Home რუბრიკები საზოგადოება «ვანოგრადობის» ხუთი წელი

«ვანოგრადობის» ხუთი წელი

613

დიდუბის ავტოსადგურიდან სულ რაღაც 25 წუთში წილკნის დევნილთა დასახლებაში ჩავედი. გაგანია აგვისტოა, მაგრამ დღეს, მადლობა ღმერთს, გრილასაქმეს ის გარემოებაც მიადვილებს, რომ წინა ორი სტუმრობისგან განსხვავებით, არ მომიწევს მოსაუბრეთა ძებნა _ ყველაფერი წინასწარ შეთანხმებული მაქვს დევნილებში ყველაზე ცნობილ და ავტორიტეტულ პიროვნებასთან _ ვაჟა ხაჭაპურიძესთან, რომელიც, თავის დროზე, შიდა ქართლის გუბერნატორი გახლდათ და ამავე დროს _ ცხინვალში პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელიც. დღეს კიდღეს კი, ბატონი ვაჟა, დაუფარავი სიამაყით მათვალიერებინებს თავის ბაღს, რომელსაც 4000 კვ.მეტრი ფართობი უკავია.

 

_ ოთხი წლის წინ ჩემი ხელით დავრგე 150 ძირი ხე  და, აჰა! _ ახალგაზრდა ენთუზიასტივით უბრწყინავს თვალები ყოფილ გუბერნატორს, _ ნახეთ, ეს ირანული, «შალახის» ჯიშის გარგარია! სამწუხაროდ, გარგრის სეზონი დასრულდა… მოგიწევთ ლოდინი მომავალ ზაფხულამდე. ეს კი, ბერძნული ქლიავია. საოცრად ლამაზია, მაგრამ საოცრად უგემურიც. მგონი, გრძნობს, რომ ვერაფრით მახარებს და «სირცხვილისგან» ხმობა დაიწყო. ეს კი ჩვენი გირვანქანახევრიანი ქართული «ანტონოვკაა», ხომ გახსოვთ ფილმ «ჭრიჭინადან» «გირვანქანახევრიანი მიჩურინის ვაშლი»! აგერ, «ალექსანდროული» ჯიშის მსხალი; ამ მსხალს კი, ნაპოლეონის ცოლის პატივსაცემად «ჟოზეფინა» უწოდეს.

ბატონი ვაჟა იმდენადაა გართული თავისი ბაღის ტკბილი «ექსპონატების» ღირსებების აღწერით, რომ მერიდება, შევახსენო სიმწარე _ მისი დევნილობახუთმა წელმა ხუთ დღესავით გაიელვა. მასზე კარგად ვინ იცის, რა უჭირს დევნილ ადამიანს?! უჭირს დღესაც, როდესაც ქვეყანას, ნაწილობრივ მაინც, აღარ მართავს მოქალაქე სააკაშვილის სისხლიანი ხროვა; უჭირს, მიუხედავად იმისა, რომ ამ გეტოს, უფრო ზუსტად, «ნაცების» მიერ აშენებული საკონცენტრაციო ბანაკის «მთავარი არქიტექტორი» _ ივანე მერაბიშვილი საპყრობილეშია. ხმაც დაირხა, გული აწუხებსო. დამაიმედებელი სასიხარულო ცნობაა! კაცი ბიორობოტად მიგაჩნია და თურმე გული ჰქონია!

_ მართალია, ხუთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩვენ აქ დევნილებად ვართ ჩასახლებულნი, მაგრამ, სიმართლე გითხრათ, დღეს ჩვენი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა არაფრით გაუმჯობესებულა, თუ არ გაუარესდა! _ მიყვება ვაჟა ხაჭაპურიძე. _ მაგალითად, არიან ოჯახები, რომლებსაც სოციალური დახმარება მოუხსნეს! ლტოლვილს, სოციალურ დახმარებას რომ მოუხსნი და აქეთ «დააბრალებ», კარგ პირობებში ხარო, ამის შემდეგ რაღა უნდა ვთქვა?!

