Home რუბრიკები პოლიტიკა ევრომაიდანის ცისფერი ხიბლი

ევრომაიდანის ცისფერი ხიბლი

550

ერთსა და იმავე მდინარეში ორჯერ შესვლა რომ არ შეიძლება, ეს საღი აზრით არის ნაკარნახევი, ანუ გონიერი ადამიანი ორჯერ ერთსა და იმავე შეცდომას არ დაუშვებს! შევეცდები, სწორედ ამ რაკურსით უკრაინაში მიმდინარე დრამატულ პროცესებზე ვისაუბრო, რა თქმა უნდა, საქართველოსთან პარალელების გავლებით

 

საქართველო იყო ყველაზე მაღალი ცხოვრების დონით გამორჩეული რესპუბლიკა საბჭოთა კავშირში; პოსტსაბჭოთა სივრცეშიც ყველაზე მეტად ანტისაბჭოური და «სამგლე გოჭებივით ატეხილები» ისევ  ჩვენ აღმოვჩნდით და პოსტსაბჭოთა სივრცეშიც _ «ფერადი რევოლუციების» პირველი და წარმატებული  პოლიგონი; «ვარდისფერი» თბილისის მერე _ «ნარინჯისფერი» კიევი და  ბიშკეკური ტიტები…

ქართველთა მიერ 2004-ში კიევში გადასხმულმა რევკომის დესანტმა, ჩე-გევარა თარგამაძის მეთაურობით, მნიშვნელოვანი როლი შეასრულა უკრაინელი ლიბერასტების გამარჯვების საქმეში!

მას შემდეგ პოსტსაბჭოთა სივრცეში კიევისა და თბილისის ნეოლიბერალური ხელისუფლება ტანდემში უშლიდა ნერვებს მოსკოვს, მაგრამ კიდევ ერთი ფერადი ჭირის ეპიდემია ვერც «ბალოტნიზე» გაავრცელეს, ვერც მინსკში და ვერც სხვაგან.

ამასობაში არჩევნების გზით ჯერ უკრაინაში მოეგრიხა კისერი ვიქტორ იუშჩენკოს ნარინჯისფერ ხელისუფლებას, თანაც ივანიშვილისგან განსხვავებით იანუკიოვიჩს ეყო გამბედაობა და, ევროპის შფოთვის მიუხედავად, ტიმოშენკო დღემდე ციხის საკანში ყურყუტებს ჩადენილი დანაშაულებისთვის.

და ის, რაც ახლა კიევის ევრომაიდანზე ხდება, სხვა არაფერია, თუ არა ერთ მდინარეში მეორედ შესვლა, ანუ კიდევ ერთი «ფერადი რევოლუციის» მცდელობა, ლიბერასტების კონტრრევოლუცია. მაშ, სადღაა საქართველოს ყველაფერში პირველობა და მაგრობა პოსტსაბჭოთა სივრცეში?

მეც ამას ვფიქრობდი და, ის იყო ხელი ჩავიქნიე მუდამ პირველობის პრეტენზიაზე, რომ არქიმედივით  აღმომხდა «ევრიკა» _ ჩვენთან ხომ უკვე წელიწადზე მეტია, ახალი ფერადი რევოლუცია მოხდა, მაგრამ ისე, რომ ვერც ვიგრძენით (უფრო სწორად ავი ვერაფერი ვიგეშეთ, თორემ…), რადგან ყველაფერში ნიჭიერმა ქართველებმა რევოლუციების «მაიდნების» გარეშე მოხდენაც მოვახერხეთ _ 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნები, როგორც წლისთავზე აღმოჩნდა, იყო კიდევ ერთი «ფერადი რევოლუცია» და არა ის, რისი იმედიც გვქონდა, რომ ბოლოს და ბოლოს იმ წართმეულ სამშობლოს (მხოლოდ 2008 წ. ომს არ ვგულისხმობ, რადგან სამშობლო მარტო ტერიტორია არ არის) დავიბრუნებდით, რომელშიც ქართველობა ფაშისტობად აღარ ჩაითვლებოდა, მრუშობას პატიოსნება აჯობებდა, ხლისტობას _ რწმენა მამა-პაპათა და ა. შ. ის უმარტივესი ჭეშმარიტებები, რომლებიც, მიუხედავად იმისა, «ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნოდა თუ არა», სადავო და საკამათო არასდროს ყოფილა საქართველოში!

