Home რუბრიკები პოლიტიკა არასაექსპერტო ფიქრები უკრაინაზე

არასაექსპერტო ფიქრები უკრაინაზე

511

უკრაინაშიც და მის ფარგლებს გარეთაც უკვე ყველას დაავიწყდა, რა საბაბით შეიკრიბა მაიდანზე ხალხი. საბაბი ამ შემთხვევაში «გაყალბებული არჩევნები» კი არ იყო, არამედ ის, რომ იანუკოვიჩმა «ევროპას უღალატა». ღალატი იმაში მდგომარეობს, რომ მან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი თქვა. ევროპა, თავის მხრივ, დარტყმის ქვეშ აღმოჩენილი უკრაინული მრეწველობის გადასარჩენად თანხის გაღებას არ აპირებდა. რუსეთმა უკრაინას გაზიც გაუიაფა და 15 მილიარდი ევროც გამოუყო. შედეგი ასეთია: რუსეთი ცუდია, ევროპა _ კარგი და სათნო.

 

«რუსეთს უნდა, გავლენა გააძლიეროს უკრაინაზე _ გაიძახიან ჩვენი ადგილობრივი «ინტეგრატორები» (ნატოში და ევროკავშირში ინტეგრაციის მომხრენი), თუმცა ისინი ცოცხალი თავით არ იმჩნევენ, რომ გავლენას უკრაინაზე რეალურად შეერთებული შტატები და ევროკავშირის ბირთვის სახელმწიფოები აძლიერებენ.

ვიქტორია ნუდელმანის (ეს გვარი ჰქონდა, ვიდრე ნულანდად გადაიკეთებდა) ხელით მაიდანზე დარიგებული პურ-ფუნთუშეული, სავარაუდოდ, დამშეულ უკრაინას დიდხანს არ გაჰყვება, ხოლო ეს დამშევა რომ რეალურია, ამაზე მხოლოდ ბულგარეთისა და რუმინეთის მაგალითებიც იკმარებს. იქ ადგილობრივი წარმოება გაჩერებულია, მოსახლეობა სიღატაკის ზღვარს მიღმაა, ახალგაზრდობა ქვეყნიდან გარბის.

და მაინცრისთვის იდგნენ ადამიანები მაიდანზე?

ევროპაში უვიზო მიმოსვლისთვის? ევროპულად მაძღარი ცხოვრებისთვის? იდეალებისთვის?

ახლა ეს ყველაფერი რეალურია?

თუ _ პირიქით?

ჯინ შარპის სახელმძღვანელოდ ქცეულმა «ხელისუფლების არაძალადობრივი შეცვლის» ტექნოლოგიამ აზრი დაკარგა; ხელისუფლება ძალადობრივად შეიცვალა, «მშვიდობიანი მომიტინგეები», რომელთა უფლებების დაცვასაც დასავლეთი მოითხოვდა, სინამდვილეში ბოევიკები აღმოჩნდნენ.

ქვეყანა დაშლის ზღვარზეა და დღეს უკვე ევროპა რუსეთს მიმართავს, რომ არ დაუშვან უკრაინის გაყოფა.

დღეს ევროპა უკვე იმასაც ხვდება, რომ უკრაინის ალტერნატივის წინაშე დაყენება _ ან რუსეთი, ან ევროპა, შეცდომა იყო. შეცდომა იყო იმ ოპოზიციის მხარდაჭერა, რომელსაც მაიდანი ყურს არ უგდებს. ახლა ერთი ნაბიჯი რჩება მოფაშისტო ელემენტებთან მოლაპარაკებამდე და ეს უთუოდ «ევროპული არჩევანი» იქნება. რას იზამ, თავად ფაშიზმიც ხომ ევროპული გამოგონებაა!

ბანდერას პორტრეტები და ტრანსპარანტები გაცილებით უკეთ მეტყველებს იმაზე, თუ რა ხდება კიევში, ვიდრე ევროჩინოვნიკთა სტერილური განცხადებები.

