Home რუბრიკები საზოგადოება თბილისის ოპერისა და ბალეტის აკადემიური თეატრის სოლისტი დიდ ბრიტანეთს პოლიტიკურ თავშესაფარს სთხოვს

თბილისის ოპერისა და ბალეტის აკადემიური თეატრის სოლისტი დიდ ბრიტანეთს პოლიტიკურ თავშესაფარს სთხოვს

797

«ქართული ოცნების» ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან მოსახლეობამ, ერთი შეხედვით, თითქოს შვება იგრძნო, მაგრამ ერთი წლის თავზე აღმოჩნდა, რომ ხელისუფლებაში პრობლემებია და სიტყვები: ნეპოტიზმი, წაყრუება, პროვინციალიზმი და პლასტელინი მოდაში შემოვიდა. ახალ ხელისუფლებას თითქმის ყველა სამინისტროში პრობლემები აქვს, ხალხი ხან რომელ მინისტრს უჩივის და ხან _ რომელს, მაგრამ ყველაზე ხშირად საჩივარი კულტურის მინისტრის მისამართით ისმის. ეს ის სფეროა, ჩვენს პრემიერს ძვირად რომ უღირს.


ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ცნობილი ქართველები ამბობდნენ, რომ ის კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდა და მისი ნაცნობობის წრე მხოლოდ რამდენიმე ადამიანით შემოიფარგლებოდაო, ეს რამდენიმე ადამიანი ნიჭიერ ქართველთა სიაში არასოდეს შედიოდნენ და კულტურის სამინისტროში გამეფებული ნეპოტიზმიც სწორედ აქედან მომდინარეობსო.

ამბობენ, «ქართული ხმების» მომღერლის _ გივი ჭიჭინაძის გარეშე კულტურის სამინისტროში ნაბიჯსაც ვერ დგამენო. გივი ბერიკაშვილს «ივანიშვილის სუფრის გამრთობს» უწოდებენ და მისი შვილის, მანანა ბერიკაშვილის, ამხელა თანამდებობაზე დანიშვნასაც ამ ფაქტს მიაწერენ. ოპერის თეატრის დირექტორი გიორგი ჟორდანია კი ივანიშვილის ქალიშვილის კლასელის მამა ყოფილა. ისე, გივი ბერიკაშვილზე ამდენი საყვედურის მოსმენა სასიამოვნო არ არის. ყველა ქართველს ჯერ ბუბა კიკაბიძის გატეხილი სახელი ედარდებოდა და ახლა ბერიკაშვილის. საინტერესოა, რაში სჭირდებათ ხელისუფლებასთან ასეთი სიახლოვე ხალხისთვის ისედაც საყვარელ და პატივსაცემ ადამიანებს?

ახალი ხელისუფლება მოვიდა და კვლავ სცენაზე დგანან ის ადამიანები, რომელთა დანახვაც ქართულ საზოგადოებას არ აღაფრთოვანებს. ისევ ჩანან და წარმატებითაც: ნინა წკრიალაშვილი, ლელა წურწუმია, სტეფანე და ა. შ. ეს სია უსასრულოდ გრძელდება. იგივე ვითარებაა მწერლობაშიც, მსახიობებშიც, მოკლედ, არსად, არც ერთ დარგში სიტუაცია არ შევცლილა. ხელისუფლება ადამიანების გასაჭირს არ ისმენს, თუ ისმენს პასუხის ღირსად არ თვლის. ერთმა ძალიან პატივსაცემმა ადამიანმა თქვა: _ ყველაფერი თავდაყირა დადგა, არაკაცები ზეობენ, ქვეყანაში ბევრად რთული ვითარებაა, ვიდრე აქამდე იყოო. ეს ადამიანი უმადური სულაც არ არის, თავის დროზე ივანიშვილის მოსვლით ისიც გახარებული იყო.

ზემოთ ნათქვამი ჭორი არ არის, ამ სიტყვებს თბილისის ოპერისა და ბალეტის აკადემიური თეატრის სოლისტი, რევაზ ლაგვილავა, ადასტურებს. ბატონმა რევაზმა ვრცელ ინტერვიუზე უარი მხილოდ იმიტომ თქვა, რომ ერიდება: «თბილისელი კაცი ვარ, მრცხვენია ჩემს თავზე ამდენი საუბარი, თქვენთან მოსვლამდე საჯაროდ ბევრჯერ ვილაპარაკე, მაგრამ არავის აინტერესებს. სუფრის მასხარების, არღნის ჩიტებისა და უნიჭო ხელოვანების დრო დადგა. არადა, როგორი იმედი მქონდა ახალი ხელისუფლების, მეგონა, ხალხის ხმას გაიგებდნენ, მაგრამ ამაოდ… სხვა გზა არ დამრჩა, ქვეყნიდან უნდა წავიდე, პოლიტიკური თავშესაფარი მოვითხოვე. დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრს მივმართე და პასუხსაც მალე მივიღებ».

