Home რუბრიკები საზოგადოება მხეცის ფარული ნიშნები ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში

მხეცის ფარული ნიშნები ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში

2061

ამ წერილის დაწერა მაიძულა იმ შემაშფოთებელმა მდგომარეობამ, რომელიც დღეს საქართველოს ეკლესიაშია. უდიდესის გულისტკივილით განვიცდი იმას, რომ გარკვეული ნაწილი სასულიერო პირებისა ძალზედ უდიერად ეპყრობა ამ ავადსახსენებელი ID ბარათების პრობლემას. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ან საერთოდ არ აინტერესებთ მრევლის ბედი, ანდა აზრზეც არ არიან, რას სჩადიან. იმ ფონზე, როცა მთელი მართლმადიდებელი სამყარო და ნახევარი ევროპა უარს ამბობს ID ბარათებზე  და ითხოვს ძველი საბუთების დატოვებას, პირადად მე ბევრჯერ შემქმნია ამ საკითხზე პრობლემა სასულიერო პირებთან, სტიქაროსნებთან  და მრევლის წევრებთანაც კი. მათ არასწორ არგუმენტებზე მსურს გავცე პასუხი ამ წერილის მეშვეობით. მოციქული პავლე თესალონიკელთა მიმართ წერს: «ვინაიდან ჩვენს შეგონებაში არ არის არც ცდუნება, არც უწმინდურება და არც ცბიერება», «არამედ როგორც ღვთისგან გამოვიცადეთ, რომ ჩვენთვის მოენდო სახარება, ისე ვლაპარაკობთ და ვაამებთ არა ადამიანებს, არამედ ღმერთს, რომელიც ცდის ჩვენს გულებს», ასევე, «რათა ემსახუროთ ცოცხალ და ჭეშმარიტ ღმერთს».

 

ახლა განვიხილოთ ცალ-ცალკე  ყველა ეს საკითხი. ID ბარათში სამივეა: ცდუნებაც, უწმინდურებაც და ცბიერებაც.

პირველი _ ID ბარათში ძალზედ დიდი საცდურია ჩადებული, რადგან მისით ყველგან და ყველაფერში გაგვაკონტროლებენ და არაკეთილმოსურნეებს შეუძლიათ ბოროტად გამოიყენონ ჩვენ შესახებ ID ბარათში შესული სრული ინფორმაცია. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს ჰაკერების ფაქტორიც, რომელთათვისაც არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს ნებისმიერ საიტში შეღწევა. მოქალაქის პირადი ინფორმაციის ეფექტური დაცვის მექანიზმი ამ ელექტრონულ ბარათებზე სახელმწიფოს ჯერ არ აღმოუჩენია და არც ცდილობს, რადგან ჰაკერების კიბერშემოტევებისგან სამთავრობო საიტებიც კი არ არის დაცული.

მეორე _ როგორ დავიჯეროთ, რომ ID ბარათის აღება ცოცხალი და ჭეშმარიტი ღმერთის მსახურებაა?! ეს არის კომფორტული კერპი, რომელიც გვპირდება ამქვეყნიურ პრივილეგიებს, ყველანაირ კომფორტულ და სწრაფ მომსახურებას. სინამდვილეში კი ეს არის იძულება ჩვენს თავისუფალ არჩევანზე, რადგან ID ბარათის გარეშე სკოლას ვერ დაამთავრებ, ინსტიტუტში ვერ მოეწყობი, სამსახურში არ მიგიღებენ. ეს არის კომფორტული კერპი და ყოველი კერპი თავისთავად უწმინდურებაა, გამოცხადების მე-13 თავში წერია: «ვისაც არ ექნება მხეცის ნიშანი, ვერც იყიდის და ვერც გაყიდის».

მესამე _ ცბიერება: ID ბარათის ასაღებად მისულ ადამიანს უწევს სურათის გადაღება დიდ რობოტ აპარატთან, რა დროსაც ადამიანებს თვალისთვის უხილავ დამღას ასვამენ ლაზერით შუბლზე (შტრიხკოდს, რომელიც შეიცავს სამ ექვსიანს). ზოგიერთი სასულიერო პირის აზრით, შტრიხკოდის დადება არ იქნება ფარულად, არამედ ნებაყოფლობით და აუცილებლად შეგვეკითხებიან, თანახმა ვართ თუ არა. სინამდვილეში კი აქ დიდი საცდურია, რადგან თავის დროზე უხსენებელს ევასთვის რომ  ეთქვა სიმართლე, აკრძალული ნაყოფის მიღების შემთხვევაში დაკარგავდა უკვდავებას, გახდებოდა მოკვდავი, ტანჯვით შობდა და ა. შ. მაშინ ევა არ დაუშვებდა ამ საბედისწერო შეცდომას, მაგრამ უხსენებელმა ის აცდუნა ცრუ დაპირებებით.