ციხიდან ინვალიდის ეტლით მაიდანზე გამოცხადებულ იულია ტიმოშენკოს დიდ პოლიტიკაში დაბრუნება ესიზმრება, მაიდანი კი წერილობით პასუხობს, რომ მისი კანდიდატურა არ განიხილება _ უკრაინის პრეზიდენტი ვერ იქნება კორუფციაში ეჭვმიტანილი. იულიას კი უკვე გადაავიწყდა, რომ ხერხემლის სერიოზული დაავადება აქვს და ეტლში ისეთი მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით ზის, რომელზეც ხერხემლის მცირე პრობლემითაც კი ვერ შედგებოდა. «ყველაზე მეტი, ახალ პარლამენტში ფრაქციის თავმჯდომარეობას დაკმაყოფილდიო,» _ მისწერა მაიდანმა უსტარი იულიას, ანგელა მერკელს კი ახსოვს, რომ ტიმოშენკოს მკურნალობა ესაჭიროება და გერმანიაში ეპატიჟება.

მსხვერპლის როლში და ინვალიდის ეტლში მჯდომი იულია კვლავაც იბრძვის. მეორე მხარეს კი კლიჩკო, იაცენიუკი და ტიაგნიბოკი დგანან. ებრაელებმა უკვე დაამუნათეს ევროპა ნაცისტების მხარდაჭერისთვის, მაგრამ ევროპა იხტიბარს არ იტეხს, არც ბანდერას მომხრეებს იმჩნევს და არც იმათ, ვინც ხმამაღლა აცხადებს, რომ არ დაუშვებს, სხვა ეროვნების ხალხმა უკრაინაში რამეზე პრეტენზია განაცხადონ!

სად არიან ამ დროს ჩვენებური «ტოლერანტობის მამები და მამიდები»? _ მორცხვად დუმან ნაციონალიზმის გამოვლინებებზე, მაგრამ გულით ხარობენ მაიდნის გამარჯვებაზე. «იულია გამოვიდა, ესე იგი ვანოც გამოვა _ ამ აზრის გაგრძელება მათთვის საამურია: «ნაციონალური» ხელისუფლება დაბრუნდება!

ვერა, ვერ დაბრუნდება!

ჯერ ერთი იმიტომ, რომ უკრაინელი ოპოლიდერები თუ ჯერ არავინ იცის, რისი გამკეთებლები არიან, «ნაციონალების» ცხრაწლიანი მოღვაწეობა მთელი საქართველოსთვის არის ცნობილი და მის გამეორებას არავინ დაუშვებს.

მეორეც, დასავლეთი ამჯერად უკრაინაში კოაბიტაციას როდი ითხოვს, საქართველოსგან განსხვავებით. იქ რევოლუციაა, ჩვენთან _ ორი პროდასავლური ძალის თანაარსებობა. ივარაუდება, რომ ასე იქნება დიდხანს, ყოველ შემთხვევაში მანამ, სანამ ხალხს ყელში არ ამოუვა და ორივეს არ გარეკავს.

«რუსეთის სამხედრო ჩარევა უკრაინის საქმეებში სერიოზული შეცდომა იქნება», _ აცხადებს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი სიუზენ რაისი. სახალისოა, რომ ამას იმ ქვეყნის წარმომადგენელი ამბობს, რომელიც, ბოლო 20 წელია, მხოლოდ სერიოზულ შეცდომებს უშვებს მსოფლიოს ყველა კუთხეში.

ახლა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უკრაინისთვის კრედიტის გამოყოფის საკითხს განიხილავს, ოღონდ უცნობია, რა დაუჯდება უკრაინას ეს «დახმარება». რუსეთმა პირველი სამმილიარდიანი ტრანშის შემდეგ პაუზა აიღო და შემდეგი ტრანშის გახსნას არ ჩქარობს. მართლაც გაუგებარია, ვის ხელში აღმოჩნდება ეს თანხა და რას მოხმარდება.