უბედურებაა კიდევ ის, რომ უმუშევრობაა! 99% დევნილებისა დაუსაქმებელია! «ორიოდე კაპიკის» საშოვნელად ახალგაზრდები თითოოროლა თვეს თუ წაიმუშავებენ. ესაა და ეს! ხელისუფლებას ხომ საერთოდ «ხელი აქვს დაბანილი»! 1 ოქტომბრის მერე დავიწყებული ვყავართ. მისი წარმომადგენლები ერთხელაც არ ჩამოსულან და არ უკითხავთ: ხალხო, რა გიჭირთ, რა გილხინთ?..

ბევრი ოჯახი ნისიად იღებს მაღაზიიდან პურს!.. პურს! და არა ხორცს, კარაქს ან თევზს! არადა, იქ, ხეობაში, ყველაფერი გვქონდა! გვყავდა ძროხა, ღორი, ქათამი და ინდაური! გვქონდა სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთები და შემოსავალი. დღეს კი არაფერი გვაქვს! ვიტანჯებით საკარმიდამო ნაკვეთების უქონლობით. სასოფლო-სამეურნეო სავარგულები რომაა ჩვენ ირგვლივ, დროებით სარგებლობაში მაინც მოგვცენ, ადამიანმა სული რომ მოითქვას და ამ გაჭირვების ორმოდან ამოვიდეს!

დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია _ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში საკმაო რაოდენობით ლიახვის ხეობის მკვიდრნიც არიან დასაქმებულნი; მაგრამ ამით, რა ხეირი? როგორც დევნილები მიხსნიან, ეს ის ადამიანებია, რომლებსაც არასოდეს არაფერი უკეთებიათ და არც იციან, რა და როგორ უნდა გააკეთონ!.. დამოუკიდებელი საქართველოს მართვის სისტემაში ადამიანი ფასობს არა პროფესიონალიზმით, საქმისადმი პასუხისმგებლური დამოკიდებულებით, ზნეობით, არამედ საქმის არცოდნით, უპასუხისმგებლობით, მონური მორჩილებით, ყველაფერზე ხელის მოწერით, წერაკითხვის უცოდინარობითაც კი!..

ამბავი დევნილისა

წილკნის გეტოში მცხოვრებმა ერთმა დევნილმა  ძროხა იყიდა, იფიქრა, თავს ვირჩენო. წაიყვანა ფოთოლა (ასე დაარქვა ძროხას) საძოვარზე. დახვდა იქ წილკნელი და ეუბნება: აქ არ დაგინახო, მოშორდი აქედანო! წილკნის საკრებულოს თავმჯდომარემ კი შეტყობინებაც გამოუგზავნა ლტოლვილებს: სოფლის ბიჭებს შევაგროვებ, თავები უნდა დაგიხეთქოთო!..

ესაა ქართველობა და ამას ჰქვია თანაგრძნობა? შე დალოცვილო, შენა! მე ხომ გაჭირვებული კაცი ვარ! დალხინებული რომ ვიყო, მე აქ რა ჭირი მინდა?! კი შეუთვალეს დევნილებმა: რამდენსაც ჩამოიყვან ამ არაკაცობის ჩასადენად, იმდენ მკვდარსაც უკან გაგატანთო, მაგრამ რად გინდა?! ხომ მოგშხამა!

ადამიანს ადამიანი აღარ უყვარს. დევნილობას ადრე თუ გვიან ეშველება, მაგრამ დღეს მთელი საქართველო ზიზღში რომ იხრჩობა?! აი, . . დამოუკიდებლობის და მისი მწვერვალის _ კაცთმოძულე სააკანტროპის ცხრაწლიანი ტირანიის შედეგი! იმ დროს, როდესაც ჩვენს დევნილებს სააკაშვილის ხელისუფლება უარს ეუბნებოდა საკარმიდამო ნაკვეთების გადაცემაზე, თავად უხვად ჰყიდდა ქართულ მიწებს უცხოელებზე, თანაც, ჩალის ფასად! ზუსტად ვიცი, რომ სოფელ იორმუღანლოს სახნავსათესი სავარგულები (7000 ჰექტარი) «ნაცბანდამ» ძალზე საეჭვოდ დაბალ ფასად მიჰყიდა არა იორმუღანლოელებს ან საქართველოს სხვა მოქალაქეებს, არამედ ვიღაც ვიგინდარა არაბს! დიახაც, ვიგინდარას! არ წამომცდა, რადგან პატიოსანი უცხოელი «ნაციონალებთან» საქმეს არავითარ შემთხვევაში არ დაიჭერდა! დაინტერესდით ამ ფაქტით, სამართალდამცველნო!

