Home რუბრიკები საზოგადოება საქართველოს მოაზროვნე საზოგადოების არჩევანი არ არის ნატო და ევროკავშირი

საქართველოს მოაზროვნე საზოგადოების არჩევანი არ არის ნატო და ევროკავშირი

987

80-იან წლებში მოსკოვიდან რუსი გენერალი დამემგზავრა. დღეს საოცარი ემოცია მიპყრობს, როცა მის ერთ შეკითხვას ვიხსენებ: რომელი სამშობლო უფრო გიყვარს: დიდი თუ პატარა? _ რუსი გენერალი დიდ რუსეთსაც ქართველის სამშობლოდ მიიჩნევდა. იმ ცნობიერებით, როგორითაც გავიზარდეთ, რუსეთი ჩემი სამშობლო იყო, ხოლო საქართველო _ დედასამშობლო, მაგონდება სკოლის პერიოდში როგორი ენთუზიაზმით გვარწმუნებდა ისტორიის მასწავლებელი: ჩვენ უძლიერეს ქვეყანაში ვცხოვრობთ და ამერიკული დამპალი კაპიტალიზმი ვერაფერს დაგვაკლებსო, _ და მე ამით ამაყი ვიყავი.

 

რუსეთისთვის, განსაკუთრებით პუტინის ხელისუფლების პერიოდში, რომელმაც შეძლო ქვეყნის გაძლიერება 90-იანი წლების პოლიტიკისგან განსხვავებით, ამ მიმართულებით არაფერი შეცვლილა, მაგრამ საქართველოსთვის, სამწუხაროდ, შეიცვალა და პოსტსაბჭოთა სივრცეში სწორედ იგი აღმოჩნდა ამერიკული დამანგრეველი იდეოლოგიის სამიზნე. წარსულის ნოსტალგია იმდენად ძლიერია, რომ სრულიად ვეთანხმები რუსეთის პრეზიდენტს: საბჭოთა კავშირის დაშლა იყო საუკუნის უდიდესი შეცდომა, იმავეს განიცდიან რუსი ეროვნების ადამიანებიც და ამის შედეგია სწორედ, რომ კომუნისტურმა პარტიამ რუსეთში არჩევნებით მეორე ადგილი მოიპოვა.

ვლადიმერ პუტინმა ღიად გააკეთა განცხადება, რომ არასდროს სხვა ქვეყნის მითითებით და ინტერესების შესაბამისად არ იმოქმედებდა და კიდევაც ასრულებს ამას. მე, რიგითი ქართველი, ქედს ვიხრი ყველა იმ პოლიტიკოსის წინაშე, რომელთათვისაც პრიორიტეტულია თავისი ქვეყნის ინტერესების დაცვა უცხო ქვეყნის ინტერესების სანაცვლოდ.

აკრძალვები, რომელთაც საბჭოთა კავშირი აწესებდა თავისი მოქალაქეების მიმართ, მიმართული იყო მათივე ცნობიერების, მორალისა და ზნეობის დასაცავად და დღეს ცხადად ჩანს ამ ღირებულებებიდან თავისუფალი ადამიანები როგორ ქვეყანას აშენებენ უზნეობის ჭაობში.

დღეს მსურს, მთელი მსოფლიოს გასაგონად მივმართო რუსეთის პრეზიდენტს: «ვლადიმერ ვლადიმერის ძევ! საქართველოს მოაზროვნე საზოგადოების არჩევანი არ არის ნატო და ევროკავშირი. ჩვენს ქვეყნებს ურთიერთობის ღრმა ისტორიული ფესვები აქვთ და, თქვენივე განცხადებით, ქართველები ყველაზე ახლობელი ხალხია რუსეთისთვის. სწორედ თქვენი მმართველობის დროს უნდა მოხდეს ჩვენი ქვეყნების ინტერესთა თანხვედრა და ჩატეხილი ხიდის აღდგენა».

სააკაშვილმა, არჩევნების მსგავსად, გააყალბა პლებისციტი 2008 წელს, ხოლო ეს ხელისუფლება, უზნეო კრიმინალი «ნაცების» ნაკვალევს მიუყვება გარეძალების დაკვეთით. წინა ხელისუფლებამ ცნობიერება გაუმრუდა ახალგაზრდობას და დღესაც მოძღვრავს მას: «ნუ დაგავიწყდებათ, რომ რუსეთი ოკუპანტია!»

