Home რუბრიკები პოლიტიკა თავისუფლების ინსტიტუტის პროპაგანდისტული ბუდე სახალხო დამცველის ოფისში

თავისუფლების ინსტიტუტის პროპაგანდისტული ბუდე სახალხო დამცველის ოფისში

598

ამჟამინდელ ხელისუფლებას ძალიან სწყინს, როდესაც ამბობენ, რომ მისი და სააკაშვილის რეჟიმის იდეოლოგიაში განსხვავება არ არის, რადგან კოალიცია «ქართულ ოცნებაშიც» ის ადამიანები არიან, რომლებიც თავისუფლების ინსტიტუტში დაფრთიანდნენ. ამის ნათელი მაგალითია სახალხო დამცველის ოფისის მიერ გამოცემული ჟურნალი «სოლიდარობა», რომელშიც პირველი ვიოლინოს როლს თეა თუთბერიძე და მისთანები ასრულებენ, ანუ ტენდენცია, რომელსაც თავის დროზე სოზარ სუბარი და გიორგი ტუღუში თეა თუთბერიძესთან,  დავით დარჩიაშვილსა და ლევან რამიშვილთან ერთად ამკვიდრებდნენ, უჩა ნანუაშვილის ომბუდსმენობის პერიოდშიც არ გამქრალა. ამ თემაზე გვესაუბრება პოეტი ვაჟა ოთარაშვილი.


_ ბატონო ვაჟა, ჟურნალ «სოლიდარობაში» გამოქვეყნებული მასალები და მათი ავტორების გვარები კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ წინა ხელისუფლებასა და ახალ ხელისუფლებას შორის იდეოლოგიური განსხვავება არ არის.

_ ჟურნალი «სოლიდარობა» სახალხო დამცველის ოფისის გამოცემაა, რომელიც ხელმისაწვდომია ყველასთვის. საჯარო ბიბლიოთეკაში მას ერთი დიდი კუთხე აქვს დათმობილი. მოგეხსენებათ, ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძეც ერთ-ერთი მათგანია, ვინც ამ ჟურნალს გამოსცემს.

ჟურნალის გამოცემა თავის დროზე დაიწყო სოზარ სუბარმა, რომელიც წინა ხელისუფლების პერიოდში ომბუდსმენი იყო, ახალ ხელისუფლებაში კი ჯერ «პატიმრების მინისტრი» გახლდათ, შემდეგ კი დევნილთა სამინისტრო ჩაიბარა. სუბარს იმ პერიოდში რედკოლეგიაში ჰყავდა: გიგა ზედანია, გია ნოდია, გიგი თევზაძე, თეა წულუკიანი, სერგო რატიანი, ნინია კაკაბაძე, დავით დარჩიაშვილი, თამარ კინწურაშვილი, აკაკი მინაშვილი, ლევან რამიშვილი, ია ანთაძე, ანა დოლიძე. სუბარი თვითონაც იყო ერთერთი ავტორი და მას აქვს ასეთი წერილი _ «საპატრიარქო ხელს აფარებს რელიგიურ ექსტრემიზმს».

ზემოჩამოთვლილი ადამიანები წლების განმავლობაში თავს იწონებდნენ, როგორც უფლებადამცველები, თუმცა კარგად ვიცით, ვინ როგორი დამცველია. კარგად დააკვირდით ამ ადამიანების გვარებს და მიხვდებით, შეიცვალა თუ არა ქვეყანაში ხელისუფლება.

ეს ადამიანები «თავისუფლების ინსტიტუტის» წევრები იყვნენ. გასაგებია, რომ სააკაშვილის რეჟიმის პერიოდში ამ ინსტიტუტს და ამ ადამიანებს უცხო ძალები აფინანსებდნენ, მაგრამ დღეს? დღეს რატომ არავინ იძიებს ამ ფინანსების წარმოშობისა და წყაროების საკითხს? იმიტომ, რომ წინა და ახალი ხელისუფლებისთვისაც «თავისუფლების ინსტიტუტი» იდეოლოგიური დასაყრდენია, ისეთივე, როგორიც იყო კომუნისტებისთვის «მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტი».

