Home რუბრიკები საზოგადოება სადა ხართ, ძველო პლეხანოველებო, «კარენოებო», ძველო თბილისელებო?

სადა ხართ, ძველო პლეხანოველებო, «კარენოებო», ძველო თბილისელებო?

750

ამას წინათ «საქართველო და მსოფლიოში» გავეცანი ალექსანდრე ჭაჭიას წერილს, რომელიც ქართულ პრესაში 2004 წელს გამოქვეყნდა, მაგრამ დღემდე აქტუალურია და თქვენმა გაზეთმა სწორედ რომ დროულად დაბეჭდა იგი ხელახლა. თქვენ კარგად შენიშნეთ, რომ  ხელისუფლებაში კვლავ უმთავრესად შევარდნაძის პერიოდში ეროვნულ ინტერესებთან ბრძოლის სანაცვლოდ დაწინაურებულ გრანტიჭამიათა ახალი კოჰორტა მოვიდა და ბატონი ალექსანდრეს მიერ თითქმის ათი წლის წინ დასმული შეკითხვა _ «მაინტერესებს, სად, რომელ სორო()ში იმყოფება დღეს ჩვენი «სახელოვანი ინტელიგენცია» _ ცნობილი პოეტები, მწერლები, კინორეჟისორები, აკადემიკოსები, რომლებიც შევარდნაძის მმართველობის პერიოდში ჯიუტად არ ამჩნევდნენ მის მიერ წაქეზებულ დესტრუქციულ, ანტიეროვნულ პროცესებს, ერთგულად ლოცულობდნენ საკუთარ კერპზე და არ სურდათ, დაენახათ, რომ მისი ფრთის ქვეშ ყალიბდება აგრესიული, უპრინციპო, უეროვნებო ცინიკური ძალა, რომელიც საჭირო მომენტში მოისვრის შევარდნაძეს, როგორც უსარგებლო ნივთს, და უმოწყალოდ დაამთავრებს ქართველობის მოსპობის მის მიერვე დაწყებულ პროცესს. სად ხართ, «ერის მამებო»? _ მაშინდელზე არანაკლებ აქტუალური დღეს არის.

 

ვეცდები, გავცე პასუხი, სად იყო ეს «ინტელიგენცია» და როგორ ცდილობდა უცხოეთის დარწმუნებას ზვიად გამსახურდიას «დიქტატორობაში» და «აჯანყების აუცილებლობაში»…

აი, რას წერს ფრანგი ჟურნალისტი პეტერ შოლ-ლატური, რომელიც პუტჩის დღეებში თბილისში იმყოფებოდა: «ჩვენი მასპინძლის სახლში თავი მოეყარა ქართული ინტელიგენციის წარმომადგენლებს _ ექიმებს, მწერლებს, პროფესორებსყველაზე მეტად მანდილოსნები აქტიურობდნენ და საუბარს მძაფრ ტონს აძლევდნენ. ქალები ირონიითა და დაცინვით მოიხსენიებდნენ მათ მიერ დიქტატორად შერაცხულ ზვიად გამსახურდიას… «ოხ, ეს ზვიად მეფე», _ ქირქილებდნენ წარამარა განუწყვეტელ სადღეგრძელოებსა და გაუთავებელ დითირამბებს შორისჩემი მდიდარი მასპინძლის ოჯახში ინტელიგენტები მიმტკიცებდნენ, რომ საქართველოში დაბანაკებული რუსეთის ჯარი ერთმანეთს დაპირისპირებულ ძალთა შორის არ ერევა. თითქოს სანიმუშოდაც იქცევიან, მაგრამ სინამდვილეში არსებობს საიდუმლო არხები, რომელთა მეშვეობითაც პუტჩისტებს აიარაღებენ».

ფაქტობრივად, ინტელიგენციის ეს წარმომადგენლები არა მხოლოდ გადატრიალების იდეოლოგები იყვნენ, არამედ მრავალმა მათგანმა ხელში იარაღი აიღო, რისთვისაც შევარდნაძის მადლობა დაიმსახურა და ქვეყნის ძარცვის ნებართვაც მიიღო.