პლანეტის საიდუმლო ხელისუფლებისთვის ყველაზე ხელსაყრელი არის სწრაფად და უმტკივნეულოდ გადაწყვიტოს მოსახლეობის დანიშვნის პრობლემა, ბიომეტრიული დოკუმენტების დამზადების დროს ადამიანის სახის 3D გამოსახულების სკანირებისას მასზე შტრიხკოდის დატანება და შემდეგ მოსახლეობის მართვა ფარასავით შეიძლება. ლაზერული ტატუირება (შტრიხკოდის დადება შუბლზე) ხდება ბიომეტრიული სურათის გადაღებისას რობოტ აპარატთან, ამ დროს ხდება ცოცხალი უჯრედების მოლეკულებზე ლაზერით ინფორმაციის დატანება. ჩიპი შეიძლება იყოს არამარტო ტრადიციული გზით შექმნილი ელექტრონული მოწყობილობა, არამედ ორგანიზმის ცოცხალი უჯრედების გროვა, რომელზეც ინფორმაციაა დატანებული. ეს ახალი თაობის ჩიპია. მისი შესაძლებლობები გაცილებით დიდია ჩვეულებრივ ჩიპთან შედარებით. ახალ ჩიპს შეუძლია დამზადდეს კანზე ლაზერული ტატუირების დატანებით, ამ ჩიპს არ სჭირდება გარე ენერგიის წყაროსგან კვება, ეს იმიტომ, რომ შედგება უჯრედებისგან, რომლებიც ბუნებრივი სახით ფუნქციონირებს. შტრიხული კოდირების მეთოდით დატანების შემთხვევაში ეს ჩიპი თვალით უხილავია, მაგრამ სკანერით იკითხება. შტრიხკოდის შუბლზე დატანების შედეგად კანის რეცეპტორების საშუალებით ხდება ადამიანის ტვინის ინდივიდუალური ალგორითმის განსაზღვრა, მისი იდენტიფიკაცია და მსოფლიო კომპიუტერთან, სახელად ,,მხეცთან», შეერთება თანამგზავრის საშუალებით.

ტვინის ფუნქციის ინდივიდუალური ალგორითმი წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს ფუნქციას ადამიანის შესახებ ყველა იმ ბიომეტრიულ მონაცემს შორის, რომლებიც მის პასპორტში ზოლზეა ჩაწერილი, იგი შედის მონაცემთა ბაზაში, რის შედეგადაც ტვინთან მყარდება კავშირი. ტვინში იმპლანტირებული ჩიპისგან განსხვავებით, შტრიხკოდის წაშლა შეუძლებელია. ჩვეულებრივი ჩიპის საშუალებით ადამიანის ფსიქიკაზე ზემოქმედებას არ მივყავართ მისი ცნობიერების კონტროლთან. ჩიპის შეერთება შესაძლებელია ნერვული ბოჭკოების მხოლოდ განსაზღვრულ რაოდენობასთან და ამგვარად ტვინის მიკროსკოპულ უბნებზე მისი ზემოქმედბა უმნიშვნელოა.

სულ სხვა საქმეა ტვინის ნებისმიერ უბანზე ან მთელ ტვინზე თანამგზავრული სისტემის მეშვეობით ელექტრომაგნიტური  გამოსხივებით ზემოქმედების მოხდენა. აქ შესაძლებლობათა სპექტრი ძალიან ფართოა. მომავალში ამ ტექნოლოგიათა გამოყენება შესაძლებელია ანტიქრისტესადმი თაყვანისცემის სამართავად. მაგალითად, მისი ტელევიზიით გამოჩენისას, შესაძლოა, ადამიანებში ეიფორია ხელოვნურად გამოიწვიონ. ჩვეულებრივ ჩიპს ასეთი შესაძლებლობა არა აქვს.

გამოცხადებაში არაფერია ნათქვამი ჩიპების შუბლში ჩანერგვაზე, ხელში კი აცრის ნემსით შეჰყავთ, სამაგიეროდ ნათქვამია შუბლზე დახაზულობის (დამღის _ начертание) შტრიხკოდის დატანებაზე. აცრის ნემსით ჩიპის მარჯვენა ხელში შეყვანის რეკლამა კი დროებით გამოიყენება, როგორც ყურადღების სხვაგან გადამტანი მანევრი (ჩიპებს მართლაც უნერგავენ და ეს კაფსულა არის კიდეც ერთერთი ნიშანთაგანი), მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი მის ამოჭრას გადაწყვეტს, მაშინ მისი ეს აზრი მყისიერად გადაეცემა ცენტრალურ კომპიუტერს (მხეცს) და მოხდება ამ ჩიპის აფეთქება. მსურს აღვნიშნო, რომ ეს კაფსულა (ჩიპი), მონაცემების გარდა, შეიცავს მომაკვდინებელ ნივთიერებას _ ვერცხლისწყალს hydrargyrum mercury), რომელიც ორგანიზმში მოხვედრისთანავე იწვევს ცენტრალური ნერვული სისტემის გათიშვასა და საზარელ ჭრილობებს, რაც წერია გამოცხადების XVI თავის II სტროფში _ «გაუჩნდათ სასტიკი და საზარელი ჭრილობები ადამიანებს, რომელთაც მხეცის ნიშანი ჰქონდათ და მის ხატებას სცემდნენ თაყვანს».

