Home რუბრიკები პოლიტიკა რეიდები ქართველების წინააღმდეგ

რეიდები ქართველების წინააღმდეგ

560

უკრაინული ტელეკომპანია Гром TVის ჟურნალისტმა კიევში მყოფ საქართველოს ექსპრეზიდენტთან ინტერვიუ ჩაწერა. მიხეილ სააკაშვილმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებსა და ხელისუფლების ძალადობრივ ქმედებებზე ისაუბრა და უკრაინელ ხალხს რჩევები მისცა. «ის, რასაც ხელისუფლება სჩადის, სუფთა წყლის ბანდიტიზმია», _ აღნიშნა სააკაშვილმა. ინტერვიუს დროს მათ ერთერთი მომიტინგე მიუახლოვდა.

 

«შენც ისეთივე ბანდიტი ხარ, როგორც დანარჩენები. სიმართლე თქვი ტელეკამერის წინაშე, როგორ გახდი მილიარდერი.

სიმართლე სიმართლეა, რატომ გამოგაგდეს საქართველოდან? სიმართლე თქვი, იმიტომ, რომ ეს მაიდანია და აქ ხალხს ხოცავენ ისეთი ბანდიტები, როგორიც თქვენ ხართ. ხალხს სიმართლე უთხარი, როგორ გახდი მილიარდერი? ვისი ფულით გახდი? რატომ ჩამოხვედი საქართველოდან უკრაინაში?» _ მიმართა ევრომაიდანზე მისულ სააკაშვილს უკრაინელმა მამაკაცმა, რომელიც ექსპრეზიდენტის დაცვამ გაიყვანა.

კიევში, ევრომაიდანზე საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, გამოსვლამ ქართველების მიმართ აგრესია გამოიწვია. კიევის, ოდესის, დნეპროპეტროვსკისა და ხარკოვის ქუჩებში რეიდები მიმდინარეობს. არაოფიციალური ინფორმაციით, უსაფუძვლოდ დააკავეს ორასზე მეტი ქართველი.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here