ისევ ვუბრუნდები ჩემს მოსაუბრეს.

_ ბატონო ვაჟა, ცხინვალის ავანტიურის მეხუთე წლისთავზე სააკაშვილი  აშშის ელჩის თანდასწრებით გვიმტკიცებდა, რომ მან გადაარჩინა ქვეყანა რუსული ოკუპაციისგან, ხოლო ლიახვის ხეობა _ განადგურებისგან და .. თუ შეესაბამება ეს სიმართლეს?

_ სააკაშვილმა ჩაიდინა ფაშისტური, ბარბაროსული საქციელი. ამ მტარვალმა,  სახელმწიფო დამნაშავემ არა მარტო ქართულ-ოსურ ურთიერთობათა საკითხებში, არამედ მთელ რიგ სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებშიც საქართველო კატასტროფამდე მიიყვანა! სამწუხაროა, რომ ახლანდელი ხელისუფლების ზოგიერთ წარმომადგენელს დღემდე ვერ გაუგია, რომ სააკაშვილი არის და რჩება პოტენციურ დამნაშავედ ჩვენი ქვეყნისა და ერის წინაშე; იგი არის ჩვენი ეროვნული ინტერესების მოწინააღმდეგე!

მეტსაც გეტყვით, ოსები თხოულობდნენ, რომ ჩვენი შერიგება რაც შეიძლება მალე მომხდარიყო. საქმითაც ამტკიცებდნენ ამას! მაგალითად, ხილის რეალიზაციაში გვეხმარებოდნენ. გაჰქონდათ რუსეთში. ისინიც შოულობდნენ ფულს და ჩვენც. ასევე, ოსებს რუსეთიდან შემოჰქონდათ პროდუქტი, რომელსაც იაფად ვყიდულობდით. ცხინვალში ვაჭრობდა არა მხოლოდ დიდი და პატარა ლიახვის, არამედ გორის რაიონის მოსახლეობაც. არანაირი კონფლიქტი, პირიქით, ერთმანეთის სიყვარული, პატივისცემა და ურთიერთგაგება სუფევდა. ერთი სიტყვით, არაფერი იყო ისეთი, რომ სააკაშვილს საბაბს მისცემდა ომის გასაჩაღებლად და საკუთარი მოსახლეობისთვის კასეტური ბომბების დასაშენად!..

დღემდე მიკვირს, 2008 წლის აგვისტოში რამ დაამუნჯა ოპოზიცია? მათ რიგებში რატომ არ აღმოჩნდა ერთი მამულიშვილი მაინც, რომელიც მოუწოდებდა ხალხს, გაესამართლებინა ომის გამჩაღებელი და დეზერტირი «მთავარსარდალი»? რა, ამერიკამ არ მისცა მათ ამის უფლება? საინტერესოა, როდემდე გაამართლებენ «ამერიკით» საკუთარ უნიათობას და ცრუპატრიოტიზმს?! იმ დღეებში უცნაურად მოიქცა ახლანდელი პრეზიდენტობის ერთერთი კანდიდატიც, ქალბატონი ბურჯანაძე. მანაც არ მოუწოდა საზოგადოებას სააკაშვილის დასჯისკენ. პირიქით, შიშით პარალიზებულ მიშას ამხნევებდა.

 აი, დავდივარ დევნილთა დასახლებაში და, როგორც ამ ხალხის გაჭირვებისა და სიღატაკის დამნახველი და მოწმე, ვეკითხები სააკაშვილს: ეი, შენ! საკუთარ ქალაქს, მძინარე მოსახლეობას ბომბებს რომ უშენ, მერე ტანკით რომ შედიხარ, რისთვის? ასეთი კანიბალიზმი ეკადრება «დემოკრატიის შუქურას»? შეჩვენებულო, ფეხით შესულიყავი, ყვავილებით შესულიყავი, პურღვინით შესულიყავი! რა, ოსები ვერ გაგიგებდნენ? ჩვენ ხომ ერთნი ვართ, ერთნი! ისტორიულად, დავით აღმაშენებლიდან მოყოლებული, თამარ მეფიდან მოყოლებული ერთად მოვდივართ და ოსზე უკეთესი ნათესავი ჩვენ დედამიწის ზურგზე არ გვყავს! ისინი ხომ ქართულ ტრადიციებზე იყვნენ აღზრდილნი, ყველაფერი ქართული ჰქონდათასე რატომ გაიმეტე ეს ხალხი? მშვიდობიანად შესულიყავი და ზვიად გამსახურდიას დროიდან მოკიდებული შეცდომები გეღიარებინა და ბოდიში მოგეხადა! შენ კი ზარბაზნები დაუშინე.