1 ოქტომბერს საარჩევნო ყუთებთან მომხდარი ფერადი რევოლუციის მთავარი მიზანი, «როგორც წლისთავზე აღმოჩნდა», რესპუბლიკური პარტიის, ამ მარად 1%-იანი ურეიტინგო პარტიის ხელისუფლებაში მოყვანა ყოფილა!!!

თუ არა და, ვისაც ეჭვი გეპარებათ, «წამომყევით» და ერთად ავკინძოთ ლოგიკური მსჯელობის ჯაჭვის რგოლები:

ჩვენი დამაქცევარი, ე. წ. ვარდების რევოლუციითაც ხომ მოვიდნენ რესპები ხელისუფლებაში? _ კი, ბატონო, მაგრამ მაშინ სააკაშვილის დიქტატორული «ზამაშკების» თუ სხვა რამის გამო ვერ მოასწრეს სახელისუფლო ვერტიკალ-ჰორიზონტალში ფესვების გადგმა, ახლა ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს.

მთავარი ის იყო, რომ სააკაშვილის ბულდოზერმა, ზურაბ ჟვანიას გარდა, ძალაუფლებაში მოწილე ყველა შესაძლო კონკურენტი, მათ შორის პირველ რიგში რესპუბლიკელები მიჯირყვნა, რაზეც დასავლეთმა მაშინ თვალი დახუჭა, რადგან დასავლეთს, როგორც დამკვეთდამფინანსებელს «ვარდების რევოლუციისა», პირველ რიგში, შედეგი აინტერესებდა და არა ის, ამ შედეგს დიდი ხნის წინ «დავერბოვკებული» რესპუბლიკელების თუ სხვა ძალების მეშვეობით მიაღწევდა!

შედეგი კი ყოველგვარი ეროვნულის, ტრადიციულის, მართლმადიდებლურის ჩაწიხვლვა-ჩარეცხვის გზით, ე. წ. ახალი ქართველის უჯიშო ჯიშის გამოყვანა იყო, რაშიც ზურაბ ჟვანია ხელს ვერ და არ შეუშლიდათ, რადგან, რესპუბლიკელების არ იყოს, ზურაბ ჟვანიაც არანაკლები ლიბერასტი ბრძანდებოდა და ახლა სულ ტყუილად ცდილობენ მავანნი მის ლამის ეროვნულ გმირად წარმოჩენას! 

მიცვალებულებზე ან მხოლოდ კარგს, ან საერთოდ არ ლაპარაკობენო! კი, ბატონო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, ტყუილები ვილაპარაკოთ. არადა, სწორედ ამასთან გვქონდა საქმე ახლახან, როდესაც ჟვანიას 50 წლისთავი აღნიშნეს:

ზურა რომ ცოცხალი ყოფილიყო, ამას  და იმას იზამდა თუ არ იზამდა _ ეს იყო  დისპუტის მთავარი თემა! ამიტომ ვიმეორებ: ზურა რომ ცოცხალი ყოფილიყო, შეიძლება ცოცხებამდე არ მისულიყო საქმე, მაგრამ სხვა მხრივ, ანუ, ეროვნული მიმართულებებით, შეიძლება უარესადაც ყოფილიყო საქმე, რადგან სააკაშვილის უინტელექტო ხლისტები თუ ნაჯახით ჩორკნიდნენ ახალ ქართველს და ამიტომ წინააღმდეგობასაც აწყდებოდნენ, იმავეს ზურას მსგავსი ინტელექტუალები ფერებ-ფერებით გააკეთებდნენ, ანუ ისე, როგორც ამას აკეთებენ დღეს გახელისუფლებული რესპუბლიკელები! და აი, თავისთავად დავუბრუნდით მთავარ საკითხს, რომელიც ზურაბ ჟვანიას თემამ თითქოს დაგვავიწყა…

ჟვანიას მკვლელობამ, აგვისტოს ომმა, ციხეებში არსებულმა სადიზმმა (ვინმეს სჯერა, რომ ამერიკელებმა არ იცოდნენ, რა ხდებოდა ჩვენს ციხეებში და იმ კადრების გამოქვეყნების მერე გაიგეს?), ბიზნესის რეკეტმა, კერძო საკუთრების უპრაგონო ხელყოფამ და ა. შ. სხვა სიმახინჯეებმა აიძულა აშშ, რომ სააკაშვილის უკონტროლო ხელისუფლება რამანაირად დაებალანსებინა და ამისთვის რესპუბლიკელების ხელისუფლებაში მოყვანა დაიგეგმა, ოღონდ არა უმრავლესობაში, არამედ ძლიერი ოპოზიციის სახით, რომელიც, ერთის მხრივ, ხელს არ შეუშლიდა ქართველი ერის განადგურების კურსს სულიერი გენოციდის მეშვეობით და ამავე დროს გააკონტროლებდა სააკაშვილის სახიფათო თამაშებს საგარეო მიმართულებით.