არ დაგვავიწყდეს, რომ ყველა ელოდება ჩიპის ჩაყენებას მარჯვენა ხელში აცრის ნემსით, მაგრამ ამ დროს კი ჩუმად მიმდინარეობს დატანება შტრიხკოდჩიპისა სურათის გადაღების დროს, იმიტომ, რომ ანტიქრისტე სწორედ პირფერულად მოდის, ის არავის მონად არ გამოაცხადებს მანამ, სანამ აბსოლუტურ ხელისუფლებას არ დაამყარებს და არც არავინ იტყვის ღიად, რომ დახაზულობის დატანება მიმდინარეობს. უნდა აღვნიშნო, რომ ბევრს უთქვამს ჩემთვის, _ ID ბარათს ავიღებ, მაგრამ ჩიპიზაციის დროს არ ჩავიყენებ ჩიპს. ეს არის მცდარი მოსაზრება, ნუ დაელოდებით მიწვევას ნიშნის დადებაზე, ნათქვამია: ,,თაყვანს სცემენ მას დახაზულობის მიმღებნი» (გამოცხადების IX თავი, სტროფი მე-20 ), ანუ ისინი, რომლებმაც ჯერ ნიშანი დაიდეს და მერე უკვე მხეცს ეთაყვანნენ და არსად არ არის ნათქვამი იმის თაობაზე, რომ ვინმე ამის შესახებ წინასწარ გამოაცხადებს. ანტიქრისტე ჯალალედინივით წინასწარ კი არ გაგვაფრთხილებს: ,,აგერ, ხიდზე წმინდა ხატებია და, ვინც არ დააბიჯებს, ცოცხალს არ გავუშვებო», არც არსად წერია, რომ წინასწარ გაგვაფრთხილებს ვინმეს, აჰა, ჩემი ბეჭედი და, თუ უარს იტყვით, დაგხოცავთო, პირიქით _ ანტიქრისტე შეფარულად შემოგვაპარებს თავის ნიშანს შუბლზე ან მარჯვენა ხელზე, მაგრამ უფალი წმინდა იოანეს პირით გვაფრთხილებს, რომ ამ ნიშნის გარეშე ვერც იყიდი და ვერც გაყიდიო.

ახლა კითხვა სკეპტიკოსებისთვის: ID ბარათის გარეშე სკოლას ვერ დაამთავრებ, ინსტიტუტში ვერ ჩააბარებ, სამსახურში ვერ მოეწყობი, ე.ი. ხელფასს ვერ აიღებ, ვერ იმგზავრებ და ა.შ. მაშ, არის თუ არა ID ბარათი დამაბრკოლებელი? მალე ეს ფულიც აღარ იქნება და ყველაფერი გადავა ელექტრონული გადახდის სისტემაზე. ამ ბარათების მომხრე სასულიერო პირებს მინდა ვკითხო: უკაცრავად და შემოსაწირი ყუთის მაგივრად ტაძრებში სალარო აპარატებს და პლასტიკური ბარათების კონტეინერებს დადგამთ?! ან როგორ მოიქცეს ის გაჭირვებული ადამიანი, რომელიც დგას ქუჩაში და სამადლოდ მათხოვრობს, როგორ  და რა ფორმით უნდა დაეხმაროს მას ადამიანი? თუ მასაც მოუწევს სალარო აპარატის და პლასტიკური ბარათის გადარიცხვის მოწყობილობის დადგმა ქუჩაში?

ერთ-ერთ ჟურნალში წავიკითხე ერთი სასულიერო პირის ინტერვიუ, იგი აღნიშნავს, რომ ანტიქრისტეს ბეჭედი არამატერიალურიაო, ეს ბეჭედი ნიშნავსო აზროვნებით (შუბლი) და საქმიანობით (მარჯვენა ხელი) უფლისგან განდგომას. მას დავუსვამ კითხვას: სუპერმარმარკეტში შესულ ადამიანს რა მიზეზით არ მიჰყიდის პროდუქტს მოლარე, ნუთუ ის შეძლებს თავში ჩახედვას და მიხვდება, რომ კლიენტი უფლისგან განდგომილია?! თუ ასე ვიმსჯელებთ, მივალთ აბსურდამდე, რადგან ამ შემთხვევაში მოლარე მართალი იქნება, თუ უფლისგან განდგომილ ადამიანს არ მიჰყიდის პროდუქტს. სხვაგვარად შეუძლებელი ხდება აიხსნას, თუ როგორ მოხდება ანტიქრისტეს ნიშნის უქონელი ადამიანის განდევნა ვაჭრობის სისტემიდან (ნიშნის უქონელნი ვერც იყიდიან, ვერც გაყიდიან). ამასვე ადასტურებს თუნდაც ღირსი ნილოს მირონმდინარის სიტყვებიც: ქრისტიანებს ნიშნის უქონლობის გამო არ მიჰყიდიან პურს. ასევე წმ. ეფრემ ასური ამბობს, რომ ანტიქრისტე მატერიალური გაჭირვებით აიძულებს ადამიანებს, მიიღონ მისი ნიშანი, ანუ სტომაქით დაიჭერს მცირედ მორწმუნეებს. ამ შემთხვევაში კი ყველაფერი ნათელია. ამ დამღის (შტრიხკოდის, ნიშნის) მიმღები ადამიანი აღმოჩნდება მთლიანად იმ ბოროტი ძალების გავლენის ქვეშ, რომლებმაც ჩაუტარეს ეს ფარული პროცედურა (ლაზერული ტატუირება შუბლზე) და ამის შედეგად კი ადამიანი კარგავს თავისუფალ ნებას და ყოველივე ამის შემდეგ უკვე არანაირი მნიშვნელობა არ ექნება მისთვის ტექნიკურ და სულიერ ასპექტებს. დავუშვათ ეს მოსაზრება _ დამღის დასმა (სურათის გადაღების დროს ლაზერული ტატუირება), მცდარია, რა მერე, შედეგი მაინც იგივეა! ამ საბუთის გარეშე (ID ბარათის) მაინც ვერანაირ საქმიანობას ვერ აწარმოებ, სამსახურიდან დაგითხოვენ და მოგწყვეტენ ყველანაირ მატერიალურ ყოფას, ე. ი. ვერაფერს ვერ იყიდი (მე-13 თავი, მე-17 სტრიქონი).