2004 წლის პირველი სამხედრო ავანტიურის შემდეგ, ცხინვალში ჩასვლას თუ ვერ ბედავდი, გაგეგზავნა ავტორიტეტული ადამიანები, აგერ, ვაჟა ხაჭაპურიძე გაგეგზავნა. ამ კაცმა გუბერნატორობისას ცხინვალში ქართული სული გააცოცხლა! საქართველოს თითქმის ყველა რეგიონიდან ჩამოდიოდა აქ ხალხი სავაჭროდ; ხალხი საქმიანობდა და ცხოვრობდა. მან შეძლო ის, რომ 90-იანი წლების დასაწყისიდან გაბრაზებული ოსი არათუ შეგვარიგა, ისევე ჩვენი ოჯახის წევრად აქცია! შენ კი, უჯიშომ და მკვლელმა, მხოლოდ ის მოახერხე, რომ მბჟუტავ მუგუზალს ბენზინი გადაასხი! ტფუი!.. შენ ქართული მოსახლეობა კი არ გადაარჩინე, შეგნებულად გაწირე!

ომი რომ სააკაშვილის დაწყებულია, წილკნის დევნილთა დასახლებაში ეჭვი არავის ეპარება. ვისაც პირადად გავესაუბრე, თითქმის ერთნაირად ფიქრობენომი 7 აგვისტოს არ დაწყებულა. მანამდე საპროვოკაციო მოქმედებები იყოო. მაგალითად, 1 აგვისტოს ჩვენი სამშვიდობო ძალების მანქანა აფეთქდა წვერიახოზე.

თუ ორი ქართული საგუშაგოს ცხვირწინ (10 მეტრში!) ოსი მოვიდა წერაქვით, ლომით, ბარით, გათხარა გზის სავალი ნაწილი, ჩადო ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი და მანქანა აგვიფეთქა, მაშინ ვაი ჩვენს პატრონს! აფეთქებას ორი ქართველი ჯარისკაცის სიცოცხლე შეეწირა, ხოლო სამი _ მძიმედ დაშავდა. მერე გაირკვა, ეს იყო ვანუა (ასე ეძახიან დევნილები ნამინისტრალს) მერაბიშვილის პროვოკაცია, რომელმაც, თუმცა არ გაჭრა. მაშინ, 2 აგვისტოს ერგნეთის, ნიქოზისა და ხვითის ტერიტორიიდან დაიწყეს ცხინვალის დაბომბვა. რა სახის იარაღს არ ესროდნენ, მათ შორის, მშვიდობიან მოსახლეობას! ამ ბარბაროსობის შედეგად დაიღუპა შვიდი ოსი (მათ შორის ქალი და ბავშვი), 57 დაიჭრათუ გამოძიება დაინტერესდება, არიან ქართველი მოწმეები, რომლებიც ამ ტრაგიკულ ფაქტს დაადასტურებენ. ეს ადამიანები თავად იყვნენ დაღუპულთა პანაშვიდებზე; განსაკუთრებით აღსანიშნავია ის, რომ ჭირისუფლებს მათთვის არათუ სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ, საყვედურიც კი არ უთქვამთ!

ახლა დაბრუნებაზე რომ ვლაპარაკობთ, რანაირად უნდა დავბრუნდეთ? იმ შვილმკვდარ დედებს, იმ მორალურად განადგურებულ მოსახლეობას როგორღა უნდა მოულბო გული და რა უნდა უთხრა ისეთი, რომ დაამშვიდო? ისე, ამ დორბლიანს, როგორც კოჭებში ეტყობა, (და ეს ჩვენში დიდ საიდუმლოდ დარჩეს), ოსებიდან მხოლოდ ალანა გაგლოევა და მისი ცხინვალიდან დროულად ევაკუირებული ბებია უყვარს, დანარჩენ ოსებს კი ველურებად თვლის, რომლებსაც არავითარი გრძნობა არ გააჩნიათ! მოუნდება სააკაშვილს მათი მოკვლა, მოკლავს, მოუნდება, მოეფერება; მოუნდება, ყვავილებს მიართმევს, მოუნდება, ცხვირპირს დაულეწავსესაა სააკაშვილის ცხოვრების «ფალოსოფია»…

