Home რუბრიკები საზოგადოება ევროპასთან ასოცირება მამათმავლობასთან ასოცირდება

ევროპასთან ასოცირება მამათმავლობასთან ასოცირდება

597

ვინ არის დღეს ევროატლანტიკური სივრცის (ჩვენ რომ ასე ვესწრაფვით) უფროსი? ვინ და ობამა. როგორია მისი მრწამსი და ზნეობრივი მოდელი: “ჩვენ პროგრესს განვიცდით, წინა საუკუნეებში ჩვენი მთავარი მიღწევა იყო ზანგების დისკრიმინაციის აღმოფხვრა, ამ საუკუნეში კი ჩვენ მივაღწიეთ ერთსქესიანი სიყვარულის დისკრიმინაციის გაუქმებასო”.


და ზუსტად მეორე დღეს Facebook-სა და youtube-ზე დაიწყეს მილოცვები და ზეიმები, ჯერ კიდევ სად ხართ, ჩვენი გამარჯვებები წინააო. მეტი რაღა უნდა გაიმარჯვონ; ქორწინდებიან, ბავშვებს  იყვანენ, საპასუხისმგებლო თანამდებობებზე თუ ბაღის აღმზრდელებად მუშაობენ, მეტი რაღა უნდა გაიმარჯვონ?! ალბათ, კანონგარეშედ თუ გამოგვაცხადებენ და დაგვხოცავენ. თუმცა ამას იკმარებენ? ერთ ჭეშმარიტ მამულიშვილს (გვარს არ დავასახელებ), რომელიც ამ სიბინძურის წინააღმდეგ ხმას იმაღლებს, ასე შეუთვალეს: ჯერ გაგაუპატიურებთ და მერე მოგკლავთო.

ეს რაც შეეხება ამერიკის პრეზიდენტს. ახლა ვნახოთ, რა თქვა მათი მთავარი სამხედრო გაერთიანების _ ნატოს გენერალურმა მდივანმა, ბატონმა რასმუსენმა:

ნატო, პირველ რიგში, არის ღირებულებების ერთობა და, თუ ჩვენთან მეგობრობა გინდათ, უნდა დაიცვათ ჩვენი ღირებულებები და არ გაბედოთ, განმეორდეს 17 მაისის მოვლენებიო”.

ანუ ჩვენ უნდა დავდგეთ და დავუშვთ ჩვენს ქალაქში გეიპარადები, როგორც, მაგალითად, “ცივილურ” ლონდონში ან პარიზშია. სადაც ამ კოლჰოტკიან კაცებს თუ დაკუნთულ ქალებს გეიპარადზე ქალაქის მერები მოუძღვებიან წინ პლაკატებით, თვითონაც ოფიციალური პედერასტები.

რა, რამ დაგვაბრმავა, რუსეთის სიძულვილმა?

ასეთ ცივილიზაციას არამხოლოდ რუსეთი, არამედ ირანი და მონგოლეთიც მირჩევნია.

თუ ჩემს შვილს სკოლაში გამიპიდარასტებენ, უფრო სწორად, მათ ენაზე “აღუმაღლებენ მგრძნობელობას სექსუალური ორიენტაციის მიმართ”, მაშინ რაღა გამიხარდება?

ხოლო ის ლაპარაკი, რომ რუსეთში ხდება იგივე და ერაყშიც, არის სისულელე. რა თქმა უნდა, სიბილწე ყველგან ხდება და ბიზანტიაშიც ხდებოდა, მაგრამ სხვაა რომ ხდება და სხვაა, რომ ეს სახელმწიფო მსოფლხედველობადაა მიღებული. თუ მასონები არ არსებობენ? ერთმა უცხოელმა მომიყვა, ამერიკაში რომ ვიყავი, რაღაც პედერასტების ზეიმია, როდესაც მთელმა მოსახლეობამ უნდა ჩაკიდოს ხელი ერთმანეთს და ყველამ თქვას, ვის ვინ უყვარს, რომელი სქესი, მისი თუ საპირისპიროო. მასში ბავშვებიც მონაწილეობენ ხოლმე და ერთი პატარა ბიჭი ხელჩაკიდებული თურმე იძახდა, მე ქალი მომწონს, მე ქალი მომწონსო და მამამისი სიცილით ეუბნებოდა, ჯერ დაფიქრდიო.