იუსტიციის მინისტრმა ბრძანა, რომ ევროკავშირის მოთხოვნაა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის აიდიზაცია. ევროკავშირის თანხებით ამ პროგრამის ჩარჩოებში საქართველოში იქმნება ელექტრონული მმართველობა. აღსანიშნავია, რომ ინგლისმა, გერმანიამ და სამხრეთ კორეამ უარი თქვეს ამ კანონპროექტზე, მოსახლეობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, რადგან ტოტალური კონტროლით ირღვევა პიროვნების კონფიდენციალურობა! საქართველოში კი საჭირბოროტო საკითხები ჩვენი მოქალაქეების ცხოვრებისა წყდება ჩვენი ცნობიერების შემოვლით და მოსახლეობას არც კი გვეკითხებიან, გვინდა თუ არა საერთოდ ეს ID ბარათი. ამიტომაც ჩვენ გამოვხატავთ სამართლიან პროტესტს აიდიზაციისა და ელექტრონული მმართველობის წინააღმდეგ, როგორც გლობალური კონტროლის ფორმისა, რომელიც ანადგურებს ოჯახს, საზოგადოებას და ემუქრება სახელმწიფოს სუვერენიტეტს!

სამწუხაროდ, ერთ-ერთი მეუფე საერთოდ ვერ ხედავს პრობლემას ID ბარათის აღებაში, იმ მოსაზრებით, რომ ID ბარათს გარედან არ აწერია სიტყვები: ქრისტე უარყავი. ვფიქრობ, რომ ამ საკითხისადმი მეუფის ასეთი დამოკიდებულება არამც თუ არასწორია, არამედ უდიდესი საფრთხის შემცველია, ვინაიდან, თუ მეუფის პრინციპით ვიმოქმედებთ, მაშინ, რასაც არ აწერია სიტყვები «ქრისტე უარყავი» (სიგარეტი, ნარკოტიკი, ალკოჰოლი და ა. შ.), მაშინ ჩვენთვის პრობლემას არ წარმოადგენს ამ ყველაფრის მიღება და ეს ნორმალური იქნება?! ერთმა მამაომ მითხრა, მე მივეცი კურთხევა ჩემს ერთ-ერთ მრევლს ჩიპიანი ბიომეტრიული საბუთების აღებაზეო, სამაგიეროდ, ის ჩავიდა იერუსალიმში, მოილოცა წმინდა ადგილები და ქრისტეს საფლავის ქვასაც კი ეამბორაო. ამაზე ვუპასუხე: იუდა საფლავის ქვას კი არა, თვით ქრისტეს ეამბორა, მაგრამ წავიდა ჯოჯოხეთში! ასე რომ, არაფერი არ ღირს სასუფევლის დაკარგვად, თუნდაც იერუსალიმში წასვლა. ერთმა სტიქაროსანმა ისიც კი მითხრა, რომ ჩიპს არ გავაკეთებინებო მარჯვენა ხელში, მაგრამ იმავე ჩიპს საბუთში ჯიბით ვატარებო, ამაზე ვუპასუხე, ნარკოტიკი ხელში არ გაიკეთო, მაგრამ იგივე ნარკოტიკი ჯიბით ატარე, ნუთუ არ დაგიჭერენ?!

ბევრი სასულიერო პირისგან გამიგია, რომ ID ბარათი წინაპირობაა ანტიქრისტეს ნიშნის. კი, მეც ვეთანხმები, რომ ეს არის წინაპირობა, მაგრამ, თუ ეს მხოლოდ წინაპირობაა და არავითარი საფრთხე არ გვემუქრება ამ ბარათის მიღებისას, მაშინ მიპასუხონ ამ სულიერმა მამებმა, რატომ ითხოვენ ასე დაჟინებით, თავს გვახვევენ და გვავალდებულებენ მის მიღებას ჩვენი «კეთილმოსურნე» ევროპელი ვაიმეგობრები და, რადგან მხოლოდ წინაპირობაა, ნუთუ ამის გამო შეიძლება უგულებელვყოთ და ასე უყურადღებოდ დავტოვოთ ეს პრობლემა (ქართველი ერის აიდიზაცია). რაც შეეხება ზოგადად წინაპირობას, მე ამაზე ასე ვუპასუხებ ჩვენს ძვირფას სასულიერო პირებს: სიგარეტის მოწევა წინაპირობაა პლანის მოწევისა, ადამიანთან კარტის თამაში წინაპირობაა პოკერკლუბში რობოტაპარატთან თამაშისა, ქალთან თვალით ფლირტაობა წინაპირობაა მასთან ხორციელი მრუშობისა. ასეთი დამოკიდებულებით გამოდის, რომ წინაპირობა თუა, ცოდვა არ არის?

