Home რუბრიკები საზოგადოება სოსო ცინცაძე: ნატოსთან ინტეგრაცია სრულიად გამორიცხულია

სოსო ცინცაძე: ნატოსთან ინტეგრაცია სრულიად გამორიცხულია

1107

დისკუსიას, რომელიც თვენახევარია ჩვენი გაზეთის ფურცლებზე მიმდინარეობს, ძალიან ბევრი ადამიანი გამოეხმაურა, ზოგი _ წერილობით, ზოგიც _ სატელეფონო ზარებით. ყველა მათგანის მოსაზრება საგულისხმო და მნიშვნელოვანია და შევეცდებით, რომ დიდი ნაწილი გამოქვეყნდეს კიდეც. დღევანდელი დისკუსია ერთი სატელეფონო ზარით უნდა დავიწყო:

 

თელავიდან ქალბატონმა თინა ხუციშვილმა დარეკა და ასეთი რამ გვითხრა: «2008 წელს რომ პლებისციტი ჩატარდა, მე კომისიის წევრი ვიყავი. წინასაარჩევნო პერიოდში კარდაკარ დავდიოდით, გაფრთხილებული ვიყავით, ყველასთვის გვეთქვა, კითხვაზე «გვიდა თუ არა ნატოშემოეხაზათ «დიახ». ხალხი გაოგნებული გვეკითხებოდა, _ ეს ნატო ვინღააო? აი, ასეთი არჩევნები ჩატარდა მაშინ. ისე, პრეტენზია მაქვს იმაზე, თუ რატომ არ გვიხსნიან გასაგებად. როდესაც მთავრობის წევრები სადმე მიდიან და რაღაცაზე ხელს აწერენ, უფლება ხომ გვაქვს, ჩვენც ვიცოდეთ სიმართლე. ბოლოს და ბოლოს, მეც ამ ქვეყნის მოქალაქე ვარ, ჩემი აზრი გამაჩნია და იქნებ ვინმემ იკითხოს, რა მინდა?».

ჩვენი დისკუსიის დღევანდელი სტუმარი კი პოლიტოლოგი და ექსპერტი სოსო ცინცაძეა, რომელმაც ერთერთმა პირველმა გაბედა და საზოგადოებას ხელშეკრულების პარაფირებასთან დაკავშირებით სიმართლე განუცხადა: «ევროკავშირში გაწევრიანება შორეული პერსპექტივაა. ჩვენ გვაქვს კონკრეტული საშინაო დავალება მოცემული. ეს არის თურქი მესხების ჩამოსახლებისა და სასამართლო რეფორმის საკითხები. არანაირი გარანტია იმისა, რომ ერთ წელიწადში აუცილებლად იქნება ხელმოწერილი ასოცირების შესახებ შეთანხმება, არ არსებობს. სულ რაღაც 15 დღის წინ ეჭვი არავის ეპარებოდა, რომ დღეს უკრაინაც მოაწერდა ხელს ასოცირების შესახებ შეთანხმებას. წინასწარ ნურაფერს დავგეგმავთ. პარაფირება, როგორც დიპლომატიური აქცია, დიდს არაფერს მოასწავებს. ეს არავითარი გარანტია არ არის და არავითარი იურიდიული ვალდებულება არ აუღია ევროკავშირს პარაფირებით». მან ასევე გაგვარკვია იმაშიც, გვექნება თუ არა ევროპასთან უვიზო ან გამარტივებული სავიზო რეჟიმი: «მიკვირს პატარა ხბოებივით აღფრთოვანებული პოლიტიკოსები, ენა რომ ებმებათ სიხარულისგან, რატომ არ აკეთებენ კომენტარს დიდი ბრიტანეთის პრემიერის _ დევიდ კამერონის ძალზე მწვავე და ჩვენთვის არცთუ სასიამოვნო განცხადებებზე. როდესაც მან თქვა, რომ უნდა გამკაცრდეს სავიზო რეჟიმი, ვინაიდან მთელი აღმოსავლეთ ევროპა გადმოსახლებულია ბებერ ევროპაშიო, კამერონმა თქვა, რომ  ბრიტანეთში უნდა გადმოსახლებულიყო 14 ათასი პოლონელი და 14 ათასის ნაცვლად 700 ათასი შემოვიდაო. ვკითხულობ: თუ პოლონელებს, ბრიტანელებს, ჩეხებს, რუმინელებსა და უნგრელებს არ უშვებენ, ქართველებს ვინ შეუშვებს

_ ბატონო სოსო, გაზეთ «საქართველო და მსოფლიოს» ფურცლებზე, უკვე რამდენიმე ნომერია, მიმდინარეობს დისკუსია თემაზე: გვინდა თუ არა ნატო. შეკითხვასაც პირდაპირ ასე დაგისვამთ: გვინდა თუ არა ნატო?