ახლა მეორე მომენტი. ფაქტია, რომ სოდომ-გომორულ ცოდვაშია ეს ევროატლანტიკური სივრცე. მაგრამ რა, ამის რცხვენიათ და თავისთვის არიან? არა, ბატონო, პირიქით, სხვების გასვრაც უნდათ. ეს ყველა ცოდვას ახასიათებს. მაგალითად, ქურდებს უნდათ, რომ ყველა ქურდობდეს, მეძავებს _  ყველა მეძავობდეს, ხოლო პედერასტებს _ ყველა პედერასტობდეს. ეს იმიტომ ხდება, ალბათ, რომ თავისი სიბილწე გაამართლონ და სიწმინდედ წარმოადგინონ და სინდისის ქენჯნა მოიხსნან.

აი, ამიტომ ეს გარყვნილები, უცხოელი მთავრობები, გვეუბნებიან, ვისაც უნდა ჩვენთან შემოსვლა, პედერასტების დოქტრინის გარეშე არ მივიღებთო.

ამ ცისფერმა კომისარმა შტეფან ფულემ (ცისფერი მას მოლდავეთში წითელი კომისრების ანალოგიით შეარქვეს) შეგვისრულა, უფრო სწორად, ჩვენმა სამარცხვინო, ჩვენი შვილების მორალზე მიმფურთხებელმა და პედერასტობაზე ხელის მომწერმა პარლამენტმა ერთხმად მოაწერა ხელი ამ სიბინძურეზე.

და რა, იტყვიან, არ ვიცოდითო, ჯაჭვლიანივით. როცა პატრიარქმა, სამღვდელოებამ და ამდენმა ხალხმა მოუწოდეს, ლამის ანათემას გადასცემდნენ და პლაკატებს წვავდნენ.

და ერთხმად 110 კი არა 150-ვეა, იმიტომ, რომ ვინც არ დაესწრო, მაგრამ ხმა არ ამოიღო, სამწუხაროდ, იგივე ხელისმომწერი და ლაჩარი და ჩვენი შვილების გაპედერასტების ხელშემწყობი გამოდის.

კი, ბატონო, ამ დროს თითქოს მხოლოდ პარლამენტი გაილანძღა, მაგრამ რა, მთავრობაც იგივე არაა?! რატომ ვერ გაბედეს ხმის ამოღება?! რა თქმა უნდა, ეს თავისთავად მათი პრობლემაა და ვერავის განიკითხავ თავის პირად ცოდვაში, მაგრამ სხვაა, როცა შენ მთავრობა ხარ და შენი სიჩუმე სხვებს აზარალებს და ჩვენს შვილებს რყვნის.

იქ რომ დიდი ამბით ჩაგვიწერეს, “მზრუნველად” ზნეობას არ შეეწინააღმდეგოსო. რა კაზანტიპი ზნეობრივი იყო? თუ ასე ღელავენ ზნეობაზე, რატომ მთავრობის ერთმა წევრმაც ვერ დაძრა სიტყვა?! რა, ვერავისზე იმოქმედა საპატრიარქოს მწვავე განცხადებამ?! ასე როგორ ისქელებენ ტყავს?! კიდევ ვიმეორებ: ეს არ არის მხოლოდ მათი პიროვნული პრობლემა, არამედ მათი მოთმენა ჩვენი გარყვნის მოთმენის ტოლფასია.

ახლა მინდა შევეხო კაი ბიჭებს და კაი ბიჭს.

