილისთვის (და ივანიშვილისთვის) საშიშია არა იმდენად თანაგუნდელების ღია ალიანსი “ნაციონალებთან” (ეს, პრინციპში, უიმედო ვარიანტია), არამედ უმოქმედობა კრიტიკულ სიტუაციაში და “ჩუმი საბოტაჟი”.

თქმული არ ნიშნავს, რომ ამერიკელები აპირებენ ივანიშვილს “მაიდანი” მოუწყონ, ობიექტური წინაპირობები ამისთვის ამ ეტაპზე არ არსებობს. მაგრამ მთავრობამ უნდა გაითვალისწინოს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება საკუთარ თავში, სავარაუდოდ,  შეიცავდა როგორც უკმაყოფილების აშკარა გამოხატვას, ისე, მინიშნებას იმაზე, რომ მისი პატრონაჟის ქვეშ შეიძლება ახალი ალიანსის ფორმირება დაიწყოს. ზოგმა შეიძლება აღიქვას ეს, როგორც “ბოლოსწინა გაფრთხილება”, თუმცა ამაში შეიძლება დადებითი მხარე დავინახოთ, ღარიბაშვილს (უპირველესად კი, ივანიშვილს) შესაძლებლობა ეძლევა, დააკვირდეს კოალიციური პარტნიორების რეაქციას ამერიკელების ამ და სხვა მსგავს მოწოდებებზე, მათი სავარაუდო ტაქტიკა გაშიფროს და წინმსწრები კონტრზომები მიიღოს. ძველად რომ იტყოდნენ, “პრედუპრეჟდენ _ ვოორუჟენ” (გაფრთხილებული ხარ, ესე იგი შეიარაღებული ხარ).

დიმიტრი მონიავა

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here