Home რუბრიკები პოლიტიკა HUMAN RIGHTS WATCH: აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო და გფბ ტერორისტებს აქეზებდნენ

HUMAN RIGHTS WATCH: აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო და გფბ ტერორისტებს აქეზებდნენ

526

ადამიანის უფლებათა დამცველმა საერთაშორისო ორგანიზაცია HUMAN RIGHTS WATCH -მა და კოლუმბიის უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა ინსტიტუტმა გამოაქვეყნეს მოხსენება, რომელშიც აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო და გამოძიების ფედერალური ბიურო (გფბ) ტერორისტული აქტების ჩადენისკენ მუსლიმანების წაქეზებაში დაადანაშაულეს.

გამოძიების ფედერალური ბიუროს მიერ ჩატარებული სპეცოპერაციები აშშ-ში მცხოვრები მუსლიმანების წინააღმდეგ ეფუძნებოდა ადამიანების დევნას ნაციონალური და ეთნიკური ნიშნებით, _ ნათქვამია ადამიანის უფლებათა დამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია HUMAN RIGHTS WATCH -ისა და კოლუმბიის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ადამიანის უფლებათა ინსტიტუტის ერთობლივ მოხსენებაში «იუსტიციის ილუზია: ტერორიზმთან ბრძოლისას ადამიანის უფლებების დარღვევები აშშ-ში».

უფლებადამცველები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ტერორიზმთან ბრძოლის პრაქტიკაში ადამიანის უფლებების ბევრი დარღვევაა, მაგალითად, ისეთი, როგორიცაა უკიდურესი აგრესიულობა სპეცოპერაციის ჩატარებისას და მსჯავრდებულთა ყოფნა მეტისმეტად მკაცრ პირობებში.

«ამერიკელებს ეუბნებიან, რომ მთავრობა იცავს მათ ქვეყნის შიგნით ტერორიზმის საწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელებით. მაგრამ, თუ კარგად დავუკვირდებით, მივხვდებით, რომ ბევრი ადამიანი არასოდეს ჩაიდენდა დანაშაულს, თუკი ამისკენ მათ სამართალდამცავი ორგანოები არ უბიძგებდნენ, ზოგჯერ კი პირდაპირ არ დააფინანსებდნენ ტერაქტების მოწყობას», _ ამბობს HUMAN RIGHTS WATCH -ის ვაშინგტონის ბიუროს დირექტორის მოადგილე ანდრეა პრასოუ.

მოხსენებაში აღნიშნულია, რომ გფბ-ს აგენტები ზოგჯერ ისეთ ადამიანებს «ამუშავებდნენ» (იბირებდნენ), რომლებსაც ფსიქიკური გადახრები ჰქონდათ და გონებრივად იყვნენ ჩამორჩენილნი. მოხსენებაში მოყვანილია შემთხვევა, როდესაც 4 ნიუბერგელი (ნიუ იორკის შტატი) მუსლიმანი ამერიკულ სამხედრო ბაზაზე სინაგოგების აფეთქების დაგეგმვაში დაადანაშაულეს. მოსამართლემ საქმის განხილვისას განაცხადა, რომ ხელისუფლებამ «მოიგონა დანაშაული, შემდეგ _ დააფინანსა, ბოლოს კი მოსპო ყველა წინაღობა ამ დანაშაულის ჩასადენად, შედეგად, «ეს კანონმორჩილი ადამიანები ტერორისტებად აქცია».

მოამზადა

თემურ გოგიამ

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here