“ღარიბაშვილის გვეიმედება”, არა და არ ეშვებიან ამ აზრის მუსირებას. ნეტამც. მაგრამ ვინმეს ოდნავ იმედი აქვს, რომ ირაკლი ბიძინას აუხტება, მე მგონი, არავის. ხოლო ბიძინა, “პოლიტიკიდან წასვლის” შემდგომ პირადად რომ “იღვწოდა”, რათა ანტიდისკრიმინაციული კანონი ერთხმად გაეტანათ, ანუ პედერასტობა ერთხმად დაემკვიდრებინათ, ხომ ფაქტია, ასეთივე სიბინძურე და სიბილწე როა ბერას ტელევიზია, ესეც ხომ ფაქტია. ახლა _ კაზანტიპზეც. ღარიბაშვილს არ უნდოდაო, მაგრამ კვლავ მისი ამქვეყნიური მბრძანებელის შიშით ჩაიკმინდა ხმაო. და თვითონ ირაკლის, ვინ იცის, რა უნდა, წულუკიანს თავზე დაახია კანონიო, კიდევ უფრო მკაცრიო, რაში ჩანს, მაშინ მოეხსნა წულუკიანი. მოეხსნა კი არა, მე მგონი, დღეს ირაკლი ღარიბაშვილი ამ თავისიკაი ბიჭობითყველაზე ვერაგ თამაშს თამაშობს. რა, ირაკლი არიღვწოდა”, მიგვეღო პედერასტების კანონი და ოსტატურად და თვალთმაქცურად არ ფუთავდა მას, როდესაც თითქოსდა ერთსქესიანი ქორწინების აკრძალვის მოთხოვნით გამოვიდა და მერე კონსტიტუციაში ზნეობის მუხლი ჩაგვიწერა, ოღონდ კი გაეთრია ეს კანონი. თან გვაბოლებდა, “ჩვენ ხომ ოდითგანვე ტოლერანტულები ვართ, ქართველები. ჰქონდეს, ვისაც უნდა, თავისი ცხოვრების წესი, ჩვენ რაო?” პედერასტობა თურმე ცხოვრების წესი ყოფილა და თურმე ქართველები პედერასტობის გათანაბრების და ნორმად გამოცხადების მიმართ ტოლერანტულები და შემწყნარებლები უნდა ვიყოთ.

ჩემი აზრით, ეს კაი ბიჭი და სხვა კაი ბიჭები თუ გოგოები, მაგალითად, გედევანი, ჯაჭვლიანი, ბესელია… უფრო ვერაგები გამოდიან ცუდ ბიჭებზე (გაცხადებულ ლიბერასტებზე), ვინაიდან ისინი ვაჟკაცურად მაინც გვაგინებენ, სულშიც გვაფურთხებენ და ბრძოლის ველზეც ხმალამოღებულნი გვეპატიჟებიან; ესენი კი თვალთმაქცობით, გულში მჯიღის კვრით, ზნეობისა და ეკლესიის სახელით გვანიარაღებენ, საქეიფოდ გაშლილ სუფრაზე გვეპატიჟებიან და უკვე მოდუნებულებს, სადღეგრძელო ჭიქაში, მალულად შხამს გვისხამენ.

სწორედ ამ შხამის ჩასხმა იყო მათ მიერ ანტიდისკრიმინაციული კანონის ნებისმიერი ფორმით გათრევა და თუნდაც კაზანტიპზე პირში წყალის ჩაგუბება და დუმილი.

ტელევიზიებზე რაღა ვთქვა; “ტაბულა” და “რუსთავი 2” გასაგებია, “იმედიც”, პირველი არხიც, “მაესტროც”. რომელმა გაბედა (აღარ ვამბობ ანტიდისკრიმინაციულ კანონზე) თუნდაც კაზანტიპი გაეშუქებინა ისე, რომ უზნეობაა. პირიქით, მათ მრევლი და ეკლესია გამოიყვანეს მარგინალებად, ხოლო პედერასტებისა და მეძავების პროპაგანდისტები _ პროგრესულებად.

რა თქმა უნდა, ეს შემთხვევით და ვიღაც ქართველი “ტელევიზიონშიკების” გემოვნებით არ ხდება.  ეს ხდება (და როგორც დავიწყე, იმას დავუბრუნდები), ცხადია, შეკვეთით და, სამწუხაროდ, სწორედ ამ ევროატლანტიკური სივრცის ბინძური ნაწილის და მათი მთავრობების შეკვეთით. ანტიქრისტეს მომლოდინე იეზუიტებისა და მასონების შეკვეთით, რომლებიც “იდენტობას” მილიონებს მხოლოდ იმაში ურიცხავენ, რომ პლაკტები გამოიტანონ, ჩვენი ბავშვები გარყვნან და საკუთარი სიბილწეები შეფუთონ.

