Home რუბრიკები პოლიტიკა საქართველოს ნანგრევებზე თურქული დროშა აფრიალდება…

საქართველოს ნანგრევებზე თურქული დროშა აფრიალდება…

3167

სვიმონ მასხარაშვილი ისტორიკოსობაზე პრეტენზიის მქონე კაცია, მაგრამ ამ ცოტა ხნის წინ ხოფერიას ახალ თოქშოუში ისეთებს ბოდავდა, საბოლოოდ დაამტკიცა, რომ, სვიმონი კი არა, «სიმონა» და თანაც მასხარა ყოფილა, ხოლო «სიმონა» რასაც ნიშნავს თბილისურ ჟარგონზე, ყველამ იცის

 

ამ ტაკიმასხარამ იბოდიალა, რომ თურმე ბაგრატის ტაძარი საბოლოოდ რუსმა გენერალმა ალექსი ერმოლოვმა დაანგრია 1820 წელს; მერე პუშკინსაც გადასწვდა _  ჩემთვის პუშკინი უფრო დიდი დამპყრობელია, ვიდრე ერმოლოვი, რადგან დიდი პოეტი დითირამბებს უძღვნიდაო კავკასიის მთავარმართებელს და ბოლოს, ამ მართლა «სიმონამ», ისეთი სისულელე დაახეთქა, რომ, მასხარაობა იქით იყოს და,  მის ჯანმრთელობაში შემეპარა «გონივრული ეჭვი»…_ ჩვენი მიზანი კრემლის ნანგრევებზე ქართული დროშის აფრიალება უნდა იყოსო!

აბა, ამის მთქმელი ნორმალურია? არ ვიცი, შექანებულ ისტორიკოსს ნატვრა როდის აუხდება, მაგრამ მსგავსი აღვირახსნილი ურაპატრიოტიზმის გამოა, საქართველოს ნარჩენებზე 20 წელიწადი ამერიკული დროშა რომ ფრიალებს!..

უნდა ვაღიარო _ ანტირუსული, ურაპატრიოტული განწყობები მეც მქონდა ჯეელობაში; განსაკუთრებით 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ, რომლის არა თუ მოწმე, აქტიური მონაწილეც ვიყავი. აქედან გამომდინარე, «რუსულ სისასტიკეს», რომ იტყვიან, დღისით სანთლის შუქზე ვეძებდი, მაგრამ, რაც შეეხება ბაგრატის ტაძრის «საბოლოოდ დანგრევას» ერმოლოვის მიერ, ამაზე არაფერი მსმენია და სიმონას «აღმოჩენის» შემდეგ საკუთარ თავზე გავბრაზდი _ ამ სიმონამ როგორ მაჯობა-მეთქი, მაგრამ…

ახლა, წერილზე მუშაობისას, წყაროები გადავქექე და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ XVII საუკუნის დასასრულამდე ბაგრატის ტაძარი პირველქმნილი მშვენიერებით მდგარა და, ვახუშტის ცნობით, 1692 წელს «შემუსრეს ოსმალთა». ხოლო XIX საუკუნის 30-იან წლებამდე ჯერ კიდევ შემორჩენილი იყო ტაძრის სამხრეთი და დასავლეთი კარიბჭეები, რასაც რუსი მხატვრის ნ. ჩერენცოვის ნახატები მოწმობს!

ასე რომ, «სიმონა ისტორიკოსი» ამ შემთხვევაში ურცხვად ტყუის!

აქედან გამომდინარე, ბაგრატის ტაძრის «საბოლოოდ დანგრევა» სწორედ «სიმონა ისტორიკოსის» საყვარელი პრეზიდენტ სააკაშვილის «აღმშენებლობის» გამო მოხდა _ სამუდამოდ ამოიღეს ეს ძეგლი იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სიიდან!..

რაც შეეხება «სხვა შემთხვევებს», აქაც ვერ არის ბოლომდე მართალი «ჩვენი სიმონა» _ კი, ბატონო, გენერალმა ერმოლოვმა ჩაახშო 1819-20 წლების გურიაიმერეთის აჯანყებები, მაგრამ იგი მთელი კავკასიის მთავარმართებელი გახლდათ და, პირველ რიგში, ჩრდილოეთ კავკასიის დაპყრობით გაითქვა სახელი, რომელშიც ერთიმეორის მიყოლებით გააუქმა პატარა სახანოები და წესრიგი დაამყარა ოსმალეთის აშკარა მოკავშირე (ანუ საქართველოს მტერრეგიონში!

