Home რუბრიკები პოლიტიკა სოროსი ისევ რულავს, ანუ რატომ შეგვაჩვია ენა პრემიერმა

სოროსი ისევ რულავს, ანუ რატომ შეგვაჩვია ენა პრემიერმა

661

ცოტა შორიდან დავიწყოთ, რათა ათვლის წერტილიდან დინამიკაც დავინახოთ წინამდებარე წერილის თემისა _ ამ რამდენიმე თვის წინ, როდესაც ლევან ბერძენიშვილს «ათასმეერთედ» შეახსენეს რესპუბლიკური პარტიის მარადურეიტინგობა, ამ უკანასკნელმა «ამოიგმინა»: _ ჰო, გიხაროდეთ ჩვენი დაბალი რეიტინგი, მაგიტომაც არის საქართველო დემოკრატიის კუთხით ერთ-ერთი უკანასკნელი დასავლეთშიო!

 

ციტირებაზე თავს ვერ დავდებ, მაგრამ კგბ-ში «ცოდვამონანიებული» და იქვე კგბ-ს «მოძღვრის», პოლკოვნიკ მირიანაშვილის მიერ «ცოდვაშენდობილი» რესპუბლიკელის იმდღევანდელი «გმინვის» შიგთავსი სწორედ ის იყო, რომ ჩვენ, ქართული საზოგადოება, ვართ ბნელი და ჩამორჩენილი თორემ, რესპებს ხელისგულზე ვატარებდით და, შესაბამისად, «სოფელიც აშენდებოდა».

თურმე (ამჯერად, საქართველოს პრემიერ ივანიშვილს ვციტირებ) «ჩვენი პრობლემა, არაეფექტური მთავრობა კი არა, საზოგადოების დაბალი პოლიტიკური კულტურაა!»

თურმე «ქართველი ხალხი ბიძინა ივანიშვილთან ვალშია»! _ ეს უკვე ნინელი ჭანკვეტაძეა…

და ბოლოს, რამაც ამივსო მოთმინების ფიალა, რეინტეგრაციის მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის ბოდვაა, რომელსაც 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის მორიგ წლისთავზე მოვუსმინე რადიო-პალიტრის ეთერში. აბა, ზაქარეიშვილის ლაპარაკს ძნელად თუ გაარჩევ და მაგის ციტირება არ გინდა?!

_ საზოგადოება ყოველთვის ჩამორჩება მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს (გნებავთ, «პოლიტიკოსების აზროვნების სიღრმეებს», ასე წაიკითხეთ) და ამიტომაც დავკარგეთ თურმე აფხაზეთი, შინაარსობრივად ეს ბრძანა «მახროვი» რესპუბლიკელმა მინისტრმა!..

ჰოდა, რადგანაც თავის დროზე ლევან ბერძენიშვილს საკადრისად ვუპასუხე ამავე გაზეთში, დანარჩენს მივყვეთ «მუხლობრივად» და ვინძლო სხვა რამე-რუმეებიც «ამოტივტივდეს»!..

 

ცოტა ფრთხილად, პრემიერო!!!

ჩვენ ის «დაბალი პოლიტიკური კულტურის» ხალხი ვართ, რომელსაც სწორედ მაღალ პოლიტიკურ კულტურას უქებდით არჩევნებამდე, ბატონო ბიძინა! ჩვენ ის «დაბალი პოლიტიკური კულტურის» ხალხი ვართ, რომელმაც კბილთაღრჭენით მივიტანეთ საარჩევნო ყუთებამდე უსაზღვრო ზიზღი «ნაცებისადმი» და თქვენგან გაჩენილი იმედი საზიზღართა გადაშენებისა; ჩვენ ის «დაბალი პოლიტიკური კულტურის» ხალხი ვართ, რომელმაც თქვენი ხათრით და ბევრმა სიყვარულითაც, ხმა მივეცით და პარლამენტში გავათრიეთ «ნაცებზე» არანაკლებად საძულველი რესპუბლიკელები და სხვა ნეოლიბერალური ძალები, რადგან, სწორედ მაღალი პოლიტიკური კულტურიდან გამომდინარე ვფიქრობდით, ახლა ასეა საჭირო, დასავლეთის მხარდაჭერისთვის ანტურაჟად სჭირდება ეს პოლიტიკური ნაგავი ბიძინას და ა. შ. სხვა, როგორც აღმოჩნდა ზღაპრებია!..