ერთადერთი, რაც ამ ლიბერასტებმა შეიძლება ჩემს აზრს დაუპირისპირონ არის: “აბა, რუსეთი და პუტინი გვინდა?!” გასაგებია, სერიოზული არგუმენტია. მართლაც ერთ მხარეს ამერიკა და ევროპაა ზნეობრივი დეგენერაციით და სოდომ-გომორით, ხოლო მეორე მხარეს რუსეთი, რომელიც ცარიზმიდან დაწყებული გვიპყრობდა, შემდგომ _ ბოლშევიკები, კაგებე, ათეიზმი, ლენინი, საკონცენტრაციო ბანაკები, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი და ა.შ. ძალიან ცუდია. თუმცა ამერიკა არ არის დამპყრობელი? რა, თუ ადრე რუსეთს უხტებოდნენ, ავღანეთში რა გინდაო (და სამართლიანადაც), თვითონ რაღა ესაქმებათ იქ, “მშვიდობას” ამყარებენ? კუვეიტი რომ გაათავისუფლეს, სასაცილოა. ეს იგივეა, ვინმემ დღეს გურია რომ გაათავისუფლოს საქართველოდან. კუვეიტი იმიტომ “გაათავისუფლეს”, რომ ნავთობი აკონტროლონ. ან ერაყში რა უნდათ? თუ სერბეთი გადაარჩინეს, როდესაც მუსლიმებს სერბების სისხლით მორწყული და მათი სალოცავებით დახუნძლული მიწები დაუკანონეს? ეს იგივეა, ვიღაცამ აჭარა რომ მოგვწყვიტოს და დამოუკიდებლობა გამოაცხადოს და სერბეთს კი ბომბებს უშენდნენ აღდგომის მილოცვის წარწერით.

თუ ვინმე თვალებს ახამხამებს და გულუბრყვილოდ ამერიკისა და ევროპის მშვიდობისმყოფელობისა და ტოლერანტობისა სჯერა.

ალბათ, კიდევ ბევრი მაგალითის გახსენება შეიძლებოდა.

თუ უკრაინელ ხალხზე ზრუნავენ? ნუთუ ამერიკის უფროა უკრაინა ვიდრე რუსეთის? ერთინაციონალებმაგადააგდეს კორუმპირებული შევარდნაძე და ფულს აღარ შოულობდნენ, და მეორე ამათ გამოიჭირეს ოქროს უნიტაზიანი პრეზიდენტი და აწი ფულს აღარ გააკეთებენ. რა, უკრაინის კრიზისში გასაკვირია, რომ დაადანაშაულო ამერიკა და ევროპა? რა, ისინი არ უწყობდენ მაიდანს ხელს და არ აქეზებდნენ და არ ჩადიოდნენ იმათ მიტინგებზე? რა მათმაკმარამდა ზონდერებმა, მაელსის მეთაურობით, არ მოაწყვეს ესხავერდოვანირევოლუციები?! ხოლო როდესაც არ აძლევდათ ხელს, 26 მაისი ანტიკონსტიტუციურად გამოაცხადეს და ჯონ ტეფტმა პირადად მოუწოდა მიშას, მიტინგი დაერბია. რა, არ არის ორმაგი სტანდარტები?!

ახლა რაც შეეხება რუსეთს. დღეს მსოფლიოში ისეთი პირი უჩანს, რომ მხოლოდ რუსეთი თუ გააჩერებს ამ მასონების, გარყვნილების და სიბილწის ჰეგემონიას. ადრეც ასე იყო, ვის მოსწონდა ბოლშევიკები და სტალინი, მაგრამ მათ გააჩერეს ფაშიზმი, კიდევ უარესი უბედურება. დღესაც მე, პირველ რიგში, რუსეთში ვხედავ ამ ლიბერალური ფაშიზმის გამჩერებელ ძალას.