ამიტომაც წერდა აღრფთოვანებით გენიალური პუშკინი _ «ძრწოდე, კავკასიავ, ერმოლოვი მოდის», რაც ასევე მისაღებ-გასაგებია რუსეთის პატრიოტი რუსი პოეტისგან _ მაშ, რა უნდა ექნა, 200 წლის შემდეგ სიმონას რისხვისთვის თავი რომ აერიდებინა პუშკინს? «ენჯეო» უნდა  ჩამოეყალიბებინა და ოპოზიციაში ჩასდგომოდა საკუთარ სამშობლოს?

იქნებ გენიალური რუსთაველი ამუნათებდა თამარ მეფესა და მის სპასალარებს დამპყრობლურ-მოთარეშე ლაშქრობებისა გამო? _ ერთ-ერთი ასეთი «რეიდის» დროს ლამის ინდოეთს უწიეს ქართველებმა და მხოლოდ იმიტომ გამობრუნდნენ უკან, რომ ნაალაფარი ქონების ზიდვა ვეღარ შეძლეს?

უკანა გზაზე კი, როდესაც ერთ-ერთ ირანულ ქალაქში დატოვებული მცირერიცხოვანი ციხიონი განადგურებული და მათი თავები ქალაქის გალავანზე ჩამოცმულები იხილეს, დიდიან პატარიანად გაჟუჟეს ამ დასახლების მცხოვრებნი ქართველებმა _ ასეა, სისასტიკე და სისხლი ყველა იმპერიის ობიექტური მახასიათებელია! ყველგან და ყოველთვის აჯანყებები, მეტროპოლიასთან ურჩობა იხშობოდა და დღესაც ასეა _ რა, ინგლისი რუსეთზე ნაკლებად სასტიკი იმპერია იყო? 200 წლის წინ ბრიტანეთის მონარქიამ სისხლის ტბები არ დააყენა დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ აშშ-ში? თუ მოგვიანებით ბურებთან ომში ყვავილებს ესროდა «დემოკრატი» უინსტონ ჩერჩილი აჯანყებულებს დღევანდელ სამხრეთ აფრიკაში, სადაც სხვათაშორის სწორედ ბურებთან ომის დროს შექმნეს ბრიტანელებმა ისტორიაში პირველი საკონცენტრაციო ბანაკები.

აღარაფერს ვიტყვი აშშ-ის იმპერიულ ამბიციებზე, რაც, რომ არა რუსეთი და ვლადიმერ პუტინი, სირიაში ნატოს აგრესია მესამე მსოფლიო ომის ფასად შეიძლებოდა დასჯდომოდა კაცობრიობას…

მგონი, ცოტა ავცდი წერილის თემას. თუმცა არა, ჩემი მიზანი არ ყოფილა მხოლოდ «მასხარა სიმონას» სისულელეებზე ოპონირება. «კრემლის ნანგრევებზე საქართველოს დროშის აფრიალების ბოდვითი იდეა» მხოლოდ საბაბი აღმოჩნდა წინამდებარე წერილის დაწერისა. თავი და თავი მიზეზი კი  ქვეყანაში აგორებული მორიგი ურაპატრიოტული ანტირუსული ისტერიაა, რომელიც თითქოს 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ისტორიას ჩავაბარეთ, მაგრამ…

გაგიკვირდებათ და ესეც კოაბიტაციის შედეგია _ ყოველმხრივ გაკოტრებული «ნაცების» ერთადერთი პოლიტიკური ნიშა  მათ დროს არსებული «წარმატებული საგარეო პოლიტიკაა». ანუ «ნა-ტო, ნა-ტოს» უაზრო სკანდირება და «ნაცების» ძალისხმევის შედეგად გარანტირებული  ე.წ. არაღიარების პოლიტიკის გაგრძელება დასავლეთის მხრიდან და ა. შ. სხვა მრავალი სახის ურაპატრიოტული რახა-რუხი, რაშიც, სამწუხაროდ, «ქართული ოცნებაც» და მეტ-ნაკლებად პირადად პრემიერიც წარმატებით აიყოლიეს!

თუმცა რაღა რახარუხი? ისეთი პომპეზურობით ჩაატარეს ყრილობა, რომ აშკარაა, არჩევნებიდან წლისთავზე დასავლეთის თვალში სრული რეაბილიტაცია მოახდინეს იმ პარტიისა, რომლის აქტივისტები «მიშა, მიშას» სკანდირებას კი არ უნდა გვიბედავდნენ, მიშაც და მისი კრიმინალური ბანდაც ციხეში უნდა ისხდნენ, დიდი ხანია!

