Home რუბრიკები პოლიტიკა სკანდალური სატელეფონო საუბრის ჩანაწერი: «სნაიპერების უკან არა იანუკოვიჩი, არამედ ვიღაც დგას კოალიციიდან»

სკანდალური სატელეფონო საუბრის ჩანაწერი: «სნაიპერების უკან არა იანუკოვიჩი, არამედ ვიღაც დგას კოალიციიდან»

525

ინტერნეტში გავრცელდა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისრის _ კეტრინ ეშტონისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის _ ურმას პაეტის საუბარი; ისინი მსჯელობენ იმის შესახებ, რომ კიევში, დამოუკიდებლობის მოედანზე მოქმედი სნაიპერები ოპოზიციის ლიდერებმა დაიქირავეს.

 

«ყველა სამხილი იმაზე მიუთითებს, რომ ადამიანები ორივე მხრიდან _ პოლიციელები და ხალხი ქუჩაში ერთი და იმავე სნაიპერებმა დახოცეს, _ აღნიშნავს ურმას პაეტი, _ არსებობს ფოტოსურათები, აგრეთვე, ექიმების ჩვენებები: ერთი ხელწერა, ერთი ტიპის ტყვიები. ახლა სულ უფრო მეტი ადამიანი ხვდება, რომ სნაიპერების უკან არა იანუკოვიჩი, არამედ ვიღაც დგას კოალიციიდან».

«საინტერესოა, მაშინ საჭიროა გამოძიება», _ უპასუხებს ეშტონი.

სატელეფონო საუბრისას, რომელიც უკრაინის დროებითი მთავრობის ჩამოყალიბებამდე გაიმართა, ესტონეთის საგარეო უწყებისა და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის სამსახურის ხელმძღვანელებმა უკრაინის მთავრობის ახალ კაბინეტზეც იმსჯელეს:

«სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები არ ენდობიან კოალიციის წარმომადგენლებს, რადგან ამ უკანასკნელთ ბინძური წარსული აქვთ», _ განაცხადა პაეტმა უკრაინის კონკრეტულ პოლიტიკურ ფიგურებზე მსჯელობისას და ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებში ავტორიტეტით მხოლოდ პეტრე პოროშენკო სარგებლობს.

«პარლამენტის წევრები უზარმაზარ ზემოქმედებას განიცდიან, მათ სახლებში ეჭრებიან დაუპატიჟებელი სტუმრები, ერთ პარლამენტარს კი პირდაპირ პარლამენტის შენობის წინ სცემეს», _ ამბობს პაეტი, რომელიც დასძენს, რომ «უკრაინაში არიან რუსული ხომალდები და რუსეთმა შეიძლება მოქმედება დაიწყოს».

«საჭიროა მაიდანზე მყოფი ადამიანების დარწმუნება, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში ისინი ერთად უნდა იყვნენ. ჩვენ ვამზადებთ ფინანსურ დახმარებას მოკლევადიან, საშუალოვადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში. ჩვენ გვჭირდება მთავრობა იმისათვის, რომ ევროკავშირის დახმარება მივცეთ. მხოლოდ შენობების ბლოკირება და ბარიკადების აგება საკმარისი არ არის _ უპასუხებს ეშტონი.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here