Home რუბრიკები პოლიტიკა სისხლის სამართლის დამნაშავენი, ჰომოსექსუალები და ფსიქოპათები, ანუ ვინ ვინ არის უკრაინის ხელისუფლებაში

სისხლის სამართლის დამნაშავენი, ჰომოსექსუალები და ფსიქოპათები, ანუ ვინ ვინ არის უკრაინის ხელისუფლებაში

545

უკრაინის მთავრობის 29 მინისტრიდან 9-ის წინააღმდეგ აღძრული იყო სისხლის სამართლის საქმე, 2 ჰომოსექსუალია, 1 _ ფსიქიატრიული დაწესებულების პაციენტი, 1 სახელმწიფო საიდუმლოს გამჟღავნებისთვის იდევნებოდა, 1 ინტერპოლის მიერ იძებნებოდა, 1 დებოშირი და ლოთია… 2014 წლის 25 თებერვალს მაიდნის ე. წ. სახალხო ნდობის ჯგუფმა უკრაინის ახალი ხელისუფლებისადმი თავისი მოთხოვნების შესახებ განაცხადა. მოთხოვნათა შორის იყო: დარგში მუშაობის, სულ ცოტა, 7 წლის სტაჟი; ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის, სულ ცოტა, 5 წელი; ადამიანის უფლებების დარღვევებსა და კორუფციულ გარიგებებში ჩაურთველობა. თუმცა რევოლუციურმა მაიდანმა სახელმწიფო თანამდებობაზე რეპუტაციაშებღალული ადამიანები დანიშნა.


ალექსანდრე ტურჩინოვი _ უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი და უმაღლესი რადას სპიკერი, შეიარაღებული ძალების მხედართმთავარი (50 წლის).

ხელისუფლებაში იულია ტიმოშენკოს წყალობით მოხვდა _ 1999 წელს მასთან ერთად დააარსა პარტია «ბატკივშჩინა». 2005 წელს ხელმძღვანელობდა უკრაინის უშიშროების საბჭოს და უშიშროების არქივებიდან გაანადგურა ტიმოშენკოს მაკომპრომეტებელი დოკუმენტები, რომლებიც ქვეყნის ბიუჯეტიდან მილიარდობით თანხის მითვისებას ადასტურებდა. 2006 წელს პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა ტურჩინოვის წინააღმდეგ, რომელიც, როგორც უკრაინული მედია იუწყება, უკრაინის საკანონმდებლო ორგანოს სპიკერობას ბაპტისტური ეკლესიის მღვდლობას უთავსებს და ამასთანავე, ლიტვის ქალაქ კაუნასში 200 მლნ დოლარის ინვესტიციის ჩადებას აპირებს.

სერგეი პაშინსკი _ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი (48 წლის).

ექსპრეზიდენტ ვიქტორ იუშჩენკოს გარემოცვის წევრმა ხელი შეუწყო ბანკ «უკრაინის» გაკოტრებას, როდესაც უკრაინის შემნახველი ბანკის ხელმძღვანელად მუშაობდა. მან, სხვა სახელმწიფო მოხელეებთან ერთად, 4 მლრდ დოლარი მიითვისა და «ოშჩადბანკში» გადარიცხა. ეჭვმიტანილია ე. წ. შაქრის კრიზისის გამოწვევასა და ვეტერინარული ინსპექციის მიერ აკრძალული ბრაზილიური ხორცის იმპორტირებაში.

არსენი ავაკოვი (ავაქიანი) _ შს მინისტრი (50 წლის)

2012 წელს უკრაინის პროკურატურამ ავაკოვის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა და მასზე ძებნა გამოაცხადა, თუმცა ავაკოვმა თავი იტალიას შეაფარა. 2012 წელს დაბრუნდა უკრაინაში. მისი ხელი ურევია სააქციო საზოგადოება «ტურბატომის», ხარკოვის სამედიცინო უნივერსიტეტის, «ხარკოვობლენერგის» გაკოტრებაში. ამ ორგანიზაციებიდან მიითვისა 150 მლნ გრივნა. ეჭვმიტანილი იყო (დაიკითხა კიდეც) სააქციო საზოგადოება «ინვესტორის» თავმჯდომარის მოადგილის კონოვალოვის მკვლელობაში. ავაკოვმა დაშალა «ბერკუტი» და შსს-ს ხელმძღვანელობაში მიიყვანა უკრაინელი ნაციონალისტები «მემარჯვენე სექტორიდან». უკრაინის შს ახალი მინისტრი გარეული აღმოჩნდა სისხლის სამართლის კიდევ ერთ საქმეში _ მცირეწლოვანთა გარყვნაში. ავაკოვის გაცნობის მომენტში მისი «მეგობარი» მაქსიმი არასრულწლოვანი იყო. მაქსიმის მომსახურებით ავაკოვი 2 წლის განმავლობაში სარგებლობდა, იტალიაში გაქცევის წინ კი თანაპარტიელს «ბატკივშჩანადან», ალექსანდრე კირშს _ გადაულოცა.

ვლადიმირ გროისმანი _ ვიცეპრემიერი რეგიონული პოლიტიკის, მშენებლობისა და საბინაო-კომუნალურ საკითხებში (36 წლის).

