Home რუბრიკები პოლიტიკა დამზადებულია პოლონეთში, ანუ ხსოვნის წამბილწველნი

დამზადებულია პოლონეთში, ანუ ხსოვნის წამბილწველნი

621

ოქტომბრის მეორე ნახევარში ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება «კატინის საქმეზე» რუსეთის სასარგებლოდ, დაღუპული პოლონელების ნათესავების მიერ შეტანილ სარჩელზე. სასამართლოს დასკვნით, რუსეთს არ დაურღვევია ევროპის ადამიანის უფლებები კონვენცია «კატინის საქმეში».

 

სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების კვირაძალს, რომელიც პროვოკატორებს საშუალებას უსპობდა, კვლავაც გაეგრძელებინათ ამ თემის პოლიტიზება, პოლონეთში ააგორეს სკანდალი გდანსკის «ქანდაკების» გამო _ ჯარისკაცი, რომელიც აუპატიურებს ორსულ ქალს, რომელსაც პირში პისტოლეტის ლულა აქვს ჩადებული

ვარშავის გამათავისუფლებელი საბჭოთა მეომრების ხსოვნის წამბილწველი კამპანიის ერთ-ერთ ინიციატორად გამოგვეცხადა პოლონეთის რესპუბლიკის სენატისა და კულტურის სამინისტროს მიერ მხარდაჭერილი საიტი Kresyu.pl, რომელიც «აღმოსავლეთ კრესების» (ტერიტორიების) თემატიკაზე სპეციალდება. ამ საიტზე განთავსებულია რუსებისა და პოლონელების ღირსების შეურაცხმყოფელი კოლაჟი «საბჭოთა მოძალადე ჯარისკაცის ძეგლისა» და ვარშავის სახელგანთქმული მემორიალის «თანამებრძოლთა ძმობა», რომლის პოსტამენტზე ამოკვეთილია წარწერა პოლონურ და რუსულ ენებზე: «დიდება საბჭოთა არმიის გმირებს, თანამებრძოლ ძმებს, რომლებმაც თავიანთი სიცოცხლე შეწირეს პოლონელი ხალხის თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას» (ვარშავის ხელისუფლებამ 2 წლის წინათ მოახდინა ამ ძეგლის დემონტაჟი მეტროს მშენებლობის მომიზეზებით და დაგვპირდა, რომ მას თავის ადგილზე 2013 წელს დააბრუნებდა; შემდეგ პროვოკატორებმა დაიწყეს ხელმოწერების შეგროვება მონუმენტის დაბრუნების წინააღმდეგ, მაგრამ ათი ათასამდე ხელმოწერაზე მეტის მოგროვება ვერ შეძლეს პოლონეთის დედაქალაქის თითქმის ორმილიონიან მოსახლეობას შორის.

საიტმა «კრესებმა» კოლაჟს დამამცირებელი წარწერა გაუკეთა: «ოთხი მძინარის ძეგლის რეკონსტრუქციის ახალი იდეა». სწორედ ასე _ «ოთხ მძინარედ» მოიხსენიებენ მოკლე მეხსიერების მქონე მოქალაქენი მემორიალს «თანამებრძოლთა ძმობა», რომელიც წარმოდგენილია ბრინჯაოში ჩამოსხმული პოლონელი და საბჭოთა ოთხი ჯარისკაცის ფიგურით.

პროვოკაციულ კამპანიას დაუყოვნებლივ შეუერთდნენ ევროპის მასმედიის საშუალებები. მაგალითად, ბრიტანულმა Daily Mail-მა კმაყოფილებით აღნიშნა, რომ «სკულპტურა სახელწოდებით «Komm, rau» («აქ მოდი, ქალო!») გამოჩნდა გამარჯვების ხეივანში» და მკითხველებს მონდომებით დაასხა სიტყვის ნარეცხი «მარგალიტების»: «1944-45 წლებში მილიონობით არა მარტო გერმანელი, არამედ პოლონელი, ავსტრიელი, რუმინელი, ბულგარელი და რუსი ქალიც კი გააუპატიურეს საბჭოთა ჯარისკაცებმა. მრავალ ქალაქში ყველა ქალი 10 წლის ასაკიდან 80 წლამდე ძალადობის მსხვერპლი გახდასტალინი ამართლებდა (!) იმას, რაც ხდებოდა»…

ასეთი სიბინძურის მღვრიე ნაკადის გადმოღვრით გატაცებულ პოლონეთში მიღებული არ არის იმის გახსენება, რომ ნაცისტებისგან ამ ქვეყნის გასათავისუფლებლად თავი დადო 600 ათასმა საბჭოთა მეომარმა, ხოლო 20 ათასი საბჭოთა ჯარისკაცი და ოფიცერი პოლონეთის დედაქალაქის გათავისუფლებას შეეწირა. მათ დაივიწყეს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის უინსტონ ჩერჩილის სიტყვები იმის შესახებ, რომ «რუსული არმიების გარეშე პოლონეთი ან განადგურდებოდა, ან მონურ მდგომარეობამდე დაკნინდებოდა, პოლონელი ერი კი გაქრებოდა პირისაგან მიწისა. მაგრამ სახელოვანი რუსული არმიები ათავისუფლებენ პოლონეთს, და მსოფლიოს ვერცერთ სხვა ძალას ამის გაკეთება არ ძალუძს».