2008 წლის აგვისტოს ომი ყოფილი ხელისუფლების დამანგრეველი, არადიპლომატიური პოლიტიკის შედეგია მხოლოდ და ეს უნდა გაითავისოს ქართველმა საზოგადოებამ. სანამ ქართველი არ გააცნობიერებს, რას წარმოადგენს ნატო, ამერიკის პოლიტიკა საქართველოს მიმართ და ევროკავშირი, რომლის ქვეყნებში იძულებით რეგლამენტირებულია ნებისმიერი დარგობრივი პრიორიტეტები, ვერ შევძლებთ ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პოლიტიკის გატარებას. განა ძნელია ჩვენი მეზობელი ქვეყნის ინტერესების გააზრება, რომელსაც არ სურს თავის საზღვართან ნატოს ჯარების განთავსება? წინა ხელისუფლების მიერ ნატოსთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს თუ 2008 წლის ომი მოჰყვა მთელი თავისი კატასტროფული შედეგებით და საჯიშე ბიჭები უჯიშო, ბინძური კრიმინალის ამბიციებს გადააყოლეს, ამ ხელისუფლების ანალოგიური განცხადებების შედეგად მავთულხლართები მივიღეთ. ჩვენს მოსახლეობას თანავუგრძნობ, მაგრამ რუსეთი მართალია _ ის თავისი ქვეყნის ინტერესებს იცავს, ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებისგან განსხვავებით.

რა მოგვცა რუსეთმა ორსაუკუნოვანი ურთიერთობით? _ ქართული გენის გადარჩენა, დემოგრაფიული ზრდა, რწმენის, ტრადიციებისა და ზნეობის შენარჩუნება, დარგობრივი რენესანსი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი თვითრეალიზაციის საშუალება.

რაც მივიღეთ ოცწლიანი რეფორმირებული პოლიტიკით, კარგად ვხედავთ: დაინგრა მეცნიერება, განათლება, კულტურა და მწარმოებელი ქვეყნიდან მომხმარებელ ქვეყნად ვიქეცით. საქართველოს დამანგრეველ ძალებს ზოგს დიდი ჩერქეზეთის, დიდი არმენიის და დიდი ოსმალეთის შექმნა უნდათ ძირძველ ქართულ მიწაზე. საქართველო დღეს დიდი თურქობის დასაწყისის ფაქტის წინაშე დგას. ღიად გაუხსნეს კარი ვაიქართველებმა უცხო ჯიშსა და ჯილაგს და ლამის საკუთარ მიწა-წყალზე სტუმრად ვიგრძნოთ თავი. თურქი ისე გათავხედდა, რომ შარვალჩახსნილი იაშვილის კლინიკაში სართულ-სართულ «სიქიმ-სიქიმ»-ის ძახილით დარბის. დღეს ამერიკის ელჩი თავად გვიბიძგებს მიწების გაყიდვისკენ და თვით ტელეკომპანიების მუშაობაშიც კი ერევა. სრულიად ვეთანხმები ბატონ ვლადიმერ ხომერიკს, რომელმაც აღნიშნა, რომ ქართველები რუსეთს ვუწოდებთ ოკუპანტს, ხოლო ნამდვილი ოკუპანტი აქ, ამერიკის საელჩოში გვიზის და ყველა გადაწყვეტილებას მას უთანხმებთო. ფაქტია, რომ ამერიკამ იდეოლოგიის, ქართული ცნობიერების ოკუპაცია მოახდინა «ნაცების» ხელით. საქართველოში დღეს პოლიტიკური და კაცური ღირსების დეფიციტია და არც არის გასაკვირი, რომ თავისუფალი საქართველო ოკეანისგაღმელ კაციჭამიების ხელში აღმოჩნდა ისევ ჩვენივე უნიათობით და 5-ათასწლოვანი დამწერლობის მქონე ქვეყანაში იმ ქვეყნის ძალები გვმოძღვრავენ, რომლის წლოვანების ჩვენს წინაპრებს ქლიავის ხე ედგათ მამულში.