მაშ, რატომ გავხდით დღეს «პოლიტიკურად უკულტურონი»? იმიტომ ხომ არა, რომ თქვენმა სიყვარულმა თუ თქვენმა პატივისცემამ იგივე გრძნობები ვერაფრით აღგვიძრა რესპების და სხვა «ლიბერასტების» მიმართ, რომელთა ხელისუფლებაში ყოფნას მხოლოდ  თქვენი ავტორიტეტის გამო  ვიტანდით და მცირე ნაწილი დღემდეც იტანს?

თუ იმიტომ, რომ ვერაფრით მივიღეთ ე.წ. კოაბიტაცია, რადგანაც, მიუხედავად «პოლიტუკულტურობისა», გვესმის, ვხედავთ, რომ კოაბიტაცია საქართველოს წინააღმდეგ ორგანიზებული შეთქმულებაა? იქნებ დასავლეთიდან «შემოგდებულიც», მაგრამ კოალიცია «ქართულ ოცნებაშიც»  ბევრი გულწრფელად, იდეურად მხარდამჭერები რომ ჰყავს «ნაცების» რესტავრაციის აშკარა მცდელობას, ამასაც ვხედავთ!..

იქნებ იმიტომ, რომ ვერ მივიღეთ თქვენ მიერ წარმოდგენილი საპრეზიდენტო კანდიდატი, რადგან მაგის პლასტელინობას კიდევ აიტანდა კაცი, ბატონო ბიძინა, მაგრამ, მიუხედავად თქვენი მთავარი პიარშიკის მცდელობისა, ვერაფრით დავინახეთ გიორგი მარგველაშვილში ქართული, ეროვნულობის შტრიხები _ გაუპარსავი ფილოს-ოფოსი გაპარსულ ფილოს-ოფოსად იქცა! ეგ არის და ეგ შალვა რამიშვილის «მაღალი ხელოვნება»…

კიდევ ბევრი «იქნებ იმიტომ» შეიძლება მოვიყვანო, ბატონო ბიძინა, მაგრამ ვფიქრობ, საკმარისია. დაბოლოს, როგორც ტოლი ტოლს (ასაკს ვგულისხმობ თორემ სად მე, ჯიბეგაფხეკილი «თბილისელი სიმონა» და სად თქვენ, ჭორვილელი გრაფი მონტეკრისტო?!), ერთ რჩევას მოგცემთ: როგორც ამას წინათ ე.წ. ექსპერტებს თქვენი ხელისუფლების მისამართით გამონათქვამებში სიფრთხილისკენ მოუწოდებდით, თქვენც ცოტა მეტი სიფრთხილე გმართებთ «მოსახვევებში», ანუ ქართველი საზოგადოების, მით უმეტეს ქართველი ერის შეფასებაში. თორემ ეჭვი მეპარება, «დაბალი პოლიტიკური კულტურის» ქართველი ერი ზოგი ექსპერტივით «გაგიწვეს»…

«A ты не путай свою ли­ч­ную шерсть с госуд­а­рст­венной», _ ფრუნზიკ მკრტიჩიანის ეს ფრაზა გამახსენა  უკვდავი საბჭოთა კომედიიდან «კავკასიელი ტყვე ქალი» ნინელი ჭანკვეტაძის «მიგნებამ», რომ თურმე ჩვენ, ქართველი ხალხი, ვალში ვყოფილვართ ბიძინა ივანიშვილთან.

რამდენადაც მშვენიერი ხართ, ქალბატონო ნინელი, იმდენად ვერ დაგეთანხმებით, რადგან თქვენ, ე. წ. (ამ შემთხვევაში «ე. წ.» ყოველგვარი სარკაზმის გარეშე) შემოქმედებითი ინტელიგენცია, იქნება მართლაც დავალებული ხართ ბიძინა ივანიშვილისგან, მაგრამ, ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად, მხოლოდ შემოქმედებითი ინტელიგენცია  არა ხართ ქართველი ხალხი, მით უმეტეს _ ქართველი ერი!

