Home რუბრიკები პოლიტიკა ალექსანდრე ჭაჭია: ყველა ამ დაჯგუფების, პარტიისა თუ მოძრაობის ფესვები «მოქალაქეთა კავშირსა» და...

ალექსანდრე ჭაჭია: ყველა ამ დაჯგუფების, პარტიისა თუ მოძრაობის ფესვები «მოქალაქეთა კავშირსა» და სოროსის სტრუქტურებშია…

890

გაზეთ «საქართველო და მსოფლიოს» ესაუბრება პოლიტოლოგი ალექსანდრე ჭაჭია.

_ ბატონო ალექსანდრე, კვირას პრეზიდენტის არჩევნები შედგება. წინასაარჩევნო კამპანიამ სამი ძირითადი კანდიდატი გამოკვეთა _ მარგველაშვილი, ბურჯანაძე, ბაქრაძე და ბრძოლაც, როგორც ჩანს, მათ შორის გაიმართება. ბევრს აინტერესებს თქვენი აზრი _ მათგან რომელი იმსახურებს ხალხის მხარდაჭერას, რომელს ენდოს საზოგადოება?

_ ამ არჩევნებს დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ. პრეზიდენტის თანამდებობა ერთი ადამიანისა და მისი უახლოესი გარემოცვის კომფორტულად ცხოვრების ბუტაფორიულ ადგილად აქციეს. თუ გახსოვთ, ხელისუფლებას ვთავაზობდი, პრეზიდენტი კანონით დაევალდებულებინათ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიზნით დაკავებულიყო აფხაზებთან, ოსებთან და რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების დარეგულირებით, მაგრამ ხელისუფლებამ ბუტაფორიული პრეზიდენტი არჩია. ამ თანამდებობაზე შესაბამისი უნარებისა და შესაძლებლობების მქონე პირიც რომ მოხვედრილიყო, ის ქვეყნისთვის ვერაფერს გააკეთებდა, ვინაიდან რეალური ძალაუფლება ისეთ სტრუქტურებს ეკუთვნით, როგორიცაა რესპუბლიკური პარტია, «თავისუფლების ინსტიტუტი» და სხვა სოროსული ორგანიზაციები, რომლებიც ივანიშვილმა პარლამენტში შეიყვანა, ხელისუფლებაში მოიყვანა და მათ უტოვებს საქართველოს. ეს იგივე ძალებია, რომლებიც საქართველოს ბოლო წლების მანძილზე მართავდნენ. «ნაციონალური მოძრაობა» ამ ძალების ერთ ფრთას წარმოადგენს, ხოლო ივანიშვილის კოალიცია _ მეორე ფრთას. სწორედ ასე გამოეყო თავის დროზე სააკაშვილი-ჟვანია-ბურჯანაძის ფრთა «მოქალაქეთა კავშირს». ყველა ამ დაჯგუფების, პარტიისა თუ მოძრაობის ფესვები «მოქალაქეთა კავშირში» და სოროსის სტრუქტურებშია, ხოლო საერთო ხელმძღვანელად მათ ამერიკის საელჩო ჰყავთ. ამ ადამიანებს არ ძალუძთ დამოუკიდებელი პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმა.

_ ყველა კანდიდატი დარწმუნებით აცხადებს, რომ გადაწყვეტს საქართველოს მთავარ პრობლემებს _ დაამყარებს ნორმალურ ურთიერთობას რუსეთთან, გაიყვანს რუსეთის სამხედრო ბაზებს აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან, აღადგენს ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, ააღორძინებს ეკონომიკას…

_ ძალიან მინდა იმ ადამიანის თავში ჩავიხედო, რომელსაც ამ ყველაფრის სჯერა. თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი მზადაა, დაიჯეროს ნებისმიერი სიცრუე, რადგან დაკარგა ანალიზის უნარი. თითქოს ძალიან ადვილია ამ დაპირებების შედარება მათი ავტორი დემაგოგების წარსულ საქმიანობასთან და სათანადო დასკვნების გამოტანა, მაგრამ ბევრს ურჩევნია, უბრალოდ, დაიჯეროს ლამაზი სიტყვები.