ძვირფასო სასულიერო პირებო, ნუ ცდილობთ სიცრუის მამა გამოსცადოთ სიცრუის დეტექტორზე და ნუ ელოდებით, რომ ის სიმართლეს გეტყვით თავისი მზაკვრული გეგმის შესახებ!

ბოლო დროს არც კი ერიდებიან ბოროტის მსახურები და ხილულადაც კი არის დასმული სამი ექვსიანი უამრავ ნივთზე (მაისურებზე, კეპებზე, ფეხსაცმელზე, სათამაშოებზე და საწერ კალმებზე) ჩინურ საწერ კალამზე სამი ექვსიანის ბოლოში წერია ლათინური A, სკეპტიკოსებს მსურს ვკითხო: ნუთუ ექვსიანების ბოლოში ლათინური A, ძნელი მისახვედრია, რომ ანტიქრისტეს ნიშნავს?! ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ბოლო დროს მარკეტებში გამოჩნდა ენერგეტიკული სასმელი, რომელსაც გარედან აწერია მონსტერ (მხეცი) და ლოგოდ აქვს სამნაკაწრიანი სურათი, რომელიც ებრაულ ენაზე აღნიშნავს ასო «ვვვ»-ს. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს ასო «ვ» ებრაულ ანბანში რიგით მეექვსეა. სიმბოლურად გამოდის, რომ ამ სასმელს აწერია მხეცი (მონსტრი) 666. აღსანიშნავია ისიც, თუ როგორ შეძლო ბოროტმა სულმა თავისი ნიშნის დატოვება თითქმის ყველგან და ყველაფერში. მაგ., ინტერნეტში ვერ შეხვალ, თუ არ აკრიფე www, რადგან ყველა საიტი შეიცავს სამ დაბლიუს www (666), რაც სიტყვასიტყვით ნიშნავს მსოფლიო აბლაბუდას (world wide web). ახლა უკვე ადვილი მისახვედრია, თუ ვინ ცდილობს, გააბას ადამიანები თავის ქსელში. ინტერნეტის მომხმარებელი დაკვირვებული იქნება, რომ უმრავლეს შემთხვევაში, საიტზე შესვლისას, შენი სურვილის მიუხედავად, ხდება შენი გადამისამართება ისეთ საიტებზე, რომლებზეც სხვადასხვა უხამსი რეკლამა და აფიშაა განთავსებული.

ასეთ საკითხებზე ერთ-ერთმა სასულიერო პირმა ბრძანა, რომ გარეგნული ნიშნები (მაისურებზე, კეპებზე, ფეხსაცმელზე და თუნდაც მანქანის ნომერზე) არაფერს ნიშნავს და არანაირად არ მოქმედებს ადამიანებზეო. ამაზე ვუპასუხე, თუ გარეგნული ნიშნები და სამოსი არ მოქმედებს, მაშინ ჯვრის მაგივრად ჩამოვიკიდოთ ფაშისტური სვასტიკა და სტიქაროსნებმა და მღვდლებმა სტიქარისა და ანაფორის მაგივრად ჩავიცვათ გახეული ჯინსები და მაისური პენტაგრამით (5-ქიმიანი ვარსკვლავი)… ცოცხალი მაგალითი იმისა, რომ გარეგნულმა ნიშანმა, კერძოდ მანქანის ნომერმა LAD-666, კინაღამ დაღუპა მთელი ოჯახი. ჩემი ყოფილი მოსწავლის მამამ, რომელსაც ჰქვია ლადო, ეს სერია და ნომერი დააყენა მანქანაზე. მიუხედავად ჩემი უამრავი გაფრთხილებისა, რომ მოეხსნა ეს ნომერი, არ დამიჯერა და საკუთარ მანქანაში აფეთქდა. ის ღვთის წყალობით სასწაულებრივად გადარჩა.

ასევე, თუ გარეგნული ნიშნები არაფერს ნიშნავს, მაშინ რატომ უბრძანა უფალმა ებრაელებს თავიანთი საცხოვრებელი სახლების კარებზე გამოესახათ ნიშანი, რათა გადარჩენილიყვნენ, ნუთუ უფალს გაუჭირდებოდა, გაერჩია ებრაელების სახლები ეგვიპტელების სახლებისგან? აქედანაც თვალნათლივ ჩანს, თუ უფალი რამხელა მნიშვნელობას ანიჭებს გარეგნულ ნიშნებს.

უფალმა გაგვანთავისუფლა ცოდვის მონობისგან, ზოგიერთნი კი ისევ მიილტვიან, ოღონდ უფრო დახვეწილი მონობისკენ, რასაც ელექტრონული მონობა ჰქვია. გულდასაწყვეტი კი ისაა, რომ ამ საშინელი მონობისკენ, თვისი კურთხევით, მიგვაცილებს ზოგიერთი სასულიერო პირი, საიდანაც ვერაფერი დაგვიხსნის, რადგან ID ზომბებს (ID დემონებს) განეშორებათ სულიწმინდა, წაერთმევათ სინანული და ღვთის რისხვას დაიტეხენ თავს.