გაზეთის ზოგიერთ მკითხველს ირონიით ნახსენები «სახელოვანი ინტელიგენცია» ამ ინტელიგენციის შეურაცხყოფად რომ არ მოეჩვენოს, თავს უფლებას ვაძლევ, კიდევ რამდენიმე მაგალითი მოვიყვანო მათი ზნეობრივ-ფსიქოლოგიური პორტრეტის სრულყოფისთვის.

ერთმა ცნობილმა ფილოლოგმა გამსახურდიები წარმოშობით სომხებად გამოაცხადა და… სულ მალე განათლების მინისტრის სავარძელში მოკალათდა!

ერთმა ცნობილმა პოეტმა შევარდნაძეს ქება-დიდება შეასხა: «იგი უნიჭიერესი კაციამომხიბლავი ადამიანინამდვილი გენიოსიგველივით ბრძენილეოპარდივით ულმობელი…»

ამ პოეტის მლიქვნელური ნიჭი დაფასდა და რუსთაველის პრემიაც უბოძეს, ალბათ, ამგვარი ლექსებისთვის:

«კაცი გახლავთ

პლასტმასის,

კიკიკიკი პლასტმასის

«სინანულით შევცქერი

სახეს შენსას ამაზრზენს!

ნეტავ, ვინ დაგაყენა,

საცოდავო, ამ აზრზე

«კი არ გადადექი, გადაგაყენეს, გაგიშვეს! გაგაგდეს! ძაღლივით და არა პრემიერივით და პრეზიდენტივითდა მრავალი სხვა.

შევარდნაძის მეხოტბე პოეტი უცებ მამა-მარჩენალს ზურგს შეაქცევს და ახალ პრეზიდენტს ჩვეული უტიფრობით ემლიქვნელება: «ჯერ კიდევ როდის იწინასწარმეტყველა რუსთაველმა ის, რაც საქართველოში მოხდა _ შევარდნაძის წასვლა და სააკაშვილის მოსვლავარდების ფონზე!..»

პოეტის აზრით, წინა პრეზიდენტები ცოლების ჭკუაზე დადიოდნენ და ამიტომ ქვეყანაც დაღუპეს. მაგრამ სააკაშვილის შემთხვევაში… «რომ მოხდესდა სააკაშვილმა ცოლის ჭკუაზე დაიწყოს სიარული, დარწმუნებული ვარ, საქართველო ამით არა თუ არაფერს წააგებს, იქნებ ყველაზე დიდი წარმატებები სწორედ მაშინ მოიპოვოს». და ბოლოს… სჯობს, მართლაც ამ პლასტმასისტვინიანი «პოეტის» სიტყვები წავიკითხოთ: «ჩემი ნება რომ იყოს, საქართველოში 21- საუკუნის ათვლას 2003 წლის 23 ნოემბრიდან დავიწყებდი

მე ვერ შევძლებ უმდიდრესი ქართული ენიდან შესაბამისი სიტყვა მოვძებნო «სახელოვანი ინტელიგენციის» ამ წარმომადგენლის სრულყოფილად დასახასიათებლად. იქნებ მკითხველმა შეძლოს?

ერთი ცნობილი მსახიობი აღშფოთებულია იმით, რომ ხალხის მიერ არჩეულ პარლამენტში, ეროვნულ ხელისუფლებაში მას ნაცნობ-მეგობრები არ ჰყავს: «ვინ არიან, საიდან მოვიდა ეს ხალხი?.. გუშინდელმა ხელისუფლებამ დახურა კინოსტუდია, ტელევიზია, ორად გახლიჩა ქვეყანა. დევნიდა განსხვავებულ აზრსამიტომ ჩავუდექი მას ოპოზიციაში

პარლამენტის კრიტერიუმად თანამეინახეთა, ძმაკაცთა და ნაცნობ-მეგობართა მიჩნევა პოლიტიკური სიბეცისა და არასახელმწიფოებრივად აზროვნების მაჩვენებელია, ჩვენო «სახელოვანო ინტელიგენციავ!»