თუ არა ამერიკისა და ევროპის ქართული მენტალიტეტისთვის მიუღებელი პოლიტიკა, დღეს ჩვენ არ ვიქნებოდით: პირველ ადგილზე სუიციდის მხრივ ევროპის ქვეყნებს შორის; არშემდგარ სახელმწიფოთა შორის _ 55-ე ადგილზე; ჩრდილოვანი ეკონომიკის მოცულობით პირველ ადგილზე 162 ქვეყანას შორის; ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობით ერთ-ერთი პირველნი; მომაკვდავ ერთა ნუსხაში; სტრასბურგში შესულ საქმეთა მიხედვით პირველ ადგილზე ევროპაში.

როცა ჩვენი პოლიტიკოსები ევროპულ ფასეულობებზე აპელირებენ და ვაზელინწასმულნი თავგამოდებით ილტვიან ამ მიმართულებით, ავიწყდებათ, რომ არ მოიპოვება მრავალსაუკუნოვან ქართველ ტრადიციებზე, იდეოლოგიასა და მართლმადიდებლურ ფასეულობებზე წინმსწრები ფასეულობები, ხოლო თუ პოლიტიკოსები, ევროპულ ფასეულობებში სამართლებრივ სახელმწიფოს გულისხმობენ, სწორედ მათი მითითებით დაირღვა ადამიანთა უფლებები საქართველოში, რადგან მონური ცნობიერების ხელისუფლებამ დანაშაულთა სერიალი, რომელიც სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილად იყო ქცეული დაუსჯელი დატოვა, ხალხისთვის წართმეული ქონება კი _ დაუბრუნებელი.

ევრო-ამერიკის წარმომადგენლობა როცა მხარს უჭერს ძალადობას და დიქტატურას ჩვენს ქვეყანაში, სრული პოლიტიკური სიბეცეა ამ ქვეყნების მიმართულებით სიარული და დემოკრატიაზე დემაგოგიის მოსმენა.

ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებისთვის ღირსების შემლახველია ამერიკის პარტნიორობით თავის მოწონება, რომლის პრეზიდენტი თავად ამერიკელების მიერ მსოფლიოში პირველ გეიპრეზიდენტად იქნა აღიარებული.

პარტნიორ ქვეყანასთან უნდა გვაერთიანებდეს საერთო ინტერესები, ღირებულებები, იდეოლოგია, მრწამსი და, ამ ცნობიერებიდან გამომდინარე, ამერიკა ვერასოდეს იქნება ჩვენი რეალური პარტნიორი ქვეყანა. იმავეს ვიტყოდი ევროპაზეც. ჯერ კიდევ დიდმა კონსტანტინემ უწოდა მათ ცივილეზებული კანიბალები თავის ნაშრომში «ევროპული რეაქცია და ამერიკული კანიბალიზმი».

ზემოაღნიშნული ფაქტორებიდან გამომდინარე, არ აირჩია გზა ისლამური სახელმწიფოებისკენ ჩვენმა ეროვნულმა მეფემ, თუმცა, ისლამი ზნეობის თვალსაზრისით (გარდა ჯიჰადისა), უფრო ახლოა მართლმადიდებლობასთან, ვიდრე კათოლიკური სარწმუნოება.

ამერიკელებს ვერ გავაკვირვებთ წამების ამსახველი კადრებით, რადგან თავად არიან მსგავსი ქმედებების ეტალონები იმ ქვეყნებში, რომლებშიც ადამიანთა უფლებები ირღვევა, ჩვენდა სამწუხაროდ, ასეთ ქვეყანათა რიცხვში აღმოვჩნდით და რიჩარდ ლუგარის სახელობის 22 სამხედრო ლაბორატორიაც გაგვიხსნეს თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში, სადაც ამერიკელი ჟურნალისტისა და მკვლევარის _ ჯეფრი სილვერმანის ინფორმაციით, აშშ და ბრიტანეთი საქართველოსა და მის მოსახლეობას ბიოლოგიური კვლევებისთვის იყენებს, რაც მოწმობს, რომ ჩვენივე ხელისუფლების ნებით ხორციელდება ქართველებზე ცდების ჩატარება.

სამოქალაქო საზოგადოება ამაზე დუმს და ვერ აცნობიერებს, რომ ამერიკა, რომელიც თავის მოსახლეობას იყენებდა ცდის პირად 60 წლის მანძილზე დასხივების ეფექტის შესასწავლად და მისი ექსპერიმენტის მსხვერპლი იყო ნებისმიერი სოციალური ფენის წარმომადგენელი სუბიექტი ბავშვების ჩათვლით, ქართველებზე ჩატარებული ექსპერიმენტი არ შეაწუხებს.

