Home რუბრიკები საზოგადოება ყოველი მესამე შვილის მშობელი ყოველთვიურ დახმარებას მიიღებს

ყოველი მესამე შვილის მშობელი ყოველთვიურ დახმარებას მიიღებს

521

რეგიონებში, სადაც შობადობის მნიშვნელოვანი კლებაა, ყოველი მესამე შვილის მშობელი ყოველთვიურ დახმარებას მიიღებს. საქართველოს პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით, დემოგრაფიულ საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისია იქმნება.

 

კომისიის შემადგენლობაში ჯანდაცვის, ეკონომიკის, ფინანსთა სამინისტროს ხელმძღვანელი პირები, აგრეთვე, ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე და მოწვეული ექსპერტები შევლენ. კომისიამ დემოგრაფიული პრობლემების გადაჭრის სახელმწიფო პროგრამა უნდა შეიმუშაოს. იგი ითანამშრომლებს დემოგრაფიული განვითარების ფონდთან და ყველა დაინტერესებულ არასამთავრობო ორგანიზაციასა და ექსპერტთან. პრემიერმინისტრის ინიციატივით, იმ რეგიონებში, რომლებშიც შობადობის მნიშვნელოვანი კლებაა და არ არის ბუნებრივი მატება, ყოველი მესამე შვილის მშობელი სახელმწიფოსგან ყოველთვიურ დახმარებას მიიღებს. დახმარების ოდენობა მთიან რეგიონებში _ 200 ლარის, ხოლო ბარში 150 ლარით განისაზღვრება. პირველ ეტაპზე ეს გადაწყვეტილება 6 რეგიონს შეეხება.

ეს ინიციატივა პირველი ივნისიდან ამოქმედდება.

P.S. როგორც პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოში შობადობა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უფრო მაღალი იყო, ვიდრე  დღეს არის. პიკი იყო 1970 წელს, როცა 120 ათასამდე ბავშვი დაიბადა, დღეს კი ამის ნახევარიც არ არის. კატასტროფული ვითარებაა აბორტების თვალსაზრისითაც _ 2012 წელს ქვეყანაში 40 ათასი აბორტი გაკეთდა.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here