დიდი ხანია, რაც უჩა ნანუაშვილთან მაქვს შეკითხვები, თუმცა ამ ჟურნალმა დამარწმუნა, რომ შეკითხვის დასმას აზრი არ აქვს.

_ რა შეკითხვები გაქვთ?

_ თუ სახალხო დამცველი ადამიანის უფლებებს იცავს, მაშინ რატომ არასოდეს იცავს ის მართლმადიდებელი მრევლის უფლებებს.

_ რას გულისხმობთ?

_ მარიამობის უდიდეს დღესასწაულზე «კაზანტიპის» ფესტივალს გვიწყობენ ქართველთა სისხლით მორწყულ მიწა-წყალზე.  დიდი ხანია, ქართველთა გენოციდე მიმდინარეობს და ახლა ამ ღონისძიებით ერის საბოლოო გადაგვარებას ცდილობენ. «კაზანტიპის ღორ-ხბო» ყირიმში იყო მოკალათებული და მას შემდეგ, რაც ყირიმი თავის ისტორიულ ნაწილს _ რუსეთს დაუბრუნდა, პუტინმა ამ სიბილწის, ანტირელიგიური ფესტივალის ჩატარება აკრძალა, ჩვენმა მთავრობამ კი სიხარულით მიიღო.

_ რატომ გიკვირთ? ახალმა ხელისუფლებამ ჯერ ანტიდისკრიმინაციული კანონი დაამტკიცა და ეს მეორე ეტაპია. ხალხი უარესს ელის. თანაც, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ამჟამინდელი ხელისუფლებაც «თავისუფლების ინსტიტუტის» იდეოლოგიით ხელმძღვანელობს, გასაკვირი რაღაა?

_ არასოდეს დამიმალავს, რომ სააკაშვილის ხელისუფლებასა და «ოცნებას» შორის დიდ განსხვავებას ვერ ვხედავ. მათი საშინაო თუ საგარეო პოლიტიკური კურსი ერთი და იგივეა, ასევეა ეკონომიკურიც, სოციალურიც, კულტურულიც. ასე რომ, გეზი ქვეყნის განვითარებისა შეცვლილი არ არის. უბრალოდ, ქართველი ერის გენოციდის ფორმა შეცვალეს.

ადამიანებს, რომლებიც ხელისუფლებაში იყვნენ, აზრად არ მოსვლიათ, ჩაეტარებინათ იუბილე პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნისა და ა. შ. ასეთი აზრები თავში არც ახალ ხელისუფლებას მოსდის. ერთნაირები არიან და იმიტომ. არც ამათ სურთ, წარმოაჩინონ საქართველო, როგორც უდიდესი კულტურის ქვეყანა. სახელშეცვლილი ხელისუფლებაც, ისევე, როგორც სააკაშვილი, გულზე მჯიღს იცემს და ყველაფერს რუსეთს აბრალებს. იმაზე არავინ ფიქრობს, რომ რუსეთზე დიდი მტერი დედაქალაქში გვყავს.

_ რას გულისხმობთ?

_ ყოველდღიურ «კაზანტიპს», რომელიც დავით აღმაშენებლის გამზირზეა. ვეკითხები სახალხო დამცველ უჩა ნანუაშვილს, _ რატომ არ იღებს ხმას ამ უმსგავსობაზე? ის ხან გიგი უგულავას იცავს, _ არიქა, დაპატიმრებისას დარღვევები არ იყოსო, და ხან _ ბაჩო ახალაიას. ნანუაშვილი თავგამოდებით იცავს გეიაღლუმს, მაგრამ არასოდეს საუბრობს იმაზე, რომ თურქები და არაბები ქართველ გოგონებს აუპატიურებენ. შუაღამისას ჩვენს ქალაქში ვირთხებივით დადიან ურჯულოები, კაფეებზე წარწერებს ცვლიან და ბორდელებად აკეთებენ.