_ საუბარს ასე დავიწყებ: უნდივართ თუ არა ნატოს? დღესვე რომ გადაწყვიტოს ნატომ ჩვენი მიღება, რა თქმა უნდა, გვინდა და გვენდომება, მაგრამ ჩვენ თვითონ მზად ვართ ნატოსთვის? საქართველოში, თავიდანვე მახინჯ ფორმებში დაიწყო ნატოსთვის მზადება, ვგულისხმობ იმას, რომ კომპლექსურად არ დაიწყო ამაზე ზრუნვა. ჩვენ გვეუბნებიან, ქვეყანა ნატოში რომ შევიდეს, ამისთვის საჭიროა მხოლოდ ის, რომ გვყავდეს ევროპული ჯარი ნატოს სტანდარტებით, იყოს დემოკრატია, სასამართლო, არჩევნები ჩატარდეს და ა. შ. ოღონდ არავის უფიქრია იმაზე, რომ ახლა რუსეთის ბაზრის ათვისების ახალი ეტაპი იწყება. ჰიპოთეტურად დავუშვათ, რომ ჩვენ ნატოში შევედით, რუსეთმა ბაზარი ჩაკეტა და ეს ასეც იქნება, სად და რომელ ბაზარზე უნდა გავიტანოთ ჩვენი პროდუქცია? ყველას ვურჩევ, რომ საკითხის შესწავლა აქედან დაიწყოს.

ის, რომ დემოკრატია აუცილებელია, ამ ზღაპრების იმ ექსპერტებს სჯერათ, რომლებიც ბრიუსელში გასუქდნენ.

ნატოს აქვს ორმაგი სტანდარტი, ასეთი სტანდარტები აქვს ყველას. მსოფლიოში არ არსებობს სახელმწიფო, რომელიც თავის პრაგმატულ, სახელმწიფო ეგოიზმს უფრო მაღლა არ აყენებდეს, ვიდრე ფასეულობებისადმი ბრმა ერთგულებას. ორმაგი ინტერესი იყო, როდესაც თურქეთი ნატოში მიიღეს, რა იყო იმ დროს თურქეთი? ეს შეიძლება ჩვენმა ბევრმა ექსპერტმა არც იცის, რადგან თითოეულ მათგანს სამ-სამჯერ აქვთ პროფესია შეცვლილი. ვილაპარაკოთ თუნდაც მაკედონიაზე, საქართველოზე წარმატებულია დემოკრატიის თვალსაზრისით? არა, უბრალოდ, ნატოს თავის რიგებში ჩვენი მიღება არ სურს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი ელცინის რუსეთის დროს მიგვიღებდნენ.

_ ნატოში ჩვენი არმიღების მიზეზი ტერიტორული პრობლემაა?

_ არავითარი ტერიტორია. როდესაც ნატოს დასჭირდა, უნგრეთისა და რუმინეთის მიღება, წუთში ათქმევინეს უარი ტერიტორიებზე.

ჩვენი ქვეყნის «კეთილისმსურველ» ექსპერტებს, როგორც ჩანს, კარგად არ აქვთ წაკითხული ნატოს წესდება, რომელშიც გარკვევით წერია, რომ ნატოს წევრობისთვის შემაფერხებელი შეიძლება იყოს მეზობელთან სასაზღვრო დავა, რაც ჩვენ არავისთან არ გვაქვს, მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანთან საზღვარი დაუდგენელია. ერთი და ყველაზე მთავარი ფაქტორი რუსეთია. ჩვენ ნატოში არავინ მიგვიღებს. წლები გავა და სულ გვეტყვიან, რომ ჯერ ასპირანტები ვართ, მერე დოქტორანტები გავხდებით, პროფესორობასაც და აკადემიკოსობასაც მივაღწევთ, მაგრამ ნატომდე ვერასოდეს მივალთ. ნატოს 1949 წლის დოკუმენტში ტერმინი «მაპი» საერთოდ არ არსებობს, ეს შემდეგ მოიგონეს, ისევე, როგორც ევროკავშირის წესდებაში არ არსებობს სიტყვა «ასოცირებული», ამას ხელოვნურად იგონებენ, რომ პროცესები შეაფერხონ, გღებულობ, მაგრამ არ გღებულობ, იმიტომ, რომ მოლოდინში გამყოფონ და სხვაგან არ წახვიდე.