წილკნელებს კიდევ რა უჭირს, აი, ჭაობზე დასახლებული წეროვნელები უნდა იხილოთ!.. ელვისებური სისწრაფით, ჯოჯოხეთური ფერხულით ტრიალებს შენს გარშემო გაჭირვებადარდიუიმედობა! თავბრუსხვევისგან ლამის გონება დაკარგო და წაიქცე!… ან უმწეობისგან, გინდა, მარტოხელა მგელივით იყმუვლო!..

არააა! ეს არაკაცი უნდა გასამართლდეს! საქვეყნოდ უნდა დაისაჯოს თავის პირსისხლიან ბანდასთან ერთად.

«რად უნდოდა სააკაშვილს მაგ შავი ქალის ჩამოყვანა?!»

დევნილთა წილკნის დასახლებაში წილად მხვდა პატივი, გამეცნო ლიახვის ხეობის დედად წოდებული, რვა ქართველის დედა, ქალბატონი ლეილა ბასიშვილი.

_ ვმუშაობდი ქურთის სკოლა-ინტერნატში მზარეულად. ოთხასი მოწაფე სწავლობდა ჩვენს სკოლაში: ქართველები, ოსები, რუსები… ბავშვებს ეროვნებით არ ვასხვავებდით. ოსი დირექტორი გვყავდა, დიდებული პიროვნება _ გრიშა ბიკოევი, რომ იტყვიან, სკოლის მამა-მარჩენალი. ჩვენი სკოლა გაუქმდა 1991 წლის 7 ნოემბერს, როდესაც გამსახურდიამ ცხინვალში მილიცია შემოიყვანა. ყველაფერი აირ-დაირია! ოსები სკოლიდან გამორეკეს, მშობლებმაც წაიყვანეს ბავშვები და მთელი ინვენტარი გაიტანეს ცხინვალში…

ერგნეთის ბაზრობამ ქართველი და ოსი ისევ შეაერთგულა, ისევ მშვიდი ცხოვრება გვქონდა. მხოლოდ ერთხელ, 2004 წლის ზაფხულში, მოხდა გართულება. მიუხედავად ერგნეთის ბაზრობის გაუქმებისა, მაინც მიმდინარეობდა დაახლოება-შერიგება, ვიდრე 2008 წლის აგვისტოში დიდი უბედურება არ დაგვატყდა თავს! 5 აგვისტოს დაირხა ხმა, ომი იწყებაო, თუმცა ჩვენი გამგეობა გვამშვიდებდა: არაფერი მოხდება, ჭორებიაო. არადა, ჩემმა ახლობელმა ოსებმა შემატყობინეს, კოკოითმა ცხინვალიდან ქალები და ბავშვები გაიყვანაო, მხოლოდ ხანდაზმულები და მეომრები დარჩნენო. ბავშვები მაინც გაიყვანეთო, მირჩიეს.

ქალბატონი ლეილა მიყვება იმ უბედურებებზე, მას და მის მეუღლეს რომ გადახდათ _ ოს მძარცველებზე, რომელმაც ოქროს ბეჭდის მოხსნისას, ორი თითი მოსტეხეს და ისევ ოსებმა როგორ შეიფარეს; როგორ დაალევინა წამალი მის მეუღლეს რუსმა ჯარისკაცმა, ხოლო მოროდიორმა კაზაკმა როგორ ჩაარტყა  ავტომატი.