არც ერთ თქვენ მიერ ჩამოთვლილ კანდიდატს რუსეთის ხელმძღვანელობასთან არანაირი საკითხის გადაჭრა არ შეუძლია, მათთან რამენაირი სერიოზული პრობლემის განსახილველადაც კი არავინ დაჯდება. არაფერს ვამბობ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელობასა და პოლიტიკურ წრეებზე, ვისთვისაც ეს ადამიანები აბსოლუტურად მიუღებელნი არიან.

_ 27 ოქტომბერს ამომრჩეველი საარჩევნო უბანში მივა, მან რომელიმე გვარი უნდა შემოხაზოს?..

_ ამომრჩეველთა აქტივობა, ალბათ, ძალიან დაბალი იქნება. ვფიქრობ, მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი თავს შეურაცხყოფილად გრძნობს იმის გამო, რომ ქვეყნის პოლიტიკური კლასი საზოგადოებას თავს ახვევს არჩევანს ესოდენ უუნარო კანდიდატებს შორის. ეს, ერთის მხრივ, იმით არის გამოწვეული, რომ თავად საქართველოს პოლიტიკური კლასი არის დეგრადირებული და უუნარო, ხოლო მეორე მხრივ, იმით, რომ მათ უკან მდგომი მესვეურები დარწმუნებულნი არიან, რომ მოსახლეობა აუცილებლად მივა და მისცემს ხმას, ვინაიდან, მათი აზრით, სრულიად აქვს დაკარგული ფიქრის, ანალიზისა და ეროვნული ინტერესების აღქმის უნარი. კოლონიზატორი ხომ კოლონიის მოსახლეობას ყოველთვის ბრიყვად აღიქვამს, რომელსაც ადვილად შეიძლება თავს მოახვიო შენი ნება.

დღეს საქართველოს რეალური პატრონების წინაშე დგას ქვეყნის ხელისუფლების ლეგიტიმაციის პრობლემა. ცხადია, პარლამენტის ამჟამინდელი შემადგენლობისთვის ხმა არავის მიუცია, ხმა მისცეს ივანიშვილს, რომელმაც პარლამენტში შეიყვანა ის ძალები, რომელთა მოყვანაც დაავალეს _ «მოქალაქეთა კავშირის» მესამე ეშელონი, რომელსაც დამოუკიდებლად პარლამენტში არჩევის არანაირი შანსი არ ჰქონდა. პოლიტიკიდან ივანიშვილის წასვლისთანავე ამ პარლამენტის ლეგიტიმურობა ნულოვანი გახდება. ასევე ნულოვანია ამ არალეგიტიმური პარლამენტის მიერ დამტკიცებული მთავრობის ლეგიტიმურობაც. ამიტომ საჭიროა და აუცილებელიც, რომ პრეზიდენტი მაინც იყოს მოსახლეობის უმრავლესობის მიერ არჩეული და გააჩნდეს მყარი ლეგიტიმურობა. საქართველოს პატრონებისთვის აბსოლუტურად სულერთია, თუ კონკრეტულად ვინ იქნება ეს პრეზიდენტი, რადგან ძირითად პრეტენდენტთაგან ნებისმიერი მათთვის მისაღებია. მთავარია, რომ იგი იყოს ლეგიტიმური და ხალხის სახელით ხელი მოაწეროს საჭირო ქაღალდებს, ამიტომაც მათ სჭირდებათ, რომ ამომრჩეველთა აქტიურობა იყოს მაღალი.

_ მოსახლეობის ნაწილი არჩევნებზე მაინც წავა, რას ურჩევთ, ვის მისცენ ხმა?

_ მისცენ ხმა იმას, ვისთვისაც უახლოესი ხუთი წლის მანძილზე კომფორტი და ფუფუნება არ ენანებათ. მაგალითად, კანდიდატებს შორის არის ერთი სიმპათიური პენსიონერი, მისი გვარი არ მახსოვს, იგი პირობას დებს, რომ იქნება ბავშვების პრეზიდენტი და ყველა უმუშევარს სიგარეტის ფულს დაურიგებს. დაე, იცხოვროს ამ კაცმა სიბერეში თავის გემოზე. მოსახლეობას მაინც მოუწევს პრეზიდენტის შენახვა, ამ პენსიონერს კი დიდი მოთხოვნილებებიც არ ექნება და არც ისეთი გაუმაძღარი გარემოცვა ეყოლება, როგორც ძირითად პრეტენდენტებს.