ფაქტია, რომ სანამ რუსეთი ასეთია, ნატოში ვერ შევალთ, მაგრამ, თუ რუსეთში რაიმე შეიცვალა, ნატო აღარც დაგვჭირდება. რატომ არ ინტერესდებით ჟურნალისტები გერმანიის ელჩის ინტერვიუთი, რომელიც საკმაოდ სკანდალური იყო. მან პირდაპირ განაცხადა: ჩვენ თქვენი გულისთვის რუსეთთან ომს არ დავიწყებთ. რუსეთი იქცა ევროპული პოლიტიკის შემადგენელ ნაწილად. ამას ხუთჯერ პროფესიაშეცვლილ ექსპერტებს ვერაფრით გავაგებინებ. რუსეთი ასჯერ მნიშვნელოვანია ევროპისთვის, ვიდრე საქართველო, ამიტომ ჩვენი ევროპასთან და ნატოსთან ინტეგრაცია სრულიად გამორიცხულია.

თუ ჩვენ ასე გვაინტერესებს ევროპა, ნატო და მათი მხარდაჭერაც გვჭირდება, ჩვენი აღმასრულებელი ხელისუფლება დიპლომატებად დილეტანტებს რატომ აგზავნის?! იქნებ ვინმემ მითხრას, ვინ არის ის ქალბატონი სირაძე-დელონი? რა დამსახურებისთვის გახდა ის ელჩი და როდის  გახდა ნატოსა და ევროპის სპეციალისტი? ის პოლიტიკოსები, რომლებმაც სირაძე-დელონის ელჩობას მხარი დაუჭირეს, მართლა ფიქრობენ, რომ ასეთი დილეტანტი თუნდაც ერთი ნაბიჯით მაინც წაწევს წინ საფრანგეთის ჩვენდამი მხარდაჭერის პროცესს? ხშირად მიჩნდება ეჭვი, რომ ჩვენმა პოლიტიკოსებმა ბრწყინვალედ იციან, რა შანსები გვაქვს.

_ თუ ყველაფერი კარგად იციან, მაშინ რაში სჭირდებათ ჩვენს პოლიტიკოსებს აბსურდული გზით სიარული?

_ საქართველოში ჩამოყალიბდა პოლიტიკოსების, პარლამენტარების პრივილეგირებული «კასტა», რომლებიც თვეში ორჯერ-სამჯერ გადასახადების გადამხდელთა, ანუ ჩვენს ხარჯზე, ძალიან კომფორტულად მოგზაურობენ ბრიუსელში, სტრასბურგში… დაინტერესდით ჟურნალისტები და ნახეთ, თუ არსებობს ისეთი დღე, რომ 150-ვე დეპუტატი იჯდეს პარლამენტის სხდომაზე ან ყველა მინისტრი ერთდროულად თბილისში იმყოფებოდეს. დაითვალეთ, რამდენ დღეს იმყოფებოდნენ თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში.

_ ეს წინა ხელისუფლების დროს იყო, ახალი ხელისუფლების დროსაც ასე ხდება?

_ დღესაც ასე ხდება. დაუთვალეთ ალასანიას, რამდენი დღე იყო სულ თბილისში? ყველა მთავრობისთვის ნატო კომფორტია.

მოკლედ, ნატო ჯობია უნატოობას, მაგრამ, თუ ნატო «ქოლგად» არ გვექცევა, მაშინ რად გვინდა? უბრალოდ, არ მესმის, რატომ მივისწრაფვით მისკენ? რაც შეეხება გასაჭირში ევროპის დახმარებას, ჩვენ ეს უკვე დავინახეთ.

რუსეთი დიპლომატიურ საკითხებში გამარჯვებას გამარჯვებაზე აღწევს, ხოლო ევროპა უკრაინას როგორ დაეხმარა, ვხედავთ. ეს ყველაფერი ხომ ჩვენ თვალწინ ხდება. ქართველებს რაც გვაკლია, პრაგმატიზმია.

საკითხის ასე დასმა «გვინდა თუ არა ნატო?» სწორად არ მიმაჩნია, საკითხი ასე უნდა დაისვას: ნატოში გაწევრიანების რა პერსპექტივები გვაქვს?