არ გამოვრიცხავ, რომ წამების კადრებით თავად ამერიკელებსაც ატკბობდნენ და თავსაც იწონებდნენ უმაღლესი ეშელონის წარმომადგენლები, რომლებმაც თავგამოდებით განახორციელეს ამერიკაში 1971 წელს ჩატარებული ზიმბარდოს ექსპერიმენტი და წამების სხვა არაერთი მეთოდი პატიმრებზე დაშარდვის ჩათვლით.

თუ ქართველებს ისტორიული მეხსიერება გაგვაჩნია, მესამე წრეზე მივდივართ დასავლეთის მიმართულებით. სულხანსაბა კათოლიკედ მოინათლა რომის პაპის დახმარების მოლოდინში. მე-20 საუკუნის 20-იან წლებშიც დასავლეთის იმედად იყვნენ ქართველები და ახლაც არ აკლიათ მხარდაჭერა მისი მხრიდან შეშფოთებააღშფოთების გამოხატვით.

დღეს «ნაცები» და კოალიციის წევრები ერთხორც და ერთსისხლ არიან. სისხლიმეთქი ვამბობ, მაგრამ ევროპაამერიკის შიგთავსიდან ამოფრქვეული სიმყრალე უდუღთ ძარღვებში. ეს ის შემთხვევაა, როცა ქვეყნის წინაშე მოვალეობა, სინდისი, მორალი და ზნეობა ფულმა ჩაანაცვლა.

სააკაშვილის აზრით, რუსეთი «ხრწნიდა და ამუხრუჭებდა» ქვეყნის განვითარებას, მაგრამ სწორედ სააკაშვილის მმართველობის დროს სულიერებისა და მსოფლმხედველობის გაუკუღმართებას მოჰყვა ლგბტ საზოგადოების მოძალებაც. «ნაცებმა» ისე «განავითარეს» ქვეყანა, რომ, თუ ციხის კადრებით ვიმსჯელებთ, სადაც ტრენინგგავლილი და კონკურსში გამარჯვებული მამაკაცის გამაუპატიურებლის საშტატო ერთეულიც კი შემოიღეს, ნათლად დავინახავთ, როგორ აქცია ლიბერასტულმა უმრავლესობამ ადამიანი ცხოველად.

წამყვანი ქვეყნების მმართველი ძალებისგან განსხვავებით, რომელნიც ფასეულობების იგნორირებით მოსახლეობის დეგენერაციისკენ არიან მიმართულნი, რუსეთის პრეზიდენტმა ნორმად არ მიიღო მამაკაცის ღირსების დაკნინება და 2013 წლის 11 ივნისს რუსეთის დუმის მიერ დამტკიცდა კანონი მორწმუნეთა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ, რომლის მიხედვით სამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრებათ ლგბტ წევრებს. ასევე, აკრძალა ბავშვთა გაშვილება იმ ქვეყნებში, რომლებშიც ერთსქესიანი ქორწინება დაკანონდა, რათა ისინი ჰომოსექსუალებად არ ჩამოყალიბდნენ. ეუთოს საპარლამენტო სესიაზე რუსეთის სახელმწიფოს სათათბიროს სპიკერმა _ სერგეი ნარიშკინმაც აღნიშნა, რომ უმცირესობის უფლებების დაცვა უმრავლესობის უფლებებს არ უნდა ლახავდეს. აი, კაცური ღირსების მქონე მამაკაცების პოზიცია.

აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მოსახლეობა ევრაზიული კავშირისკენ ილტვის, სადაც დაცული იქნება მისი უსაფრთხოება, მორალი, ზნეობა. ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს ისიც კარგად მოეხსენებათ, რომ ნატო პოლიტიკური და ეკონომიკური კურსის შეცვლაზეა ორიენტირებული, ხოლო ევროკავშირი _ ქვეყნის ყველა დარგის რეგლამენტირებულ განვითარებაზე, რასაც თვით ევროკავშირის წევრი ქვეყნებიც აპროტესტებენ.

