Home რუბრიკები საზოგადოება საქართველოს პატრიარქი: მართლმადიდებელი სარწმუნოება მუდამ იყო ჩვენი ქვეყნის საფუძველი!

საქართველოს პატრიარქი: მართლმადიდებელი სარწმუნოება მუდამ იყო ჩვენი ქვეყნის საფუძველი!

551

«საქართველოს ეკლესია და მართლმადიდებელი სარწმუნოება მუდამ იყო ჩვენი ერის საფუძველი», _ განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქმა ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში პარაკლისის დაწყებამდე. სამების საკათედრო ტაძარში პატრიარქმა სასულიერო პირებთან ერთად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღის გამო პარაკლისი აღავლინა და ავტოკეფალიისთვის მებრძოლთა სულებისთვის პანაშვიდი გადაიხადა.

 

კათოლიკოს-პატრიარქმა პარაკლისის დაწყებამდე ტაძარში შეკრებილებს ქადაგებით მიმართა. უწმინდესმა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დაფუძნების ისტორია გაიხსენა და ეკლესიის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

«საქართველოს ეკლესია არის სამოციქულო ეკლესია, დაარსებული მოციქულების მიერ. იგი ანდრია პირველწოდებულმა დაარსა. ჩვენ ვმადლობთ უფალს და ვთხოვთ, მოგვცეს მადლი და ძალა ამ ეკლესიის დამაარსებლების მეშვეობით. საქართველოს ეკლესია განსაკუთრებულია იმით, რომ საქართველო არის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ქვეყანა. აქ იყო ჩამობრძანებული უფლის კვართი. საქართველოს ეკლესია ქრისტიანული რომ არ ყოფილიყო, არ მგონია, ეარსება ქართველ ხალხს. საქართველოს ეკლესია და მართლმადიდებელი სარწმუნოება მუდამ იყო საფუძველი ჩვენი ქვეყნის და ამაზე იყო და არის დაფუძნებული ქართული ცნობიერება და ქართული კულტურა და ეს გრძელდება», _ აღნიშნა კათოლიკოს-პატრიარქმა. მე-5 საუკუნეში საქართველოს ეკლესია დიდი მეფის ვახტანგ გორგასლის მეშვეობით გახდა საკათალიკოსო და პირველი კათალიკოსი იყო პეტრე. მე-5 საუკუნიდან იწყება საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალური ცხოვრება. ეს გაგრძელდა 1811 წლამდე, როდესაც საქართველოს საკათოლიკე ტახტზე ბრძანდებოდა ანტონ II. იგი გაიწვიეს რუსეთში და გააუქმეს საქართველოს ავტოკეფალია. პატრიარქის თქმით, 1917 წლის 12(25) მარტს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მეოხებითა და მოციქულთა და წმინადნების შეწევნით, მღვდელმთავრების _ ლეონიდეს, კალისტრატეს და სხვათა ღვაწლის შედეგად აღდგა საქართველოს ავტოკეფალია», _ აღნიშნა კათოლიკოს-პატრიარქმა.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here