_ უნდა ჩატარდეს თუ არა ქვეყანაში ხელახალი პლებისციტი ნატოში შესვლაარშესვლასთან დაკავშირებით და ხალხის რა რაოდენობა დაუჭერს მხარს ნატოში გაწევრიანებას?

_ მაჩვენებელი ისეთი მაღალი აღარ იქნება, როგორიც იყო 2008 წელს, მაგრამ ცოტაც არ იქნება. როდესაც ქვეყანაში ცუდ ტონად ითვლება, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენო ნატოში გაწევრიანების პერსპექტივა, როდესაც ამ საკითხზე შენი მოსაზრების გამო შეიძლება ჯვარს გაცვან და ანათემას გადაგცენ, ასეთ ვითარებაში ბრმად იტყვიან, რომ ნატო უნდათ, მაგრამ, თუ ჰკითხავ, _ რატომ უნდათ ნატო, პასუხს ვერ გაგცემენ. ისე, საინტერესო იქნებოდა, პლებისციტი ასეთი ფორმით ჩატარებულიყო: რატომ გვინდა ნატოში შესვლა? დარწმუნებული ვარ, ყველა ერთ პასუხს გასცემს: _ იმიტომ, რომ რუსეთისგან თავი დავიცვათ.

სიტყვის თქმის უფლება აუცილებლად უნდა მიეცეთ იმ ადამიანებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ ნატო რუსეთისგან ვერ დაგვიცავს. ნატო სამხედრო ორგანიზაციაა, ეს არ არის საქველმოქმედო ორგანიზაცია და არც წითელი ჯვარი. მან ჩვენი გულისთვის უნდა იომოს, მაგრამ იომებს? ნატომ გვითხრა: თქვენ მაშინ შეძლებთ ჩვენს რიგებში შემოსვლას, როდესაც საფრთხეს თავადვე გაანეიტრალებთო, მაგრამ საჯაროდ და სახალხოდ ამას ასე ფუთავენ: როდესაც გექნებათ დემოკრატია, ნატოს წევრები გახდებით. მსოფლიოში იდეალური სახელმწიფო არ არსებობს, ამიტომ ბრიუსელს სულ ექნება სათქმელი, რომ დიდი გზა გავიარეთ, მაგრამ უფრო მეტი გასავლელი გვაქვს. რასმუსენმა, ორთვე-ნახევრის წინ თბილისში რომ იყო, თქვა: _ თქვენ ბევრი გააკეთეთ ნატოში შესასვლელად, მაგრამ კიდევ ძალიან ბევრი გაქვთ გასაკეთებელიო. რასმუსენის გამოსვლაში «ძალიან» საკვანძო სიტყვა იყო, მან ამით თავი დაიზღვია, მაგრამ ამაზე ყურადღება არავინ გაამახვილა. 2015 წელი ახლოვდება, ნატოს გაფართოების სამიტი. გახსოვთ, ალბათ, ლისაბონის სამიტის შემდეგ სააკაშვილმა თავდაჯერებით განაცხადა, რომ 2015 წელს ნატოს საბაბი აღარ ექნება, ჩვენ უარი გვითხრასო. ეს წელიც ახლოვდება, ისინი კი საბაბს ეძებენ უარის სათქმელად.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

 

1 COMMENT

  1. სრული ჭეშმარიტებაა რასაც ბატონი ცინცაძე გვეუბნება, ამის შესახებ უფრო ადრე უნდა ეთქვა მას და ყველა პროგრესულად მოაზროვნე პოლიტოლოგ=ანალიტოკოსს.
    სამწუხაროდ ნატოზე და ევროკავშირზე პროპაგანდა და პიარი მხოლოდ ხელისუფლებაში მყოფ პირებს აწყობთ თავიაანთი პოზიციების გასამყარებლად და მილიონების დასაგროვებლად საკუთარი ხალხის დაყაჩაღება—დაბეჩავების ხარჯზე!!!

  2. ევროკავშირი ქვეყნებს თვითონ ირჩევს თანამშრომლობისთვის იმის მიხედვით თუ რა სარგებლობას მოუტანს ეს ქვეყნები მას!
    ჰოლანდი ჯარისკაცებს აგზავნის მალიში იმიტომ, რომ მილიონებს იღებს საფრანგეთი ამ სამხედრო სამსახურისთვის.
    უკრაინისთვის კი თავაზიანი მხარდაჭერა გამოთქვა,ისიც იმიტომ რომ რუსეთისთვის მიენიშნებინა უკრაინელებს ურჩევიათ იყვნენ ევროპის მონები ვიდრე რუსეთის!
    ასევე ჩვენთვისაც არ იშურებენ თავაზიან მხარდაჭერას და ამით მთავრდება ყველაფერი.