ჟურნალი «სოლიდარობა», რომელიც თქვენთან მოვიტანე, სწორედ იმის დასტურია, რომ გეზი და ადამიანები არ შეცვლილა, მხოლოდ სახელი შეიცვალეს და ახლა «ოცნება» ჰქვიათ. ჩვენი უფლებები ისევ დაუცველია _ უჩა ნანუაშვილი და მისი აპარატი ხელფასს ახალგაზრდების გარყვნაზე თვალის დახუჭვაში იღებს.

ამჟამინდელი სახალხო დამცველი არის ქართველი ხალხის უფლებების შემლახველი. უჩა ნანუაშვილს ერთხელაც არ უხსენებია ის უმსგავსობა, რომელიც დედაქალაქის ცენტრალურ უბნებში ხდება. არავინ იცის, რამდენი ახალგაზრდაა გაუპატიურებული… 14-15 წლის გოგოები, რომლებიც 30-50 ლარისთვის უცხოელებთან ირყვნებიან. ეს ხომ ყველას თვალწინ ხდება?

მთელი თბილისი გაყიდულია, ტროტუარებიც კი არ არის დარჩენილი. მოგეხსენებათ, თევდორე მღვდლის ქუჩაზე სულ საავადმყოფოებია ჩამწკრივებული, ახლახან შეიტყვეს საავადყოფოების ხელმძღვანელებმა, რომ თურმე მათ წინ მდებარე ტროტუარები გაყიდული ყოფილა _ მოვაჭრეებისთვის უფლება მიუციათ, უსაძირკვლო შენობები დადგან, ანუ ჯიხურები, სადაც ცივი სასმელები გაიყიდება. ერთ დღეს, როდესაც სასწრაფოს მანქანით ავადმყოფი მიიყვანეს და საკაცე საავადმყოს კართან გააჩრეს, ვიღაც მივიდა და უთხრა, რომ ეს მისი ტერიტორიაა და გაჩერების უფლება არ აქვთ. ამაზე უჩა ნანუაშვილი ხმას არ იღებს. ნუთუ არ იცის? ყველაფერი კარგად იცის, მაგრამ მისი მოწოდება უბრალო ადამიანების დაცვა არ არის, მას სხვა ვალდებულება აკისრია.

ტენდენცია, რომელსაც თავის დროზე სოზარ სუბარი და გიორგი ტუღუში თეა თუთბერიძესთან, გიგი თევზაძესთან, დავით დარჩიაშვილსა და ლევან რამიშვილთან ერთად ამკვიდრებდნენ, უჩა ნანუაშვილის ომბუდსმენობის პერიოდშიც გრძელდება.

თეა წულუკიანი, რომელიც ჟურნალ «სოლიდარობის» ერთერთი ავტორი იყო, დღესაც იმავე იდეოლოგიას ემსახურება _ ჯიქურ მიდის ხალხის წინააღმდეგ. მას შემდეგ, რაც მისი გვარი ამ ჟურნალში წავიკითხე, დავრწმუნდი, რომ ნამდვილად არის თამარ ჩერგოლეიშვილის მეგობარი და ფოტო, რომელიც ინტერნეტში გამოქვეყნდა, ნამდვილია.

ამჟამინდელ მთავრობაში არიან ადამიანები, რომლებიც მოსყიდულნი არიან ქართველი ერის გადასაგვარებლად.

დღეს საქართველოში მეხუთე კოლონა არის ხელისუფლების წარმომადგენლები.

მათ მსოფლიოს მმართველი ორგანიზაციები აფინანსებენ, ქართველი ხალხის გენოციდისთვის აფინანსებენ. დღეს ერთი სახელმწიფო მეორეს ტანკებით, თვითმფრინავებითა და ხმლებით არ იპყრობს, დღეს ქვეყნებს იპყრობენ ფულით. ეს პროცესი მსოფლიოში სტალინის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო. საკმარისია, მსოფლიოს მმართველმა ოლიგარქებმა მოისყიდონ 150-კაციანი პარლამენტი, 50-კაციანი სამთავრობო გუნდი, ერთი-ორი ტელევიზია და ქვეყანა დაპყრობილია. უკვე წლებია, საქართველოში სწორედ ეს პროცესები მიმდინარეობს.