ე.წ. რებრედინგისთვისაც არ შეიწუხეს თავი _ ძველი, ოდიოზური სახეები არათუ ჩამოიშორეს, არამედ სისხლის სამართლის დამნაშავე სააკაშვილი და ვანო მერაბიშვილი, შესაბამისად, პარტიის თავმჯდომარედ და გენერალურ მდივნად დაამტკიცეს ხელახლა, რაც, ქართველი საზოგადოების შეურაცხყოფასთან ერთად,  მის მიმართ ირიბი მუქარაც იყო!

ცხინვალის რეგიონში მავთულხლართების და ერთ-ერთ მეჩირაღდნედ რუსი მფრინავის არჩევის პასუხად, სოჭის ოლიმპიადის ბოიკოტი! _ აი, მთავარი თემა მორიგი ურაპატრიოტული კამპანიისა, რომელიც ერთი შეხედვით უეცრად, სპონტანურად აგორდა, მაგრამ, თუ დავაკვირდებით, არც ისეთი «უეცარ-სპონტანურია» ეს ყოველივე…

ვიღაც ხომ აფინანსებს და ორგანიზებას უკეთებს ამ აქციებს? ჰოდა, თუ ვარდისფერ სათვალეებს მოვიხსნით, დავინახავთ, რომ ეს «ვიღაც» დასავლეთიდან ფინანსირებული, პრონაცური ენჯეოები არიან.

ვარდების მოედანზე სამსაათიანი კონცერტიპროტესტი მოეწყო აჩიკო გულედანისა და ძმათა მისთა თაოსნობით. ეს ის აჩიკო და ძმები მისნი არიან, რომლებსაც 9-წლიანი ნაცტერორის დროს საპროტესტო კონცერტი კი არა, კრინტი არ დაუძრავთ და, როცა ხალხი ტიროდა და კვნესოდა, «ნაციონალების» სალაფავს თქვლეფდნენ!

მაგრამ, როგორც იტყვიან, «Бог сними с убогими» და რეალურად რა ხდება ცხინვალის რეგიონში?

რა და, მავთულხლართების გაბმა (სააკაშვილისავე მიერ სანაკოევის «გასაპრავებლად გავლებული» საზღვრის გასწვრივ) სხვა არაფერია, თუ არა რუსების მკაფიო გზავნილი ქართველ ხალხს _ აი, ხედავთ, რასაც, როგორც და როცა მინდა, ვაკეთებ და სად არიან თქვენი მშფოთვარე დასავლელი სტრატეგიული პარტნიორები და მეგობრებიო?

მართლაც, ჩვენი დასავლელი «მეგობრები», როგორც ყოველთვის ბოლო 20 წლის მანძილზე, ახლაც ჩვეულებისამებრ მხოლოდ შფოთავენ, ოხრავენ და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მგზნებარედ  უჭერენ მხარს!..

უღიარებლობის პოლიტიკა, რომ პირველ რიგში თავად რუსეთის ინტერესებშია, ამაზე არავინ საუბრობს! _ დიახ, ასეა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთს არ გაუჭირდებოდა საკუთარი მოკავშირეების დაყოლიება და ვანუატუ, ნიკარაგუა, ვენესუელასთან ერთად, როგორც მინიმუმ, არაბული სამყაროს ნახევარი მაინც აღიარებდა სოხუმ-ცხინვალის დამოუკიდებლობას. მაგრამ ამას იმიტომ არ აკეთებს რუსეთი, რომ ხელს არ აძლევს, სოხუმ-ცხინვალი რეალურად გახდეს საერთაშორისო სამართლის სუბიექტი, რადგან «მადა ჭამაში მოდისო» და ემანდ აფხაზ-ოსებმა მეტი არ მოინდომონ და რუსეთის უპირატეს გავლენას ამ რეგიონებში საფრთხე არ დაემუქროს!

ან იგივე ევრაზიული კავშირის თემა ავიღოთ, რომელიც, კაცმა არ იცის, რეალურად შედგება თუ არა, მაგრამ მის მიმართ ისტერიული დამოკიდებულება უკვე იქცა საქართველოში ერთგვარ ტესტად პროდასავლური ორიანტაციისა _ რატომ არაფერი ისმის რუსეთისგან სოხუმ-ცხინვალის ამ კავშირში შესაძლო გაწევრიანებაზე? რა, ვინმე ან რამე შეუშლის რუსეთს ხელს ამ საქმეში?

უღიარებლობის შესახებ ზემოთ თქმულის გარდა, ჩემი ღრმა რწმენით, ამას კიდევ იმიტომ არ აკეთებენ, რომ საქართველოს ჰქონდეს შანსი, მათთან ერთად, ანუ ჩვენი ეგიდით და არა როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური სუბიექტები, გაწევრიანდნენ ეს რეგიონები ხსენებულ კავშირში, რაც სამომავლოდ უთუოდ წაადგება ჩვენი ქვეყნის ფაქტობრივ გამთლიანებას!

