Home რუბრიკები პოლიტიკა ანტიბრიუსელური ფრონტი ევროკავშირის კედლებში, ანუ ციხე შიგნიდან ტყდება?

ანტიბრიუსელური ფრონტი ევროკავშირის კედლებში, ანუ ციხე შიგნიდან ტყდება?

530

ევროკავშირის წევრი ქვეყნის _ უნგრეთის მაგალითით თუ ვიმსჯელებთ, ევროკავშირი სულაც არ არის ედემის ბაღი, რომლის შესასვლელთან უსახლკარო მათხოვარივით საქართველო უნდა ათენაღამებდეს.

 

გასულ კვირაში უნგრეთის დამოუკიდებლობის დღესასწაული, ისტორიაში პირველად, ევროკავშირისა და «უცხოური კაპიტალის» წინააღმდეგ წამოყენებული მკაცრი ლოზუნგების ფონზე გაიმართა. ექსპერტები დარწმუნებით აცხადებენ, რომ კონფლიქტი ბუდაპეშტსა და ბრიუსელს შორის არამარტო გამძაფრდება, არამედ თავის ორბიტაში ჩაითრევს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სხვა სახელმწიფოებსაც.

თავიდან ანტიბრიუსელური მოტივები უნგრეთში, რომელიც ევროკავშირისკენ და ნატოსკენ მონდომებით მიილტვოდა, პრაქტიკულად არ ისმოდა. მიზეზი კი ის იყო, რომ გასაკრიტიკებელი ჯერ არაფერი ჩანდა. 2004 წელს უნგრეთის ევროკავშირში მიღება 15 წლის განმავლობაში «გარდამავალი პერიოდის» ყველა მთავრობის მოღვაწეობის შედეგი იყო.

მაგრამ ორიოდ წლის შემდეგ ეიფორია უნგრეთსა და მის მეზობელ ქვეყნებში ნაციონალური განწყობილებების ახალ-ახალი შემოტევების გამო მზარდი შეშფოთებით შეიცვალა. გაირკვა, რომ ევროკავშირს არ ძალუძს, არამარტო მისცეს იმპულსი სოციალურ-ეკონომიკურ განწყობილებას, არამედ აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებს დაუკნინა ის მიღწევები, რომლებიც სოციალისტური ეპოქის მონაპოვარი იყო _ საწარმოო სიმძლავრეები, სასოფლო-სამეურნეო წარმოების ტრადიციები, გასაღების ბაზრები. უნგრელებისგან, პოლონელებისგან, ჩეხებისგან, სლოვაკებისგან (2007 წლიდან კი ასევე ბულგარელებისა და რუმინელებისგან) მოითხოვდნენ, ფაქტობრივად, უარი ეთქვათ ეროვნულად ორიენტირებულ ეკონომიკაზე, ვაჭრობასა და საგარეოპოლიტიკურ დამოუკიდებლობაზე, კულტურულეროვნულ ტრადიციებზე. 2009 წლიდან ამ მოთხოვნებს დაემატა კიდევ ერთი _ «ქამრების მოჭერა» ბერძნების თუ გერმანელი ბიურგერების თუ ბრიუსელის ბიუროკრატების გადასარჩენად.

ასეთ პირობებში, ევროსკეპტიციზმის ტალღაზე ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საღად მოაზროვნე პოლიტიკოსები შეეცადნენ, აღჭურვილიყვნენ იმ სოციალურ-ეკონომიკური კურსის ცალკეული ასპექტებით, რომელთაც განახორციელებდნენ ევროკავშირს მიღმა მყოფი წარმატებული ქვეყნები სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, ლათინურ ამერიკაში. უნგრეთის მთავრობამაც, რომლის სათავეში იდგა ვიქტორ ორბანი, შეძლო «გამოსულიყო რეცესიიდან, შეემცირებინა ინფლაცია და უმუშევრობა». ეს აღიარეს ორბანის კრიტიკოსებმა ვაშინგტონსა და ბრიუსელში.

23 ოქტომბერს ბუდაპეშტში ურბანის მომხრეების მიერ გამართული ნახევარმილიონიანი მიტინგი იქცა მასობრივი მხარდაჭერის გამოხატვად იმ კურსისა, რომელიც, ისტორიული პარალელებისა და ნაციონალიზმის გარკვეული წილის მიუხედავად, აძლიერებს მოთხოვნას სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური პრობლემების ეროვნული და დამოუკიდებელი გადაჭრის შესანარჩუნებლად. თავის გამოსვლაში ორბანმა კომუნისტური მმართველობის წლებთან ერთად დაგმო უცხოური კაპიტალის თანამედროვე ექსპანსია და ევროკავშირის პოლიტიკა.

