Home რუბრიკები საზოგადოება ვალოდია კვიტინი: ჩხუბი სომეხმა მღვდელმა დაიწყო

ვალოდია კვიტინი: ჩხუბი სომეხმა მღვდელმა დაიწყო

914

19 ივლისს მეტროპოლიტენის სადგურ «ავლაბართან» მდებარე «სურბ ეჯმიაძინის» სომხურ ეკლესიაში ნათლობის მიმდინარეობისას ეკლესიაში მყოფებსა და მოსახლეობას შორის დაპირისპირება მოხდა, რომელიც მეორე დღეს სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიამ დაგეგმილ თავდასხმად შეაფასა. მოგვიანებით სომეხთა ეკლესიის პრესსამსახურმა მიმართვაც გაავრცელა: «მოვუწოდებთ საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს, სათანადო კვალიფიკაცია მისცენ აღნიშნულ ქმედებას და გამოიძიონ დანაშაული, რომელიც ჩადენილია ეთნიკური და რელიგიური სიძულვილის საფუძველზე. 


ინციდენტი, გარკვეულწილად, სომხების წინააღმდეგ ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ ტირაჟირებული სიძულვილის შედეგია, ასევე, სამწუხაროდ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ზოგიერთი წარმომადგენლისაც», _ ნათქვამია განცხადებაში. «საქართველო და მსოფლიო» შეეცადა, უშუალოდ ჩხუბის მონაწილეებისა და ინციდენტის თვითმხილველებისგან მოესმინა, რა მოხდა სინამდვილეში და რატომ შეფასდა ტერტერას მიერ ეს სამართლიანი ინციდენტი «დაგეგმილ თავდასხმად».

დავითი, ინციდენტის მონაწილე:

_ ჩვენი მეგობრის მეუღლემ მანქანა ავტოსადგომზე გააჩერა, ამ მომენტში მასთან მივიდა სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი პიროვნება, რომელიც, როგორც მოგვიანებით გაირკვა, იყო ტერტერა, სახელად მანუკი. მან გოგონა შეურაცხყო. უთხრა, იდი, ჩორტუო. გოგონა შეეპასუხა, _ რატომ მლანძღავო?! ხმამაღალი საუბარი რომ შემოგვესმა, მათთან მივედით. ტერტერამ ჩხუბი აგვიტეხა, რადგან სამოქალაქო ფორმაში იყო გამოწყობილი, ვერ ვიცანით და ხელი დავარტყით. ამის შემდეგ წავიდა და ეკლესიაში ნათლობაზე მისულ სტუმრებთან ერთად დაბრუნდა. ჩვენც ბიჭები შევკრიბეთ და… ჩხუბიც ატყდა.

მე ხაჩატურიანი ვარ, სულ თორმეტნი ვიყავით, უმრავლესობა _ სომეხი.

_ თქვენი მეგობარი, რომლის მეუღლესაც გამოესარჩლეთ, სომეხია?

_ არა, ქართველი. მაგას რა მნიშვნელობა აქვს, ჩვენ ნებისმიერი პიროვნების ცოლს გამოვესარჩლებოდით. მაგათი მღვდელი _ მანუკი, ძალიან ცუდი ადამიანია, ეკლესიის წინ ფეხბურთის სტადიონია, მაგრამ ბავშვებს არ ათამაშებს, მწვრთნელს უთხრა, ფულს გადაგიხდი და ბავშვები აქ აღარ ავარჯიშოო, ახლა ქალაქგარეთ შეკრებაზე არიან, თორემ მწვრთნელსაც შეგახვედრებდით. მანქანის გაჩერებაც სულ პრობლემაა, მოკლედ, გაბატონებულია ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე და იქ ფეხს არავის ადგმევინებს.

_ ამბობენ, რომ შეიარაღებული მიხვედით და რომ თქვენს ზურგს უკან ვიღაც დგას

_ არა, იარაღი თვითონ ჰქონდათ, რვაჯერ გაისროლეს, ჩვენს ზურგს უკან არავინ დგას, აი, მაგათ უკან კი ნამდვილად ვიღაც დგას და სურთ, ეს ქუჩური, ავლაბრული ჩხუბი «თავდასხმად» მონათლონ. ისე, იარაღი რომ გვქონოდა, ნამდვილად ცუდი ამბავი მოხდებოდა.