დიახ, ფაქტობრივს, რადგანაც ძველი სტატუსკვო ამ რეგიონების მიმართ, ალბათ, არასოდეს აღდგება. ყოველ შემთხვევაში, ამ საუკუნეში ეს არ მოხდება და ეს მწარე რეალობა უნდა მივიღოთ ქართველებმა, როგორც ობიექტური მოცემულობა!

სხვა დანარჩენი, ვინც და რასაც არ უნდა დაგვპირდნენ პოლიტიკოსები, ვიმეორებ, მხოლოდ იაფფასიანი პოპულიზმი და ურაპატრიოტული რახა-რუხია!

არც ჯარს გაიყვანს რუსეთი  ამ რეგიონიდან და გააგრძელებს მეტნაკლები დოზით ეყოლება აქ სამხედრო ძალა, რადგან, კაცმა არ იცის, როდის ავირჩევთ ქართველები მორიგ სააკაშვილს, რომელიც ერთიანად, უკაცრავად და, ლაჯებში ამოიდებს რუსქართველთა ერთად ცხოვრების ორსაუკუნოვან ისტორიას და მორიგ ისტორიულ უმადურობას გამოავლენს რომელიმე «ისტორიული მეგობრის» სასარგებლოდ!

რუსების «მცოცავ ოკუპაციაზე» რომ «ვენებს ვიხსნით», ბათუმი რომ პრაქტიკულად თურქული ქალაქია და თბილისის «პლეხანოვი» სტამბოლის პროსპექტი, ამას როგორი ოკუპაცია ჰქვია, მცოცავი, მხოხავი თუ მოხტუნავე? ისე, ვის უფრო მეტი ტერიტორიები აქვს მიტაცებული და უფრო მეტი ქართული სისხლი დაღვრილი _ რუსებს თუ თურქებს?

არც ის არის შემთხვევითი, რომ (თითქოს ვიღაცამ ჯადოსნური ჯოხი აიქნია) ბრაზილიური სერიალები შეწყდა და უკლებლივ ყველა, ე. წ. ნაციონალურ მაუწყებელ არხებზე თურქული სერიალების ჩვენება დაიწყო _ ნახეთ, როგორი კულტურული, მშვიდობიანი ხალხია ჩვენი «ისტორიული მეგობარი» თურქეთი, ქვეყანა, რომლის საგარეო მინისტრი დავიდ ოღლუ დღეს პირდაპირ აცხადებს, რომ თურქეთის მიზანი . . დიდი თურქეთის იმპერიის აღდგენაა, ბათუმიდან სარაევო, ბენღაზამდეო.

ამ ფონზე, რესტორანში რუსული სიმღერის შეკვეთისთვის ცოტა ხნის წინ იჭერდნენ, ნუგზარ წიკლაურის «სახალადეცე ღორის თავის» მსგავს თავებში სერიოზულად განიხილებოდა პუშკინის, მაიაკოვსკის ძეგლების დემონტაჟისა და გრიბოედოვის საფლავიდან ამოღების «პატრიოტული თემები» _ აი, ეს არის სწორედ ისტორიული უმადურობა!

როგორმე «ზამთარს» თუ გადავურჩით

წერილის ბოლოს ეს ქვესათაური ბატონი გიორგი სიჭინავას ბრწყინვალე პუბლიცისტური წერილის _ «არ უნდა დაგვავიწყდეს, თუ სად გამოიზამთრა ძნელბედობის ჟამს ქართულმა სულმა» _ ზეგავლენის შედეგია, რომელიც «საქართველო და მსოფლიოს» წინა ნომერში დაიბეჭდა. თავის მხრივ, ავტორის შთაგონება კი ბატონი ალექსანდრე ჭაჭიას ინტერვიუ გამხდარა; ქართველი კაცის, რომელსაც დღენიადაგ სათაყვანებელი სამშობლოს «პულსზე უდევს ხელი»…

«შევარდნაძე გვპირდებოდა, რომ «მეორე შვეიცარიად» ვიქცეოდით, სააკაშვილი დაგვპირდა, რომ «მეორე სინგაპური» გავხდებოდით, ივანიშვილი კი «მეორე დუბაიდ» გადაქცევას გვპირდება…» _ ძნელია არ გაიზიარო ბატონი ჭაჭიას ირონიანარევი სიმართლე, სადაც ბუნებრივად  იკითხება, რომ ჩვენ, ქართველებს, შვეიცარია-დუბაი-სინგაპური კი არა, უბრალოდ, საქართველოდ დარჩენა გვინდა!