ჩვენ უნდა ვიყოთ ძალზედ ფრთხილად, რათა არ შემოგვატყუონ ისეთი სიახლე, რომლის მეშვეობითაც და ჩვენი უგუნურის გაუფრთხილებლობით არ აღმოვჩნდეთ ელექტრონულ ტყვეობაში და არ გავხდეთ უმართავი ზომბები (შეშლილები), მაგრამ შეიძლება ამ სიფრთხილის გამო გაგვკიცხონ და დაგვცინონ. წმინდა ანტონ დიდი წინასწარმეტყველებს, რომ დადგება ჟამი, როდესაც სამყაროს ისეთი შეშლილობა დაეუფლება, რომ შეშლილები გონიერებს უგუნურებად გამოაცხადებენ, საკუთარ თავს კი _ გონიერად. და აი, დადგა ეს ჟამი, როცა უღვთო, მედროვე, მატერიალურ კეთილდღობას მიჯაჭვული და ელექტრონულ კომფორტზე დამოკიდებული ადამიანები გონიერ, დაკვირვებულ და ფრთხილ ადამიანებს, რომელნიც დიდი სიფრთხილით ეკიდებიან ყოველ ელექტრონულ სიახლეს, ფხიზლად არიან და გვაფრთხილებენ, რათა არ აღმოვჩნდეთ ელექტრონულ საკონცენტრაციო ბანაკში, ასეთებს უგუნურებად და ხიბლში მყოფებად აცხადებენ.

ქრისტესმიერი სიყვარულითა და დიდის მოწიწებით ვთხოვ იმ სასულიერო პირებს, რომლებიც ID ბარათის აღებაზე იძლეოდნენ კურთხევას და ახლაც აგრძელებენ და ეუბნებიან მრევლს, რომ პრობლემა არაა და შეგიძლიათ თავისუფლად აიღოთო, ნუ უგულებელყოფენ წმინდა წერილისა და მოციქულთა გაფრთხილებებს, რათა თავადაც არ დაიღუპონ და არ დაღუპონ მრევლიც, რომელიც უდიდესის იმედით თვალებში შესციცინებს მათ, რამეთუ დარწმუნებულია, რომ მათ უკვდავ სულებს არ გაიმეტებენ საუკუნო სატანჯველისთვის. ამ თემებმა ჩვენ მიგვაახლოვა ფიქრთან თავგანწირვაზე და ბევრმა მას ხელი ჰკრა, როგორც საცდურს. ესეც დაშვებაა, ალბათ, რათა ნახონ, რომ არ არიან მზად თავგანწირვისთვის, ამიტომ ეძებენ გზებს, რომ როგორმე არ დადგნენ ამ განსაცდელის წინაშე. ადრე ღვთის მსახურები ეძებდნენ მომენტს, რათა ქრისტესთვის აღსრულებულიყვნენ, დღეს კი საშუალებებს ეძებენ, რომ იქნებ კიდევ გაგრძელდეს ეს მატერიალური, დამყაყებული ყოფა «კომფორტული ჯოჯოხეთი», მაგრამ იმათ რაღას ეუბნებიან (სტუდენტებს და ა. შ.), ვისაც კურთხევით უკვე ააღებინეს ეს ავადსახსენებელი ID ბარათი?!

უმორჩილესად გთხოვთ, რეალურად დაფიქრდეთ ამ საკითხებზე, გამოიკვლიოთ ესე ყოველი და იზრუნოთ ჩვენი სულების გადარჩენაზე; აჰა, მოგეცათ თავგანწირვის საშუალება და იჩქარეთ, რამეთუ ჟამი ახლო არსვისაც უნდა, საქმით დაამოწმოს ეგ სიყვარული.

მოგმართავთ მოციქული პავლეს სიტყვებით: «გაფიცებთ უფალს, წაუკითხეთ ეს წერილი ყველა ძმას. ჩვენი უფლის _ იესო ქრისტეს მადლი თქვენთან, ამინ» (I თესალონიკელთა 5.27-28).

კახაბერ კაკაბაძე

 

27 COMMENTS

  1. სრული სიმართლეა და დაე ისმინოს სრულიად საქართველომ და სამართლმადიდებლიანომ. მთელის გულით ვისურვებდი, რომ უფლის მადლით გონს მოგებულიყო სრულიად საქართველო.
    დიდება უფალს!

    ამინ

  2. ხო რა ვქნათ ვინც უკვე ავიღეთ აიდი ბარათები, უკვე არაფერი გვეშველება და სატანის მოციქულები ვართ? ძალიან გთხოვთ ამაზე გვიპასუხეთ ბატონო კახაბერ!!

  3. ს ა გ უ ლ ი ს ხ მ ო ა . . .
    მე ის გამკვირვებია, კახაბერ კაკაბაძეზე უფრო მეტად (რომელსაც მე კარგად ვიცობ), საპატრიარქო რატომ არ ტეხს განგაშის ზარზს. რატომ არ გაგვარკვევს და დაგვაკვალიანებს და დაგვმწყემსავს (?!) …
    თუ ვთქვათ-და კახაბერ კაკაბაძე ცდება, მაშინ საპატრიარქო გამოვიდეს და არგუმენტირებული საწინააღმდეგო აზრი და პოზიცია დააფიქსიროს. და თუ არ ცდება, მაშ რატომ ხმას არ იმაღლებს ?!… როდემდე ვიყოთ ამ გაურკვევლობაში ?…
    საპატრიარქოს ასეთი პასიურობა უკვე ყოვლად აუხსნელია (!) . . .