ორბანის პოლიტიკის რეალურობას ადასტურებს ისიც, რომ მან უარი თქვა  გაზსადენ «ნაბუკოს» მშენებლობაში მონაწილეობის მიღებაზე, რომელსაც დასავლეთის პროექტით, რუსეთისთვის გვერდის ავლით გაზი ევროპისკენ უნდა გაეტარებინა. დასაბუთება _ პროექტი ძვირადღირებული და ნაკლებრენტაბელურია. სხვა საქმეა რუსული პროექტი «სამხრეთის ნაკადი», რომელსაც ნედლეულის რეალური ბაზა და აუცილებელი დაფინანსება გააჩნია. «გაზპრომმა» გაზარდა თავისი საინვესტიციო პროგრამა 1,026 ტრილიონ რუბლამდე, მათ შორის, პროექტ «სამხრეთის ნაკადის» დაფინანსებისთვისაც.

თუ დღეს უნგრეთის მთავრობა ცდილობს, წინ აღუდგეს ევროკავშირის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის და სხვა საერთაშორისო სტრუქტურების ხელმძღვანელობის მისწრაფებას, გააძლიერონ ქვეყნის განვითარების სხვადასხვა მხარის კონტროლი, აღმოსავლეთევროპული რეგიონების სხვა ქვეყნებს აქვთ თავისი, არანაკლებ მნიშვნელოვანი პრეტენზიები ბრიუსელის მიმართ. კერძოდ, «ანტიბრიუსელურ ფრონტში» შეიძლება გაერთიანდნენ ბულგარეთი და რუმინეთი, რომელთაც ბრიუსელმა სხვადასხვა მიზეზით უარი უთხრა შენგენის ზონაში შესვლაზე. გასულ ოქტომბერში ევროკომისიამ გერმანიის, ნიდერლანდებისა და საფრანგეთის დაჟინებული მოთხოვნით, ბუქარესტსა და სოფიას პირდაპირ განუცხადა, რომ ნუ იქონიებენ ილუზიებს შენგენის ზონასთან დაკავშირებით. თუ აქამდე ევროჩინოვნიკები ლაპარაკობდნენ დამნაშავეობის, პოლიტიკური ინსტიტუტების არასაკმარის დემოკრატიულობაზე და ეროვნული საზღვრების სუსტი კონტროლის პრობლემებზე, ამჟამად ახალი პრეტენზია წაუყენეს ორივე ქვეყანას _ ბოშები. ბრიუსელის აზრით, სოფია და ბუქარესტი არ ცდილობენ ადგილობრივი ბოშების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტეგრირებას, მიუხედავად იმისა, რომ ამ მიზნისთვის გამოყოფილია «მილიარდობით ევრო».

რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტიტუს კორლეციანმა განაცხადა, რომ «მილიარდობით ევრო» ზღაპარია, რომ ევროსაბჭოს სივრცეში 15 მილიონი ბოშა ცხოვრობს, პრეტენზიებს კი მხოლოდ სოფიასა და ბუქარესტს უყენებენ.

ბულგარეთი ასევე პოლიტიკურ მიზეზებს ასახელებს ევროკავშირის ჩინოვნიკების მიერ ბალკანეთის ამ ქვეყნის შენგენის შეთანხმებასთან მიერთების საკითხის გაჭიანურებას.

მაგრამ სოლიდარობის ნატამალიც არ ჩანს დღევანდელ ევროკავშირში. გამორიცხული არ არის, რომ უახლოეს თვეებში პირიქით მოხდეს _ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებმა დაიწყონ გაერთიანება ანტიბრიუსელური სოლიდარობის ბლოკში და ზოგიერთ სხვა გაერთიანებაში მოცემული რეგიონის საზღვრებს მიღმა.

ნიშანდობლივი ტენდენციაა, რომელმაც ჩვენი ქვეყნის ახალი ხელმძღვანელობა უნდა დააფიქროს, ხომ არ წავიქცევით იმ გზაზე, რომლითაც ასე აჩქარებით მივრბივართ ბრიუსელში ამომავალი მზისკენ?

www.fondsk.ru მიხედვით

 

1 COMMENT

  1. ეს წერილი ყველამ უნდა წაიკითხოს და კარგად გააცნობიეროს!!! როცა ევროპის ქვეყნები გადაწყვეტილებას იღებენ რომელიმე ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე,საკმაოდ დეტალებში ანგარიშობს, რა სარგებლობას მოუტანს პირველ რიგში ეს კავშირი ევროპას!
    საიდან გაჩნდა ის ულუზიები საქარტველოში,რომ ევროკავშირში შესვლა სიმდიდრეს მოუტანს საქართველოს,ან უსაფრთხოების გარანტიებს მოუტანს ქვეყანას.
    დააკვირდით კარგად, წლების განმავლობაში საქართველოს პრეზიდენტებს, მინისტრებს ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის პერიოდიდან,ყოველთვის დალხინებული ცხოვრება ჰქონდათ, რუსეთის გუბერნიად ვითვლებოდით,თუ ამერიკას და ევროპას ელაქუცებოდნენ.
    ძველი ხელისუფლების წარმომადგენლები ეშმაკსაც კი შეეკვრიან ოღონდ თვითონ იყვნენ კარგად მაშინაც და ახლაც! ხალხმა უნდა გაიგოს ეს და თუთიყუშების როლში არ გამოვიდნენ-ჩვენ გვინდა ევროპას რომ იმეორებენ ზოგიერთ არამზადა პოლიტიკოსთან ერთად.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here