Home რუბრიკები საზოგადოება უტვინო ფაშისტებს განათლება უნდა დავუპირისპიროთ!

უტვინო ფაშისტებს განათლება უნდა დავუპირისპიროთ!

630

გულისამრევი იყო თვითნასწავლი სპორტული კომენტატორის, ყველასათვის სასაცილო დიმიტრი ობოლაძის მორიგი ანტირუსული დემარში «რუსთავი 2»-ის პირდაპირ ეთერში, როდესაც მან, ვითომ მალაიზიური თვითმფრინავის კატასტროფით აღშფოთებულმა, რუს ერს «ღორი» უწოდა და ბრძანა, ამ სტუდიაში ერთი რუსული სიტყვაც არ გავიგონოო! ნორმალური ტელევიზია, ნორმალური ხელმძღვანელობით, ობოლაძეს, ვითარცა ღორს, კეტით გამოაგდებდა თავისი რიგებიდან, მაგრამ ეტყობა, «რუსთავი 2»-ში ღორული ქცევები მოსწონთ. როგორც ჩანს, არც «მარეგულირებელი კომისია» დგას მოწოდების სიმაღლეზე და არც მთელი ჩვენი საზოგადოება, თორემ ობოლაძის ღრუტუნს საკადრისი პასუხი გაეცემოდა.


ჩვენ, საზოგადოებამ, რა უნდა დავუპირისპიროთ აშკარა ფაშიზმს? ვფიქრობთ, რომ კიდევ უფრო მიზანმიმართულად და გაძლიერებული ენერგიით უნდა ვიზრუნოთ მომავალი თაობების სწორად აღზრდაზე, ჩავუნერგოთ მათ ხალხთა შორის ურთიერთპატივისცემისა და მეგობრობის იდეალები, ვასწავლოთ ქართულ-რუსული ურთიერთობის რეალური ისტორია, ავუხსნათ, რომ ღმერთმა ხალხთა შორის მშვიდობა და ჰარმონია ისურვა და არა სიძულვილი და დაპირისპირება.

სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა შემდეგი ჰუმანიტარული აქცია _ სახალხო მოძრაობამ «ქართულ-რუსული დიალოგისა და თანამშრომლობისათვის», ევრაზიის ინსტიტუტის ხელშეწყობით, ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ ბავშვებისთვის საქველმოქმედო-შემეცნებითი აქცია მოაწყო. კერძოდ, 10-14 წლის ასაკობრივი ჯგუფის ბავშვებისთვის, სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან, მოეწყო ექსკურსია საქართველოს დედაქალაქში. სახალხო მოძრაობისა და ევრაზიის ინსტიტუტის გაერთიანებული ძალებით, 60-ზე მეტი ბავშვი და რამდენიმე პედაგოგი ესტუმრა თბილისს. დედაქალაქის სტუმრებს შორის იყვნენ ბერშუეთელი, კირბალელი, ცერონისელი, ავნელელი და კნოლეველი ბავშვები. მათი უმრავლესობა პირველად იყო თბილისში და მათთვის ეს ექსკურსია განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა.

ექსკურსიის მიზანი იყო, ბავშვებს, გართობასთან ერთად, მიეღოთ ობიექტური ინფორმაცია თბილისის, როგორც ხალხთა მეგობრობის, განსაკუთრებით კი, ქართულ-რუსული მეგობრობის ქალაქის შესახებ. სამწუხაროდ, სააკაშვილის რეჟიმის ანტირუსული და თან ანტიქართული ხასიათიდან გამომდინარე, მოსწავლეებს აღარ აწვდიდნენ არანაირ დადებით ინფორმაციას ქართულ-რუსული ურთიერთობების შესახებ. სწორი სწავლებისა და აღზრდის პრობლემა ქართულ სკოლებში დღესაც მწვავედ დგას, ამიტომ სახალხო მოძრაობისა და ევრაზიის ინსტიტუტის წევრებმა ბავშვებს ინფორმაცია მიაწოდეს ქართველებისა და რუსების დიდი ისტორიული მეგობრობის შესახებ,  აუხსნეს, რომ აღა-მაჰმად ხანის მიერ ძირფესვიანად დანგრეული თბილისის აღდგენა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში მოხდა და ამაში ქართველების მეგობარი წარჩინებული რუსების წვლილი განუზომელია. ასე მაგალითად, თბილისის პირველი გენერალური დაგეგმარება ალექსანდრე გრიბოედოვს ეკუთვნის, ამიტომაც ქართლის სოფლებიდან ჩამოსულმა ბავშვებმა გრიბოედოვის ძეგლი ყვავილებით შეამკეს. ასევე ყვავილებით შეამკეს ილიასა და აკაკის ძეგლი პირველი გიმნაზიის წინ, რომელიც, როგორც ცნობილია, 1991-92 წლების მოვლენების შემდეგ მოსკოვის მერისა და მთავრობის მხარდაჭერით იქნა აღდგენილი და გარემონტებული. ბავშვებმა პატივი მიაგეს ალექსანდრე პუშკინსაც, რომლის ბიუსტთანაც მიიტანეს ყვავილები პუშკინის სახელობის სკვერში.

ბავშვებს ქალაქში მეგზურობას ქალბატონი ნანა წითელაშვილი უწევდა, რომელიც ქართულრუსული კულტურული ურთიერთობების ისტორიის შესანიშნავი მცოდნე და ალექსანდრე გრიბოედოვის ბიოგრაფიის მკვლევარია.

ექსკურსიის ორგანიზატორებმა ყველა ღონე იხმარეს, ამ ბავშვებს თბილისში ყოფნა საუკეთესო მოგონებად გაჰყოლოდა.  კინოთეატრში მულტფილმის ჩვენების შემდეგ სადილზე მათთვის სპეციალურად გამომცხვარი ტორტიც მიირთვეს, მოგვ იანებით კი ზოოპარკი დაათვალიერეს, გული იჯერეს ატრაქციონებზე გართობით. ბავშვებს სპეციალური ბუკლეტები _ მოსწავლის სამახსოვრო დაურიგდათ, რომლებშიც აღწერილია რუსთაველის გამზირზე და ჩუღურეთში მდებარე რამდენიმე უმნიშვნელოვანესი არქიტექტურული ძეგლის ისტორია, რომელთა აშენებაც რუსი მოღვაწეების სახელებს უკავშირდება.

სახალხო მოძრაობა და ევრაზიის ინსტიტუტი მადლობას უცხადებენ ქალბატონ ლიკა ბებურიძეს («კავკასიონი სინერგია») და კინოთეატრ «რუსთაველის» ადმინისტრაციას მულტფილმის უფასო ჩვენებისათვის, ქალბატონ მაია ბუჩუკურს («მსოფლიო ნაღმების გარეშე»), ქალთა საბჭოს (თავმჯდომარე ქ-ნი მზექალა შანიძე) და კომპანია «ბარამბოს» ბავშვების ტკბილეულით დასაჩუქრებისთვის, ასევე შპს «საქელექტრომანქანის» დირექტორს, ბატონ ნუკრი ბარელაძეს, ბავშვებისთვის სასადილო დარბაზის ორგანიზებაში გაწეული დახმარებისთვის.

ევრაზიის ინსტიტუტის პრესსამსახური

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here