  4. ევროპა , როცა სჭირდებათ: გარყვნილი, გათახსირებული და ეშმაკის სავანეა და როცა აწყობთ – არგუმენტად მოჰყავთქოხმე 🙂

  5. დიდი ბოდიში მაგრამ ძალიან ბევრს ხომ არ იღებთ საკუთარ თავზე? თუ ასეთი ღრმად ჩახედული ბრძანდებით მიდით და დაუსაბუთეთ თქვენი არგუმენტები სინოდს და მის უწმინდესობას. რატომ აქვეყნებთ ასეთ ხმამაღალ სტატიებს? რომელ მოძღვარმა მოგცათ ამის კურთხევა?

  6. სტატიის ავტორი მართლა ასეთი სულელია თუ უბრალოდ დრო მოკლა? ასეთი გაუნთებელი და უწიგნური როგორ უნდა იყოს ადამიანი. არც კი წავიკითხე ტექსტი, უკვე ვიცი რაც წერია და სრული იდიოტიზმია. იგივე არის საბანკო ბარათები, მაგრამ იმ ბარათებში ეშმაკი ვერ ჩასახლდა? ეს უაზრო ფანატიზმი რა უბედურებაა, ეს მღვდლები არიან ყველაფერში დამნაშავეები, ბნელი ხალხი. გამოათაყვანეს მთელი ერი. ან რატომ უნდა გინდოდეს ტუალეტის ქაღალდზე დაბეჭდილი ლამინირებული ნაგავი, რომელსაც პირადობის მოწმობა ქვია? სამყარო ვითარდება და ეს წვერებიანი ბიზნესმენი არაკაცები უკან-უკან გვექაჩებიან. რა სინოდი, რომელ სიწმინდეებზეა ლაპარაკი, ერთი ადგილით არის ჩამოსაკიდი უკლებლივ ყველა.

  7. ID ბარათი თუ ცდუნება, უწმინდურება და ცბიერებაა და ამას ბიბლიაზე დაყრდნობით ამბობთ, მაშინ ისიც გაითვალისწინეთ, რომ ბიბლიაში სხვა ბევრი ისეთი რამ არის ჩაწერილი რაც ადამიანმა არ უნდა გააკეთოს, მაგრამ არც ერთი ჩბენგანიი ამას არ ითვალისწინებს და მითუმეთეს ბიბლიური პრინციპების თანახმად არავინ ცხოვრობს.. ამიტომ მიმაჩნია, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით თქვენი მსჯელობა რეალობას არ შეეფერება, არანაირი ცდუნება არ არის ID ბარათი, თითქმის სამი წელია რაც მაქვს და არაფერში უცდუნებივარ, მაცდური სხვა ბევრი რაგაც არის, რაც მართლა ღუპავს ადამიანს და ჯობს სხვა დანარჩენს გარემოებებს ავარიდოთ თავი..

  8. სტატიაში წერია: ID ბარათი "არის იძულება ჩვენს თავისუფალ არჩევანზე, რადგან ID ბარათის გარეშე სკოლას ვერ დაამთავრებ, ინსტიტუტში ვერ მოეწყობი, სამსახურში არ მიგიღებენ" ჩვეულებრივი პირადობის მოწმობის გარეშე გააკეთებ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთს მაინც?

  9. რას ეწევით ასეთს ჩვენც გვითხარი,

    აუ დაბლა უსაფრთხოების კოდია,

    კოდი, თქვე სატანისტებო

  10. აუ თქვენ იდიოტიზმი ეძახეთ
    და ეს მართლა ხდეა რომ მომკლან ეგეტ საზიზგრობას არ გავიკეთებ

  11. გუშინ დავკარგე ძველი პირადობის მოწმობა,
    რას მირჩევთ როგორ მოვიქცე?

    რამე რო ნაკურთხი სითხე რო ვიპკური შუბლზე არ მიშველის?

  12. ზედმეტი ფანატიზმია, საიდენტიფიკაციო საბუთი ყველა დამიანს სჭირდება და თუ ვინმეს ჩემზე ინფრომაცია დასჭირდება, განსაკუთრებით მთავრობას ისედაც გაიგებენ… ეგრე არც საბანკო ბარათები არ უნდა ავიღოთ… და რამდენჯერაც მარჯვენა ხელში ნემსის გაკეთებას დამიპირებენ ნემსი უნდა შევამოწმო ჯერ ? 😀 თან არამგონია ღმერთმა რაღაცა ბართის გამო ჯოჯოხეთში გაგვამწესოს … თანაც მაგ ბარათის გარდა კიდევ ბევრი ცოდა არსებობს … მამაოების კი ნაღდად აღარ მჯერა დიდი ხანიან უკვე… ისინი პოლიტიკოსზე უარესები გახდნენ …

  13. როგორც სტატიაში წერია სურათის გადამღები "მხეცი აპარატი" შუბლზე გვისვამს შტრიხ კოდს. ეს აპარატი ID ბარათის გამოსვლამდეც იყო და ძველ პირადობაშიც ამ აპარატით გადაღებულ სურათს აკრავდნენ. ესეიგი ძველი პირადობის მოწმობის აღებაც დამღუპველია?

