Home რუბრიკები პოლიტიკა მოგმართავთ წინადადებით _ დავიწყოთ საპროტესტო აქციები ერთადერთი მოთხოვნით: დააპატიმრეთ სააკაშვილი!!!

მოგმართავთ წინადადებით _ დავიწყოთ საპროტესტო აქციები ერთადერთი მოთხოვნით: დააპატიმრეთ სააკაშვილი!!!

871

კოჰაბიტაცია ანთებული ნათურა არ არის, რომ, როცა გინდა, «ვიკლუჩატელით» გამორთო, ანუ მყისიერად დაამთავრო, რასაც საპრეზიდენტო არჩევნებამდე გვპირდებოდა მარგველაშვილი! აკი ვერც დაამთავრა, რადგან კოჰაბიტაცია «ნაცების» გადასარჩენად ამერიკიდან «შემოგდებული», ზედმიწევნით დაგეგმილი, პუნქტობრივად გაწერილი პროცესია და 27 ოქტომბერს კოჰაბიტაციის მორიგი ეტაპი მხოლოდ დასრულდა!

მკითხველს უთუოდ ემახსოვრება, საპრეზიდენტო არჩევნებამდე დიდი ხნით ადრე ვწერდი, რომ ეს ყველაფერი (კოჰაბიტაციის მიმდინარე პროცესი) რაღაცნაირად გეიაღლუმს მაგონებს, რომელიც 27 ოქტომბერს პოლიტიკურად ერთსქესიანი წყვილის, «ნაცებ-ქოცების» ქორწინებით და საზეიმო ქორწილით დასრულდება-თქო და მგონი, არც შევმცდარვარ _ ყველამ კარგად ვიხილეთ ერთი, ნეოლიბერალური იდეოლოგიის მიმდევარი «ნაციონალ-ოცნებისტები», ანუ პოლიტიკურად ერთსქესიანი გიორგი მარგველაშვილი და დავით ბაქრაძე როგორი გაბადრული სახეებით ულოცავდნენ ერთმანეთს გამარჯვებას!

დიახ, არ მეშლება! ამ არჩევნებს 2 გამარჯვებული ჰყავს, რადგან განვლილი არჩევნები, ალბათ, ერთადერთი არჩევნები იყო მსოფლიო ისტორიაში, რომელშიც მეორე ადგილზე გასვლა ლამის პირველზე მეტად ფასობდა!  შარშანდელი 1 ოქტომბრისა არ იყოს, როდესაც სააკაშვილის 9-წლიანი ტერორით განაწამებმა და ივანიშვილის იმედით, თუმცა მისივე ავტორიტეტით  დათრგუნულმა ქართველმა ხალხმა, ოღონდ მიშნაცები გადაშენებულიყვნენ, იძულების კბილთაღრჭენით მისცა ხმა «ნაცებზე» არანაკლებ საძულველ რესპუბლიკელებს, წელსაც ივანიშვილის «წყალობით» ასარჩევი არაფერი გვქონდა _ მარგველაშვილი კი არა, სარი რომ ჩაერჭო მიწაში ბიძინას, ის გახდებოდა საქართველოს პრეზიდენტი!

«ნაცებისთვის» კი ბაქრაძის მეორე ადგილი გამარჯვებას ნიშნავდა. «ნაცების» გამარჯვება კი, როგორც ყოველთვის 9 წლის მანძილზე  ყველა არჩევნების შემდეგ, სამწუხაროდ, ისევ ქართველი ერის დამარცხებაა!

აქამდე, მთელი წელიწადი ხომ გვაყურებინეს ამაზრზენი კოჰაბიტაციისთვის? 27-ში «ერთსქესიანთა ქორწინებაც» ხომ ვნახეთ? და ახლა დამარცხებულმა ქართველმა ერმა ქორწილის შემდგომ თაფლობის თვეს უნდა ვუყუროთ _ თუმცა რაღა ვუყუროთ? უკვე დავიწყეთ მრავალსერიანი ტრაგიკომედიის  ყურება და, თუ მხოლოდ პასიური მაყურებლები ვიქნებით და ბოლომდე ვაცლით კოჰაბიტაციის რეჟისორ-არტისტებს და სცენარში კორექტივებს არ შევიტანთ, საქართველოსთვის ეს ფილმი «ჰეფი ენდით» არ დასრულდება…

საქართველოს ღირსეული პრეზიდენტი?