ბოლო ხანებში საზოგადოების არცთუ მცირე ნაწილს, მათ შორის ასევე პრესის ნაწილსაც (რომელთა პრინციპიცაა ზნეობის დაცვა), და ამ გაზეთებში დაბეჭდილ ბევრ პატივცემულ პიროვნებასაც არ ეთმობა ირაკლი, დავითი, ალბათ, არც ბიძინა, ხოლო “ნაცებსა” და რესპებს და მის თანამოაზრეებს არ ინდობს და ამხელს. კი, ბატონო, მეორე ნაწილში გეთანხმებით, მაგრამ პირველში _ ვერა და ჩემი აზრის დასამტკიცებლად ერთ ტესტს შემოგთავაზებთ:

დაუსვით მარტივი შეკითხვები ირაკლის, დავითს და ბიძინასაც ან პირველ ორს მაინც. მაგალითად, შემდეგი შინაარსისა:

1. მიგაჩნიათ თუ არა, რომ მამათმავლობა არის სიბილწე, გარყვნილება და ბინძური ცხოვრების წესი?

2. მიგჩნიათ თუ არა, რომ ობამას გამონათქვამიჩვენი მიღწევაა ერთსქესიანი სიყვარულის დაკანონებაარის გარყვნილება და გათახსირება, ზნედაცემულობის ნიმუში?

3. ან მერკელმა, რომელმაც ოფიციალურად მიულოცა ქორწინება მის მინისტრ კაცს კაცთან, არის დანაშაული მორალის, ჩვენი შვილების ცნობიერების წინაშე და უზნეობა და სიბილწე?

4. ან რასმუსენის მიერ 17 მაისს მამათმავლობის წინააღმდეგ ხალხის ნების გამოხატვის კრიტიკა არის ქართველი ერის შეურაცხმყოფელი და გარყვნილების დამკვიდრების მაპროვოცირებელი?

საერთოდ ეს ტესტი არამხოლოდ ზემოთ ხსენებულ პიროვნებებთან, არამედ ბევრ სხვა (ვაი) პოლიტიკოსთან, პოლიტოლოგთან, საზოგადო მოღვაწესთან, ჟურნალისტთან… და ა. შ. გამოგვადგება. ამიტომაც, მაგალითად, თუნდაც რომელიმე რეიტინგულ გაზეთში რომ დასმულიყო ეს შეკითხვები  კარგი იქნებოდა, ვინაიდან პრემიერის თუ მერის ბოლომდე “არ გაწირვა”, სხვებისგან განსხვავებით, ძალიან სახიფათოა, ვინაიდან მათი “სუფთა ხელებით” ხდება, სამწუხაროდ, ლიბერასტული იდეების დამკვიდრება.

ყოველი შემთხვევისთვის ამ ტესტით გამოჩნდება, რომ ეს ერთი გუნდია, უზნეობის, გარყვნილებისა და ლიბერასტობის სამსახურში ჩამდგარი ერთი გუნდი, რომლის კოაბიტაციაც ასე თვალნათლივ დამტკიცდა ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღების დროს.

ამიტომაც მიმაჩნია, რომ ზოგიერთი წევრის “გაპრავება” ძალიან სახიფათოა ჩვენი და ჩვენი შვილების ზნეობის დაცვის საქმეში. პირიქით, ყველას უნდა დაერქვას თავისი სახელი. და თუ არ ვარგანან, განვაგდოთ და დროზე ვიზრუნოთ ნორმალური, ყოველ შემთხვევაში, არალიბერასტი და ზნობრივი მთავრობის მოყვანაზე, რომლის უკან არა მასონების ავლა-დიდება ან თუნდაც ბიძინას მილიარდები, არამედ სინდისი და ნამუსი იქნება.

დასასრულ, მინდა დავძინო, რომ, რა თქმა უნდა, ჩემი მიზანი არ არის, არც ერთ, ნებით თუ უნებურად თუნდაც შეცდომილ, თუნდაც მტრულ გზაზე მდგარ ადამიანებზე ხაზის გადასმა.

და მე, რა თქმა უნდა, არავის ცუდი არ მიხარია და არც უნდა მიხაროდეს, ვინაიდან საბოლოო ჯამში, მთავარია, უფალი ყველას შეგვეწიოს, როგორც ამ ცხოვრებაში ღირსეულ მყოფობაში, ისე მარადიული ცხონების მოპოვებაში.

გურამ ფალავანდიშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here