ერი, სამშობლო, არავისთან შეიძლება იყოს ვალში, რადგან უფრო პირიქითაა _ ვისაც  ქვეყნის მსახურების პატივის «მძიმე ჯვარი» რგებია უფლისგან, ამ მსახურების აღსრულება თავად  მიუჩნევია ვალად და მადლიერ ერს მომავალი თაობების საოხად თუ მაგალითად სამშობლოს უკეთესი შვილების ნაღვაწი ისტორიულ მეხსიერებაში, გენეტიკურ კოდში ჩაუჭედავს და ჩაუდუღაბებია, ხოლო რჩეულთა შორის რჩეულთათვის ძეგლებიც დაუდგამს! _ ასე რომ, მადლიერება და ვალში ყოფნა სხვადასხვა რამაა… 

ეგეც არ იყოს და, თუ მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებაზეა საუბარი, ბატონმა ბიძინამ ერთ-ერთ ინტერვიუში აღიარა, რომ ნებისმიერ ქველმოქმედებას, უწინარესად, საკუთარი თავისთვის სჩადის მავანი, რადგანაც 100% ალტრუიზმი, ფილანტროპია ბუნებაში არ არსებობს _ ნებით თუ უნებლიეთ ქველმოქმედებას დივიდენდები მოაქვს თავად ქველმოქმედისთვის ან აქ, ან იმქვეყნად!

«ის ქვეყანა» დიდხანს აშოროს ბატონ ბიძინას, მაგრამ, ამქვეყნად რომ უკვე ერთი ათასად დაუბრუნდა ქველმოქმედება, ფაქტია! _ ჯერ ქართველი ხალხის არნახული მხარდაჭერის წყალობით დაამარცხა სააკაშვილის სისხლიანი ტირანია, ხოლო, თუ 1 ოქტომბრის შემდეგ რიგითი ქართველების უმეტესობას, რბილად რომ ვთქვათ, გაუფერმკრთალდა ქართულად ოცნება, პირველ რიგში, დაწყევლილი კოაბიტაციის გამო, იმავეს ვერ იტყვი შემოქმედებითი ინტელიგენციის აბსოლუტურ უმრავლესობაზე, რომელიც კოაბიტაციას, სამართლიანობის არაღდგენას ბიძინა ივანიშვილისგან დავალებული, «გაგების მდუმარებით» შეჰყურებს, ხოლო უკეთეს შემთხვევაში, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ იმუქრება ხმის ამოღებით!

საერთოდაც, შემოქმედებითი ინტელიგენციის დიდი ნაწილი უმაღლეს ჭეშმარიტებად აღიქვამს საკუთარი გადამრჩენლის ყოველ სიტყვას და თავს იმით იიმედებს (ან იტყუებს), რომ ბიძინამ იცის, 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, ერთხელაც იქნება, თუ სულ არ ჩამოიშორებს, კუთვნილ ადგილს მაინც მიუჩენს რესპუბლიკელებსა და სხვა ნეოლიბერალ ხლისტებს და ა.შ. სხვა მრავალი «ბიძინამ იცის» და «ერთხელაც იქნება»…

აქედან გამომდინარე, ეს «ბიძინამ იცის» და «ერთხელაც იქნება» უკვე ჭაში მჯდომ გულთმისან ზებოს დაემსგავსა, თქვე კაი ხალხო! რაღას უცდით და ელოდებით? ბოლო 4-საათიან შოუზე ექსპერტებთან კაცმა გარკვევით თქვა: წართმეულ ქონებას არავის დავუბრუნებთ; პროკურატურაში არა თუ დავიჭერთ ვინმეს, სამსახურიდანაც არავის დავითხოვთ; კუბლაშვილის სასამართლოს ხელს ვახლებთ კი არა, აყვავდი, აყვავდი უნდა ვუძახოთო; გია ნაცვლიშვილი ევროპა-ამერიკას თურმე ძალიან მოსწონსო; სამართლიანობა თურმე აღმდგარა, რადგან პოლიცია მასობრივად აღარ იჭერს ხალხს და ცოცხებით აღარ გვაუპატიურებენო; ზურა ადეიშვილი ნიჭიერი კაცი და რეჟიმის მსხვერპლიაო, ჩემს მთავრობაში ერთ-ერთი პატიოსანი ჩინოვნიკი იქნებოდაო და, რა ვიცი კიდევ, რომელი ერთი გავიხსენო?..