საქართველოში ძალიან კარგად იციან, რა მოსდევს რუსეთის ჯიბრზე მოქმედებას. ამ «საქველო» საქმეში სააკაშვილს დღეს დასავლეთმაც აუწყო ფეხი და შუაგულ ევროპაში სირია გაიმეორა. ეს იმ ბავშვის საქციელს ჰგავს, დედის ჯინაზე რომ შარვალში ჩაისვარა.

რა სიკეთეს უქადის ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულება უკრაინას? აღმოსავლეთის სამრეწველო კომპლექსი, რომლის პროდუქცია მთლიანად რუსეთის ბაზარზე გადის, ისევე გაჩერდება, როგორც ევროკავშირის სხვა ახალ წევრებში. უკრაინის 48-მილიონიანი ბაზარი გაიხსნება ევროპული პროდუქციისთვის. სამუშაო ადგილები დაიკარგება, საერთაშორისო სავალუტო ფონდი საბიუჯეტო ხარჯების შემცირებას და ტარიფების გაზრდას მოითხოვს. სამაგიეროდ, უკრაინის წიაღისეული მთლიანად ევროპელი მწარმოებლების ხელში გადავა. რუსეთმა ეს ყველაფერი ელცინის მმართველობისას გაიარა და წლები დასჭირდა სიტუაციის შემობრუნებას, რომ ქვეყნის რესურსებს ქვეყანაზე ემუშავა და არა უცხოელ ბიძიებზე.

მავანი იტყვის, რომ ეს მეტისმეტად შავი სცენარია, მაგრამ, საუბედუროდ, თანამედროვე სამყაროში სხვა სცენარები არ მუშაობს. პირიქით, დემოკრატიას მხოლოდ მათ უქებენ, ვინც საკუთარ რესურსებს განვითარებულ ქვეყნებს ჩუქნის, თუ არა და, «დემოკრატიის იმპორტიორები» მის შემოსატანად მზად არიან!

ის, რაც მსოფლიოს ერთ-ერთ ულამაზეს, მწვანე ქალაქში ბოლო დღეებში ხდებოდა, 1991-92 წლების თბილისურ ზამთარს წააგავდა, 2003 წლის «მშვიდობიანი პროტესტის» საკმაზით. მოქმედი პირნი და შემსრულებლებიც საოცრად ჰგვანან ერთმანეთს. იქაურ რევოლუციონერებში არ ჭირს ჩვენებური «თავისუფლების ინსტიტუტისა» თუ სხვა პერსონაჟების ამოცნობა. რას იზამ, ყველას თავისი მეხუთე კოლონა ჰყავს, ოღონდ კასტინგს ერთსა და იმავე ადგილას გადიან! ისევ ის თამაში რელიგიის საკითხებით, ისეთივე შეუპოვარი მებრძოლი ათეიზმი _ ამჯერად ლოცვითა და შეჩვენებებით გაწყობილი!

ამასობაში კი ჩვენი «მეოცნებეები» საინტერესო აღმოჩენას აკეთებენ: «ავსტრიელი კოლეგა ჰაიდემარია გიურერი შეგვეკითხა, ხომ არ ახორციელებს ქართული ეკლესია რუსეთის ინტერესებს», _ განაცხადეს პარლამენტის ვიცესპიკერმა ზურაბ აბაშიძემ და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ზვიად კვაჭანტირაძემ. ავსტრიის ევროპულ და საერთაშორისო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთ ევროპის ინიციატივის დეპარტამენტის დირექტორს, ელჩ ჰაიდემარია გიურერს ინფორმაცია ამის შესახებ მაიდნის ქართველმა ქომაგებმაჩიორა თაქთაქიშვილმა, გიორგი კანდელაკმა, გია ბარამიძემ და აკო მინაშვილმა მიაწოდეს.