2008 წლის ომის შემდეგ ამ მიზნის განსახორციელებლად ბატონი ირაკლი ალასანია შეირჩა. გახსოვთ, ალბათ, როგორი მოლოდინი იყო ქართველ საზოგადოებაში ირაკლი ალასანიას მიმართ და ის მართლაც საპრეზიდენტო რეიტინგით ჩამოვიდა საქართველოში, მაგრამ, როგორც დიდი ეროსი იტყოდა, «მივლალევი შინა და ორივენი იზდოხლი».

ანუ ირაკლი ალასანიამ აბსოლუტურად ალოგიკური ნაბიჯი გადადგა, როდესაც საზოგადოებისთვის მიუღებელ რესპუბლიკელებთან შეკრა პოლიტიკური ალიანსი. თუმცა ალოგიკურობასთან ერთად ლოგიკაც იყო ამაში, მაგრამ ლოგიკა არა ქართული, არამედ პოტომაკის ნაპირებზე მოფიქრებული და ირაკლი ალასანიაში ჩადებულ-დავალებული _ ამერიკელი ბოსების გათვლით, ირაკლი ალასანიას მაღალ რეიტინგს უნდა «ამოექაჩა» რესპუბლიკელების მარად ერთპროცენტიანი რეიტინგი და…

მოხდა პირიქით, რესპუბლიკელებმა «შეჭამეს» ირაკლი ალასანიას რეიტინგიც და პოტენციაპერსპექტივაში ეროვნული ლიდერის იმიჯიც და რვიან, ექვსიანების ფორმატში პოლიტიკური ონანიზმის შემდეგ ირაკლი ალასანიას ისღა შერჩა ხელში, რომ «ცივილიზებულად» მიულოცა გამარჯვება გიგი უგულავას. ამით საბოლოოდ დამთავრდა ქართველი ხალხის თვალში და, რაც მთავარია, გულში, ირაკლი ალასანია, როგორც ეროვნული ფიგურა.

ამის შემდეგ იმავე მიზნით ამუშავდა გეგმა B, სადაც რესპუბლიკელებისთვის ლოკომოტივის როლი ბიძინა ივანიშვილმა ითავა. მართალია, ვერც ბიძინამ შეძლო შეუძლებელი და ქართველ ხალხს რესპუბლიკელები ვერ შეაყვარა, მაგრამ ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტით  დათრგუნულმა ქართველმა საზოგადოებამ თვალი დახუჭა ერთობ ჭრელი კოალიციის რესპუბლიკურ შემადგენელზე და ის მხოლოდ დასავლეთისთვის თვალის ასახვევ იძულებით ანტურაჟად ჩათვალა!

აბა, სხვას რას ვიზამდით, რესპუბლიკელები ხომ თვით სამების აღმშენებელმა ჩიაიხუტა? ჰოდა, «ბიძინამ იცის!» _ ამით ნუგეშობდა ქართველი საზოგადოების და ე. წ. შემოქმედებითი ინტელიგენციის უმეტესი ნაწილი, რომელსაც წლების მანძილზე ივანიშვილის დანიშნული პენსიით გაჰქონდა თავი.

ეს «ბიძინამ იცის» დღემდე გრძელდება და ამ «იცის, იცის»-ში დავით უსუფაშვილი, ჩვენ რომ ანტურაჟი გვეგონა, პარლამენტის თავმჯდომარედ წამოგვისკუპეს და რესპები დომინირებენ პარლამენტში.

იცის და თუ გინდა

ჰოდა, პლასტელინი პრეზიდენტად დავისვით და «ნაცები» _ ერთადერთ რეალურ ოპოზიციად.

