Home რუბრიკები საზოგადოება ზუგდიდი კატეგორიულად ემიჯნება ლგბტ-ს

ზუგდიდი კატეგორიულად ემიჯნება ლგბტ-ს

554

ბატონო დავით!

საზოგადოება «ზუგდიდელი» წარმოადგენს მოქალაქეთა წევრობაზე დაფუძნებულ ნებაყოფლობით გაერთიანებას. წესდების მიხედვით, მისი საქმიანობის ერთერთი ძირითადი მიმართულებაა ეროვნული ტრადიციებისა და ფასეულობების, ქრისტიანულმართლმადიდებლური სარწმუნოების დაცვა, ზნეობრივი და ეთიკური ქცევის ნორმების დამამკვიდრებელი ღონისძიებების გატარება და მხარდაჭერა.

 

სწორედ ამის გამო საზოგადოება «ზუგდიდელის» ინიციატივითა და ძალისხმევით, 24 მაისს შეიკრიბნენ ზუგდიდის საზოგადოებრიობის თითქმის ყველა სფეროსა და სტრუქტურის წარმომადგენლები, რათა გამოეხატათ თავიანთი დამოკიდებულება გეიაღლუმებისა და ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდასთან დაკავშირებით და დაგმეს წლეულს, 17 მაისს ქვეყნის დედაქალაქ თბილისში მოწყობილი გეიაღლუმები. დააფიქსირეს, რომ ზუგდიდი კატეგორიულად ემიჯნება ლგბტ-ს. მიუღებელია მათი უზნეო, ადამიანის რწმენისა და სიწმინდის შემბღალავი ქმედებები და ისინი თავიდან აცილებული უნდა იქნეს ყოველგვარი ძალადობის გარეშე.

ბატონო დავით, გამომდინარე აღნიშნულიდან, საზოგადოება «ზუგდიდელი» მოგმართავთ წინადადებით:

1. მიღებულ იქნას კანონი:

ა) ერთსქესიანთა ქორწინების აკრძალვის შესახებ;

ბ) ქვეყნის ნებისმიერ დასახლებაში გეიაღლუმების ჩატარების აკრძალვის თაობაზე;

გ) მოზარდი თაობის უცხო ტენდენციებისა და გავლენისგან მათი ეროვნული მსოფლმხედველობის დაცვისა და ჯანსაღი წესით აღზრდისთვის ოჯახის, საგანმანათლებლო სისტემებისა და საზოგადოების მიერ ერთობლივი ძალისხმევით საჭირო პრაგმატული ღონისძიებების აუცილებლობაზე, რადგან მხოლოდ ასეთ ღირებულებებზე დაყრდნობითაა შესაძლებელი ადამიანის, ოჯახისა და ერის შენარჩუნება.

2. მაქსიმალურად შეიზღუდოს ან საერთოდ აიკრძალოს მედიის საშუალებით ყოველგვარი პროპაგანდა გეიაღლუმების მოწყობა-ჩატარების თაობაზე. მიექცეს მათი მხრიდან საჭირო ყურადღება ეროვნული ფასეულობების გაშუქებასა და ასახვას პრესის ფურცლებზე.

3. მიღებული იქნას, აგრეთვე, იურიდიული გადაწყვეტილება, საზღვარგარეთიდან დაფინანსირებული იმ არასამთავრობო ორგანიზაციებზე კონტროლის დაწესების შესახებ, რომლებიც ეწევიან (ფარულ ან ღია) არატრადიციულ სექსუალურ ურთიერთობათა პროპაგანდას.

ბატონო დავით, ვფიქრობთ, ჩვენი მიმართვა პარლამენტისადმი არამარტო ზუგდიდელთა, არამედ მთელი სამეგრელოს მიმართვაა, იმ სამეგრელოსი, რომელზეც დიდმა ილიამ ბრძანა: «სამეგრელოში მოველ და საქართველო ვნახე _ დიდი საქართველო».

გთხოვთ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას.

უღრმესი პატივისცემით,

საზოგადოება «ზუგდიდელის» თავმჯდომარე

ოთარ ფაცაცია

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here