ბოლოს და ბოლოს, სანამ იმას არ გვეტყვის, რომ ახლა ჩემი მთავრობაა და «ნიჭიერ ზურიკოს» პრემიერად  შემოგვთავაზებს, მანამდე იქნებით პირში წყალჩაგუბებულები?

ახლა მავანი მეტყვის, რომ ზედმეტად სარკასტულად ვუტრირებ, მაგრამ ეს ბიძინა რომ ვერ ან  არ დგამს ნაბიჯს  ამერიკის დაუკითხავად, ფაქტია. ისიც ნიშანდობლივია, რომ ნიჭიერი ადეიშვილის მიმართ ფორმალურადაც არავითარი საგამოძიებო ქმედებები არ მიმდინარეობს, მასზე ძებნაც კი არ არის გამოცხადებული(?) და საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, არც ასეთი ფანტასმაგორიაა გამორიცხული, რადგან როგორც უფლისა (ღმერთსა ვთხოვ, შემინდოს ეს მკრეხელობა), ასევე შეუცნობელია გზანი კოაბიტაციისანი, ანუ არა მგონია, ადეიშვილის გაპრემიერება დასავლეთში ეწყინოთ, ისევე, როგორც არ ეწყინებათ ვანო მერაბიშვილისა და ბაჩანა ახალაიას გათავისუფლება, რასაც სულ მალე იხილავს ქართველი საზოგადოება!

ამას დავუმატოთ საერთაშორისო კონტექსტი: როგორი პატივით მიიღეს «ნაცების» კანდიდატი დავით ბაქრაძე ამერიკაში; მართალია, _ გაეროს დერეფანში, მაგრამ საქართველოს «დარტყმულ» პრეზიდენთან 2-3-წუთიან გასაუბრებაში მსოფლიო პედერასტების მფარველმა ბარაკ ობამამ მოასწრო და სააკაშვილის დემოკრატიულ მემკვიდრეობას გაუსვა ხაზი; NDIA-ს მორიგი, ქართველი ხალხის შეურაცხმყოფელი კვლევები, რომლებშიც «მთავარი ოპოზოციური ძალის» _ «ნაცების» კანდიდატს მყარად უკავია მეორე ადგილი და, თუ რას გვიმზადებს «ქოცები-ნაცების» ტანდემი 27 ოქტომბერს, ცხადია: მარგველაშვილი _ პრეზიდენტი, ბაქრაძე _ მეორე ადგილი! რაც იმას ნიშნავს, რომ კოაბიტაცია კი არ დამთავრდება, არამედ თვისობრივად ახალ ფაზაში გადავა _ დაიწყება მათი ხელისუფლებების შერწყმა, რასაც მე ადრე პოლიტიკურად ერთსქესიანთა ქორწინება დავარქვი. შემოქმედებითი ინტელიგენციის მდუმარე ნაწილს მივმართავ:

_ სანამ ქორწილში არ დაგპატიჟებენ, მანამდე არ ამოიღებთ ხმას?

 

სოროსის ძუძუნაწოვი კადრების რესტავრაცია

კიდევ ერთი სახიფათო პროცესი მიმდინარეობს და ეს არის თავისუფლების ინსტიტუტის, იგივე სოროსის ძუძუნაწოვი კადრების რესტავრაცია ახალ ხელისუფლებაში.