იცის და თუ გინდა

ჰოდა, კოჰაბიტაცია არა თუ დამთავრდა, როგორც პლასტელინი გვპირდებოდა, არამედ, როგორც თქვენი მონამორჩილი ვვარაუდობდი, პოლიტიკურად ერთსქესიანი ქორწინებით დასრულდა და იქამდეც კი, რომ ქორწინების სუბიექტები ინტიმურ სცენებსაც ურცხვად  გვაყურებინებენ, როგორ ამზადებენ ნეფე-პატარძალი (ვინ ვინ არის, თავად მორიგდებიან) ზვიად ძიძიგური და გიგი წერეთელი რომელიღაც მიშავიზიის «კუხნაში» სოკოს შაჭამანდს (ავოეე, ზვიად, შე ყანავ! შაჭამანდებს ქართლ-კახეთში ამზადებენ და არა სამტრედიაში).

იცის და თუ გინდა

ჰოდა, რესპებმა ისეთი თვითმმართველობის კანონის «შეცურება» სცადეს, რომ პატრიარქმა, ეს მერამდენედ, არიქა, ვიღუპებითო! ამის მერე აფუცხუნდნენ, ვითომ რაღაცები შეცვალეს, რის შემდეგაც ეკა ბესელიამ, ზვიად ძიძიგურმა, გიორგი ვოლსკიმ, გუბაზ სანიკიძემ და . ., მათი სახელი ლეგიონია, _ კანონში საფრთხეებს ვერ ვხედავთო. მაშ, პატრიარქს დასიზმრებია, თქვე არა?

კიდევ ბევრი «იცის და თუ გინდას» მოხმობა შეიძლება, მაგრამ ვფიქრობ, საკმარისია, რადგან მთავარი ის არის, რომ საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს უკვე აღარ სჯერა ამ «იცის» და, რაც დრო გადის, განსაკუთრებით ბიძინას პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ, ბიძინას უცოდველობის მრწმენნი სულ უფრო ცოტავდებიან!

მაგრამ მოდით, ისევ წერილის სათავეს ავხედოთ და ვნახოთ, რა ხდება უკრაინაში. რა და, როგორც უკვე ვთქვით, _ მორიგი ფერადი რევოლუციის თუ კონტრრევოლუციის მცდელობა!

რის გამო? იმის, რომ იანუკოვიჩის ხელისუფლებამ უარი თქვა, უფრო სწორად, დროებით შეაჩერა იმ ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერა, რომლის მხოლოდ პარაფირება მოახდინა საქართველომ მაია ფანჯიკიძის სიხარულის კურცხლების თანხლებით!..

ვის სასიხარულოდ აქვს საქმე და ვის _ სატირლად, ამას ახლო მომავალი აჩვენებს.

თავხედობაა უცხო ქვეყნის შინაურ საქმეებში ჩარევა, როდესაც ბარონესა ქეთრინ ეშთონი, შტეფან ფულე და სხვა ევროპარლამენტის უმაღლესი ჩინოსნები ბორისპოლის აეროპორტიდან პირდაპირ ოპოზიციის მიტინგზე მიდიან და ცალსახად ოპოზიციის მხარდამჭერ განცხადებებს აკეთებენ. იმავეს სჩადიან, ამერიკელი სენატორები ჩვენთვის ავად ნაცნობი ჯონი მაკკეინის თამადობით, რომლის ხსენებაზე გიორგი ვიცინის უკვდავი რეპლიკა მახსენდება ასევე უკვდავი რუსული კომედიიდან «კავკასიელი ტყვე ქალი» _ «А какой у вас диаметр?..» ჯონ მაკკეინის F-16 ჩამოაგდეს ვიეტნამში და 4 წელი ტყვედ ჰყავდათ ე. წ. ვიეტკონგოელებს, რომელთა «განსაკუთრებული სიყვარული» ცნობილია იანკების მიმართ და ამიტომ სწერდა «ვიეტნამის გმირი» მამამისს, _ მიშველეთ  «დიამეტრი» სახიფათოდ გამიფართოვესო!

