Home რუბრიკები საზოგადოება «ქრისტიან-დემოკრატიული» აფიორა

«ქრისტიან-დემოკრატიული» აფიორა

772

2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რამდენიმე პარტიამ მიიღო მონაწილეობა, დიდი ბრძოლისა და დავის შემდეგ ბევრმა მათგანმა საწადელს ვერ მიაღწია და სახელმწიფო დაფინასება ვერ მიიღო, სამაგიეროდ, კვლავ დაფინანსდნენ «ნაციონალები» და მათთან დაახლოებული პარტიები, ერთერთი ასეთია «ქრისტიანდემოკრატიული მოძრაობა».

 

მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგად იცოდნენ, რა შედეგსაც დადებდნენ, არჩევნებში მონაწილეობა მაინც გადაწყვიტეს, 50 ათასი ცოტა ფული არ იყო. სად დაიხარჯა ფული? ვინ მიიღო დარიცხული ხელფასი და რას ედავებიან პარტიის ლიდერებს ის ადამიანები, რომელთა ანგარიშზეც ფული დაირიცხა, მაგრამ ადრესატებს თვალითაც არ უნახავთ? «საქართველო და მსოფლიო» «ქრისტიანდემოკრატიული მოძრაობის» ერთერთ ლიდერთან ლევან ვეფხვაძესთან დაკავშირებას შეეცადა, მაგრამ მან სატელეფონო ზარებს არ უპასუხა, ასევე არ უპასუხა ზარს პარტიის იურისტმა მამუკა ხიმშიაშვილმა. ამ უკანასკნელთან დაკავშირება იმიტომ ვცადეთ, რომ მას დაზარალებულები ახსენებენ.

გელა აზირაშვილი, ახალციხეში მცხოვრები:

_ 2013 წლის ნოემბრის დეკლარაციაში შეცდომა დაუშვეს და სხვისი პირადი ნომერი _ 03001013432 სხვა სახელისა და გვარის ადამიანზე ჩაწერეს.

_ როგორ ფიქრობთ, ეს განზრახ გაკეთდა თუ მართლა შეცდომა მოუვიდათ?

_ არ ვიცი, ვერ გეტყვით, მაგრამ ადამიანი, რომლის პირადი ნომერიც იყო გადაცემული, სოციალურად დაუცველია. ალბათ, იცით, რომ შემოსავლების სამსახური აწვდის ინფორმაციას სოციალურ სამსახურს იმის შესახებ, არის თუ არა ადამიანი დასაქმებული და საჭიროებს თუ არა სოციალურ დახმარებას. ასეთი შეცდომა რომ მოხდა, ამ ადამიანს ხელფასი დაუდასტურდა და სოციალური დახმარება მოეხსნა, თუმცა, წლებია, პირველი ჯგუფის ინვალიდია და არც უმუშავია. ეს ადამიანი გახლავთ მანანა აზირაშვილი.

_ თანხა სინამდვილეში ვინ აიღო?

_ არ ვიცი, მაგრამ მანანა აზირაშვილის პირადი ნომერია გამოყენებული და მაია ხუციშვილის სახელი და გვარი. ვფიქრობ, რომ მაინც შეცდომა იყო. არ მაინტერესებს, ამ ადამიანმა თანხა აიღო თუ არა, მაგრამ ვიცი, რომ ამ ინვალიდ ქალს კაპიკი არ აუღია და შემოსავლების სამსახურში ამბობენ, რომ ხელფასი აქვს. დეკლარაციაში ასეა ნაჩვენები.

_ ვისი სახელით არის თანხა დარიცხული?

_ თანხა დარიცხულია «ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის» სახელით. ვერ ვხვდები, რა უნდა მომხდარიყო, შეიძლება აქ, ადგილზე, შემოსავლების სამსახურში შეეშალათ რამე, მაგრამ რატომ იძლევიან საბუთს, რომ მანანა აზირაშვილს დაერიცხა თანხა, ნამდვილად არ მესმის, რადგან ამ ქალბატონს ეს თანხა არც აუღია, არც არავის იცნობს და «ქრისტიან-დემოკრატებთანაც» ურთიერთობა არ ჰქონია.

