Home რუბრიკები საზოგადოება ამერიკული პოლიტიკური კურსის დაისი საქართველოში

ამერიკული პოლიტიკური კურსის დაისი საქართველოში

603

საქართველოს დღეს არ გააჩნია იმის ფუფუნება, რომ არ გაითვალისწინოს მსოფლიოში  მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და არ გაისიგრძეგანოს ყველა შესაძლო ვარიანტი, თუნდაც პესიმისტური, რომელთა გააზრება რეალურად მოგვცემს საშუალებას, გამოვნახოთ მცირე ერის დედამიწაზე არსებობისთვის საჭირო თუნდაც მინიმალური პოლიტიკური სეგმენტი და მსოფლიო ხალხთა ოკეანეში მყარად, შედარებით უპრობლემოდ დავმკვიდრდეთ, რაც უკეთეს შედეგს მოგვიტანს, ვიდრე დღევანდელი რეალობაა, რომელიც გადაშენების მუდმივად  შიშის ქვეშ ცხოვრებას გულისხმობს და მეტს არაფერსყოველივე ეს კი იმის გარანტია იქნება, რომ შეიცვლება სააკაშვილის მთავრობის მიერ ვითომდა დემოკრატიის მანტიით შემოსილი, ძალად თავს მოხვეული, ქართული სულისთვის მიუღებელი ნეოლიბერალიზმის ტრანსფორმირებული მოდელი, რომელიც ხორცშესხმაა ფულხენსიო ბატისტას ცნობილი მოწოდებისა: «მეგობრებს _ ყველაფერი, დანარჩენებსკანონი!».

 

კანონი კი ისეთი დრაკონულია, რომ მასთან ჭიდილში კანონიერად ვერაფერს გახდები და, ჩვენი აზრით, ამ რეჟიმის იგნორირებით ნაწილობრივ მაინც კომპენსირებული იქნება ის ზიანი, რომელიც წინა ხელისუფლების სისტემურმა დანაშაულებრივმა რეჟიმმა გვისახსოვრა, რაც, საბოლოო ჯამში, თავისი არსით მაჩანჩალა ლიბერალების როლში ყოფნას გამორიცხავდა, რომელშიც ახლა ვიმყოფებით, რადგანაც ქართული საზოგადოებრიობა მხოლოდ ერთ საკითხში დავემსგავსეთ მათ (ლიბერალებს), ესაა მხოლოდ თავისიანების გამდიდრება.

ყოველივე ზემოთ თქმული, ბუნებრივია, სრულებითაც არ მოასწავებდა და ვერ მოიტანდა ქართული პოლიტიკური ეგოცენტრიზმისა და დაუნდობლობის სამყაროს დასასრულს, _ პირიქით, ხოლო ამერიკელთა მიერ თავსმოხვეული .. კოჰაბიტაცია მეტი არაფერია, თუ არა გაახანგრძლივოს დამკვიდრებული ამორალიზმი ქართულ პოლიტიკაში და ქვეყანაში რეალურ მეორე პოლიტიკურ ძალად გახადოს  «ნაციონალები», ამით კიდევ უფრო შორს გადასწიოს კომუნიზმის ჯერ კიდევ შემორჩენილი ოცნება – სოციალური სამართლიანობა ხელს უწყობდეს ნამდვილი დემოკრატიის დამკვიდრებას და «ნაციონალებს», თუნდაც საკუთარ შეცდომებზე ჭკუანასწავლებს, დაუტოვოს იმედი ხელმეორედ ხელისუფლების სათავეში მოსვლისა, რაც ბუნებაში უნდა გამოირიცხოს.