თუ არადა, ბატონ ჭაბუა ამირეჯიბს მოუსმინეთ კიდევ ერთხელ:

_ «ჩვენ არც ევროპელები ვართ და არც აზიელები. ჩვენ ვართ ის, როგორი სულიერებითაც მოვედით ამ დალოცვილ, მაგრამ «შარიან» მიწაწყალზე, პლუს ის, რაც ევროპიდან და აზიიდან ვისესხეთ და გავიქართულეთ.

ჩვენ ქართველები ვართ!!!»

ცხონებული ლევან სანიკიძე თავის ფუნდამენტურ ნაშრომში «უქარქაშო ხმლები», ხატოვნად ამბობდა, რომ საქართველოდან ნებით თუ უნებლიეთ წასულ ყოველ ქართველს მხარზე ერთი უჩინარი ჩიტი ეჯდა და ნიადაგ ჩასძახოდა: «ნუ გათათრდები, ნუ გათათრდები», რამეთუ «გათათრება», ანუ რჯულის შეცვლა, გადაქართველებას, გადაჯიშებას ნიშნავდა…

ბოლოს საქმე იქამდე მივიდა, რომ სამშობლოდან გადახვეწილებს კი არა, აქ დარჩენილებსაც დაემუქრა «გათათრების» საფრთხე. «XVII საუკუნეში, როსტომ ხანიდან მოყოლებული, ქართველი დიდებულები იქამდე «გათათრდნენ», რომ მაგიდასთან ქართულად ჯდომასაც კი გადაეჩვივნენ და, სპარს-ოსმალთა მსგავსად, მუთაქ-ხალიჩებზე წამოწოლილები ქეიფობდნენ. XVIII საუკუნის პირველ ნახევარში კი, როდესაც თბილისში, ნადირშაჰის «მოწყალებით» პატარა კახის მამა,  ქრისტიანი თეიმურაზ II ავიდა სამეფო ტახტზე, აღმოჩნდა, რომ 120 (!!!) წელი გასულიყო მას შემდეგ, რაც ქართლს ქრიატიანი მეფე აღარ ჰყოლია!..

მას შემდეგ მეფე ერეკლემ მამასთან ერთად და მარტომაც ბევრი იქნია დავითფერული მახვილი, მაგრამ ისლამურ ოკეანეში მხოლოდ მისი ხმლის, თუნდაც «ავი მუსაიფის», ქნევა რას გააწყობდა და კრწანისის ტრაგედიის შემდეგ ცხადი გახდა, რომ ჩვენი ხსნა მხოლოდ ერთმორწმუნე რუსეთთან ერთობაში იყო!

ახლა აქ არც დროა და არც ადგილი რუს-ქართველთა ორსაუკუნოვანი ერთობლივი თანაცხოვრების დეტალური მიმოხილვისა, მაგრამ ერთ რამეს მაინც ვიტყვი ურაპატრიოტების გასაგონად:

ბაგრატოვანთა დინასტიისა და ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმება, გადათეთრებული ფრესკები, ჩახშობილი აჯანყებები და სხვა სიავენი იმპერიული რუსეთისა გვახსოვს, ბატონო, გვახსოვს, მაგრამ ყველაფერი ეს ცალკცალკე კი არა, ისტორიულ კონტექსტშია განსახილველი, რომ, უნდოდა თუ არა რუსეთს, სწორედ მის წიაღში მოხდა «ქართული სულის გამოზამთრება», ქართული მენტალობის რენესანსი და, რაც უმთავრესია, ქართველი ერის ფიზიკური გადარჩენა!!!

სწორად შენიშნა დიდმა სტალინმა (დიახ, დიდმა, მავანთა ჯინაზე თუნდაც) 1947 წელს ბიჭვინთაში, ქართველ ისტორიკოსებთან შეხვედრის დროს:  «შეადარეთ ერთმანეთს ის ქართველები, რომლებიც რუსეთში ცხოვრობენ და ისინი, რომლებიც სპარსეთსა და თურქეთში არიან, რომლებმა შეინარჩუნეს უფრო მეტად ქართველობა? თუნდაც ჰაბიტუსით, რომლები უფრო ჰგვანან ქართველებს? რა თქმა უნდა, რუსეთში და ეს სწორედ ერთმორწმუნეობის გამო შეძლეს».