  3. ოქტომბრის რევულუციის შემდეგ და გაკულაკების შემდეგ, წესით სიღარიბე აღარ უნდა ყოფილიყო. რამდენი წელი დაგვჭირდა, რომ გაგვეგო ლენინის მთავრობის და შემდგომი მთავრობების ლოზუნგების სიცრუე.არამარტო სიღარიბის სიღატაკის ჭაობშია ქვეყნები ჩაფლული!
    ასევეა ნატოზე და ევროკავშირზე ცრუ პიარი!
    მანამ, სანამ ძველი და ახალი მთავრობის ზოგიერთი წარმომადგენლები ხალხს ნატოზე ეიფორიაში ამყოფებენ, შეხედეთ ეს მინისტრები როგორ ცხოვრობენ,როგორი ხელფასი აქვთ და მუდმივად როგორ მოგზაურობენ,მაშინ როცა ხალხს შიმშილში სული სძვრებათ და ბევრმა ისიც არ იცის რომ ნატო(პიარი ნატოზე) უფრო გაჭირვებას მოუტანს ხალხს!!!ხოლო საუკეთესო ცხოვრებას ამ ცრუ მინისტრებს!!!

  4. 60-იანი წლებიდან მოყოლებული,ნელსონ მანდელა როცა საკუთარი ხალხის ინტერესებისთვის და სეპარატიზმის წინააღმდეგ იბრძოდა,იმ პერიოდში მარგარეტ ტეტჩერი და ევროპის ზოგიერთი არამზადა პოლიტიკოსი ტერორისტს ეძახდნენ მას.
    დღეს საქვეყნოდ აღიარებული გმირია მანდელა არამარტო თავის ქვეყანაში არამედ მთელ მსოფლიოში.
    იძია თუ არა შური მანდელამ 27 წლის პატიმრობის შემდეგ იმ რასისტ თეთრკანიანებზე რომლებმაც სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს მას???.
    ა რ ა –მასაც კოაბიტაცია შესთავაზეს იმ პერიოდში და მანდელაც დათანხმდა!

  5. _„ უნდა ჩატარდეს თუ არა ქვეყანაში ხელახალი პლებისციტი ნატოში შესვლა-არშესვლასთან დაკავშირებით და ხალხის რა რაოდენობა დაუჭერს მხარს ნატოში გაწევრიანებას?“—აი ეს კითხვა ეკა ნასყიდაშვილს უკვე აღარ უნდა დაესვა,რადგან ელემენტარული თვითონ კორესპონდენტმა ვერ გაიგეო.
    ნატოში შესვლა-არშესვლის საკითხი ყოველთვის პიარი იყო და ეს საკითხი მხოლოდ საქართველოში ბრიყვი ხალხის თავებშია.
    მილიონებია გადახდილი იმისათვის რომ საზღვარგარეთელ პოლიტიკოსებს ეს დაპირების სახით თქვენს ყურამდე მოეტანათ.
    განა ასე ძნელია ეს გასაგებად?!!!

  6. რატომ ცხოვრობენ ევროპასი ჩვენზე უკეთესად?–იმიტომ, რომ იქ ხელისუფლებაში მოსულმა ფუნქციონერებმა იციან– მათი მოვალეობა ხალხის სამსახურშია და არა ხალხის დაყაჩაღება, ხალხის ფულის ხარჯზე საკუთარი კეთილდღეობის აშენება,ისე როგორც საქართველოში ხდებოდა უწინაც და სამწუხაროდ დღესაც ხდება!!!
    დააკვირდით კარგად,შევარდნაძემდე, შევარდნძის დროინდელი და შემდგომი სახელმწიფო აპარატურა,თავის მინისტრებიანად.
    როგორ ცხოვრობენ ისინი სანამ ხელისუფლებაში არიან და მას შემდეგ როცა აღარ არიან ხელისუფლებაში.
    ისინი დალხინებული ცხოვრებით ცხოვრობენ და იმდენი მოიპარეს თავიაანთი არამზადა, უტიფარი მოღვაწეობის მანძილზე,რომ მათი შვილები და მთელი შთამომავლობა უზრუნველად ცხოვრობენ!!!

