Home რუბრიკები პოლიტიკა ჩაკ ნორისი ხარ, ბიჭო?! აქა ამბავი წუგზარმენის მიჯირყვნისა

ჩაკ ნორისი ხარ, ბიჭო?! აქა ამბავი წუგზარმენის მიჯირყვნისა

829

«ნაციონალური მოძრაობა» შეძრულია _ მათი ერთ-ერთი სახე და ლიდერი ნუგზარ წიკლაური გაილახა, უფრო ზუსტად კი მიიჯირყვნა, თორემ იმ დაზიანებებით თუ ვიმსჯელებთ, რომლებიც წიკლაურის სახეზეა, ეგ ცემა არ არის. პრინციპში, მთავარი ახლა ის კი არ არის, ვინ, როგორ და რატომ გაძუყნა ნუგზარი, არამედ ის, როგორ მივიდა აქამდე ბატონი ბოცო. ვინც არ იცის, ვეტყვით, რომ წიკლაურს ბოცო ზვიად გამსახურდიას პერიოდში შეარქვეს, მერე მიშა მოვიდა და წუგზარი გახდა. ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად მისი თიკუნიც რომ უნდა შეცვლილიყო, აბა, რა ძნელი მისახვედრია, მაგრამ რასაც აქამდე ეძახდნენ, გაზეთში ცენზურის გამო ვერ ვწერდით. ჰოდა, აგერ, ბატონებო, დღეიდან ნუგზარ-ბოცო უკვე წუგზარმენად იწოდება.

საზოგადოდ, ტყუილიც ხელოვნებაა და როცა იტყუები, ეს ისე უნდა გააკეთო, რომ სხვა ვერ მიხვდეს. სიცრუის ხელოვნებას მიხეილ სააკაშვილი ფლობს კარგად, მაგრამ 9 წელი მართლა ბევრია და შემოელია ტყუილები, თორემ თავის დროზე მოდელირებული «ქრონიკა» ისე გვაჭამეს დიდი კოვზით, თქვენი მოწონებული. ახლა კიდევ გამოვიდა წუგზარმენი და განაცხადა, ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლებს რომ ჰგავდნენ, 8 ისეთი კაცი დამხვდა, ორჯერ ელექტროშოკი გამოიყენეს, მაგრამ მანქანაში ვერ ჩამტენესო. ამაში წუგზარმენს, გამბედაობისა და საბრძოლო ხელოვნების ცოდნის გარდა (შავი ქამარი ჰქონია მაგას და კატებს აკეთებს თურმე მაგრად), მეზობლის მიერ ნასროლი კარტოფილიც დახმარებია. ისე, სიმართლე გითხრათ, გამიკვირდა, წიკლაურის გადასარჩენად კარტოფილი ვინ გაიმეტამეთქი, რადგან არ ღირს კარტოფილი იაფი, მაგრამ მერე მითხრეს, შენ რა იცი, ვის ესროლეს, მომხვდურებს თუ დამხვდურსო.

ეს კიდევ არაფერი _ წუგზარმენმა ჯერ თანაგუნდელებს დაურეკა,_ გამი…ძირესო, მერე საავადმყოფოში გაიქცა და ტელევიზიებს გამოეჭიმა, ნახეთ, რა მიყო ამ მთავრობამო, და ზუსტად ისე მოჰყვა ამ ისტორიას, ქართულ მხატვრულ ფილმ «მხიარულ რომანში» რომ ყვება სანთებელით შეშინებული იპოლიტე ხვიჩიას გმირი თავის ამბავს.

ნუგზარ, სრული სერიოზულობით გეკითხები: ცხოვრებაში ერთხელ მაინც რეალურად თუ გიჩხუბია ან შენ, ან შენს თანაგუნდელებს? იცი, რას ნიშნავს 8 კაცთან ჩხუბი? ასეთ შემთხვევაში თუ მართლა ჩაკ ნორისი ან ბრუს ლი არ ხარ, ვერაფერს გახდები და, კაცები კი არა, 8 ქალი ისე გცემს, დედა ვერ გიცნობს. აბა, დაფიქრდი, რვა ეკა ხერხეულიძე რომ გეცეს, რას გიზამს? შეგეშინდა ხომ?! 8 ეკა ხერხეულიძე, შენ კი არა, საქართველოს დადებს ბეჭებზე.