მმართველი პოლიტიკური ძალა «ქართული ოცნება» ხელისუფლების სათავეში მოიყვანა «ნაციონალური მოძრაობის» მიერ დაშვებულმა უხეშმა და, უმრავლეს შემთხვევაში, დაუნდობელმა შეცდომებმა. არავის აქვს იმის ილუზია, რომ მანამდე, ე.წ. ვარდების რევოლუციამდე არსებული ვითარება კარგი იყო და არ საჭიროებდა შეცვლას, მაგრამ ცვლილება უკეთესობისკენ უნდა წასულიყო და არა უარესობისკენ. დანაშაულობათა სამყაროს წინააღმდეგ წარმართული ე.წ. «ნულოვანი ტოლერანტობა» მაშინ მოიტანდა სათანადო შედეგს, თუკი საბოლოოდ ამოიკვეთებოდა ქურდული მენტალიტეტი და იგი არ ჩანაცვლდებოდა «ნაციონალური მოძრაობით».

რა შეიცვალა უბრალო მოკვდავისთვის? არაფერი, იყო ერთი, ჩაენაცვლა მეორე, თანაც უფრო მეტად დაუნდობელი და დაუსჯელობის სინდრომით შეპყრობილი, უპროგნოზო ქცევების მქონე, ვოლუნტარისტი, ბელადომანიით დაავადებული პრეზიდენტით სათავეში, რომლისთვისაც მიუღებელი იყო ნებისმიერი ზესამართლიანი შენიშვნაც კი და მთელი მისი პოლიტიკური სპექტრი მარტო იმის მცდელობაში იყო, რამენაირად გაეპიარებინა და გაემართლებინა მისი ნებისმიერი საქციელი, რაც უნდა უზნეო და მიუღებელი ყოფილიყო იგი, თუნდაც ამას  შეწირვოდა ასობით და ათასობით ოჯახის კეთილდღეობა; ანუ სახეზე გვყავდა ნეოლიბერალი პოპულისტი პერუს პრეზიდენტ ალბერტო ფუხიმორის ასლი, რომელმაც ათ წელზე უფრო მეტ ხანს აშანტაჟა და ძარცვა საკუთარი ხალხი თაღლითური მეთოდებით, გაყალბებისა და შანტაჟის გზით (რა ნაცნობი სიტუაციაა ჩვენთვის), ორგზის მოუგო არჩევნები «სიკვდილის ესკადრონების» ავტორს, ნობელის პრემიის ლაურეატს _ მარიო ვარგას ლიოსას და ასევე, ოპოზიციის წინააღმდეგ პოლიციური მანქანის გამოყენებით, მას კონკურენცია ვერ გაუწია გაეროს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა _ პერეს დე კუელიარმა.