თუმცა რაღა მიმდინარეობს, მიმდინარეობს კი არა, მგონი დასრულდა _ გიორგი მარგველაშვილის სოროსულ-ლიბერასტულ წარსულს რომ თავი დავანებოთ, მთელი რესპუბლიკური პარტია სოროსის ძუძუების წყალობით არ ტივტივებდა წლების მანძილზე ქართული პოლიტიკის ჭაობში? ახლა, როდესაც რესპუბლიკელებს ახალი სოროსი მოევლინათ ბიძინა ივანიშვილის სახით, არა თუ ტივტივებენ, არამედ აყიყინდნენ კიდეც _ აშკარად   ხელთ უპყრიათ საპარლამენტო ხელისუფლება და, შსს გარდა, პრაქტიკულად ყველა სამინისტროსა და უწყებას მეტ-ნაკლებად აკონტროლებენ!

ისე, ახალი სოროსი ხმამაღალი ნათქვამია, რამეთუ, როგორც თავად ივანიშვილმა აღიარა, წლების მანძილზე ჩვენ რომ მხოლოდ სოროსი გვეგონა, თვითონაც გულუხვად აფინანსებდა «ღია საზოგადოება საქართველოს», ანუ იმავე სოროსის ფონდისა და თავისუფლების ინსტიტუტის იდეების დანერგვას საქართველოში და ისე გააძლიერა სააკაშვილის რეჟიმი, რომ ბოლოს _ მამასა და მის მარჩენალსაც დაუწყეს რქენა. ასე რომ, სად იწყება სოროსი და სად _ ივანიშვილი, ჩვენი ქვეყნის უბედურებათა ვრცელ ნუსხაში ეშმაკიც ვეღარ გაარკვევს, რადგან განსხვავება ჯორჯსა და ბიძინას შორის მხოლოდ ინიციალებშია, თორემ ფულით ორივენი იმ რეჟიმს ასაზრდოებდნენ და აძლიერებდნენ, რომელსაც ქართველმა ხალხმა «ნაციონალური ჭირი» შეარქვა.

არც ის არის საიდუმლო, რომ თავისუფლების ინსტიტუტის გველის წიწილებსა და სოროსის ძუძუნაწოვთა შორის, რომლებიც ხელისუფლების სხვადასხვა დონეებში არიან ჩანერგილები, ჩვენი მოძმე სომხების გვარგადაკეთებული, ანუ უღირსი შვილები ჭარბობენ, თანაც იმდენად, რომ მათი სახელი ლეგიონია _ არც ეს მგონია შემთხვევითი…

ისე, საპრეზიდენტო არჩევნების წინ საინტერესო გადაჯგუფებები მიმდინარეობს _ ოცნებაგაწბილებული «მრევლის» ნაწილი ნინო ბურჯანაძესთან გარბის და ნაწილი _ «საქართველოს პატრიოტთა ალიანსში». კარგი იქნებოდა,  ერთსაც და მეორესაც მაშინ  ამოეღოთ ხმა, როდესაც დავით უსუფაშვილი პარლამენტის დავმჯდომარედ წამოგვისკუპა ბიძინა ივანიშვილმა! ვინძლო, კოაბიტაციურ შეთქმულებას გადავრჩენილიყავით…

მაგრამ მაშინ ხმის ამოღება ქარის საწინააღმდეგოდ ფურთხებას ნიშნავდა და ახლა, როდესაც ეს ქარი, ბიძინა ივანიშვილი, მიდის პოლიტიკიდან, ფურთხება და გინება მერე ვნახოთ, 27 ოქტომბრის შემდეგ…

ბატონო ბიძინა! მიდიხართ? ნება თქვენია, მაგრამ იმას, რასაც თქვენთან ერთად იტანდა ქართული საზოგადოება, თქვენ გარეშე ნამდვილად ვეღარ და აღარ აიტანს, რადგან რესპებ-ნაცებ-ალასანიას ხელისუფლების ტრიუმვირატი არანაკლები საფრთხეების შემცველია საქართველოსთვის, ვიდრე სააკაშვილის 9-წლიანი ერთპიროვნული მმართველობა იყო!