არაერთხელ შეუმკია ასეთი ეპითეტით ბატონ ბიძინას «ქსლისა მბეჭველი» მარგველაშვილი, მაგრამ… როდესაც გიორგი მარგველაშვილზე «დადებულ» კომპრომატებს ვკითხულობ, აკაკის «გამზრდელი» მახსენდება. არა, ჭორიკანა დედაკაცობას არ ვიკადრებ, ანუ სულ არ მაინტერესებს, კანონიერ ცოლთან ცხოვრობს თუ «უკანონო საყვარელთან», მაგრამ ვერც იმას «გავატარებ», რაც ქართველი ერზე დაუწერია მაშინ, როდესაც ლიბერასტობის დამწყებ კურსებს გადიოდა «თავისუფლების ინსტიტუტში» თუ მის სიახლოვეს,  სოროსის სოროში და სუყე გრანტის მოლოდინში ლიბერასტობდა.

თავად განსაჯეთ, რასთან გვაქვს საქმე მარგველას «ფილოსოფიური ტრაქტატიდან» ქართველი ერის მიმართ ერთი ამონარიდის მაგალითზე:

«დიაგნოზი ერთმნიშვნელოვანია: გონებრივი სისუსტე, მსუბუქი დებილობის ფორმით, ანუ ფაქტობრივი მდგომარეობა, როდესაც ადამიანის ფსიქიკური განვითარება ჩერდება გარკვეულ ადრეულ ეტაპზე და არ აღწევს ზრდასრულ მდგომარეობამდე».

ჰოდა, მოდი და ნუ შეაწუხებ აკაკის აჩრდილს _ «სასიკვდილო მე ვარ მხოლოდ, რომ კაცად ვერ გამიზრდიხარ»…

მართალია, არც ბიძინა მემეტება სასიკვდილოდ, მაგრამ პლასტელინის ამ ბრიყვულ საქციელზე მაინც «პასუხს მისგან მოველიო»… _ «გუშინ» ამისთანას მკადრებელი საკუთარი სამშობლოს მიმართ «ხვალ» შეიძლება «ღირსეული პრეზიდენტი» რომ იყოს, ბატონო ბიძინა?

ახლა მავანი იქნებ შემომედავოს კიდეც, _ ეგ ამონარიდი იქნებ კონტექსტიდან არის ამოვარდნილიო და რას გეტყვით, იცით? ბევრი ასეთი «კონტექსტიდან ამოვარდნა» გვახსოვს: ლაშა ბუღაძის პასკვილი თამარ მეფის მიმართ, ზურაბ ჭიაბერაშვილის «ფალოს-ოფია» ქართლის დედაზე, ეკო დეისაძის «საიდუმლო სირობა» თუ ზაზა ბურჭულაძის აშკარა სექსუალური ლტოლვა საკუთარი დედის მიმართ და გნებავთ, მერაბ მამარდაშვილის ფილოსოფიის ერთი პარადიგმა, რომ თურმე «ჭეშმარიტება უფრო მაღლაა, ვიდრე სამშობლო» და აგერ, სულ ახლახან ლევან ბერძენიშვილის _ «მე და ღმერთი სხვადასხვა ლიგაში ვთამაშობთო»…  მსგავსი «ფილოსოფიური შედევრების» ჩამოთვლა კიდევ ბევრის შეიძლება _ ასეა, როდესაც ლიბერასტული მიეთ-მოეთის აზარტში შესულებს «კუდზე ფეხს დაადგამ», მხოლოდ მაშინ ახსენდებათ «კონტექსტიდან ამოვარდნები»…

დახურული პოლიტიკური პროცესი, ანუ რა ღირს ოპოზიცია?