«თუ გაგვიწყრებოდა ღმერთი და დავრჩებოდით სპარსულ-თურქულ სივრცეში, მოხდებოდა კი ქართული გენის აღზევება XIX საუკუნეში? გვეყოლებოდა დღეს ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, იაკობ გოგებაშვილი, ალექსანდრე ყაზბეგი და სხვები?»_ შეუძლებელია არ დაეთანხმო ბატონ გიორგი სიჭინავას, რომ არაფერი ვთქვათ XX საუკუნის ქართული კულტურის, მწერლობის, მეცნიერების რენესანსზე…

ამას წინათ, არასამთავრობო ორგანიზაციამ «ისტორიული მემკვიდრეობა» გამოსცა წიგნი «უცნობი პუტინი», რომლის პრეზენტაციაზეც ახალი და ძველი ხელისუფლების წევრები და თვით რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების «ახალი დამლაგებელი», ზურაბ აბაშიძეც იყვნენ მიწვეულნი, მაგრამ ვერავინ «მოახერხა» მისვლა და პრეზენტაციამ მხოლოდ «სამშობლოს მოღალატე რუსეთუმეების» ამარა ჩაიარა _ აბა, ერთი ბარაკ ობამას წინადაცვეთაზე ან გერმანიის პედერასტი საგარეო მინისტრის, გვიდო ვესტერველეს, ქორწინების პირველ ღამეზე გამოეცათ წიგნი, ხომ წარმოგიდგენიათ, როგორი კოჰაბიტაციურლიბერასტური გნიასი ატყდებოდა?

ეს ისე, ცნობისთვის, თორემ მსოფლიო პოლიტიკის რეალურად მკეთებელ ვლადიმერ პუტინს, მის მსოფლიო ავტორიტეტს მსგავსი კაცუნების იგნორი ვერაფერს დააკლებს ისევე, როგორც ვერაფერი დააკლეს მის საშინაო, გნებავთ, პოსტსაბჭოთა სივრცეში შექმნილ  ავტორიტეტს პედერასტული შეტევით დასავლეთიდან!

წიგნის შესავალში ვკითხულობთ:

კიდევ ერთი ისტერიკა (კიდევ ერთი, რადგან ერთ-ერთი  ედვარდ სნოუდენისთვის რუსეთში პოლიტიკური თავშესაფრის მიცემას მოჰყვა. _ დ. მ.) დასავლეთში პუტინის მიერ ხელმოწერილ გეიპროპაგანდის ამკრძალავ კანონს მოჰყვა. დასავლეთი, სადაც ერთსქესიანი ქორწინებების დაკანონების პარადი მიმდინარეობს, მტკივნეულად განიცდის, რომ რუსეთში არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის პირებს სათბურის პირობებს არ უქმნიან».

მართლმადიდებელმა რუსეთმა ამ კანონის მიღებით მთელ პედერასტულ დასავლეთს ხელთათმანი ესროლა! რითაც, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია, ქართველთა ჯანსაღი, ტრადიციული ღირებულებების მატარებელ ნაწილში პატივისცემა დაიმსახურა…

ზემოთ ლევან სანიკიძის «ნუ გათათრდები» ვახსენე და ახლაც იმავე საფრთხის, ეროვნული გადაგვარების წინაშე ვდგევართ, ოღონდ არა ისლამიზაციის (თუმცა ვინ იცის, თურქული ეკონომიკურ-კულტურული მცოცავი ექსპანსია თუ ასეთი ტემპებით გაგრძელდა?..), პედერასტიზაციის მეშვეობით გველის და დღეს ის მხარზე მჯდომი ჩიტი ქართველებს ჩაგვძახის _ ნუ გაპედერასტდები! არა _ გეიპარადებს, ერთსქესიან ქორწინებებს, ანუ არა _ სატანიზმს!

და, ჰოი საკვირველო ირონიავ ისტორიისაო, ამ საფრთხისგან ისევ ერთმორწმუნე, მართლმადიდებელმა რუსეთმა უნდა იხსნას საქართველო, როგორც 2 საუკუნის წინ იხსნა «გათათრებისგან»…