ამიტომ რეინტეგრაციის მინისტრ პაატა ზაქარეიშვილის ბლუკუნს ნუ დაუჯერებთ _ ქართული საზოგადოება, ქართველი ერი, არასოდეს ჩამორჩენილა პოლიტიკურ პროცესებს, მით უმეტეს, ზაქარეიშვილის მსგავსი არარაობების უკან მაჩანჩალა არ ყოფილა. ქართველი «ერთხელაც იქნება» ზებოს ჭაში კი არ ზის, უბრალოდ, მას იობის მოთმინება აქვს, მაგრამ საჭირო, კრიტიკულ დროს ისე იქუხებს ხოლმე, როგორც არაერთხელ დიდგორს, მარტყოფს თუ მარაბდას; ბოლოსდაბოლოს, როგორც შარშან იქუხა, 1 ოქტომბერს!

იქუხა, მაგრამ, როგორც ჩანს, ბევრი ანტიეროვნული ძალა გადაურჩა იმ ქუხილს თქვენი ქოლგის ქვეშ შეფარებული, და უთქვენოდ, ახლა უკვე მრისხანებას ქართველი ერისას ვეღარავინ გადაურჩება!

ასე რომ, ბატონო ბიძინა! თუ მეტის გაკეთება არ ძალგიძთ, ან არ გაკეთებინებენ, გაკეთებულისთვის დიდი მადლობა და წადით, ბატონო, წადით…

დავით მხეიძე

1 COMMENT

  1. BAტონო Dავიდ როგორც ყოველტვის მკაპიო და ნატელი აზრებს გვაწვდიტ კარტველ საზოგადოებას. მარტლაც როდემდე??….. მერე როცა უკვე გვიან იკნება???

  2. ბიძინამაც აუშვა აფრები და არ კი იცის რომ ცუდ ამინდში აფრების ბოლომდე აშვება ორმაგად სარისკოა და ხსირ შემთხვევაში სავალალო შედეგიტ მთავრდება.

  3. ბატ.ბიძინამ,როგორც ჩანს მიშაზე იძია შური,პიროვნული წყენის გამო და ამიტომაც მიდის?!

  4. ბატონო დავით,უკანასკნელი 5 წელის განმავლიბაში რაც გამოგიქვეყნებია,ყველაფერი წაკითხული მაქვს.უდიდეს პატივს გცემთ,დღევანდელი მასალა არის ერთადერთი გამონაკლისი,რომელიც არ მომეწონა,ძალიან სუსტია,რაც თქვენს კალამს არ ეკადრება.

  5. ძნელია ბევრ რამეში ავტორს არ დაეთანხმო.. მაგრამ ეს სიძულვილის ენა ამაზრზენია.. რესპები თუ ალასანია არ მოგწონს, ეს გემოვნების საკითხია და ვერავის ვერაფერს ვერ აიძულებ.. იცით რა მიკვირს? თითქოს ყველა ეზიზღება სტატიის ავტორს და ვინ არის ეს ეროვნული, ვინც მას მოსწონს, რაღაც ვერ გავიგე.. არადა, ასეთია ეს ქართული პოლიტიკური სპექტრი და მეტი არ არის.. ეს ეროვნულობაც რომ გამოგონილი ქლიავობაა და კაცი ვერ ხსნის რას ნიშნავს ეროვნული, ესეც ფაქტია.. ბოლი გამოუშვა დავით მხეიძემ და რადგან არავინ არ მოსსწონს, რადგან ყველა სულგაყიდულია, ალბათ თვითონ მიაჩნია თავი ეროვნულ ქართველად.. გაუკუღმართებული ცნობიერების პატრონი ხართ ბატონ დავით და იქნებ იმკურნალოთ?

  6. როდის იყო ძაღლი ძაღლის ტყავს გლეჯდა, ეს ხალხი წამოაჯდა საქართველოს მოსახლეობას და ეხლა იძახიან საზოგადოება არ ვარგაო. ბიძინა მილიარდელი რომ არ ყოფილიყო ზოგიერთები კი არ შეუძვრებოდა. სხვაც არსებობს უკეთესი, რომელიც საქართველოს სიყვარულით ათენებს და აღამებს, ზოგჯერ მშიერ-მწყურვალია, მაგრამ ჩვენ საზოგადოებას არ გაზსენებია და არც მისვემს ხმას. იმიტომ, რომ ფული არ არის. ფულით ვერ ხედავთ ბებრუცანა სოროსმა რა ნაშა დაითრია? ის ქალიც ხომ საზოგადოების წევრია?

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here