პოლიტიკაში იულია ტიმოშენკოს წყალობით მოხვდა. ყმაწვილობაში ზეინკლად მუშაობდა, თუმცა უკვე 16 წლისა საწარმო «ოკოს» დირექტორი გახდა, ორი წლის შემდეგ კი _ ქალაქ ვინიცის ბაზრის _ «იუნოსტის» დირექტორი. 2006 წელს ვინიცის მერად აირჩიეს. 2009 წელს გროისმანისა და მისი მამის წინააღმდეგ, დიდძალი თანხების (100 მლნ გრივნა) დატაცების ბრალდებით, სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, თუმცა საქმე დაიხურა.

ლუდმილა დენისოვა _ სოციალური პოლიტიკის მინისტრი, პარტია «ბატკივშჩინას» წევრი, სპეციალობით _ საბავშვო ბაღის აღმზრდელი, თუმცა მოასწრო, ემუშავა სასამართლო სხდომების მდივნად, იურისტკონსულტანტად, უკრაინის საპენსიო ფონდის სამმართველოს უფროსად და ყირიმის ოლქის ფინანსთა მინისტრად. თანამდებობა სკანდალით დატოვა _ სამართალდამცველებმა «სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებისა» და «კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობის» ბრალდებით დააპატიმრეს, თუმცა მოგვიანებით გაათავისუფლეს.

ვალენტინ ნალივაიჩენკო _ უკრაინის უზენაესი რადას უფლებამოსილი პირი უშიშროების სამსახურის მუშაობის კონტროლის საკითხებში (48 წლის).

ნალივაიჩენკოს წინააღმდეგ აღძრული იყო სისხლის სამართლის საქმე სახელმწიფო საიდუმლოების გაცემის გამო. კერძოდ, საუბარი იყო აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს თანამშრომლებისთვის საიდუმლო დოკუმენტების შინაარსის გაცნობაზე.

სერგეი კვიტი _ განათლებისა და მეცნიერების მინისტრი (48 წლის).

კვიტის ახლო მეგობრები არიან ბანდერელი ტიაგნიბოკი და ნაციონალისტი ანდრეას უმლანდი, რომელიც პედოფილიაშია ეჭვმიტანილი. ექსპრეზიდენტ იუშჩენკოს ყოფილი მრჩეველი უმლანდი უკრაინაში ცნობილია, როგორც ულტრალიბერალური ექსპერტი, რომლის გარშემოც 2010 წელს სკანდალი ატყდა.

უმლანდი მონაწილეობდა «ნარინჯისფერი რევოლუციის» წარმომადგენელთა მიერ საბავშვო ბანაკ «არტეკში» მოწყობილ პედოფილურ ორგიებში. მას ბრალი 13 წლის გოგონას გაუპატიურებაში ედებოდა.

სტეფან კუბივი _ ნაციონალური ბანკის ხელმძღვანელი (52 წლის).

«ბატკივშჩინის» წარმომადგენელი დეპუტატების _ სტეპან კუბივისა და ოლეგ კანივცის ლოთობამ ტრაგედია გამოიწვია. ისინი ჯერ სიგარების კლუბ Carteblanche-ში დათვრნენ, შემდეგ კი სახელმწიფო ხაზინის შენობაში შეჭრას შეეცადნენ. სცემეს მცველებს, რომლებსაც ხელი დეპუტატის ხელშეუხებლობის მანდატმა შეუშალათ, შემდეგ კი შენობის კარს მიაშარდეს.

ეგორ სობოლევი _ ლუსტრაციის კომიტეტის ხელმძღვანელი (37 წლის).

ხელმძღვანელობს ჟურნალისტური გამოძიების ბიუროს, რომელსაც ჯორჯ სოროსი აფინანსებს. ცნობილია, როგორც ადამიანი, რომელიც ფინანსურ დივიდენდებს იღებდა რადაში ამა თუ იმ გადაწყვეტილების მხარდაჭერისთვის.

2014 წლის 11 იანვარს მაიდნის საზოგადოებრივი საბჭოდან გარიცხეს ამორალური საქციელისა და გარყვნილებისთვის. სობოლევის საქციელის ამსახველი ვიდეო გამოქვეყნდა ინტერნეტში. ვიდეოზე ნათლად ჩანს, რომ სობოლევი სექსით არის დაკავებული ჟურნალისტ ვიტალი პორტნოკოვთან. მიუხედავად ამისა, სობოლევი მაინც დაინიშნა ლუსტრაციის კომიტეტის ხელმძღვანელად.

ტატიანა ჩერნოვოლი _ ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი (34 წლის).

სახელი გაითქვა სკანდალებით. 2013 წლის 24 დეკემბერს უკრაინულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია და ფოტოები ჟურნალისტისა და მაიდნის აქტივისტის სასტიკად ცემის შესახებ, თუმცა მალე გაირკვა, რომ ეს ყველაფერი ინსცენირებული იყო კოსმეტიკური საშუალებებით. გაირკვა ისიც, რომ ქალბატონი ჩერნოვოლი გაზაფხულისა და შემოდგომის თვეებს კიევის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ატარებდა. მემკვიდრეობით გადაცემულმა ნელა მიმდინარე შიზოფრენიამ იქამდე მიიყვანა, რომ 4 წლის განმავლობაში (1996-1999) ფსიქიატრიულში იწვა. ამ ყველაფრის მიუხედავად, ცნობები საგიჟეთიდან კანონთან პრობლემების თავიდან აცილებაში ეხმარება.

 

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here