ამ საფრთხეებს, უპირველესად, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი აღიქვამს ადექვატურად და ამიტომაც არ ეშვება რუსეთისკენ სავალ გზებს. რუსეთში, სადაც ბოლო ვიზიტისას თვით ვლადიმერ პუტინისგან ლტოლვილების დაბრუნების საკითხში დახმარების დაპირება მიიღო, მაგრამ, ერეკლეს ხმლის «ავი მუსაიფის» და ისლამის ოკეანის არ იყოს, მარტო პატრიარქი რას გახდება ამ ლიბერასტულ ოკეანეში, სადაც, არამგონია, საქართველოს უგვირგვინო მეფეს, აწ წმინდა ილია მართალს არ სცოდნოდა თვითმპყრობელური რუსეთის ჩადენილი სიავენი, მაგრამ სწორედ ისტორიული კონტექსტის ქურაში გაატარა ყოველი და იმ დასკვნამდე მივიდა, რომ საქართველოს რუსეთთან ძალით თუ ნებით მიერთება დადებითი მოვლენა იყო.  ამიტომაც დაწერა ბრწყინვალე პუბლიცისტური წერილი «ასის წლის შემდეგ», რომელიც საქართველოში რუსის ჯარის პირველად შემოსვლის 100 წლისთავს მიუძღვნა.

თქვე ჩემი ცოდვით სავსე ურაპატრიოტებო! ან ჭაბუა ამირეჯიბის დაიჯერეთ, ან საქართველოს პატრიარქის და ან დიდი ილიასი! თუ არადა, მაგერ გყავთ სიმონა მასხარაშვილი და, სანამ თქვენ კრემლის ნანგრევებზე ქართულ დროშას ააფრიალებთ, მანამდე ვინძლო ევროკავშირ-აშშ-ნატოს კი არა, თბილისის თავზე თურქეთის დროშა არ აფრიალდეს.

დავით მხეიძე

 

12 COMMENTS

  1. ამ სტატიის წაკითხვა აუღელვებლად არ შეიძლება, უფალს მადლობა რომ კიდევ შემოგვრჩენია საღად მოაზროვნე ხალხი, გაიხარეეე ბა. დავით დიდი მადლობა.

  2. დიდებული სტატიაა, ბატონო დავით. სრულად ვიზიარებ თქვენს ნააზრევს. სამი წელია ეროვნულ ბიბლიოთეკაში ვმუშაობ "კავკასიის არქეოგრაფიული კომისიის აქტებზე" და უამრავ დოკუმენტს ვეცნობი ქართულ-რუსულ ურთიერთობებთან დაკავშირებით. მართლაც კანონზომიერია ჩვენი ასეთი სავალალო მდგომარეობა, რადგან ყურად არ ვიღებთ არც ილიას, არც ვაჟას, არც აკაკის, არც დიმიტრი ყიფიანის, არც პლატონ იოსელიანის, არც ზურაბ ავალიშვილის, არც პატრიარქის მოსაზრებებს და გვჯერა მასხარაშვილის, წიკლაურის, თუთბერიძის და სხვა ლიბერალ-დემოკრატთა სისულელეების. მგონი ისე გაგვიხდება საქმე, რომ რუსეთის გუბერნიობა შეიძლება ვინატროთ. რუსეთის იმპერიის მმართველობაშის ყოფნისას და სსრკ-ს დროს სახელმწიფო არ გვქონდა, მაგრამ სამშობლო გვქონდა, ახლა აღარც ერთი გვაქვს და აღარც მეორე, გიჟებივით ვიქცევით და თვითგანადგურების რეჟიმში ვართ.

  3. რუსეთმა თავის დროზე,დანაწევრებული საქართველო მიიერთა,ეტაპობრივად,ცოტა ხანში თავიდან ააწყო საქართველო,დასავლეთმა ერთიანი საქართველო გაიხადა მოკავშირედ და ყველაფერი გააკეთა მის დასაშლელად.

  4. ძალიან დროული და არგუმენტებით გაჯერებული, საინტერესო სტატიაა.

    ვისაც ოდნავი ჭკუა შერჩენია უნდა აღიაროს ისტორიული სინამდვილე…

    ხოლო ნაცარასტული პროპაგანდით გონებადაბინდულთ, კრემლის ნანგრევებზე დროშის აღმართვის სურვილით დაბრმავებულ "მაგარ" ტიპებს ვერაფერ სანუგეშოს მისცემს…

  5. ესეიგი პუტინი ყოფილა ჩვენი მხსნელი თორემ შვეიცარია ან გერმანია დაგვიპყრობდა,თურმე ათასობით ქართველი ამერიკულმა ჯარმა დახოცა და გამოაძევა აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან, ვაი თქვენს პატრონს.