საქართველომ უმძიმესი წლები გამოიარა, მათ შორის «ნაციონალების» ცხრა წელიწადი, მაგრამ ის, რომ ქართველ ხელოვანს ქვეყნის დატოვება და პოლიტიკური თავშესაფარის მოთხოვნის სურვილი გასჩენოდა, უპრეცედენტო შემთხვევაა. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, ახალმა ხელისუფლებამ ერთ წელიწადში მოახერხა ხალხის უკმაყოფილების გამოწვევა, მიტინგებზე გამოყვანა და ქვეყნიდან გაქცევაც კი. მკითხველს შევახსენებ, რომ «ნაციონალების» წინააღმდეგ ხალხმა უკმაყოფილება მათი ხელისუფლებაში მოსვლიდან 2 წლის თავზე გამოხატა.

«საქართველო და მსოფლიო» რევაზ ლაგვილავას მიმართვას დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრისადმი უცვლელად გთავაზობთ:

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრს, მის აღმატებულებას, ბატონ დევიდ კემერონს

თქვენო აღმატებულებავ,

ბატონო პრემიერმინისტრო!

გიგზავნით წერილს არშემდგარი სახელმწიფოდან, რომელსაც საქართველო ჰქვია. მე გახლავართ ოპერის მომღერალი (თბილისის ოპერისა და ბალეტის აკადემიური თეატრის სოლისტი), რომელიც, თითქმის სამი ათეული წელია, ვემსახურები ვოკალურ ხელოვნებას. აქედან 25 წელია, ვეწევი წარმატებულ საოპერო შემოქმედებით და პედაგოგიურ მოღვაწეობას. რამდენიმე წელია, ყოველ მხრივ მიმდინარეობს აგრესიული შეტევა ჩემზე საეჭვო ფარული ობსტრუქციული ძალების მიერ, რომლებიც შეგნებულად მართმევენ შემოქმედების ოქროს წლებს.

ნიჭიერი და ღირსეული ქართველი ერის, ნიჭით გაჯერებული, თავის საქმის მცოდნე, მაღალი რანგის პროფესიონალები, ბროუნის მოძრაობის რეჟიმში იმყოფებიან და მსხვერპლნი არიან უმეცრებისა და არაკომპეტენტურობის. ამის მიზეზია მთავრობის პროვინციული ფეოდალური ნეპოტიზმისა(!) და უნიჭო ფავორიტთა დაწინაურების პოლიტიკა, რომელიც ძალიან დიდ საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფოს დემოკრატიულ მომავალს.

თქვენო აღმატებულებავ! მოგმართავთ, როგორც ფლაგმან-დემოკრატიული სახელმწიფოს მეთაურს.

გთხოთ, მომცეთ თავშესაფარი და დიდი ბრიტანეთის მოქალაქეობა (თუნდაც გარკვეული დროით), რათა, როგორც დიდი გამოცდილების მქონე პროფესიონალს, მომეცეს მუშაობის საშუალება, რაც ჩემი შემოქმედების ოქროს წლების რეალიზაციაში მომეხმარება.

იმედით, დიდი ბრიტანელი ხალხისა და თქვენი აღმატებულების პატივისცემით,

რევაზ ლაგვილავა

 

3 COMMENTS

  1. ტავი მაქვს ჩამოსაღრჩობი, ეს პიდარასტები მე მოვიყვანე ხელისუფლებაში, მე მივეცი ამათ ხმა 1 ოქტომბრის არჩევნებში. მაპატიე ღმერთო ეს დიდი ცოდვა.

  2. აბსოლუტურატ მარტალია ბატონი რამაზი მაგის გაკეტება დიდი ხანია გადაცკვეტილი მაქვს,ეხლა რაც ხდება საშინელებაა და მეტი არაფერი,კულტურის სამინისტრო ეს არი არახელოვანთა რბო,და ყველა პროტეჟით არის დანიშნული,რა გვეშველება?დღეს საქართველო უნიჭოთა სათარეშო ადგილია და მეტი არაფერი….საჭიროა მაგარი გალაშქრება ამ ანტიპოდების წინააღმდეგ…..

  3. რა სასინელებაა ხალხო,რა უბედურებაა ხელოვნების ხალხი ვინც ასცავლის კარტულ ცეკვას/ხორუმი/პატარა კარტველს და უხსნის რომ ვასკაცი იკოს ,სამსობლო დაიცვას ,ადამიანუცონებს,ადამიანს,რომელიც ტეატრის სოლისტია რომელსაც გმერტმა აცუკა ხმა და უტკრა,აკ სცენაზე იმიტომ აგიკვანე ,რომ გარდა პირადი კეტილდგეობისა,იზრუნე სამსობლოზეო,გაკცევას.ტუ ასე გაიკცევა კველა ვისაც სიტკვის ტკმის დზალა აკვს,რა კნას უბრალო ხალხმა.რატომ აგუპიებტ სვილებს ამ დროებიტ მოსულ ვირტხებს,მიმარტეტ პატრიარკს,ხალხს ტელევიზიიტ ,იმგერეტაკ და გამოაფგიზლეტ ხა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here