განვლილი არჩევნების შედეგებმა ისიც აჩვენა, რომ პოლიტიკური პროცესი, როგორც ასეთი, კვლავ მონოპოლიზებულია, ანუ დახურული. ერთადერთი განსხვავება ის არის, რომ, თუ ადრე ერთი მონოპოლისტი იყო პოლიტიკურ ავანსცენაზე «ნაცების» სახით, ახლა ორნი არიან «ოცნებისტებთან» ერთად და ორმა სახელისუფლო პარტიამ ნებით თუ უნებლიეთ კოჰაბიტირებულად  დაადგინა განვლილ არჩევნებზე საპარლამენტო თუ არასაპარლამენტო ოპოზიციის ფასი _ «ნაცები» 20 %, ხოლო არასაპარლამენტომ  «ნოლშჩემტო» პროცენტზე მეტი ვერ «გაქაჩა»…

არა, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ეს თავად ე. წ. ოპოზიციის ბრალია, რადგან მათ წლების მანძილზე სარფიან პროფესიად გაიხადეს ოპოზიციონერობა (ღარიბი ოპოზიციონერი ლიდერი გინახავთ?) და ამიტომაც დაიმსახურეს ქართველი საზოგადოების უნდობლობა და აქედან გამომდინარე «ე. წ.»-ს თიკუნი, მაგრამ ეს სტატუს ქვო რომ ერთნაირად ხელს აძლევთ «ნაცებ-ქოცებს», ესეც ფაქტია!..

რაც შეეხება ნინო ბურჯანაძის «ფენომენს», სულ ტყუილად იფშვნეტენ ხელებს «ნაცებ-ქოცების» ლიბერასტულ პროდასავლურ ნაწილში, რომ ბურჯანაძის 10% გამოხატავს ქართველ საზოგადოებაში პრორუსულად განწყობილთა რაოდენობას და დანარჩენი 90% ნატოზე ოცნებაში აღამ-ათენებს. არა, რადგან ამ არჩევნებში  ქვეყნის საგარეო ვექტორის მიმართულება კი არა, კოჰაბიტაციის ბედი წყდებოდა და ნინო ბურჯანაძემ იმავე «ოცნების» იმ მხარდამჭერთა ხმები მიიღო, რომელთაც ყველაზე მეტად ბაქრაძის მეორე ადგილი, ანუ «ნაცების» მთავარ ოპოზიციურ ძალად ოფიციალურად დაფიქსირება არ უნდოდათ!

ნინო ბურჯანაძის მთავარი შეცდომა ის იყო, რომ წინასაარჩევნოდ მარგველაშვილის დამარცხება გაიხადა მიზნად, რაც ყველა შემთხვევაში უტოპია იყო!

ბურჯანაძის სლოგანი დაახლოებით ამ შინაარსისა უნდა ყოფილიყო _ ვიცი, რომ ვერ გავიმარჯვებ, მაგრამ, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ბაქრაძეს უნდა ვაჯობო და, თუ მეორე ტური იქნება, მარგველაშვილს უბრძოლველად მივულოცავ გამარჯვებას და მომავალი არჩევნებისთვის დავიწყებ მზადებას! _ ასეთ შემთხვევაში გაცილებით მეტ ხმებსაც მიიღებდა და, რაც ყველაზე მთავარი იქნებოდა მისთვის, მომავალი არჩევნებისთვის იქნებ მართლაც საფუძვლიანი ამბიციები ჰქონოდა, მაგრამ ჩვენში როდის და ვის უნახავს მხოლოდ «ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე» მოქმედი პოლიტიკოსი?..