რუსეთის ხელისუფლება თვით ევროპა-ამერიკის ქვეყნების მოსახლეობისთვისაც გახდა სანიმუშო და სოციალურ ქსელებში გამოხატავენ მის მიმართ პატივისცემას. აღნიშნავენ, რომ რუსეთს ძლიერი, ვაჟკაცური, ეროვნული ინტერესების გამტარებელი ხელისუფლება მართავს და თავიანთი ქვეყნის ხელისუფლებას მოუწოდებენ, მიბაძონ მას, რამეთუ უარყოფითად აფასებენ მათი მმართველობის სისტემას.

ჩვენ მეზობლად გვყავს უძლიერესი ბირთვული სახელმწიფო ეროვნულ ინტერესებზე ორიენტირებული, რაც ჩვენი ქვეყნის გამთლიანებისა და ეროვნული იდენტობის შენარჩუნების საფუძველს ქმნის. ვფიქრობ, მომავალში შეიცვლება ქვეყნის საგარეო პოლიტიკა და, თუ ამერიკას დიდი თანხები აქვს გაღებული, რომელიც ქვეყნის კეთილდღეობას არ მოხმარებია, მის რჩეულ კრიმინალ სააკაშვილსა და ნაცბანდას მოჰკითხოს, რაც 20 ტრილიონი ვალის მქონე ქვეყანაზე დადებითად აისახება.

დღეს ქართველი საზოგადოების ინტელექტუალური ნაწილი უფრო სახელმწიფოებრივად აზროვნებს, ვიდრე პოლიტიკოსთა უმრავლესობა, ამიტომ საქართველო ისტორიულ რეალობას ვერ გაექცევა და

«დღეს იქნება

თუ ხვალ იქნება

ქართლსა დაიცავს

რუსთ ხელმწიფობა»…

იზა თამაზაშვილი,

ფილოლოგიაღმოსავლეთმცოდნე

 

1 COMMENT

  1. დიდი მადლობა!!!!! კალბატონო იზა სრული ჭეშმარიტების გადმოცემისტვის!!!!

    იკნებ გონს მოეგოს გონებადაბინდული მტავრობის წევრები და საზოჰადოების ის ნაწილი ვისაც მარტლა ცჯერა ამერიკის და ევროკავშირის "წოვლისშემჩლე", "კეტილმეზობლური და მეგობრული" დახმარებებისა!!! ღმერტო გაუნატე გონება კარტველებს!!!!

  2. საკარტველო პატარა კვეკანნაა ჯერჯერობიტ მარტო ვერ იარსებებს,ამიტომ უნდა ვიკოტ რუსეტტან,ის ახლო მეზობელია,ამერიკა არ დაგეხმარება,მიცვეულია ცვენი ხალხი რომ ვიგაც უნდა დაეხმაროს,ვიგაცამ უნდა გაუკეტოს.სანამდეს არ განატლდება ცვენი ხალხი,მოვლენ მტავრობასი პატარა ბიც -ბუცები,რომელმაც არაფერი არ იცის საკუტარი კეტილდეობისა და დროსტარების გარდა,გამდიდრდება ,მერე მეორე პარტია მოევა მციერების მერე ის გამდიდრდება,გმერტო რა საცინელებაა.ვინ მიგიგებტ ხალხო ნატოცი,ვერ ხვდებიტ რომ ეს აფსურდია,ვერ ხვდებიტ რომ კველა მტავრობა იტკუება?

  3. დაასაბუონ საკმიანად რატომ უნდა მიგვიგოს ნატომ ,რა უნდა გააკეტოს სახელმციფომ ამისტვის და რას მოგვცემს ეს.პატარა ბავსვებივიტ კინკლაობენ, ლანდზგავენ ერტმანეტს,გულის ამრევია კველაფერი;დამნასავე დაისადჯოს და უნდა გაკეტდეს საკმე ხალხისტვის,სირცხვილია გაირკვნა და განარკომანდა ახალგაზრდობა,ვისტვის გინდატ სამცობლო ?სად არიან კარტველი კაცები,მეტიცრები მარტო სადგეგრდზელოების მტკმელები ჯიკიტ ხელცი,ცოლ სვილის და სამსობლოს გამკიდველები,სირცხვილი ტკვენ რამ დაგაცლუნგატ ასე ,ვინ დაგაცლუნგატ,ვერ ამოიგებტ ხმას,მონებო,

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here