თუკი საქართველოს პრეზიდენტს გვერდს უმშვენებდა «სახელმწიფოს ხერხემლად» წოდებული, აწ უკვე მისგანვე განწირული და ახალი მთავრობის მიერ საპატიმროში გამომწყვდეული შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ივანე მერაბიშვილი (რომელიც, ბოლო დროს მიმდინარე პოლიტიკური თამაშების წყალობით, შესაძლოა, ისევ აქტიურად დაუბრუნდეს «ნაციონალური მოძრაობის» გენერალური მდივნის თანამდებობას), პერუშიც ანალოგიური სიტუაცია იყო, ალბერტო ფუხიმორის დასაყრდენი იყო ვლადიმიროს მონტესიოსი, ასევე შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც იწერდა ყველაფერს კასეტებზე და სჯიდა განსხვავებული პოლიტიკური იდეების მატარებელ ინტელიგენციას. ანუ რა მივიღეთ? _ არაფერი განსხვავებული, სახელმწიფო მოდელი მოპარული აღმოჩნდა პერუელებისგან და გადმონერგილი საქართველოში. თუკი ადრე თავნებობდა ქურდული სამყარო, რომლის წინააღმდეგ მიმდინარეობდა შერჩევითი  ბრძოლა მხოლოდ იმათ დასასჯელად, ვინაც სააკაშვილს ოპოზიციაში ყოფნისას მხარი არ დაუჭირეს, რეალური ბრძოლის შედეგად ისინი განდევნილი იქნენ ქვეყნიდან და სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზეც გაგრძელდა მათ წინააღმდეგ ერთობლივი სადამსჯელო ოპერაციები (გაიხსენეთ ესპანეთის, საფრანგეთისა და საბერძნეთის პოლიციასთან საქართველოს შსს თანამშრომლობის შედეგად დაპატიმრებული და საქართველოში ექსტრადირებული პირები, რომელსაც საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ ბრალს სდებდნენ წინასწარ სპეციალურად შერჩეული სახელმწიფო მბრალმდებლები _ ახალგაზრდა გოგონები, რითაც ხდებოდა მათი, როგორც ქურდული სამყაროს წარმომადგენელთა, გეგმაზომიერი დამუშავება, რომელიც იწყებოდა შეურაცხყოფით, რადგან არამარტო ქურდული, არამედ აზიური ტრადიციული მენტალიტეტის შედეგად მიუღებელი იყო მსგავსი რამ: ოფიციალური ქურდული სამყაროს წარმომადგენელს აპატიმრებს და ბორკილებს ადებს ქალი, თანაც პატარა გოგონა, რაც კავკასიელისთვის ოდითგანვე დიდ შეურაცხყოფად ითვლებოდა, მაგრამ აქვე მინდა აღვნიშნო, რომ სახელმწიფოს მხრიდან ამგვარ ქმედებებს სრული გაგებითა და ტოლერანტობით შეხვდა ჩვენი საზოგადოება, რადგან მათთვისაც მიუღებელი იყო ის უკანონობანი, რომელთაც ისინი სჩადიოდნენ), ანდა იქნენ გამომწყვდეულები და ცოცხებით ნაწამები საპატიმროებში.

ამას დაემატა საკანონმდებლო, სასამართლო და აღმასრულებელ ხელისუფლებაში მოკალათებული ჩინოვნიკების არნახული თავგასულობა და ელიტური კორუფცია, რაც გამოხატული იყო კლანური და ძირითადში პარტიული ნიშნით გამორჩევასა და უნარზე, ზემოქმედება მოეხდინათ თვით სასამართლო გადაწყვეტილების ბედზეც კი. არაერთი სასამართლო განაჩენი გაუქმებულა და აღსრულების სტადიიდანაც კი მოხსნილა, თუკი მაღალი რანგის ჩინოვნიკი ჩაერეოდა და მოთხოვდა პოლიტიკური რეჟიმის ჯიბის მოსამართლეებს საქმის თავიდან შეკერვას (სხვა სახელს ასეთ ქმედებებს ვერ დავარქმევთ), რა თქმა უნდა, ისეთი თეთრი ძაფებით, რომ ბრმაც კი დაინახავდა, რამაც კიდევ უფრო გააღიზიანა და კრიტიკული გახადა ჩვენი საზოგადოება.

(თქვენს ყურადღებას არ გადავღლით იმ უბრალო სტატისტიკითაც კი, თუ რამდენმა დაზარალებულმა მიმართა სტრასბურგის სასამართლოს ამ ბოლო ათი წლის განმავლობაში და არც თუ უსაფუძვლოდ; არაფერს ვამბობთ საქართველოს პროკურატურასა და უზენაეს სასამართლოში 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ სამართლიანი განაჩენის მომლოდინე ათიათასობით საჩივარზე, რომელთა უკან ასიათასობით ადამიანი დგას!).

სწორედ ამიტომ მინდა მივმართო ხელისუფლებაში მმართველი პარტიის როლის პრეტენზიის მქონე «ქართულ ოცნებაზე» ტკიპასავით აკიდებულ რესპუბლიკელებს, რომ არაა ჩვენთვის მისაღები ძველი პოლიტიკური რეჟიმის წარმომადგენელთა მიერ ჩადენილი დანაშაულების პატიება.