აქედან გამომდინარე, ჩემის აზრით, ნინო ბურჯანაძე, როგორც პოლიტიკოსი, დამთავრებულია, რადგან მომავალ არჩევნებში ვერ ვხედავ ისეთ პოლიტიკურ «რასკლადს», როდესაც ქვეყნისა და ნინო ბურჯანაძის პირადი ინტერესები გადაიკვეთება. არადა, ვიმეორებ: სწორედ ისეთი მომენტი გაუშვა ხელიდან ნინომ, როდესაც საკუთარი უმძიმესი პოლიტიკური ბეგრაუნდის რაღაცნაირად რეაბილიტაციას შეძლებდა ეს უამბიციურესი ქალბატონი. მისმა  ამბიციებმა დაღუპა თავის დროზე «სახალხო კრების» იდეა, რადგან ყურად არ იღო რჩევები, დროებით დისტანცირება მოეხდინა «სახალხო კრებისგან» და ამიტომ ვერ გახდა ეს თავისთავად კეთილშობილური მოძრაობა მასიური _ ბევრმა სწორედ ბურჯანაძის პერსონის მიუღებლობის გამო უგანა «სახალხო კრებას» მაშინ და დღესაც _ საპრეზიდენტო არჩევნებისას!

რას იზამ, ქალბატონო ნინო! დღეს თქვენი სწორი საუბარი ვერ ავიწყებს ქართველი საზოგადოების უმეტეს ნაწილს გუშინდელ, რბილად რომ ვთქვათ, უგვან ქმედებებს, რომელთა ჩამოთვლას არ დავიწყებ (მხოლოდ ნონა გაფრინდაშვილის უმწიკვლო წარსული ვერ აღმოჩნდა ამის დასავიწყებლად საკმარისი)!

სამწუხაროა, ბელაჩაო, ქალბატონო ნინო!..

არაღიარების პოლიტიკა, სამწუხაროდ, გრძელდება!

ღმერთმა დამიფაროს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე კი არა, ზემოთ რომ ვთქვი, პოლიტიკური პროცესი მონოპოლოზებულ-დახურულია-მეთქი, ამაზე მოგახსენოთ, მინდა…

ახალი სისხლია საჭირო ქართულ პოლიტიკაში და განსაკუთრებით ოპოზიციურ ფლანგზე, თორემ ამ არჩევნებმაც დაგვანახა, რომ ერთ, მოჯადოებულ წრეზე ვტრიალებთ, ბოლო 20 წელიწადია _ ერთი და იგივე, კარგად ნაცნობი და მოყირჭებული სახეები, არა მხოლოდ წინასწარ ვიცით, რას გვეტყვიან, პირს რომ გააღებენ, ისიც კი ვიცით, რა ზომის «ბადრიჯანი» ჩაეტევათ ხახაში იმ პოლიტიკანებს, რომელთაც ოპოზიციონერობა სარფიან ბიზნესად გაუხდიათ, მათი გაკეთებული საქმე კი არავის გვინახავს!..

კვალიფიციური ოპოზიციის არსებობის აუცილებლობაზე «ნაცებიც» მოთქვამდნენ თავის დროზე და ახლა ქოცებიც იმავეს იმეორებენ, მაგრამ რეალურად არაფერს აკეთებენ!

ყველა არაანგაჟირებული პოლიტოლოგისთვის თუ ექსპერტისთვის ცხადზე ცხადია, რომ,  ციხის სკანდალური კადრები რომ არა, «ქართული ოცნება» უმრავლესობით ვერ მოვიდოდა ხელისუფლებაში, რადგან ოკეანის გაღმა დიდი ხნის წინ «წერილ იყო», რომ არჩევნების შედეგი 60X40-ზე «ნაცების» სასარგებლოდ უნდა «დადებულიყო» და ის 40%  «ქართულ ოცნებას» მიშას მიერ დანიშნული «ოპოზოციისთვის» (ახლები, ქდმ, ევროპელი დემოკრატები, პადოშა, ედპ და ა.შ.) უნდა გაეყო და რეალურად «ქართული ოცნება» 20-22%-ს დასჯერდებოდა! ანუ ფორმალურად მხოლოდ უბრალო უმრავლესობით გამარჯვებული «ნაცები» რეალურად ისევ საკონსტიტუციო უმრავლესობას შეინარჩუნებდნენ და  ის პარლამენტი პრეზიდენტის სასახლეს გაპრემიერებულ სააკაშვილს მუდმივ საცხოვრისად დაუმტკიცებდა!