ჰოდა, დაეთრევიან ეს სხვადასხვა დიამეტრისა და წონის დასავლელი მაღალჩინოსნები კიევში და ტვინს ურევენ უკრაინელებს, რომელთაც ჰგონიათ, რომ იანუკოვიჩმა ხელის მოუწერლობით «ევროპული მომავალი» წაართვა ხალხს. ამიტომ გახდა იძულებული უკრაინის მთავრობის მეთაური აზარენკო,  რუსეთთან ურთიერთობების მომხრეთა მიტინგზე, რომლებიც ევრომაიდანზე არანაკლებნი არიან, პირდაპირ განეცხადებინა: (ვციტირებ) «მათ (ევროპის მომხრეებს _ დ. მ.) ჰგონიათ, რომ ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის მეორე დღიდანვე უვიზოდ წავლენ ევროკავშირის ქვეყნებში. ამისთვის კი ერთსქესიანი ქორწინებების დაკანონებას მოითხოვენ უკრაინაში და სექსუალური უმცირესობებისთვის თანაბარი უფლებების მინიჭებას! მზად არის უკრაინა ამისთვის?». რიტორიკულად დაასრულა გამოსვლა აზარენკომ. იმავე კითხვას ვუსვამ «აცრემლებულ» მაია ფანჯიკიძეს: _ მზად ვართ ასეთი ფასის გადახდისთვის?

საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის პასუხი რომ ცალსახად «არა» იქნება, უეჭველია! ჰოდა, ვისაც გსურთ უკანალების «გასაჯაროება”, მიბრძანდით იქ, სადაც უკვე დააკანონეს და «აშანტეე», იფართოვეთ, უფართოვეთ დიამეტრები და სიხარულის ცრემლებად დაიღვარეთ. აქეთ კი _ ჩვენ თავი დაგვანებეთ, რადგან ეს, «მოწინავე» ევროპა კი არა, «ჩამორჩენილი» საქართველოა, ჯერ კიდევ საქართველოა და არ გამოვა ეს, არა!..

სხვათა შორის, ეს ის დასავლელი თუ ამერიკელი მაღალჩინოსნები არიან, რომლებსაც წლების მანძილზე ქართველი ხალხის სასარგებლოდ და კრეტინი სააკაშვილის საწინააღმდეგოდ სიტყვა არ დასცდენიათ! უფრო მეტიც, 2009 წლის 9 აპრილს აგორებული საპროტესტო აქციებისას, რომელიც სხვადასხვა ინტებსივობით ლამის  4 თვე გრძელდებოდა, დასავლეთის ემისრებმა დემოკრატიის შეურაცხყოფა უწოდეს პარლამენტის შენობისთვის 2-3 კვერცხის სროლას და დღეს იგივე ხალხი კიევის მაიდანზე ლამის ენგურჰესის ხელა კედლის აგებას, სახელმწიფო დაწესებულებების შტურმით აღებას დემოკრატიის უმაღლეს მშვიდობიან ფორმას უწოდებს და ხელისუფლებისგან კატეგორიულად მოითხოვს ძალის არ გამოყენებას; მაშინ კი, როდესაც თბილისის «დემოკრატიის შეურაცხმყოფელ» აქციებზე ზონდერ-ბრიგადები მომიტინგეებს იტაცებდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ, ეს ფარისეველი დასავლელი «დემოკრატები» სააკაშვილის დემოკრატიის შუქურის კაშკაშით იყვნენ დაბრმავებულები.

საიდან ეს აშკარა ორმაგი სტანდარტი და ფარისევლობა? იმიტომ, რომ თბილისის ქუჩებში 7 ნოემბრიდან, ვიდრე 26 მაისის სისხლიან კალომდე დასავლეთის, ამერიკის დასმულდაფინანსებულ რეჟიმს ებრძოდნენ, ხოლო დღეს კიევში პირიქითაა, დასავლეთის მიერ დაფინანსებული და ორგანიზებული ევრომაიდანი ებრძვის იქნებ მრავალმხრივ ცოდვილს, მაგრამ მაინც ანტიგლობალისტურ და, აქედან გამომდინარე, ანტილიბერალურ იანუკოვიჩის რეჟიმს და ამიტომ «იხსნიან ვენებს» დასავლელი ემისრები კიევის მაიდანზე

ამასობაში, სანამ მაიდანი დუღს, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ერევანში ჩადის და რატომ? სანამ ამ კითხვას პასუხს გავცემ, მკითხველს შევახსენებ, რომ მაშინ, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი ბუში თბილისს სტუმრობდა, ვლადიმერ პუტინი მაშინაც ერევანში ბრძანდებოდა და აი, პასუხიც ზემოთ დასმულ კითხვაზე _  2005-შიც და დღესაც ვლადიმერ პუტინის ვიზიტები ერევანში რუსეთის მტერ-მოყვრისთვის, ვინ არის კავკასიის ნამდვილი «ხაზეინი», ამის დემონსტრირება იყო. მითმეტეს, რადგან რუსეთი დღეს გაცილებით ძლიერია, ვიდრე 2005-ში იყო და სიძლიერის შესაფერი განცხადებაც გააკეთა. «რუსეთი კავკასიიდან არსად წასვლას არ აპირებს. პირიქით, ჩვენ გავაძლიერებთ რუსეთის ყოფნას რეგიონში!» _ ბრძანა რუსეთის მბრძანებელმა და, სირიაში ამერიკელებისთვის «ნაჭმევი ალიყურის» შემდეგ, სავარაუდოდ, არა მხოლოდ რუსეთის მბრძანებელმა, არამედ, ფორბსის უკანასკნელი გამოკითხვით, მსოფლიოს ყველაზე გავლენიანმა პიროვნებამ…