«წარსულის წარსულში დატოვების» პრინციპმა ლათინური ამერიკისა და აფრიკის ქვეყნებში კი გაიარა აპრობაცია, მაგრამ უშედეგოდ; ის არის პრინციპულად ანტიდემოკრატიული, რადგან დანაშაული დაუსჯელი რჩება და ყოფილი ჩინოვნიკი კანონზე მაღლა მდგომი გამოდის, რაც ადვილი შესაძლებელია, მომავალი დესტაბილიზაციის წყარო გახდეს. თანაც ეს ცუდი მაგალითია ამჟამად ხელისუფლებაში მოკალათებულ მოხელეთათვის, რომელთაც დაუკარგავს მსგავს სურვილს და ერთგვარ პრევენციულ ღონისძიებად გადაიქცევა. ამიტომ დამნაშავეთა დასჯისა არ უნდა ეშინოდეს ხელისუფლებას, რაც უნდა გამოგონილი პოლიტიკური სარჩული დაუდონ მას. სულიერად და ზნეობრივად გაკოტრებულ და საკუთარი ხალხისგან მოძულებულ «ნაციონალურ მოძრაობას», გარდა იმისა, რომ დაჩაგრულის მანტია მოისხას, არ დარჩა სხვა კოზირი. სხვათა შორის, სწორედ ასეთი მანტიის წყალობით მოახერხა სააკაშვილმა ხელისუფლების სათავეში მოსვლა ამ ათი წლის წინ, ამიტომ ზოგიერთი ევროპელი დეპუტატისა და ამერიკელი კონგრესმენის აღვირახსნილ ლაშქრობას ქართული სამართლიანობის წინააღმდეგ უსიამოვნო სუნი ასდის და საფუძვლიან ეჭვს ბადებს მათი კორუმპირებულობის თაობაზე. ძალიან ბევრი საუბარი მიმდინარეობს .. ატკატების შესახებ, რომელიც ასევე .. გრანტიჭამია «ნაციონალებისთვის» შეიძლება იყოს დამახასიათებელი, ამიტომ გრანტების გამცემ დონორ ორგანიზაციასთან დაკავშირებულ პერსონებს დასავლეთში უფრო მეტი თავშეკავება და ზომიერება მართებთ პოზიციების დაფიქსირების დროს.

უნდა გამოვყო ელიტური კორუფციის თემა. ეს ისეთი საკითხია, რომელიც საბოლოოდ ფარდას ხდის სააკაშვილის რეჟიმის «სიფარჩაკეს», ეს ხომ მისი ერთ-ერთი საყვარელი ტერმინია. მთელი ამ დროის განმავლობაში არაერთგზის გაგვიგონია სამთავრობო სატელევიზიო არხებისგან, რომ დაამარცხეს კორუფცია. ეს ისეთივე ბლეფია, როგორც ქურდული სამყაროს დამარცხება. რა მნიშვნელობა აქვს ჩვეულებრივი მოკვდავისთვის, თუ ვისგან აიტანს უსამართლობას _ ჩვეულებრივი კანონიერი ქურდისგან, რომელიც საბჭოთა სასამართლო სისტემის ნაციონალების ანალოგიური უსამართლო ქცევების გამო საზოგადოებისგან აღიქმებოდა სამართლიანობის სიმბოლოდ და დაჩაგრული ადამიანები, სამწუხაროდ, მისგან (ქურდისგან) მოელოდნენ შველას. აქ კი უარესი მივიღეთ, არავინ დარჩა სამართლის გამჩენი, ხოლო პრეზიდენტი თავის თავაშვებულობითა და არაორდინალური ქცევებით მოსაბეზრებელი გახდა და ყელში ამოუვიდა საზოგადოებას.