  7. ისინი ვინც ამბობენ–„მე მინდა ნატო“ და ისინი ვინც ამბობენ–„მე არ მინდა ნატო“, ორივე ერთნაირად გულუბრყვილოები არიან, რადგან ნატოში შესვლას ჩვენ არ ვწყვეტთ და ჩვენს გვინდა-არ გვინდას არავინ უყურებს!
    ევროპელებს კი ნატოში და ევროკავშირში ის ქვეყნები შეჰყავთ რომლებიც თვითონ აწყობთ.
    იმ ბრიყვი ადამიანების მოწოდება-ჩვენი გეოპოლიტიკური მდგომარეობა აინტერესებთ მათ–მხოლოდ ილუზიაა,რადგან ევროპაც და ამერიკაც ევროკავშირში შეუსვლელად კარგად სარგებლობენ ჩვენი ტერიტორიებით, უბრალო დაპირებების ხარჯზე და სოროსის მიერ გაცემული ფულის ხარჯზე.

  8. მანამ,სანამ ნატოზე შემოგდებულ თემაზე ნახევარი საქართველო ოცნებობს,ხოლო დანარჩენი ნახევარი დაკავებულია რომ ერთმანეთს დაუმტკიცოს ნატოს თემის სიცრუე=სიმართლე, ხშირად მზად არიან ერთმანეთს ყელშიც სწვდნენ, ამასობაში მთავრობის და პარლამენტის წევრები ცხოვრობენ გაზრდილი ხელფასებით, საზრვარგარეთ მოგზაურობენ და უზრუნველად ერთობიან ხალხის ფულებით!!!
    ისიც არ აინტერესებთ ხალხი რას ფიქრობს, ან ხალხს რა უჯდება მათი უნამუსო ტყუილები!!!თვითონ ხომ კარგად არიან, თავიაანთი ოჯახებით და ახლობლებით,მთავარი ესაა მათთვის!!!
    წყეული იყოს ყველა ის არამზადა ვინც თავის ხალხს სიცრუეში აცხოვრებს და თვითონ თავის ამბიციებში ცხოვრობს!

  9. სამწუხაროდ,ჩვენი მინისტრები ხალხის მოტყუებაში იღებენ დღეს ხელფასებს.რაღა თქმა უნდა, პეტრიაშვილმა რომ გამოაცხდოს,რომ ეს შესაძლო გაწევრიანება წინა ხელისუფლების დაწყებული სიცრუე იყო,მაშინ,ეს სიყალბის მინსტერიალი უნდა დაიხუროს და მან კი სამუშაო დაკარგოს!!!

    რას წერენ ევროპელები ჩვენს შესახებ ასოცირებასთან დაკავშირებით, რომელიც შ ე ი ძ ლ ე ბ ა ხელმოწერილი იქნას 2020 წელს,რაც არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს გახდე ევროკავშირის წევრი ქვეყანა!!!-OTAN-UE:GEORGIE,quel calcul? Par Pierre VERLUISE–"Certains Géorgiens rêvent cependant d’une adhésion à l’Union européenne à l’horizon de la décennie 2020,mais pour l’heure le propos vise un Accord d’Association(AA)"–

    რატომ უნდა ეძებოთ სიმართლე გერმანელ დიპლომატებთან, ვინაიდან მათი კორუმპირება არც ისე ადვილია, როგორც ზოგიერთი ევროპელი ლობისტის,ისინი დისციპლინირებულები და რეალისტები არიან და არასდროს დათანხმდებიან რუსეთის წინააღმდეგ არავითარ ქმედებას,მათი ეკონომიკა (70%)დაქვემდებარებულია რუსეთის Gazprom-ზე!!!–

    კიდევ რამდენი წელი უნდა დავრჩეთ გაბრიყვებულები ჩვენი კორუმპირებული პოლიტიკანების და პოლიკარდების ხელში?!!!—ისინი სარგებლობენ ხალხის სასოწარკვეთილი მდგომარეობით.თვითონ კი თავს კარგად გრძნობენ თავს ასოცირების ხელის მოწერის ან არმოწერის შემთხვევაშიც. მათ აქვთ პრივილეგირებული ხელფასები,სამუშაო ვიზიტები ევროპაში და ამერიკაში!

    გერმანიის ელჩი – თქვენ ვერ გახდებით ნატოს და ევრ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here