Home რუბრიკები პოლიტიკა პრემიერი, რომელმაც დასავლეთის შიშით სამართლიანობის აღდგენა ვერ გაბედა, სომხებისთვის საკადრისი პასუხის გაცემას...

პრემიერი, რომელმაც დასავლეთის შიშით სამართლიანობის აღდგენა ვერ გაბედა, სომხებისთვის საკადრისი პასუხის გაცემას გაბედავს?!

553

ივანიშვილის მიერ დაკომპლექტებული სამპროცენტიანი პარლამენტი მავნე კანონშემოქმედებით საქმიანობას წარმატებით განაგრძობს. მართალია, ერთი წლის თავზე რამდენიმე ანტისახელმწიფოებრივი რეზოლუცია პირწმინდად დაამტკიცეს, მაგრამ, როგორც ჩანს, ამით დეპუტატების ტვინის გახურების კოეფიციენტი არ შემცირდა. რამდენიმე დღის წინ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა მუშაობა ახალ ინიციატივაზე დაიწყოლაპარაკია «სახელმწიფო ენის შესახებ» კანონპროექტზე, რომელიც გარკვეული სტანდარტების შემოღებას გულისხმობს. პრემიერის დარიგებას ვითვალისწინებ და, დეპუტატებს გული რომ არ ვატკინო, უშუალოდ ამ დოკუმენტის კრიტიკისგან თავს ვიკავებ; სამაგიეროდ, ამავე დოკუმენტის გამო პროვოცირებულ ერთ კონკრეტულ ფაქტზე მოგახსენებთ.

 

არ გასულა დიდი დრო მას შემდეგ, რაც სამეცნიერო წრეებმა ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა წამოაყენეს და პარლამენტის კანცელარიაში საგანგებო მიმართვა შევიდა. მიმართვის ავტორი, არც მეტი, არც ნაკლები, «სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის სომხური საზოგადოებრივი ორგანიზაციების» საბჭოა. გთავაზობთ ამონარიდს ტექსტიდან: «მოვიდა დრო, ვაღიაროთ, რომ ჯავახეთის მკვიდრი ათასობით სომეხი მოქალაქე გადასახადების ისეთივე გადამხდელია, როგორც ქვეყნის ქართველი მკვიდრი მოსახლეობა და მას ისეთივე უფლება აქვს ადმინისტრაციულ და სახელმწიფო დონეზე დაიცვას საკუთარი მშობლიური ენა, როგორც დღეს ცდილობთ ქართული ენის დაცვასმიმართვაში მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში მოსალოდნელ შედეგებზეცაა საუბარი და აღნიშნულია, რომ ეს რეგიონში სერიოზულ საზოგადოებრივ მღელვარებას გამოიწვევს: «საერთაშორისო ვალდებულებების არშესრულებისა და კანონმდებლობის არასრულყოფილების პირობებში ქართული ხელისუფლების მსგავსი ნაბიჯებისახელმწიფო ენის შესახებ» კანონის მიღება იგულისხმება) აღნიშნულ რეგიონებში მოსახლეობის ღელვას, ქართული ხელისუფლების მიმართ უნდობლობას გამოიწვევს. გაღრმავდება ჯავახეთის სომხების იზოლაცია სახელმწიფო ინსტისუტებისგან».

მოკლედ, დღესავით ნათელია, რა მიზნები ამოძრავებთ ნეოდაშნაკური ორგანიზაციის გებელსებს, მაგრამ ეს არ არის პრობლემა. მთავარია, საქართველო რას დაუპირისპირებს ამ ცალსახად ანტიქართულ ელემენტებს. საქართველოს როცა ვამბობ, უწინარესად, მმართველ გუნდს ვგულისხმობ, თუმცა ამ მხრივ ოპტიმიზმის საფუძველი არ გვაქვს, _ მთავრობა უუნაროა, პარლამენტი _ არალეგიტიმური, გაურკვეველია, ვის ხელთაა ჩვენი ეროვნული ინტერესები. «დაშნაკების» მიმართვა რომ დიდ ხანს უპასუხოდ ვერ დარჩება, ესეც ცხადია; შეკითხვა კი მარტივია: ხელისუფლება, რომელმაც დასავლეთის შიშით სამართლიანობის აღდგენა ვერ გაბედა, სომხებისთვის საკადრისი პასუხის გაცემას გაბედავს?! ღმერთმა ქნას, მაგრამ ამერიკამ კოაბიტაცია თუ მოგვახვია, ნუ დაგვავიწყდება, რომ იმავე ამერიკის სენატი სავსეა სომხური ლობით.…

ეს პრობლემის ერთი მხარეა. დანარჩენს რაც შეეხება, საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენს, რომ საქართველოში სტრატეგიული ობიექტების მნიშვნელოვან ნაწილს სომხები ფლობენ. ამის თავი და თავი 2003 წლიდან მოყოლებული სააკაშვილის ანტიქართული ხელისუფლება იყო, თუმცა «ოცნებაც» ამ პოლიტიკის «პირუთვნელი» გამგრძელებელი აღმოჩნდა. დღეს უკვე ღიად საუბრობენ ანაკლია-განმუხურის სანაპირო ზოლის მიყიდვაზე სომეხი ინვესტორებისთვის. მომავალში კი თურმე მიმდებარე ზონის გასხვისებაც იგეგმება. ეტყობა, კოალიცია ბენდუქიძის ტემპის დაგდებას არ აპირებს. პირიქით, «რეკორდის მოხსნა» და ახალი «სიმაღლეების» დაპყობა აქვს განზრახული. ისე, როგორც ჩვენში ნახევრად ხუმრობით იტყვიან ხოლმე, სომხების ისტორიული უბედურება ზღვაზე გასასვლელის არქონაა. ჰოდა, ივანიშვილი ამ პრობლემას თუ გადაუჭრის, ქართველებზე ადრე დაშნაკტცუტუნს აუსრულებს ოცნებას.