ის ხალხი, რომელსაც ცნობილი მსახიობი ვერ ცნობს და არ იცის, საიდან მოვიდნენ, საქართველოს შვილები არიან და პარლამენტში ეროვნული მოძრაობიდან მოვიდნენ. მათი ბრძოლის შედეგია საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა. ეს ხალხი კაბინეტებში არ მჯდარა და იქ არ გეგმავდა მიტინგების სისხლიან დარბევებს; არც «აქტივის კრებაზე» მიუწვევიათ და ტაშისცემით არ გამოუხატავთ აპრილის ტრაგედიის ნახვის სურვილი; არც თეატრების კულისებში ქირქილებდნენ…

ეროვნული ხელისუფლების მიერ «დახურული» კინოსტუდია საერთოდ აღარ არსებობს, ხოლო ტელევიზია დღეს ქართული ენის, ქართული ცნობიერების, ეროვნული კულტურის და საერთოდ ადამიანური ზნეობის გადაგვარების ზემძლავრ საშუალებად რომ იქცა, ცნობილი მსახიობი ამას კარგად უნდა აცნობიერებდეს, მაგრამ იგი რატომღაც დუმს

«სახელოვანმა ინტელიგენციამ» დააარსა ორგანიზაცია «თბილისელი», რომელიც ეროვნულ ხელისუფლებას აქტიურად ებრძოდა. «თბილისელმა» შექმნა მითი თავისი აღმატებულობის, გამორჩეულობის შესახებ და დედაქალაქში ხელისუფლების დასაცავად გამართულ მიტინგებზე ჩამოსულ არათბილისელ ქართველებს «სუნიანებს» ეძახდნენ!

«თბილისელის» წევრთა ძირითადი მასა ე. წ. კარენოი თბილისელებისგან შედგებოდა. ძნელი არ არის, მივხვდეთ, თუ ვინ იყვნენ და რა გვარს ატარებდნენ «კარენოების» წინაპრები. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არც უნდა იყოს მათი სიძულვილი არათბილისელი ქართველების _ ზვიად გამსახურდიასა და ეროვნული ხელისუფლების მიმართ.

ინტელიგენციის ერთი ნაწილი, ცნობილი მეცნიერები, სამეცნიეროკვლევითი ინსტიტუტების ხელმძღვანელები, პროფესორმასწავლებლები რატომღაც ოპოზიციას თანაუგრძნობდნენ. ეს ადამიანები სახელმწიფო გადატრიალებისა და სისხლისღვრის მომხრენი არ იყვნენ, მაგრამ თავიანთი სილაჩრით, უპრინციპობით ხელი შეუწყეს მოვლენების განვითარებას და ამ მოვლენების ლოგიკურ დასასრულს.

ლოგიკური დასასრულია ისიც, რომ მოგვიანებით სახელგანთქმული მეცნიერები, პროფესორმასწავლებლები «ჩარეცხილებად» გამოაცხადეს!

«ყოვლისმცოდნე» და უნიჭო ჟურნალისტებმა მხარი დაუჭირეს პუტჩისტების აბობოქრებას და ტელევიზიით, პრესისა და რადიოს საშუალებით ათასგვარ ჭორებსა და ცილისწამებას ავრცელებდნენ, რაც კი მათ ავადმყოფურ ცნობიერებაში ამოტივტივდებოდა.

ჩემი თაობის ხალხს კარგად ეხსომება, როგორი აღშფოთებით ლაპარაკობდნენ ჟურნალისტები პრეზიდენტის მიერ პურის გაიაფების თაობაზე. სიგუამ პური გააძვირა და პრეზიდენტმა მეორე დღესვე როგორ გააიაფაო, ამან გამოიწვია ხალხის აჯანყებაო! მსოფლიოში პირველად _ საქართველოშიო!