ჩვენ მივმართეთ ყველა იმ ორგანოს, რომელთაც ამ ხარვეზის გამოსწორება შეეძლოთ. ტელეფონის ნომერი მომცეს და დავრეკე შემოსავლების სამსახურში,  ვიღაც ქალბატონმა მიპასუხა და სხვაგან გადამამისამართა, იქ კი მითხრეს, რომ 27 იანვარს ეს უნდა გამოსწორებულიყო, მაგრამ ჩასწორებული არ არის და ამ დრომდე ისევ დასტურდება, რომ მანანა აზირაშვილს ხელფასი ერიცხება.

რატომ არ ასწორებენ თვითონ «ქრისტიან-დემოკრატები» თავის შეცდომას, რომ პირადი ნომერი შეეშალათ, წარმოდგენა არ მაქვს.

_ «ქრისტიანდემოკრატებს» არ მიმართეთ?

_ კი, ვიღაც მამუკა ხიმშიაშვილს ველაპარაკე და მითხრა, რომ შემეშალა, უკვე გამოვასწორე და ჩემი საქმე აღარ არის, რას იზამენო. აუდიტს გადავეცითო, მე ისიც არ ვიცოდი, ეს თუ აუდიტის საქმე იყო.

მარინე ქარჩავა, მე-100 ბაგა-ბაღის თანამშრომელი:

_ თანხა დარიცხულია ნოემბერში, მაგრამ თვალითაც არ მინახავს, წარმოდგენა არ მაქვს, ვის შეეძლო ჩემი ანგარიშიდან თანხის გატანა. საბავშვო ბაღში ვმუშაობ, სახელფასო დეკლარაცია შეივსო, ბუღალტერს თანხის სხვაობა აჩვენა და გაგიჟდა, ეს საიდან მოვიდაო. ჩემი ხელფასი 400 ლარია და ასი ლარით ზედმეტი აჩვენა. ყველა გაკვირვებულია. ბანკში ვიყავი და იქაც ვერაფერს მეუბნებიან, ვერაფერი გავარკვიე. ბანკში მითხრეს, რომ თანხა «ქრისტიანდემოკრატების» სახელით არის დარიცხულიო. ძალიან გამიკვირდა, მათთან შეხება არასოდეს მქონია.

_ «ქრისტიანდემოკრატებს» დაუკავშირდით?

_ კი, მითხრეს: «ბოდიში, რაღაც შეცდომა არისო» და ამით დამემშვიდობნენ. 

საუბრის დასრულების შემდეგ ერთერთი რესპონდენტის ტელეფონიდან გადმორეკეს და გვითხრეს: «თქვენ თუ «ქრისტიანდემოკრატები» გარეკინებენ, გადაეცით თქვენს აფერისტ გიორგის, რომ თანხა, რომელიც მარინე ქარჩავას ანგარიშზე გამოჩნდა, ან მართლა ჩარიცხონ, ან მთელ ქვეყანას შევყრი. დგას ეგ თქვენი თარგამაძე და კორუფციაზე საუბრობს, ვინ მისცა მაგის უფლება თავად კორუმპირებულს

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

 

P.S. «საქართველო და მსოფლიო» შემოსავლების სამსახურსაც დაუკავშირდა. მათ დაადასტურეს ინფორმაცია, რომ ასეთი პრობლემა ნამდვილად არის, თუმცა დაზარალებულთა ნებართვის გარეშე მათი სახელები და გვარები ვერ გვითხრეს.

 

1 COMMENT

  1. თარგამადძემ ასლანას უღალატა,ტელევიზია იმედს,პატარკაციშვილს,ქართველ ხალხს და ჯიბის ოპოზიცია გახდა სააკიანის ასე რომ მომავალშიც აუცილებლივ უღალატებს ვინმეს იმიტომ რომ გემო აუღო იუდას 30-ვერცხლს!

  2. მე ვარ მართლმადიდებელი და მაშასადამე ქართველი.
    შენი ნასომხარი დედას შესცა ყველა ქრისტიანმა და დემოკრატმა შე თესლო სომეხო

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here