  14. ვინც ავიღეთ ID ბარათი იმათმა რა ვქნათ?
    როგორ შეიძლება იმის გაგება მართლა დაშტრიხული ვარ თუ არა?! მაღაზიის სკანერი დააფიქსირებს მაგ ჩიპს?!
    სუპერმარკეტში შევალ და ვთხოვ შუბლი გამატარებინონ სკანერში…

  15. სამწუხაროა მაგრამ სიმართლეა!!!
    თუ არ გსურთ ამას უყუროთ რელიგიურობის კუთხით და ეს სირცხვილად მიგაჩნიათ, მაშინ აბა ცადეთ და შეხედეთ სხვა კუთხით.
    შევეშვათ იდ ბარათს, რაზეც აქ ყველაფერი ცხადად წერია.
    აიგეთ ნებისმიერი ასპექტი ჩვენი თანამედროვე ცხოვრებიდან რაც, ფართო მასშტაბებს ღებულობს. ავიღოთ შოუბიზნესი რომელიც აშტერებს ბავშვების და ახალგაზრდების გონებებს, მათ ჩაუნერგავს ცრუ ღირებულებებს როგორიცაა ფული ქალები აღვირახსნილი ცხოვრება. ამ ყველაფერს ჩადიან ტელევიზიით რომელსაც მიჯაჭვულია მთელი მსოფლიო. და რომელიც გამოჰყოფს ალფა გამოსხივებას, გამოსხივება ადუნებს გონებას და ადამიანი ხდება ადვილად შემავალი. მისი გონება არაცნობიერ მესიჯებს იღებს და ფარულ გავლენას ახდენს მათზე. რატო არ ვსაუბრობთ გენმოდიფიცირებულ საკვებზე რომელიც ჩუმი გენოციდია… დაინტერესებულებმა ამას გადახედეთ: http://www.bibliotecapleyades.net/sociopolitica/esp_sociopol_illuminati_svali01b.htm#menu2

  16. უფალმა, ანტიქრისტეც იცის ვინ არის და მისი მიმდევრებიც!ასე რომ,აიღეთ ID ბარათები და დაწყნარდით.საქართველოს ნამდვილი და ჭეშმარიტი მართლმადიდებელი ქრისტიანი ბერებიც ჰყავს და მღვდლებიც,რომლებიც გულწრფელი ლოცვებით გადაგვარჩენენ და უფლის გზას გვასწავლიან,რათა სულები მაინც გადავირჩინოთ ამ დაჭაობებულ ქვეყანაში.ყველა ვერ შევა ცათა სასუფეველში და გააგრძელეთ თქვენი აზროვნებით ცხოვრება!მას კი,ვისაც უფლის გზაზე უნდა სიარული,წმინდა მამების რჩევებს უსმინეთ!ყველა წმინდანი ვერ იქნება საქართველოში და ყველა ნამდვილად ვერ მოხვდება იქ,საიდანაც მოვედით!ჯოჯოხეთშიც უნდათ მიმდევრები,რომლებიც საკმაოდ ბევრი დადის ამ ქვეყნად! უსმინარნი და ურწმუნონი! მე არ ავიღებ ID ბარათს!რადგან ჯოჯოხეთს,ქრისტეს გზა და სამოთხე მირჩევნია !!!

  17. es simartlea qristes eklesia martmadidebluri tvit qristem daafuzna rodesac iyo mobrzanebuli da gvaftxilebs martmadidebluri biblia ro dadgeboda es dro da daiwyebdnen xalxis danomvras da damgis dasmas satanis bechedit romelsac eqneboda 666 da es gamochnda kidec da amis ar sjerat xalxis did nawils?eg tqveni nebaa magram nu gaizaxit ro tyuiliao, es simartlea da chven tval win xdeba aidi barati chipiani pasporti es ar gansxvavdeba erti da igivea suratis gadagebazec gvaftxileben tan mtkicebuleba devs utyuari faqtebi da ra namusit izaxian vigaceebi ro es tyuilia? sapatriarqos kide ro kbenen da lanzgaven vigaceebi es undat zustat mtrebs iq martlac arian shegzavnili mtrebi magram aseve arian ugalato episkoposebi da mgvdlebi da berebi da es gaitvaliswinet sanam daiwyebt shxamis gadmosxmas da gamijnet mogalateebi da ise lanzget tu gindat da im ugalato sasuliero pirebs nu sheexebit cotani ariam magram es sakmarisia gadasarchenat visac unda aigos eg eshmakis nishniani dokumenti da visac wams da ar igebs da uyvars qriste imas nu atyuebt ro es tyuilia ranairat aris tyuili roca mecnieruli kvlevebit dasturdeba is mgvdlebi vinc gaizaxis ro uf eg araferia me avige da shenc aige midio es mogalate mgvdlebia da qriste brzanebs eset xalxze vinc chemsken momaval adamians daabrkolebs da dagupavs mas erchivna lodi moeba kiserze da dantqmuliyo zgvashio ai es elit im jojoxetis msxaxurebs da amitom yvelas ar unda vusminot vusminot mxolod qristes da mis martmadidebel eklesias da am eklesiashi vinc ugalatot msaxurobs ai amat vusminot

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here