ეს პოლიტიკური პასიანსი კი, ვიმეორებ, ციხის კადრებმა ჩაშალა, რადგან ამერიკელების მიერ ზემოთ ხსენებული სცენარის ჯიუტად განხორციელების შემთხვევაში, საქართველოში, დიდი ალბათობით, უმართავი პროცესები დაიწყებოდა, რასაც შეიძლება რეგიონული მასშტაბის დესტაბილიზაცია გამოეწვია!

საით მიმყავს სიტყვა?

ამ კადრების ევროპაში გასაჯაროების ავტორი მაშინდელი წინააღმდეგობის მოძრაობა და მისი ლიდერები: დავით თარხანმოურავი, ირმა ინაშვილი, სოსო მანჯავიძე, გიორგი ლომია და კოტე ინაშვილი იყვნენ. ევროპიდან დაბრუნებულ ირმა ინაშვილსა და დავით თარხანმოურავს, იმის მაგივრად, რომ ყველა ტელევიზიას მიეწვია და პირველწყაროდან გაეგო, რა და როგორ იყო, ჩამოსვლისთანავე მასხარა ვასიკო ოდიშვილის ქილიკი ერგოთ ჯილდოდ და ტელევიზიებში, ძირითადად, ის ხალხი ტლიკინებდა, რომელიც ამ თემასთან შეხებაში საერთოდ არ იყო!

უფრო მეტიც, სარწმუნო წყაროს ინფორმაციით, იმავე საღამოს, როდესაც «მაესტროს» ეთერში ის კადრები გავიდა, «ქართული ოცნების» ელიტა სასწრაფოდ შეკრებილა, სადაც დავით უსუფაშვილს «სახელმწიფოებრივად შვებით ამოუთქვამს»: კიდევ კარგი, რომ საარჩევნო სიების ფორმირება დასრულებულია, თორემ ეგენი ჩაგვიჯდებოდნენო…

აი, სწორედ ამ «არაღიარებას» ვგულისხმობდი, რაც, სამწუხაროდ, დღესაც გრძელდება ეროვნულად მოაზროვნე, ქვეყნის სახელმწიფოებრივ ინტერესებზე ორიენტირებული პატრიოტული ძალების მიმართ.

პატრიოტული ძალების, უპირველესად, «ოცნების» მიერ არაღიარების შედეგია თუნდაც,  რომ «მაოხრებელი გზირის», მიშა სააკაშვილის, საბოლოო პოლიტიკურ გასვენებამდე ორიოდე დღეღა დარჩა, მაგრამ ეს ყოვლად რენეგატი ათასობით თურქისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებას ბედავს, რაც სხვა არაფერია, თუ არა მომავალი არჩევნებისთვის საკუთარი ამომრჩევლების მომრავლება, აჭარაში დემოგრაფიული და რელიგიური სურათის შეცვლის მცდელობა, თურქეთის ექსპანსიისთვის ხელის შეწყობა; ათასობით საშიში დამნაშავის შეწყალება, მათ შორის _ თენგიზ გუნავასა და ბაჩანა ახალაიასი,  და კაცმა არ იცის, კიდევ რის მოოხრებას მოასწრებს სააკაშვილი დარჩენილ წუთებში; და ყველაზე მთავარი _ მისი აშკარა ვოლუნტარიზმი არ აღელვებთ მის მფარველებს დასავლეთში და ისე გაგვითავხედდნენ, რომ, ყოველგვარი დიპლომატიური შეფუთვის გარეშე, ღია, მუქარანარევი ტექსტით უკრძალავენ ახალ ხელისუფლებას სააკაშვილის დაჭერა-პასუხისგებაში მიცემაზე ფიქრსაც კი! თუმცა ხელისუფლებაში ბლომად არიან ისეთები, ვისაც სააკაშვილის დაჭერა არც აქამდე უფიქრიათ!