რაც შეეხება ელექტროშოკს, შენი წონის ღორი იპოვე სადმე (არ გაგიჭირდება) და იმას მიადე ელექტროშოკი ერთხელ და ნახავ, რა დღეში ჩავარდება. ღორს თუ ვერ ნახავ, გივი თარგამაძეზე ჩაატარე ექსპერიმენტი, ერთი წონა და ზომა გაქვთ ორივეს და მიხვდები, რომ ელექტროშოკის ორჯერ გამოყენების შემდეგ ვერც ფეხზე დადგებოდი და ვერც ტელევიზიებთან იჭუკჭუკებდი თვალჩაწითლებული.

თუ ამდენი შეგიძლია, შენი პრეზიდენტი დაოთხილი რომ დარბოდა აგვისტოს ომის დროს და შენი თანამებრძოლები, კაცმა არ იცის, სად იყვნენ შემძვრალი, მაშინ წასულიყავი და… რემბოს სცენარი მეტი კი არაფერია, ერთი კაცი იგებს ომს და რად გვიმალავდი, შე,ბოცო?! დათა თუთაშხიასი არ იყოს, ერთი კაცის მოფიქრებულს ჰგავს ეგ და დათას სცენარი როგორ მთავრდება, გეცოდინება, ალბათ.

თემურ ბაბლუანის «ბეღურების გადაფრენა» ნანახი გექნება და იქ არის მომენტი, გუჯა ბურდულის გმირი რომ ეკითხება: «მალიარი ხარ, ბიჭო?!» და ახლა შენ გეკითხები, წუგზარმენ _ ჩაკ ნორისი ხარ, ბიჭო? ისე, მაგ ფილმში «მალიარს» იმასაც ეკითხებიან, ნეხვი როგორ არის ფრანგულადო და იმან არ იცის, ეგებ შენ მოიძიო და გაარკვიო, სამომავლოდ გამოგადგება. მანამდე კი «ნაცებმა» ახალი რამ მოიფიქრეთ. შენი ცემა ვინმეს მართლა რომ სდომებოდა, 8 კაცი კი არა, თქვენზე გამწარებული ერთი ამომრჩეველი ისე დაგამუშავებდა, დავით უსუფაშვილი სხდომაზე დასწრების უფლებას არ მოგცემდა, ვიდრე შენი სახის იდენტიფიკაციას არ მოახდენდნენ. კიდევ იმაზე იფიქრეთ, მოსახლეობა როგორი ოვაციებით შეხვდა ამ ამბავს და გული მხოლოდ იმაზე დაწყდა, რომ საკმარისად არ გაილახე. საკმარისად გალახვა კიდევ როგორია, ვალერი გელაშვილს ჰკითხე, ის მოგიყვება. ხომ გახსოვს გელაშვილი? შენმა საამაყო ხელისუფლებამ სასიკვდილოდ რომ გაწირა, ის არის. თანაც, შენ თუ ღამით წამოგარტყეს თავში, იმას დღისით, მზისით, ქალაქის ცენტრში გაუსწორდნენ.

დეპოში ხართ, წუგზარმენ, ჩასვლის დროა!..

დავით მინდიაშვილი

1 COMMENT

  1. აბსოლუტური რელობაა – იუმორით, ხალისით, დეტალებით და სრული სიმართლე. გაბრაზებულია წიკლაური, ნაცებმა რომ არ გააფრთხილეს და ისე ცემეს. ჩიტი-ჩიორას ცხვირის არ იყოს: ალუბლის წვენიც კი დაენანათ დიდი რაოდენობით. სამაგიეროდ არ დაინანეს დიდყვავილებიანი, ჭრელა-ჭრულა (ნეტავ ლილოს ბაზრობაზე ნაცნობობით იშოვეს?) თეთრეული და განსვენებული მდგომარეობა სახალხო პარტიისათვის!!!

  2. შენ გაიხარე დათო!… მაგრამ ისე შიშხათი მაინც აკლია – ამიტომ შემდეგში, ასეთი სტატიია დაწერისას, ნუ დაიშურებ "აჯიკას", ხომ იცი შენ, ჩვენ ძალიან გვიყვარს "მეგრული ბლუდები".

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here