ახლა ორიოდე სიტყვით იმასაც შეგახსენებთ, რას გულისხმობს ეს «ოცნება» და რა გველის ჩვენ მისი ასრულების შემთხვევაში. «დიადი არმენიის» იდეაზე, ალბათ, მეტ-ნაკლებად ყველას სმენია. ბევრ თქვენგანს, შესაძლოა, რუკაც კი აქვს ნანახი, რომელიც შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე ტერიტორიას მთლიანად მათი «იმპერიის» ფარგლებში აქცევს. ცნობილია ისიც, რომ ეს იდეა დღემდე არ ასვენებთ მეზობელ სახელმწიფოში. ამიტომ ლამის უკვე პოლიტიკური ხელმძღვანელობის დონეზე დაიწყეს მისი ქადაგება. მეტიც, თავიანთ საზღვრებში ვერ ეტევიან და ახლა აპოლოგეტებს სამეზობლოშიც ეძებენ. ერთერთ უპირველეს დასაყრდენს კი მათთვის სწორედ ჯავახეთის სომხობა წარმოადგენს. ვაჰაგან ჩახალიანი, არტაკ გაბრიელიანი და სხვები _ ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც განცხადებას განცხადებაზე აკეთებენ: ავტონომიაო, თვითმმართველობაოახლა კიდევ სახელმწიფო თუ რეგიონული ენის სტატუსი მოგვეცითო.

სააკაშვილმა თავის დროზე ის მაინც გააკეთა, რომ ეს დაშნაკი ჩახალიანი ციხეში ჩასვა. ივანიშვილმა, აქაოდა, ევროპას დემოკრატიით გავაოცებო, მოსვლისთანავე თავისუფლება უბოძა. მერე, აი, რა განცხადება დააფრქვია ამ თავისუფლებაბოძებულმა ჩახალიანმა ციხიდან გამოსვლიდან მცირე ხანში: «ჯერ კიდევ გადაუჭრელია ჯავახეთის სომეხი მოსახლეობის სამოქალაქო, ენობრივი, საგანმანათლებლო, რელიგიური და კულტურული უფლებების მთელი რიგი საკითხები _ ჩამორთმეული ეკლესიების დაბრუნება, სომხური ენისთვის რეგიონული ენის სტატუსის მინიჭება, ახალქალაქში სომხური უნივერსიტეტის გახსნა, რაიონებში რეალური თვითმმართველობის სისტემის დამყარება და სხვ». იქვე დასძინა, რომ ის თავისუფლებაში აქტიურად განაგრძობს ბრძოლას ჯავახელი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ჩაგრული მოღვაწეების მიმართ სრული სამართლიანობის აღსადგენად. ახლა თავად განსაჯეთ, რა უფრო სწორი და გამართლებული იქნებოდა, ის, რომ ეთნიკური შუღლის გამაღვივებელი ჩახალიანი ციხეში მჯდარიყო, თუ ის, რომ ეს სეპარატისტი დღეს კარდაკარ დადიოდეს და 300 ათას სომეხს მუდმივად ამბოხებისკენ მოუწოდებდეს. ვფიქრობ, ჭეშმარიტად სუვერებული სახელმწიფო ამას წამითაც არ დაუშვებდა, მაგრამ საკითხავი სწორედ ესაა: ვართ კი ჩვენ სახელმწიფო? ყოველ შემთხვევაში პრემიერის რიტორიკას რომ ვუსმენ, ამის განცდა მიქრება და მგონია, რომ მთელი საქართველო ძნელად აღსაზრდელ ბავშვთა ერთი დიდი საზოგადოებაა. ვნახოთ, როგორ აღგვზრდიან და რამდენ ხანში.

ახლა რაც შეეხება ისევ პარლამენტში შესულ მიმართვას, არ ვიცი, დეპუტატები როგორ გამოეხმაურებიან ამ მოთხოვნას, მაგრამ ერთ რამეში დარწმუნებული ვარ, საკითხი რანაირადაც უნდა დაისვას, ხიდაშელ-უსუფაშვილები, ხმალაძე-ბერძენიშვილები და ძმანი მათნი, უმრავლესობის «ლიბერალური» ფრთიდან, ამას ეროვნული პოზიციიდან არ შეხედავენ. მიზეზი ყველასთვის ნათელია, «არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისი», _ დღევანდელი პარლამენტის «მედროშეებს» ეროვნულობის არ სცხიათ არაფერი…

ჯაბა ჟვანია

P.S. დასაწყისში ვთქვი, რომ პრემიერის დარიგებას ვითვალისწინებ და დეპუტატებს კრიტიკით გულს არ ვატკენ, მაგრამ, როგორც ხედავთ, ხელი ცოტათი წამიცდათუ ვინმე ჩათვლის, რომ ჟურნალისტს რამე «შეეშალა», პრობლემა არაა, შევიდეთ სადმე ბუტკაში, «ჩავეკითხოთ» და «მივჯირყვნოთ».

 

1 COMMENT

  1. ნაცების პროვოკაცია! რა შუაშია ბიძინა ან დასავლეთი! სამართლიანობა უნდა დაამკვიდროს ქართველმა ხალხმა – და ყველაფერს ააქვს თავისი დრო და წესი! სამართლიანობა აღდგება და ამას ვერავინ გაუწევს წინააღმდეგობას! სასამართლო სისტემა მალე შეიქმნება (გაიწმინდება ნაც. ყაჩაღი მოსამართლეებისგან!) რასაც მალე საკუთარ ტყავზე გამოსცდიან ნაც. სისხლის სამართლის დამნაშავეები!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here