საუბედუროდ, იმ საბედისწერო დღეებში წმ. სინოდის ბევრი წარმომადგენელი პუტჩისტებს მიემხრო. 1992 წლის 7 იანვარს გამართულ ბანკეტზე ზვიად გამსახურდიას, როგორც ეშმაკის, თავიდან მოშორება დიდი ამბით აღნიშნეს. წმ. სინოდი დღესაც ძველ გზას ადგას და ეპისკოპოსთა უმრავლესობა ანტიმართლმადიდებლურ, ანუ ანტიეროვნულ გადაწყვეტილებებს იღებს. სამაგიეროდ, სააკაშვილის ნაჩუქარი ჯიპებით მგზავრობენ, მისი სურათები ხატების მაგივრად უკიდიათ, მრევლს სააკაშვილის რეჟიმის ერთგულებისკენ მოუწოდებენ!

საქართველოში ყოვლისშთანმთქმელი დიდი ღამე ჩამოწვა და დადგა ეკონომიკის გაპარტახების, ქართული ცნობიერებისა და ზნეობრივი დეგრადაციის ჯერარნახული აღმავლობის ხანა! «ქურდობთ, კაცისმკვლელობთ, ბოზობით, ცრუდ იფიცავთ, ბაალს უკმევთ, მისდევთ უცხო ღმერთებს, რომელთაც არ იცნობდით, მერე კი მოდიხართ, დგებით ჩემ წინაშე ამ სახლში, რომელიც ჩემი სახელით იწოდება, და ამბობთ: გადავრჩითო, რათა კვლავ აკეთოთ ყველა ეს სისაძაგლე» (იერემია 7.9,10).

«სახელოვანმა ინტელიგენციამ» შვა პუტჩი, პუტჩმა შვა მოქკავშირი, მოქკავშირმა შვა «ნაცმოძრაობა», «ნაცმოძრაობამ» შვა ჯოჯოხეთი… სოროსის სორო, «თავისუფლების ინსტიტუტად» წოდებული, გლობალისტთა დიდი ინკუბატორი, რომელშიც იჩეკებიან და ფრთიანდებიან უსამშობლო და უეროვნებო არსებები, ახალი თაობა… ენაწატლეკილთა და ქვეგამხედვარეთა საყუდარი, თვალებპარპალა, მგლისტუჩა, ენაბრგვილი, ვიწროშუბლა, კბილსავარცხელა, რქოსანთა და ჩლიქოსანთა კოჰორტა, ლეგიონია მათი სახელი… ასეულობით პოლიტიკური პარტია და ათასობით არასამთავრობო ორგანიზაცია, ჩვენი ტელევიზიის ხშირი და სასურველი სტუმარი… იკვებებიან მწვანე დოლარით და ანთხევენ შხამს!

ეჰა, რას სჩადით! რატომ კრძალავთ მამულის გაყიდვას უცხოელებზე? ხელს რატომ უშლით გეიპარადებს? რატომ არ გიყვართ პედოფილები, პედერასტები, ლესბოსელები? რატომ არ იღებთ ერთსქესიანთა ქორწინების კანონს? არ გინდათ დემოკრატია, დასავლური ღირებულებები? მწარედ ინანებთ! _ ისმის წკვარამ ღამეში გრგვინვასავით მათი ხმა და დგას ამ ყველაფრის სათავეში ელვით განათებული ძია სემის მრისხანე სახე _ მარცხენაში შავი რეზინის ხელკეტით, ხოლო მარჯვენაში დოლართა შეკვრა ჩაუბღუჯავს. და ატეხილია თვალთაპარპალი და გნიასი: გვინდა! გვინდა! გვინდა!

აქვე, პლეხანოვის გამზირზე კი კაფე-ბარები, კაზინოები, საროსკიპოები თურქული დროშებით მორთულ-მოკაზმულნი… საპარადო შესასვლელთან ქართველი ქალები დგანან, გამვლელ-გამომვლელთ უღიმიან და კაბის კალთის აწევით თავიანთ სარცხვენელთ ურცხვად სთავაზობენ… სადა ხართ, ძველო პლეხანოველებო, «კარენოებო», ძველო თბილისელებო? ნუთუ ამისთვის იბრძოდით, როცა ფშავ-ხევსურეთიდან, ქართლ-კახეთიდან, გურია-სამეგრელოდან, რაჭა-ლეჩხუმიდან ჩამოსულ ჭეშმარიტ ქართველებს «სუნიანებს» ეძახდით, «გოდრით ჩამოტანილებს»?