  6. ისე კაცო მაინც რა "კარგი" დრო გქონდათ 37 მანეთად, რომ გადაფრინდებოდით ხოლმე თქვენს დედაქალაქში? ეგ მაშინ იყო, ეხლა 30 ვერცხლზე მოჩალიჩენო ეგ ფული ნატაშასთან მაინც აღარ გეყოფათ და ტყუილად ხარობთ.
    ილიას(მართალს) მაინც როგორ ახსენებთ ამ სტატიაში. მგზავრის წერილები მაინც არ წაგიკითხავთ? იქ არ ამბობს ილია მოხევის პირით – ადრიდა (იმ ავადსახსენებელ დროს სანამ რუსი "ჩვენს გადასარჩენად" საქართველოში შემოვიდოდა) ავად თუ კარგად ჩვენ ჩვენი თავნი ჩვენადვე გვეყუდნეს, მით იყვის უკედ. ან თერგი გაიხსენეთ ჩვენსკენ ზურგნაქცევი, რუსეთისკენ გავაკებული მდორედ მიმავალი, როზგქვეშგატარებულივით,ლამის ბაყაყების საგუბრად რომ ქცეულა. განა ეგეთი თერგი სახე არ არის 37 მანეთიანი, ხელიდან ხმალგაგდებული და გაღიპული ქართველისა?
    იგივე არაა დათა თუთაშხიაში ნახსენები მაგ იმპერიის ხელში ფუნქცია რომ დაკარგა ერმა და საძოვარს მიშვებულ ნახირს, რომ დაემსგავსა?
    მტრად მოსული, იმპერიული ზრახვებით არც ამერიკა გვინდოდეს და არც რუსეთი.
    დიდი სტალინიო კაცოო…

  7. რუქაც რა კოხტად შემოუჭრიათ, რუსულად. იქითი მხარეები დაუცავთ "თურქული ანექსიისაგან". თურქული არ ვიცი და თქვენ თუ დაგაყენეს მავანნი მედროშეებად, ქართულის გარდა ნებისმიერ დროშას ააფრიალებთ.
    არ ეღირსება არც ერთი ჩვენი არაკეთილისმოსურნე საქართველოს ნანგრევებსა და მის თავზე სხვა ქვეყნის დროშის ფრიალს!

  8. ქართველი ემიგრანტი

    შენი დედას შევეცი, შენ მოგისაქმოს საძუალეში მთელმა ოსმალეთმა,შე ყლეო, თესლო ნაცონალო, სააკიანცის მონავ და მისი სირის მწოველო,არსად დაგეკარგოს შენი მიშა.
    სად ყლიდან იბადებით ასეთი დედაბუდიანად ჯიშმოსატყნავები, ემიგრაციაში უნდა იყო აბა აქ რა გესაქმება შენი დდას რომ დავაფსი, მოგიტყან შამქმნელ გამჩენ გაჩენილ ხელის ჩამომრთმევი.

  9. ეგ "ისტორიკოსი" რომ მართლა მასხარაა და სიმონაა, ნაღდია, მაგრამ ანტირუსული განწყობა ურაპატრიოტობა თუა დავითისათვის, ან რუსულ სისასტიკეს ვერ ხედავდა, ვერ ყოფილა მისი საქმე კარგად.

  10. საქართველოს სხვა გზა არ აქვს-ერთმორწმუნე რუსეთია ჩვენი უახლოესი მეზობელი და მოკავშირე. და არა მასონური დასავლეთ-ამერიკა,რომლებიც სხვადასხვა პროვოკაციებზე აგებენ პატარა ქვეყნებს და დამონებული ყავთ. დიდი მაგალითია პოლონეთი,რუმინეთი და ბულგარეთი(ევროქვეყნები)სულს ღაფავენ შიმშილით და გასაჭირით. ევროკავშირი და ნატო(სერბ მშვიდობიან მოსახლეობას რომ უშენდა ბომბებს) არ არის ჩვენი გამოსავალი-უბედურებაა. როცა ამას ერი შეიგნებს მაშინ შეიძლება მოვაგვაროთ ტერიტოეიული მთლიანობის საკითხიც…Mრავალ შობა-ახალ წელს დაესწროს ჩვენი გაჭირვებული სამშობლო და მალე გვენახოს გაერთიანებული!!!

  11. გეეეენიაურია!!!! ძალიან დიდი სიმართლით აღწერთ არსებულ ვითარებას….
    ყველა მოღალატეს,ნაძირალას,ქართველთა მტერს,სულგაყიდულს მოვუწოდებ საერთოდ ნუ დაინტერესდებიან სტატიით და მითუმეტეს კომენტარებით!
    პირადად ვისურვებდი ასეთი მართალი სტატიები მრავლად დადებულიყოს…
    P.S.უკრაინაში რას აკეთებს "დემოკრატიის ბურჯი" ა.შ.შ და ევრო კავშირი?!. ჩაიხედეთ თქვენს ბინძურ სულში და მერე დაიწყეთ წკმუილი(დემოკრატებო)!………..

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here