ესაუბრა ირაკლი თოდუა

1 COMMENT

  1. ძალიან სწორი პასაჟებია ამ ინტერვიუში.ეს არჩევნები როგორც არ უნდა დამთავრდეს, ბიძინას პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ მართველი კლასის დელეგიტიმიზაცია მოხდება, რაც დიდი ალბათობით მომავალში ეროვნული პოლიტიკური ძალის შექმნის შესაძლებლობის საშუალებას მისცემს იმ ძალებს და პოლიტიკურ ლიდერებს რომლებიც დღეს განზე არიან ქართული პოლიტიკური სივრცისგან. ამიტომ აუცილებელია არჩევნების დასრულებისთნავე დაიწყოს მუშაობა სრულიად ახალი პოლიტიკური ძალის ფორმირებასთან დაკავშირებით. ამ პორცესს ისეთი ადამიანი უნდა ჩაუდგეს, რომელსაც სუფთა პოლიტიკური წარსული, ინტელექტი და რაც მთავარია შორსმჭვრეტელობის უნარი გააჩნია.ასეთი ფიგურად მე ალექსანდრე ჭაჭია წარმომიდგენია.

  2. ეხ, რა აზრი აქვს ახლა ამ განმარტებებს ყველაფერი მაინც ამერიკული გეგმით მოხდება. ხომ ხედავთ სიკორსკი და ბილდი ჩამოვიდნენ და ბიძინას დახურულ კარს მიღმა წაუკუთხეს ნოტაცია, მალე აჭიკჭიკდება ოცნება ნაცების ამნისტიაზე და სააკაშვილის ხელშეუხებლობაზე

  3. ეს კარიერისტები გამოხრავენ ამ საქართველოს სიმდიდრეს, შიმშილში ამოხდიან მეოცნებეებს სულს…

  4. ბიძინა მილიარდელი რომ არ ყოფილიყო ზოგიერთები კი არ შეუძვრებოდა. სხვაც არსებობს უკეთესი, რომელიც საქართველოს სიყვარულით ათენებს და აღამებს, მაგრამ ჩვენ საზოგადოება მართლა დეგრადირებული და უუნაროა.

  5. უმაგრესი ხართ ბატონო ალექსანდრე, კარგი იქნება კარგი იქნება აქტიურ პოლიტიკაში რომ ჩაერთოთ, პატივს ვცემ თქვენს ნიჭიერებას,უფალმა გაგაძლიეროთ.

  6. ეს სტატია უნდა გაიკრას ყოველ საარჩევნო უბანზე,ბევრ ქართველს დააფიქრებს ეადგან – სიმართლეს ვერსად გავექცევით საქართველოს პატრონებისთვის ჩვენი ქვყანა სულერთია და ჩვენ მაინც არ დავიკიდოთ ფეხებზე, გამოვფხიზლდეთ!

  7. გაუგებარ მდგომარეობაშია ქართველი ხალხი, ივანიშვილს მისცა ხმა ქართველმა ერმა და დღეს მის ზურგს უკან ამოფარებულ პერსონებს, მით უმეტეს ქსოვის მოყვარულ პლასტელინის ინტელიგენტს მე პრეზიდენტად არ ავირჩევ, გვეყო მიშაგანაც ექსპერიმენტები

  8. შარშანდელი პირველი ოქტომბერის არჩევნები რომ გვეგონა მიშა დავამთავრეთ და ივანიშვილს ძალაუფლება მოვაპებინეთ, ყოფილა გამარჯვება რომელიც დამარცხებაზე უარესია. ეს ყოფილა გამარჯვება რომელმაც ავაზაკები კი არ ალაგმა,არამედ გააძლიერა.უარს ვამბობ ასეთ სამარცხვინო გამარჯვებაზე,რადგან ეს გამარჯვება არაა,ეს სამწუხაროდ დამარცხებაა!!!!!!!!!!

