Home რუბრიკები საზოგადოება საქართველო იმ 5 ქვეყნის ჩამონათვალში მოხვდა, რომელთა მოსახლეობასაც გაქრობა ემუქრება

საქართველო იმ 5 ქვეყნის ჩამონათვალში მოხვდა, რომელთა მოსახლეობასაც გაქრობა ემუქრება

719

გაეროს სპეციალისტების პროგნოზის მიხედვით, 2050 წელს დედამიწის მოსახლეობა 27 პროცენტით მოიმატებს და 9,5 მლრდ კაცს მიაღწევს, თუმცა კარგი დემოგრაფიული პერსპექტივა ყველა ქვეყანას როდი ელოდება _ რამდენიმე სახელმწიფოში მოსახლეობა შემაშფოთებელი სისწრაფით მცირდება და ეს ტენდენცია მომავალშიც შენარჩუნდება. 2050 წელს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მოსახლეობის დემოგრაფიული დინამიკის პროგნოზი გაეროსთვის მოამზადა კვლევითმა კომპანია Population Reference Bureau-მ. ერების ხუთეულში, რომლებსაც არასახარბიელო დემოგრაფიული პერსპექტივა ელით, მოხვდა ორი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა _ უკრაინა და საქართველო, აგრეთვე, ბოსნია-ჰერცოგოვინა, ბულგარეთი და იაპონია.


1. იაპონია

მოსახლეობა ამჟამად:

126.981.000

პროგნოზი 2050 წლისთვის:

95.152.000

რამდენით შემცირდება: 25%

65 წელს ზემოთ ადამიანების რაოდენობა: 23%

შობადობის ინდექსი: 1,4

მიგრაციის ინდექსი: 1.

იაპონიის მოსახლეობის დაბერების თემა მრავალ მონოგრაფიას დაედო საფუძვლად. 1970 წლიდან დღემდე ხანდაზმულთა პროცენტი გასამმაგდა. დაბალი შობადობისა და ქვეყნიდან მოსახლეობის გასვლის გამო, რაც დაკავშირებულია ეკონომიკურ და სოციალურ პრობლემებთან, იაპონიის სარეკორდო დეპოპულაცია შორს აღარ არის.

2. უკრაინა

მოსახლეობა 2014 წლის დასაწყისისთვის: 45.864.000

პროგნოზი 2050 წლისთვის:

25.273.000

რამდენით შემცირდება: 23%

65 წელს ზემოთ ადამიანების რაოდენობა: 16%

შობადობის ინდექსი: 1,5

მიგრაციის ინდექსი: 0.

Population Reference Bureau -მ უკრაინის დემოგრაფიული დინამიკის პროგნოზი გააკეთა 2014 წლიდან, როცა ყირიმი უკრაინის ნაწილი იყო. თუმცა ამ მონაცემებითაც კი ქვეყნის დემოგრაფიული პერსპექტივა ოპტიმისტური არ არის, ყირიმის მიერთებამ რუსეთთან კი კიდევ უფრო გააუარესა. გარდა ამისა, უკრაინის დემოგრაფიულ ვითარებას თავის დაღს დაასვამს სამოქალაქო ომი, რომელიც ამჟამად ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში მიმდინარეობს.

3. ბოსნიაჰერცოგოვინა

მოსახლეობა ამჟამად:

3.826.000

პროგნოზი 2050 წლისთვის:

3.075.000

რამდენით შემცირდება: 19,6%

65 წელს ზემოთ ადამიანების რაოდენობა: 14%

შობადობის ინდექსი: 1,2

მიგრაციის ინდექსი: 0.

ბოსნია-ჰერცოგოვინაში ამჟამად შობადობის ყველაზე დაბალი ინდექსია _ ის სიკვდილიანობის ინდექსს უტოლდება და ამ ქვეყანაში დემოგრაფიული ვითარების გაუმჯობესების პერსპექტივა ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლევა.

4. ბულგარეთი

მოსახლეობა ამჟამად:

7.210.000

პროგნოზი 2050 წლისთვის:

5.894.000

რამდენით შემცირდება: 18,2%

65 წელს ზემოთ ადამიანების რაოდენობა: 18%

შობადობის ინდექსი: 1,6

მიგრაციის ინდექსი: 2.

მიუხედავად იმისა, რომ ბულგარეთის დემოგრაფიაში არის პოზიტიური ტენდენციები (შობადობის ინდექსი ამჟამად იმაზე მაღალია, ვიდრე 1993 წელს იყო), მოსახლეობის რაოდენობა მცირდება ქვეყნიდან ადამიანების გასვლის გამო. იმიგრანტების ნახევარი 20-დან 39 წლამდე ადამიანები არიან. გარდა ამისა, ბულგარეთი დღეს მსოფლიოში ლიდერთა შორისაა ხანდაზმული ადამიანების რაოდენობით.

5. საქართველო

მოსახლეობა ამჟამად:

4.340.000

პროგნოზი 2050 წლისთვის:

3.591.000

რამდენით შემცირდება: 17,2%

65 წელს ზემოთ ადამიანების რაოდენობა: 14%

შობადობის ინდექსი: 1,7

მიგრაციის ინდექსი: 2.

ქვეყანაში საკმაოდ მაღალია შობადობის ინდექსი (ეს მაჩვენებელი, ქართველი სპეციალისტების აზრით, მაღალია არაქართველი მოსახლეობის წყალობით _ რედ.), თუმცა მოსახლეობის 22% სიღატაკეში ცხოვრობს. შედეგად, საქართველოდან მასობრივად გადიან ადამიანები, ძირითადად, ახალგაზრდები. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ყოველთვის მაღალი იყო ხანდაზმულთა პროცენტი, ხოლო სიკვდილიანობის ინდექსი 1000-ზე მხოლოდ 10 კაცს შეადგენს, ეკონომიკური პრობლემის გაღრმავების გამო, დემოგრაფიული ვითარება ყოველ წელს გაუარესდება.

* შობადობის ინდექსი _ შობადობის დონის მონაცემი, რომელიც განისაზღვრება დაბადებული ჩვილების რაოდენობის შეფარდებით მოსახლეობის საერთო რაოდენობასთან.

* მიგრაციის ინდექსი _ მიგრანტების რაოდენობის შეფარდება მოსახლეობის რაოდენობასთან.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here