ეს გზავნილი, პირველ რიგში, საქართველოსთვის იყო განკუთვნილი, ანუ ბაქო, ერევანი მოგვარებული აქვს რუსეთს და მესამე ვინ დარჩა, ნეტავ, ამიერკავკასიაში? და ვინც დარჩა, ანუ საქართველო შეძლებს რეგიონში რუსეთის მიზნების წინააღმდეგ დგომას?

ამაზე არავინ ფიქრობს საქართველოში. ხოლო საგარეო მინისტრი გვიმტკიცებს, რომ რუსეთს, უკრაინისგან განსხვავებით, საქართველოზე ზემოქმედების ბერკეტები არ გააჩნიაო. ორში ერთია ან პრიმიტიული უვიცობაა, რასაც გამოვრიცხავ, მაგრამ მაშინ რაღა რჩება? საქართველომ უარი თქვა აფხაზეთ-ცხინვალზე? ასეთ შემთხვევაში რუსეთს მართლაც არავითარი სერიოზული ბერკეტები აღარ ჰქონია საქართველოზე ზემოქმედებისთვის და მკითხველმა განსაჯოს, მაია ფანჯიკიძის განცხადება თუ რას შეიძლება ნიშნავდეს?

ერთხელ, როგორღაც ევრაზიულ კავშირზე საუბრისას, ვლადიმერ პუტინმა დაახლოებით ასე ბრძანა _ ევრაზიული კავშირი არამხოლოდ ეკონომიკური პროექტია, არამედ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებისთვის საკუთარი თვითმყოფადობის, ეროვნული იდენტობის შესანარჩუნებელი გეოგრაფიული სივრცეც!..

სავარაუდოდ, რუსეთი შეძლებს ევრაზიული პროექტის რეალიზებას, რომელიც საქართველოს გარეშე წარმოუდგენელია და, აქედან გამომდინარე, საქართველოს ნებით თუ ძალით მოუწევს ამ კავშირში შესვლა ან შეთრევა! ეს ობიექტური მოცემულობაა და არა ვინმეს სურვილი ან ახირება. თუმცა ჩემს სურვილზეც რომ იყოს, მე, როგორც 3 შვილიშვილის ბაბუა, აშკარად და შეუქცევადად პედერასტულ რელსებზე შემდგარ ევროპას მართლმადიდებელ რუსეთთან ერთად ევრაზიული კავშირის წევრობას ვარჩევდი, მიუხედავად იმისა, ჩვენი ნებით მოხდება ეს თუ იძულებით, რადგან რუსეთია მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც საკანონმდებლო დონეზე აკრძალა ლგბტ-პედერასტობის პროპაგანდა. ამასთან ერთად, თუ სოხუმ-ცხინვალში დაბრუნება ოდესმე მაინც გვიწერია, ამის გასაღებიც მოსკოვშია და არა პედერასტულ ბრიუსელში ან ვაშინგტონში და მიძახეთ ახლა მე რუსეთუმე, თქვე ამერიკის მონებო! სოხუმ-ცხინვალის რა მოგახსენოთ, არა მგონია, მოვესწრო, მაგრამ ჩემი შვილიშვილების გადარჩენის მოსწრება ნამდვილად შეიძლება და ამიტომ ვარჩევ დასავლეთის გარყვნილებას ევრაზიას, რომელშიც ჩვენი შვილები თვითონ კი არ აირჩევენ სქესს, არამედ ძველებურად გამჩენი ღმერთი დაადგენს, ვინ მამალია და ვინ _ დედალი!!!

დავით მხეიძე

 

1 COMMENT

  1. გაგიმარჯოს ჩემო დავით. ბედნიერი ვარ რომ კონინკტურას არ დაუხარეთ თავი და თავისუფლად აზროვნებთ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here