დავით უსუფაშვილს რომ თავი დავანებოთ, რომელსაც წამოსცდა, «ჩვენი მიზანი «ნაცების» გადარჩენააო, მარტო ლევან ბერძენიშვილი რად ღირს, რომელიც, რაც უფრო იკლებს წონაში, მით უფრო ემსგავსება ვიზუალურად მეფისტოფელს _ ჩვენ ახლა დემოკრატიის მეორე კლასში ვართ და, თუ სააკაშვილს არ დავიჭერთ, «სრაზუ» მეოთხეში დაგვასკუპებენ, თუ არადა, ნოლ კლასში დაგვაბრუნებენო!..

ამას დავუმატოთ ისიც, რომ ბიძინა ივანიშვილი ახლაც კი, როცა მიდის, არ იღლება რესპუბლიკელების ქება-დიდებით და, რასთან გვაქვს საქმე, თავად განსაჯეთ _ ესენი სააკაშვილის დაჭერას არ აპირებენ, რაც იმასაც ნიშნავს, რომ არც გიგანტ გიგა ბოკერიას, არც გია ბარამიძეს და სხვა ბობოლებს არ აგებინებენ პასუხს, დაჭერილებსაც მალე გამოუშვებენ!

ამიტომ საზოგადოებას მივმართავ წინადადებით _ პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ ორგანიზება გაუკეთოთ საპროტესტო აქციებს ერთადერთი მოთხოვნით _ დააპატიმრეთ სააკაშვილი!!!

ვინძლო, ამ მოთხოვნას ქუდზე კაცი გამოეხმაურება საქართველოში, თუ არადა, ქართველებო, მაშინ იმის ღირსები ვყოფილვართ, რაც წინააღმდეგ შემთხვევაში მოგვეწევა _ «დაუმარხავი მკვდარი», როცა იქნება, საბოლოოდ მოგვაოხრებს… 

დავით მხეიძე

1 COMMENT

  1. «დიაგნოზი ერთმნიშვნელოვანია: გონებრივი სისუსტე, მსუბუქი დებილობის ფორმით, ანუ ფაქტობრივი მდგომარეობა, როდესაც ადამიანის ფსიქიკური განვითარება ჩერდება გარკვეულ ადრეულ ეტაპზე და არ აღწევს ზრდასრულ მდგომარეობამდე»

    ბატონო დავით, ეს არის სწორედ ის ზუსტი ფსიქოლოგიური ფორმულა რომელიც მარგველაშვილების მსგავს პიროვნებებისათვის არის განსაზღვრული და სამწუხაროდ ძალიან სავალალო ხდება მისი დამნიშვნელის მდგომარეობაც!

  2. ბატონო დავიტ გეტანხმებიტ ტკვენს სამარტლიან კრიტიკულ გამონატკვამებსში, მაგრამ გამოვა კი კუდზე კაცი ამ მოტხოვნიტ?? ხალხი გატიშულია, მოდუნებული, მინდობილია ბატონ ბიძინას და ტიტკოს ბატონი ბიძინას გადასარჩენი იყოს მხოლოდ საკარტველო , ისე უყურებენ ამას ყოველივეს. ძალიან სერიოზული მუშაობაა გასაწევი იმისტვის რომ აღსდგეს ეროვნული სული და მარტლაც ერუვნულმა ძალებმა გააერტიანოს საკარტველო უკეტესი მომვავლისატვის და არა სინგაპურიზაციისტვის. კარტული სული კვდება ნელ ნელა და ტანმიმდევრობიტ, ამას დიდი შველა სჭირდება….

  3. "ვაჟკაც-კაცს"-მარგველაშვილი მყავს მხედველობაში-არ ეკადრება, დებილების დაუნების პრეზიდენტობა,სირცხვილია და თანაც დიდი ცოდვა.არ შეიძლება ბეხრეკ ცხენზე ჭენაობა.

  4. ერთადერთი პოლიტიკური პარტია,რომელსაც შეუძლია რეალურად სიტუაციის შეცვლა,"სპა" _ "საქართველოს პატრიოტთა ალიანსია",რომელსაც ნაცებიც ბლოკავდნენ და ქოცებიც ბლოკავენ…

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here