დააკვირდით, როდესაც ლაპარაკს იწყებ ლიტერატურაზე, კულტურაზე, ფასეულობებზე, რომლებზეც ჩვენი ქვეყანა დგას, მყისვე რუსეთუმეობასა და აგენტობას გაბრალებენ. ამას ვინ აკეთებს? ზუსტად ის ნანუაშვილები, სუბარები, წულუკიანები, თუთბერიძეები და ა. შ.

ახალი ხელისუფლებისგან სასიკეთოს არაფერს ველი, უარესის მოლოდინი მაქვს. ეს ხალხმა უნდა იცოდეს. არ შეიძლება, ხბოს აღტაცებით ვუყუროთ პრემიერ ღარიბაშვილს და ველოდოთ, რომ რამეს გამოასწორებს! ამის თქმის უფლებას მაძლევს ის, რომ პოლიტიკური გეზი არ შეცვლილა. იმ 64%- კი, რომელიც არჩევნებზე არ მივიდა, ნუ ეგონება, რომ ასეთი პროტესტით მთავრობას შეაშინებს, პირიქით, მას ეს ხელს აძლევს, უფრო მეტი თუ გაიბუტება, მისთვის უკეთესია.

დღევანდელ ხელისუფლებას, მაპატიეთ და, ფეხებზე ჰკიდია ხალხის პროტესტი, ისევე, როგორც იმ 14-15 წლის ბავშვების ბედი, რომლებიც ფულის გამო არაბებისა და თურქების საჯიჯგნი ხდებიან; ფეხებზე ჰკიდიათ იმ ადამიანების ბედი, რომლებსაც არ სურთ, ანაკლიაში პედერასტებისა და ლესბოსელების ფესტივალს უყურონ; მათ არ აინტერესებთ ის, რატომ არის ქართველი გოგონების «კაზანტიპზე» დასწრება უფასო. მთავრობის ერთი წარმომადგენელი მაინც დამისახელეთ, რომელსაც სამშობლო უყვარს. შეიძლება ვინმე შემომედავოს, მაგრამ მე არგუმენტი მაქვს _ ანტიდისკრიმინაციული კანონი, ხუდონჰესის მშენებლობა, მიწის გაყიდვა… «კაზანტიპი», არაბებისა და თურქების თარეში.

ეკლესიასთანაც მაქვს პრეტენზია _ უკვე დროა, განგაშის ზარები დაარისხონ! ასე თუ გაგრძელდა, შესაძლებელია, ჩვენს ეკლესიებში მეჩეთები გაკეთდეს.

 ერი და ბერი ერთად თუ არ დადგა, ვერ გადავრჩებით. ქვეყნის ყოფნა-არყოფნის საკითხი დგას. ასეთი მძიმე დღეები საქართველოს არასოდეს ჰქონია, ჩვენ ვებრძოდით ხილულ მტერს, მაგრამ არ ვიცით ბრძოლა განვითარებული ტექნოლოგიების წინააღმდეგ, ამიტომ არის ადვილი ჩვენი განადგურება. რასაც ურჯულოები ათეულობით წლებს ანდომებდნენ, ესენი რამდენიმე გადაცემითა და «კაზანტიპით» ძალიან მალე მოახერხებენ.

მახსოვს, თქვენ გაზეთში იყო ასეთი წერილი «ათი მსგავსება სააკაშვილსა და ივანიშვილს შორის», მე კიდევ ერთს დავამატებდი: მიხეილ სააკაშვილიცა და ბიძინა ივანიშვილიც ქოსატყუილები არიან, მათ ქართველ ხალხს პირში ჩალა გამოავლეს.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here