  9. საქართველოში სამწუხაროდ ბევრს მართლა ურჩევნია, კი არ იფიქროს და ანალიზის შედეგად დაასკვნას, არამედ უბრალოდ, დაიჯეროს ლამაზი სიტყვები. ამას თიტქოს არაფერი ეშვლება მაგრამ ამ ხალხს ჯერ კიდევ აქვს იმედგაცრუების უნარი და როდესაც იმედგაცრუებულთა მასა კრიტიკულ ნიშნულს მიაღწევს, ეს იმედგაცრუებული მასა შეიძლება იქცეს ძალიან სერიოზულ არგუმენტად მანიპულატორების (არ დავაკონკრეტებ) ხელში. ასეთ მანიპულატორებად კი შეიძლება იგივე ნაცებთან კოაბიტირებული რესპებიც მოგვევლინონ

  10. აუცილებლად უნდა დაუბრუნდეს ალექსანდრე ჭაჭია ქართულ პოლიტიკას, ასეთი განათლებული ადამიანებია საჭიროა პოლიტიკაში, თორემ ამ უვიცმა პოლიტიკანებმა დედა უტირეს ქვეყანას.

  11. ბატონი ალეკსანდრე სწორ ანალიზს უკეტებს მოვლენებს, მაგრამ ეს არ კმარა. ტუ კარტველების უდიდესი ნაწილი ვერ მოეგო გონს რომ არ უნდა იმარტებოდეს გარედან და ეროვნულობის, სარწმუნოების და სამშობლოს შენარჩუნება /გადარჩენა უნდა იყოს ამოსავალი წერტილი , მაშინ არაპერი გვეშველება. რად უნდა ამას დიდი განსჯა რომ ივანიშვილი არის ამერიკული და დასავლური პროეკტი და ნაცების გადარჩენა რომელიც უსუპაშვილს დაევალა რომ გაეჯღერებინა არ იყო შემტხვევიტი. არც კი იოცნებოტ ხალხნო სამარტლიანობის დამკვიდრებაზე საკარტველოში, ყოველშემტხვევაში კარგა ხნიტ გადაიწია ამ პროცესმა ისევ და საკარტველო ეხლა რუსეტის კი არა უპრო უარესის-ამერიკის კოლონიაა, და ამას მოსახლეობის დიდი ნაწილი ვერ მიმხვდარა ჯერ კიდევ. ჩვენი გუბერნატორი-Mრ. Nორლანდი "კარგად გვიმყოპოს …" …"გაუმარჯოს ნაც-ოცნების მეგობრობას!!!"…პუი ამატ კარტველობას….

  12. "ქართული საზოგადოების,დიდ ნაწილს არ აქვს კრიტიკული აზროვნების უნარი,არ შეუძლია დასვას კითხვები და გააკეთოს ანალიზი".აშშ -ს ყოფილი ელჩის განცხადება,ბატ.ჯონ ბასის,2011წ27მაისი."რა გითხრათ,რით გაგახაროთ’ილია ჭავჭავაძე.

  13. ხალხო დროა სხვა გზას დავადგეთ ბიძინას უკან ამოფარებული არიან ამერიკული გიენები გონს მოვიდეთ

  14. ალექსანდრე ჭაჭიასნაირი პატრიოტები უნდა მოვიდნენ ხელისუფლებაში, მაშინ ეშველება საქართველოს.

  15. ეჰ,ამ კაცს კი აქვს ანალიზის უნარი.შორიდან ყველაფერი კარგად ჩანს.ოცი წელია გვიწევს არჩევანის გაკეთება ცუდსა და უარესს შორის.

  16. შოთა !!! ანალიზი დღევანდელ ხელისუფლებას აქვს გასაკეთებელი ტვინში სერი ნივთიერების რაოდენობაზე, თუ აკლიათ სამკურნალოები არიან თუ არა დასაჭერი

  17. მისტერ-მასტერი – დედას გაფიცებ, ნუ იქნები ინკოგნიტო, მინიმუმ სამინისტრო კაცი ხარ, ყველა (ლამის) გაზეთს ვკითხულობ, ყველა არხს ვუყურებ, ასეთი ზუსტი და კომპაქტურ-ლაკონურ-აკუმულირებული ანალიზი შექმნილი ვითარების პირველად მოვისმინე. აფერუმ… და დდშვ იმათი სათითაოდ ვინც ღლე ზაქარეიშვილებს, ყვერ ალასანიებს და ვაგინა ფანჯიკიძეებს ნიშნავენ მინისტრებად როდესაც შენნაირი ხალხი არსებობს

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here