ანალოგიური რამ შეიძლება ითქვას კორუფციის დამარცხების თაობაზეც. «ნაციონალური მოძრაობის» მიერ აპრობირებული ქართული ნეოლიბერალიზმის მოდელი ყველა დონეზე და ასპექტში მოიცავდა ქრთამის შეფარვით აღებას. თუ სოციალურად დაუცველი არ იყავი, სახელმწიფო ორგანოსგან უფასოდ, ანუ უქრთამოდ, ოფიციალურ თუ საფინანსო ხასიათის დოკუმენტს ვერ აიღებდი. ეგ კი არა და დასაფლავების ხარჯებსაც კი, მარტო საფლავის გაჭრა 150 ლარი ღირდა. არაფერს ვამბობთ სხვა ხარჯებზე, არავინ გაიღებდა, მაგრამ მას არ ერქვა ქრთამი, ეს იყო გადასახადი, რომელიც ბანკში უნდა შეგეტანა და რომლის ბედს, როგორც ქრთამისას, არც არავინ დაგანახვებდა; თანაც ბანკი, თავის მხრივ, სამომსახურეო საურავს ამატებდა 1 ლარს და ამით კიდევ უფრო უძნელებდა ყოფას ჩვეულებრივ მოკვდავს.

როგორი «გამჭვირვალეც» იყო პოლიციის შენობა იქ მიმდინარე მოვლენებით, ასეთივე იყო ბანკი და ნებისმიერი ორგანიზაციის საფინანსო განყოფილება. ერთი რამ «ნაციონალების» ნამოქმედარი დადებითად შეიძლება შეფასდეს, ესაა ყველაფრისგან ფულის გამოდნობის უნარი, ნებისმიერი სფეროს რენტაბელურ რეჟიმში გადაყვანა. მოგების ნახვა ძალიან კარგია, მაგრამ არა სოციალურად, მატერიალურად და სულიერად გაბანკროტებული ისეთი საზოგადოებისთვის, როგორშიც აღმოვჩნდით. ხელისუფლება დღითიდღე მუდმივად უჭერდა მარწუხებს, ზრდიდა გადასახადებს სოციალურ-კომუნალურ სფეროზე თუ ყოველდღიური მოხმარების საქონელზე, ხოლო ხელფასებისა და პენსიების მიზერული მატება ვერაფერი შეღავათი იყო, რითაც კიდევ უფრო გაღრმავდა სოციალური უთანაბრობა, მაგრამ ჯანდაცვისა და განათლების სფეროს ამავე რანგში აყვანამ კიდევ უფრო თვალში საცემი გახადა ეს პრობლემა. მოხდა განათლების სისტემის ისეთი რეორგანიზაცია (ფაქტობრივად, მოსპობა, აბა, რა შეიძლება ეწოდოს სკოლებში მანდატურის ინსტიტუტის დანერგვას, თუმცა ისიც კარგად გვესმის, რომ მათთვის სწორი პოზიციების მინიჭების შემთხვევაში, ანუ საზოგადოებრივი წესრიგის დამყარების ამოცანის, სკოლებიდან ქურდული მენტალიტეტის ჩანასახის, ე. წ. მეთვალყურეთა ამოძირკვისა და არა მისთვის პოლიტიკური პოლიციის ფუნქციის მინიჭების, რომელიც მიზნად ისახავდა საჯარო სკოლებიდან განსხვავებული პოლიტიკური აზრის მქონე პედაგოგთა დათხოვნას, დირექციის ფუნქციების ანულირებას, მოსწავლეთა დაუსჯელობის სინდრომით აღჭურვას და მათ «მოენეებად» გადაქცევას; ანუ მოსწავლემ ისეთი თავისუფლება მიიღო, რომ მას საერთოდ არ აწუხებდა უმთავრესი, სწავლება და მისი ხარისხი, როდესაც ხელისუფლებამ და ჩვენ შემთხვევაში განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ დაუშვა არაერთი პრეცედენტი, მოსწავლის მიერ დაბეზღებული პრინციპული და პროფესიონალი მასწავლებლის საჯარო სკოლიდან დათხოვნის თაობაზე, რომელმაც მას, გათავხედებულ და უზრდელ მოსწავლეს, შესაძლოა, უხეში ფორმით, იმიტომ, რომ სხვა გამოსავალი არ დაუტოვა, მოუწოდა წესრიგისკენ და დავალების შესრულებისკენ. რა რეფორმაზე და წარმატებებზეა საუბარი? პირიქით, მიმაჩნია, რომ ეგ იყო წინასწარგანზრახული, მომავალი თაობის გეგმაზომიერი, გონებრივი დაკნინებისკენ მიმართულ ღონისძიებათა კასკადი, რომელსაც საბოლოო ჯამში მორჩილი და მთავრობის ნება-სურვილის  ბრმად შემსრულებელი, გონებრივად დაკნინებული მომავალი თაობის აღმზრდელი მასწავლებელი-სუროგატი მიეღო და არა თავისუფალი აზროვნებისა  და შემოქმედებითი აღმასვლის მებაირახტრე, პროგრესული, აქტიური და სამაგალითო პიროვნება), რომ განათლების მიღება გამოცხადდა ფუფუნების სფეროდ, ანუ პრივილეგირებულთა, ჩვენ შემთხვევაში ფულიანთა ხელმისაწვდომ ობიექტად, რაც უდიდესი შეცდომა იყო. ფაქტობრივად, მოისპო უფასო სწავლება, რადგანაც გრანტების რაოდენობა, ანუ უფასო სწავლების შესაძლებლობა 10 ათასი სტუდენტიდან ათასის ფარგლებში დაიყვანა (950), ანუ მინიმუმ 10-ჯერ შემცირდა, სამაგიეროდ, ანალოგიურად გაეზარდათ შემოსავალი სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებს და სტუდენტი თუ მისი ოჯახი წელიწადში 2250-2900 ლარს იხდიდა (სახელმწოფო უმაღლეს სასწავლებლებში, ხოლო კერძოში კი რამდენიმეჯერ მეტს, რომელსაც ძირითადში პრეზიდენტ სააკაშვილის დედა გიული ალასანია და მათთან დაახლოებული, მაგალითად, ბენდუქიძისნაირი გაუმაძღარი პირები და ძირითადში მისნაირები  აკონტროლებდნენ),  ანუ საბაკალავრო დიპლომის მისაღებად მინიმუმ 9000 ლარს ხარჯავდა თითოეული ოჯახი, ამ შემთხვევაშიც, ფაქტობრივად, არაფერი შეცვლილა, მოსახლეობისგან მაინც ხდებოდა ამ თანხის იძულებითი აკუმულირება, მაგრამ მას ქრთამი კი არ ერქვა, არამედ _ სწავლის გადასახადი.