_ იქ ერთი კაცი იყო, რომელმაც ჭრილობა მაჩვენა.

_ ეგ კაცი ლოთია, სულ მანდ დგას, ჩხუბის დროს იქ არც იყო, ათ ლარს მისცემდნენ და დანას თვითონ დაისვამდა.

ვალოდია კვიტინი, თვითმხილველი:

_ ჩხუბი სომეხმა მღვდელმა დაიწყო _ გოგოს შეაგინა და უბნელი ბიჭებიც მის დასაცავად მოვიდნენ. იარაღი ეკლესიიდან გამოსულ ხალხს ჰქონდა, უბნის ბიჭებს იარაღი არ ჰქონიათ. ახლა დგანან და ტელევიზიებს ცრუ ინფორმაციას აწვდიან. ხედავთ, როგორ გაფითრდნენ, სიმართლეს რომ ვამბობ?!

სუსანა ხაჩატურიანი, სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიის პრესსპიკერი:

_ სროლა ბოლოს მოხდა, ჩემმა დირექტორმა ისროლა.

_ თქვენი დირექტორი ვინ არის, იარაღის ტარების უფლება აქვს?

_ დიახ, აქვს იარაღის ტარების უფლება. ხალხს კლავდნენ და, აბა, არ უნდა ესროლა?! ჰაერში გაისროლა რამდენიმეჯერ… პრესრელიზში ყველაფერი წერია.

_ პრესრელიზში წერთ, რომ დაპირისპირებას ხელს უწყობს ქართული ეკლესია

_ დიახ, ქართული ეკლესია დაპირისპირებას ხელს უწყობს და ამაზე ლაპარაკი აღარ მინდა.

ლევონ ისახანიანი, სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიის იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელი:

_ ჩხუბი ჩვენ არ დაგვიწყია. თავს დაგვესხნენ, ჩვენი სასულიერო პირი ცემეს, მეც კინაღამ მომკლეს. დაპირისპირება სერიოზული იყო და ორ საათს გრძელდებოდა, ჩვენ თავს ვიცავდით.

სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიის დიაკვანი იოსები:

_ ვიღაცას უნდა, რომ ქართველებსა და სომხებს შორის შუღლი ჩამოაგდოს. აქ მოვიდნენ ბიჭები, რომლებმაც შეგვაგინეს, _ თქვენი სომეხი დედაო.

_ რატომ ფიქრობთ, რომ ეთნიკურ ნიადაგზე მოხდა დაპირისპირება? ეს ძალიან მძიმე ბრალდებაა, ვის აძლევს ხელს ეს დაპირისპირება?

_ მაგას ვერ გეტყვით, ალბათ, იმას, ვისაც საქართველო არ უყვარს. ჩვენ გვინდა, ქვეყანა აშენდეს და ძმობა იყოს.

მამა დავითი (ლასურაშვილი), სიონის საკათედრო ტაძრის მოძღვარი:

_ სომხური ეკლესიის ეზოში მომხდარს პროვოკაციის ნიშნები ეტყობა. ახლა ტელეეკრანზე ვუყურე მათი იურიდიული სამსახურის უფროსის _ ლევონ ისახანიანის გამოსვლას, რომელმაც «თეთრი და შავი» ერთმანეთში აურია. მის ამ გამოსვლაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. პროვოკაციები მომძლავრდა მათი მხრიდან.

_ სომეხთა ეკლესია თავის განცხადებაში ქართულ ეკლესიასაც ადანაშაულებს

_ რომელი იყო იმ ჩხუბში ქართული ეკლესიის წარმომადგენელი? თანაც, როდესაც ეკლესიას სდებენ ბრალს, მაშინ განცხადება საპატრიარქომ უნდა გააკეთოს. მეტს ვერაფერს გეტყვით, რადგან ამ სიტუაციაში ყოველ წინადადებას დიდი მნიშვნელობა აქვს. ისე, რომელიღაც სომხური არასამთავრობოს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ეს ფაქტი არ შეიძლება, ეთნიკურ დაპირისპირებად შეფასდეს.