პოლონეთის ამაყი ერის წარმომადგენლებმა დაივიწყეს მრავალმეტრიანი პლატები _ გაფრთხილებები, რომელთაც ნაცისტები გადმოფენდნენ რესტორნების, კინოთეატრებისა და ქალაქების პარკების შესასვლელებთან: «ფიურ ჰუნდე უნდ პოლენ ფერბოტენ!» _ «ძაღლებისა და პოლონელებისთვის აკრძალულია!»

დავიწყებული აქვთ მატერიალური დახმარება, რომელსაც საბჭოთა კავშირი უწევდა ომისშემდგომ პოლონეთს, როცა უარი თქვა ყოველგვარ პრეტენზიაზე პოლონეთში განთავსებულ გერმანულ ქონებაზე და ვარშავას დაუთმო სეპარაციების 15 პროცენტი და სამრეწველო აღჭურვილობის ასევე 15 პროცენტი, რომელიც გერმანიიდან უნდა გაეტანათ.

ის ფაქტიც დაივიწყეს, რომ როცა საბჭოთა კავშირში პური ბარათებით გაიცემოდა, 1945 წლის იანვარში დაიწყო სსრკ-დან პოლონეთისთვის უსასყიდლოდ 60 ათასი ტონა ხორბლის მიწოდება.

გამორიცხული არ არის, რომ სწორედ ამ პურის წყალობით ბევრი ამჟამინდელი რუსოფობი და მათი მშობლები შიმშილით სიკვდილს გადაურჩა და ამ ქვეყანას მოევლინა.

დავიწყებულია ისიც, რომ საბჭოთა კავშირის ურყევი პოზიციის, უფრო ზუსტად, სტალინის სიმტკიცის წყალობით პოლონეთ-გერმანიის ამჟამინდელმა საზღვარმა ოდერ-ნეისემდე გადაიწია, რამაც პოლონეთს ბალტიის ზღვისკენ გასასვლელი მისცა და 100 ათას კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორია შემატა.

ისიც დაივიწყეს, რომ პოლონეთისთვის ურთულეს 1980-იან წლებში საბჭოთა კავშირის უსასყიდლო დახმარების მოცულობამ 7 მილიარდ რუბლზე (მაშინდელ წონად ვალუტაზე) მეტი შეადგინა, ხოლო 1990-იანი წლების დასაწყისში რუსეთმა პოლონეთს ფაქტობრივად აპატია 5,3 მილიარდანი რუბლის ვალი.

დღეს პოლონელი პოლიტიკოსები ამ ყველაფერს «საბჭოთა ოკუპაციას» უწოდებენ და ნაძირალებს ნებას აძლევენ მოურიდებლად წაბილწონ წითელარმიელი მეომრების ხსოვნა და საფლავები. თანამედროვე პოლონეთში არ უყვართ ისეთი ფაქტების გახსენება, როგორიცაა პოლონეთის საკონცენტრაციო ბანაკებში რუსი, უკრაინელი, ბელარუსი და გერმანელი ტუსაღების მასობრივი განადგურება.

პოლონეთში გამომწვევად აუქმებენ საბჭოთა ექსპოზიციას ოსვენციმში (აუშვიცბირკენაუ) მოგონილი მიზეზით, მისი «ისტორიული არასარწმუნოობის» გამო. ამას იმიტომ, აკეთებენ, რომ ვიღაცას პოლონეთში ძალიან არ მოსწონს, როცა ოსვენციმში დაღუპული საბჭოთა მოქალაქეების სიაში არიან დასავლეთ უკრაინისა და ბელარუსის მკვიდრნიც. ცდილობენ მოთხოვონ რუსეთს მრავალმილიარდიანი «კომპენსაცია კატინის გამო», იმის მსგავსი, რაც პოლონელებს აქვთ რეპარაციული გადასახდელით გერმანიისგან

დღეს, ისევე, როგორც 1939 წელს, ბრიტანელი და მისი მსგავსი პოლონეთის «ერთგული მეგობრების» იმედით, ამ ქვეყნის ზოგიერთი მკვიდრი მგზნებარედ ამხელს რუსეთს «საბჭოთა რეჟიმის დანაშაულობათა» გამო. ამასთან, ივიწყებენ, რომ პოსტსაბჭოთა რუსეთს არავითარი საფუძველი არ აქვს, დაეხმაროს ვარშავას, თავი აარიდოს პასუხებს კითხვებზე, რომლებიც სულ უფრო ხმამაღლა ისმის დასავლეთიდან. რუსეთმა ოფიციალურ დონეზე აღიარა თავისი დანაშაული კატინის გამო (თუმცა ამ საქმის გამოძიებას დამთავრებულს ვერ ვუწოდებთ), პოლონეთის მხარეს გადაეცა ყველა დოკუმენტი; მაგრამ პასუხად მსგავსი არაფერი არ მოჰყოლია. არადა, მაგალითად, პოლონეთის საკონცენტრაციო ბანაკებში XX საუკუნის ოციან წლებში ათობით ათასი უიარაღო რუსი ადამიანის განადგურება «აღმოსავლეთ კრესებზე» მეოცნებე პროვოკატორების ფანტაზია კი არ არის, არამედ ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულია.

www.foundsk.ru

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here