როგორც ყოველთვის, ამ საქმეშიც ზომიერების უქონლობამ ბევრი გაუთვალისწინებელი რამ გამოიწვია, ისედაც ფინანსურად გაღატაკებული და მასობრივი უმუშევრობისგან ქანცგაწყვეტილი მოსახლეობის მსყიდველუნარიანობის დონე დაეცა და კატასტროფულ ზღვარს მიუახლოვდა, ძალიან ბევრი სტუდენტი გადაუხდელობის გამო გაირიცხა უმაღლესი სასწავლებლებიდან, ანდა შეუჩერდა სტუდენტის სტატუსი. არაფერს ვამბობთ კერძო უმაღლეს სასწავლებლებზე, რომლებშიც სწავლების საფასურიც მაღალი იყო, ხოლო  ჩაუბარებლობის გამო ხელმეორედ გამოცდებზე გასული სტუდენტი ასევე ჯარიმდებოდა საკმაოდ მაღალი თანხით (თითოეულ საგანზე 300 დოლარამდე), რისი გადახდაც ძალიან უჭირდათ, მაგრამ ამას აქაც არ ერქვა ქრთამი, როგორც ადრე, არამედ  ერქვა საგამოცდო ჯარიმა. რა შეიცვალა? _ არაფერი, გარდა ადრესატისა. სამაგიეროდ, ერთი ათად გაიზარდა მისი (ქრთამის) ოფიციალური მოცულობა, რადგან ჩვეულებრივი მოკვდავი თუ ადრე გაცილებით ნაკლებს იხდიდა ქრთამის სახით, ასევე იხდის დღესაც, მაგრამ გაცილებით მეტს. რა მნიშვნელობა აქვს, მას რას  დაარქმევ?!