ავაჰმე, ჩემო მამულო, ვის ხელთაა ბედი შენი!

თენგიზ კუბლაშვილი,

უზენაესი საბჭოს დეპუტატი

 

1 COMMENT

  1. Gატანხმებიტ ბატონო ტენგიზ, არც Dგევანდელ მტავრობასჰი იგრძ ობა ეროვნული სული…. Vაი საკარტველოვ…

  2. ანუ თბილისლების ბრალი ყოფილა თურმე ყველაფერი რაც ამ ქვეყანასჰი ცუდი მომხდარა. ვაი შენს პატრონს უბედურს

  3. ბატ.თენგიზ-"ერის დაცემა და გათახსირება მაშინ იწყება,როცა ერი თავის საუბედუროდ,თავის ისტორიას ივიწყებს.როგორც კაცად არ იხსენება ის მაწანწალა ბოგანა,ვისაც აღარ ახსოვს-ვინ არის,საიდან მოდის და სად მიდის,ისეც ერად სახსენებელი არ არის იგი,რომელსაც ღმერთი გასწყრომია და თავისი ისტორია არ ახსოვს"-ილია.აქ მარტო თბილისელებს ნუ დაგვაბრალებ,ყველაფერი ეს უბედურება რაც სამშობლოში-საქართველოში დაიწყო იმ ფულზე სულგაყიდულ ინტელიგენციასთან ერთად ჩართული იყო ის ძალები რომლებიც ებრძვიან იმ ყველაზე წმინდა რწმენას რასაც მართლმადიდებლობა ჰქვია,და ყველაფერი ეს დაიწყი 91-ში საქართველოს დამოუკიდებლობის არ აღიარებით,რომლის სათავეში ა.შ.შ.-ბი იყო,და ტყვია რომ გავარდა 21-თ დეკემბერს,მაშინ ჩცნო ჩვენი დამოუკიდებლობა,რომ მოთრიათ ცბიერი მელა-როზენკრეიცერი-შევარდნაძე და შემდეგ შექანებული ებრაელი მიშა!წაიკითხეთ ქართული გვარების წარმომავლობა!

  4. ‘კარენოი’ თბილისელი ვარ მაგრამ არ ვარ არც კაი ბიჭი და არც ძველი ბიჭი :დ ღმერთმა დამიფაროს 😀

  5. უბრალო ადამიანი უნდა იყოს პატრიოტი, უნდა უყვარდეს თავისი მიწა-წყალი,უნდა იყოს განათლებული,წესიერი და გაზარდოს კარგი შვილები.თუ თბილისში ცხოვრობს თბილისს მოუაროს,თუ გურიაში გურიას და,ა.შ.მაგრამ შეხედეთ ჩვენს ხალხს, ყველა აკეთებს თავისთვის- მართო თვითონ ქონდეს .ეს უბრალო მოკვდავი ადამიანია,რომელიც დაიცავს მის საყვარელ სამშობლოს,როცა საჭიროა.უნიჭო მეცნიერი,უნიჭო კომპოზიტორი ,პოეტი წვალობს,რომ მთავრობას ასიამოვნოს ,ფული ექნება და კაცი ერქმევა,იმიტო რომ სხვაგვარად ვერ გაქაჩავს,უტვინოა.ასე რომ ნამდვილი მსახიობი, პოეტი ,კომპოზიტორი ძლიერია,ხალხისაა, ის პატრიოტია,ის არ იძახის თბილისელი თუ ფშავია ის ყველგანაა ის იტყვის სიმართლეს, ნამდვილია . აი ჭკვიანი უბრალო ადამიანები მას გაჰყვებიან, ისინი არ ჩაირეცხებიან, მათ ვერ ჩარეცხავენ. მითხარით სად არიან?

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here