«როდესაც ჩვენ ვართ ხოლმე ქვეყნის საზღვრებს გარეთ, იმავე ნატოში, ევროკავშირში ან სხვაგან, ჩვენი კოლეგები საპარლამენტო უმცირესობიდან, ოდიოზური პერსონაჟები, პირდაპირ საუბრობენ იმაზე, რომ საქართველოს ეკლესია პუტინისა და კრემლის ინტერესების მთავარი გამტარებელია და ამავე დროს, მთავარი დამაბრკოლებელი ევროპასა და ევროატლანტიკურ სივრცეში ჩვენი ინტეგრაციისთვის. ასეთ განცხადებებს აკეთებენ «ნაციონალური მოძრაობის» ის წარმომადგენლები, რომლებიც ყველაზე ხშირად დადიან საზღვარგარეთ, არიან დელეგაციების შემადგენლობაში და პარტიაში საერთაშორისო პორტფელი აბარიათ. ესაა, გნებავთ, კანდელაკი, ბარამიძე, მინაშვილი, თაქთაქიშვილი და სხვები, რომლებიც საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში არიან ჩართულნი», _ განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

დიახ, ისინი ერთნაირები არიან, იმიტომაც მიუწევთ გული მაიდნისკენ. იმიტომაც ხარობენ იმ ქაოსით, რომელმაც კიევში დაისადგურა. მათი ლოზუნგია  «რაც _ უარესი, მით უკეთესი»! მათ იციან, რომ მაიდანი ოდენ დეკორაციაა, აუცილებელი «მასოვკა», ქვეყნების ბედს კი ნუდელმანები, მესამე კლასის მოხელეები წყვეტენ და მთელ ევროპას გინებით მოიხსენიებენ.

შეგინებულ ევროპაში სწრაფვა კი «ეროვნულ ამოცანად» არის აღიარებული. ჩვენები ასეთ შემთხვევაში ამბობენ _ «არჩეულ კურსს არ გადავუხვევთ»! ნუ გადაუხვევთ, თავით შეასკდით! ამ კედელზე ლაპარაკობდა სწორედ პატრიარქი, რომ არ არის აუცილებელი შეასკდე, ზოგჯერ შეიძლება შემოუარო კიდეც! თუმცა ეს «პუტინისა და კრემლის ინტერესების გატარება» ყოფილა. შეასკდით კედელს პატრიარქის ჯინაზე! მარტო თქვენ რომ ასკდებოდეთ, დიდად არ ვიდარდებდი, მაგრამ თქვენ მთელ ქვეყანას ახეთქებთ თავით იმ კედელს, რომლის შემოვლაც შეიძლება!

ხომ გაიმარჯვა მაიდანმა, როდის ასრულდება იქ მდგომი ადამიანების ოცნება?

დაახლოებით მაშინ, როცა «ქართული ოცნება» შეასრულებს თავის ყველა დანაპირებს!

უკრაინა საქართველოსთან შედარებით კი არა, ევროპული მასშტაბებითაც უზარმაზარი ქვეყანაა. იქაური ოცნებების ასრულება ბევრად უფრო საძნელოა, ვიდრე საქართველოს მთელი მოსახლეობის პრობლემების მოგვარება.

განმეორდება თუ არა თბილისში მაიდანი?

არ განმეორდება, რადგან 1991-92 წლებში ნანახი ზაფრის შემდეგ ჩვენი მომიტინგეები ისე გამოდიან ქუჩაში პროტესტით, რომ «ხიდან ფოთოლი არ ვარდება». და ეს კარგი ტრადიციაა.

არავინ ააოხრებს თბილისს იმისთვის, რომ შლეგები ხელისუფლებაში დაბრუნდნენ. ევროპა კი… ევროპა უკრაინასთან უფრო ახლოს არის და იქ უფრო მალე გამოჩნდება, რა იყო მაიდანზე ნამდვილი და რა _ ყალბი, როგორც იულიას ნაწნავი.

ნანა დევდარიანი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here