ქრთამი არ ჰქვია, მაგრამ სამაგიეროდ ისეთ მსუყე რაოდენობის ჯარიმებს გამოგიწერენ სულ უბრალო დარღვევებზე პატრულის წარმომადგენელი თუ ინსპექტორი, რომ ადრინდელ 100 მექრთამე მილიციელს (ახლა პოლიციელსშეშურდებოდა, მაგრამ მას ხომ ქრთამი არ ჰქვია? ესაა ჯარიმის გადასახადი. ასევე, უბრალო მოსამართლე სარჩელის განხილვას არ დაიწყებს, თუკი მინიმუმ 50-ლარიან ქვითარს არ წარუდგენ, ღმერთმა დაგიფაროთ ქონებრივი დავა, აქაც სადავო თანხის 1.5 _ 2% წინასწარ უნდა შეიტანოს მოსარჩელემ, მაგრამ მას ქრთამი ხომ არ ჰქვია? _ გადასახადია. თუ ფული ვერ შეიტანე, საერთოდ ცარიელს დაგტოვებენ, იმიტომ, რომ შესაგებებელი სარჩელი არ იქნა დროზე მიღებული, თანაც ოფიციალურად დაწესებული თანხის, ადრე ქრთამი რომ ერქვა, გადაუხდელობის გამო.

მახსენდება ერთ-ერთი შეხვედრის დროს ჩვენი პრეზიდენტი უცხოელი ლიდერების და განსაკუთრებით აშშ-ის პრეზიდენტ ბუში-უმცროსის წინაშე ბოდიშს იხდიდა, ჩვენთან გადასახადები დაბალია, მაგრამ მიზნობრივად ვხარჯავთო. შესაძლოა, ეს ასეც იყოს, გადასახადები დაბალი იყოს, მაგრამ, თუ გსურს იგი საერთაშორისო დონეზე აიყვანო, რისი აპელირებაც ძალზე მოდაში იყო სააკაშვილის რეჟიმის დროს (განსაკუთრებით ნავთობისა და ელექტროენერგიის ფასების დაწესება-ცვლილებისას), ის მაინც უნდა მოახერხო, რომ საარსებო მინიმალური მოხმარების კალათას დააწიო მოხუცებულობისა და ინვალიდობის გამო დანიშნული პენსია. ეს პრობლემა დღესაც გადაუწყვეტელია. არაფერს ვამბობთ სხვა სფეროებში არსებულ სახელფასო შეუსაბამობებზე, რაც ასევე თვალშისაცემია.

უსასრულოდ შეიძლება ასეთი ფაქტების მოტანა, რომლებიც, შესაძლოა, ერთ დასკვნამდე დავიყვანოთ: საქართველოს სინამდვილეში ხელთ შეგვრჩა დასავლური და აღმოსავლური სამყაროს მოჩვენებითი, პოპულისტური მოდელი, რომელიც დასავლური დემოკრატიის დამახინჯებულ და აღმოსავლური დესპოტიის ერთგვარ სინთეზს წარმოადგენს. თუ ეს არის ე. წ. ნეოლიბერალიზმის პრაქტიკული გამოვლინება, მაშინ გამოდის, რომ სახეშეცვლილი ფორმით, შეფარვით მივდივართ უკან _ საბჭოთა სისტემისკენ, რადგან მსგავსება ძალზედ ბევრია, მაგალითად, ავტორიტარიზმი, ოღონდ მას სხვა სახელს (ნეოლიბერალიზმს) ვარქმევთ და მარტო იმიტომ, რომ ტერმინი «საბჭოთა სისტემა» ცუდად ჟღერს, ხოლო ნეოლიბერალიზმი _ უკეთ. ვერაფერი შეღავათია, რადგან ყოველივე ამაში შეფარვით იმალება სოციალიზმის დევოლუციური მოდელი, ანუ უბრალოდ მოხდა მისი (სოციალიზმის) იდეების დეცენტრალიზაცია და ლიბერტარიანული სოციალიზმის პრინციპებამდე დაყვანა, მისი ბევრად უფრო პოპულარობის გამო, იმის გამოკლებით, რომ წინა პლანზე გადმოიწია ინდივიდუალური მისწრაფებანი _ ადრინდელი კოლექტიურის ნაცვლად, ანდა მოხდა მათი სინთეზი, ან თვითგანვითარება, თავის ნებაზე მიშვება, რაც არ გამორიცხავს ახალი სოციალური აფეთქების ალბათობას.

სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოს ხელისუფლება ვერ გამოვიდა სხვისი მოიმედეობისა და გლობალიზაციის მძაფრი შემოტევების დამანგრეველი ზემოქმედებისგან და საკუთარი უსუსურობის გამო იძულებულია, აიტანოს ბაჩო ახალაიას სასამართლოზე გამართლება, პრეზიდენტად შერაცხულ, 5 იანვარს ვადაგასული სააკაშვილის მიერ თითქმის პროფესიად გადაქცეული პარლამენტის გადაწყვეტილებებზე ვეტოს დადების ავადმყოფური ჟინი, ასევე მისგან თენგიზ გუნავას განაჩენის გაუქმება და ისევ გუბერნატორად დანიშვნა, ნებისმიერი ვიზიტის დროს საქართველოს ახალი მთავრობის  დისკრედიტაციის მცდელობა პრესკონფერენციებისა თუ მეგობარი პოლიტიკოსების სტუმრობისას, «ნაციონალების» მიერ ჩადენილი ათასობით კრიმინალური ქმედებების დაუსჯელობა და კიდევ ვინ მოთვლის რა… არც ისე ძნელი გამოსაცნობია, რომ ყველაფერ ამას მივყავართ საქართველოში ამერიკული პოლიტიკური კურსის დაისისკენ, რამეთუ ქართველ ადამიანზე უფრო ტოლერანტი ძნელად თუ მოიპოვება მსოფლიოში (ამის დასტურად მარტო ძველი თბილისის ცენტრის ხილვაც კმარა, სადაც ორ კვადრატულ კილომეტრში მსოფლიოს თითქმის ყველა კონფესიის სალოცავებია ერთმანეთის გვერდით), მაგრამ, ბოკერია-ჩერგოლეიშვილის სულით მახინჯი ტანდემის წყალობით, მიმდინარეობს საპირისპიროს მტკიცება და ჩირქის მოცხება, თუმცა ყველაფერს აქვს საზღვარი…

რომ იტყვიან, კმარა, ბატონებო, კმარა!  

ლევან ოსიძე,

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის

 ასოცირებული პროფესორი

 

1 COMMENT

  1. კველა ქარტველმა, და არა მარტო ქარტველმა! უნდა დაარწმუნოს საკუტარი ტავი იმაшი, რომ ახლა არ არის დუმილის დრო! სააკაшვილი ცავიდა, გასაგებია, მაგრამ მისი ამერიკელი მამობილები აქ არიან! ქარტველებმა პატარა გამარჯვება მოვიპოვეტ, უარი ვატკმევინეტ ამერიკელებს шვილობილზე! მაგრამ გამარჯვებას შენარჩუნება უნდა! არ უნდა მოვადუნოთ ყურადგება და ვაიზულოთ ახალი მტავრობა საქარტველოზე იფიქროს!!!! სტატიის ავტორი ყველაფერს სცორად ლაპარაკობს, კველაფერი მარტალია….. ეს კველამ კარგად ვიციტ. მოვიდა მოქმედების დრო!!!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here