 ალექსანდრე აბდალაძე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი:

_ ქართულსომხური ურთიერთობები რომ ძალიან გამწვავებულია, ახალი ამბავი არ არის. მას საფუძველი ჯერ კიდევ მე-6 საუკუნეში ჩაეყარა და დღემდე გრძელდება. სომხური ეკლესია და, საერთოდ, სომეხი ხალხი, ქართველების მიმართ გამუდმებით იჩენენ უმადურობას. რა იგულისხმება ამ უმადურობაში? სომხები საუკუნეების განმავლობაში სამშობლოდან გამორბოდნენ და თავს აფარებდნენ ჩვენს ქვეყანას, ქართველი მეფეები კი, გარკვეული პოლიტიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე, მათ მფარველობდნენ. იყვნენ სომხები, რომლებიც საქართველოზე დიდ იმედს ამყარებდნენ, სომეხი საეკლესიო და შოვინისტურად განწყობილი პირები კი ყველაფერს აკეთებდნენ, რათა საქართველოსთვის ევნოთ.

როდესაც 1811 წელს ქართული ეკლესიის ავტოკეფალია გაუქმდა, სომხურმა ეკლესიამ პოზიციები განიმტკიცა და ქართული ეკლესიის წინააღმდეგ გაილაშქრა, ისინი ქართველი ერის შევიწროებას ცდილობდნენ. სომხურმა ეკლესიამ მოახერხა ქართველთა ერთი ნაწილის შევიწროება და გასომხებაც კი.

სომეხმა დაშნაკებმა ჯარი შემოუსიეს საქართველოს ისე, რომ ომი არ გამოუცხადებიათ, სომხურმა ჯარმა საშინელებები ჩაიდინა, რაშიც დიდი წვლილი მათ ეკლესიასაც მიუძღვის.

სომხურქართული ურთიერთობების გამწვავებაში სომხურ ეკლესიას ყოველთვის თავისი წვლილი შეჰქონდა. სომხური დაშნაკური წრეები «დიდი სომხეთის» აღდგენაზე ოცნებობდნენ, ისინი ამისთვის ყოველთვის იბრძოდნენ, მაგრამ ჩაეშალათ, რის შემდეგაც იშვა ახალი იდეა, შექმნილიყო დიდი სომხური ეკლესია, რომელიც დღესაც ცოცხლობს. ამისთვის კი საჭიროა ქართული ეკლესიის დასუსტება, სწორედ ამიტომ ითხოვენ დღეს საქართველოში 650 სომხური ეკლესიის არსებობის დადასტურებას.

სომხების ასეთმა გამუდმებულმა მტრობამ დააწერინა ილია ჭავჭავაძეს «ქვათა ღაღადი», რაზეც დღეს მოლიბერალო ადამიანები ამბობენ, ილიას ეს არ უნდა დაეწერაო. საქმე ის არის, რომ მე-19 საუკუნიდან სომხები ცდილობენ, თბილისი სომხურ ქალაქად გადააქციონ, ნაწილობრივ მიაღწიეს კიდეც. ილიას ტკივილიც ეს იყო.

ქართველი ისეთი სუსტი ერი არ არის, რომ სომხების მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ფაქტები დაივიწყოს.

ხშირად მსაყვედურობენ, სათანადო სიმკაცრით არ საუბრობ სომხებზეო, რადგან ბევრი თვლის, რომ ქართველებს სომხებზე დიდი მტერი არ გვყავს.

თუ სომხების მიერ ჩვენი ქვეყნის წინაშე ჩადენილ დანაშაულებსა და ვერაგობებს გავიხსენებთ, გასაკვირი არ არის, 19 ივლისს სომხური ეკლესიის ეზოში მომხდარი ფაქტი მიზანმიმართული პროვოკაცია იყოს, ოღონდ სომხების მხრიდან. ისე, ქართველ ხალხს ნამდვილად აღიზიანებს სომეხთა მოთხოვნა, რომ დადასტურდეს საქართველოში 650 სომხური ეკლესიის არსებობა და საკმარისია პატარა მიზეზიც, რომ დაპირისპირება დაიწყოს, თანაც მწვავე ფორმით.

მოამზადა

ეკა ნასყიდაშვილმა

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here