_ რამდენიმე დღით ადრე მთავრობის ხალხს რომ გავეფრთხილებინეთ ომის დაწყების თაობაზე, ამ საშინელებას ვერ ვნახავდით, _ დარწმუნებულია ქალბატონი ლეილა. _ მხოლოდ 27 აგვისტოს დავაღწიეთ თავი იმ ჯოჯოხეთს. როგორც იქნა, გამოვედით სამშვიდობოზე, ჩამოვედით თბილისში, მაგრამ იქ საბავშვო ბაღის გამგემ არ მიგვიღო. ისევ გორში ჩავედით და ღმერთმა გაახაროს მეოთხე საბავშვო ბაღის გამგე, რომელმაც შეგვიფარა! აქ 2009 წლის იანვრიდან ვართ. როცა  ამ კოტეჯში შემოვედით, არც საწოლი, არც მაგიდა, არც სკამები არ გვქონდა! მთელი კვირა ვსადილობდით მუყაოს ყუთზე… ამ ხუთი წლის განმავლობაში ჩვენთან არავინ მოსულა _ არც პრეზიდენტი, არც რომელიმე პარლამენტარი; არც ლტოლვილთა სამინისტროდან მოუქცევიათ ყურადღება. ერთადერთს შაშკინს შევხვდით. ვუთხარი: შვილო, ლტოლვილები ვართ, ეგებ, რაღაცით დაგვეხმაროთ-მეთქი. მარტო ხელები გაშალა და მხრები აიჩეჩა: აბა, რით დაგეხმაროთო?!. დღეს ისე აღარ მიჭირს: ძროხაც მყავს, ღორებიც გავზარდე, ქათმებიც, ბაღსაც ვუვლი. აი, ბიჭებს სამსახური რომ ჰქონოდათ, ბევრად გაგვიადვილდებოდა ცხოვრება. «ბარამბოში» წავიდნენ, მაგრამ უკან გამოისტუმრეს: თუ ნაცნობი არ გყავთ, არავინ მიგიღებთ სამუშაოდო… ერთ ჩემს ბიჭს დროებით მისცეს კოდაში ბინა; მერე ზონდერობა შესთავაზეს. არ იკადრა და ბინაც დააცლევინეს.

გაგვწირა სააკაშვილმა! გაქანებული სროლების დროს რაში სჭირდებოდა იმ შავი ქალის ჩამოყვანა და კონცერტების გამართვა?! ამბობენ, ამ ქალის ჩამოყვანაში 72 ათასი ლარი დახარჯაო.

ეს «შავი ქალი», როგორც მიხვდით, აშშის სახელმწიფო მდივანი _ კონდოლიზა რაისი გახლდათ.

მიუხედავად იმისა, რომ ლეილა ბასიშვილმა დევნილთა დასახლებაში, მეტნაკლებად, ცხოვრება მოიწყო, იგი მზადაა, ნებისმიერ დროს მშობლიურ ქურთაში დაბრუნდეს, სადაც მისი წინაპრების საფლავებია.

_ ერთი პატარა სახლი გვინდა, რომ თავზე არ დაგვაწვიმოს. ჯერ მარტო ჩვენი ჰაერი რად ღირს!

კიდევ ერთი მშვენიერი ოსი ეროვნების ქალბატონი _ ლუდმილა ხაბალოვა გავიცანი, რომლის დაც აგვისტოს დღეებში ცხინვალში, მისი სახლის სარდაფიდან მკვდარი ამოიყვანეს

_ ყოველ წელს ქმართან ერთად ტონა-ნახევარ შავ მოცვს ვკრეფდით. ნაწილი ჩაგვქონდა ცხინვალში, ნაწილი _ გორში. კილოგრამს ლარ-ნახევრად _ ორ ლარად ვაბარებდით. სოფელ ქურთაში ხალხი შეძლებულად ცხოვრობდა. კარგად მახსოვს, როგორ შემოვიდა მოროდიორთა პირველი ნაკადი… მძარცველებს ყველაფერი მიჰქონდათ: მაცივრები, ტელევიზორები, მანქანები; მიერეკებოდნენ საქონელს.

_ ვინ იყვნენ ეს მძარცველები?

_ ჰმ! მოროდიორი იყო ჩემი ბიძაშვილიც! რომ ვიცანი, აღშფოთებულმა შევეკითხე: მერსიკ, შენ აქ რა დაკარგე, რას ეძებ? და იცით, რა მიპასუხა? იმას ვეძებო, რასაც 1992 წელს ქართველები ეძებდნენო… ძალიან უსუსური გამართლება იყო ეს, რადგან მაგ წლებში ორივე მხარე, როგორც ოსური, ისე ქართული მშვიდობიანი მოსახლეობა იძარცვებოდა უკანონო შეიარაღებული ფორმირებებისგან.

ქალბატონ ლუდმილას ოჯახმაც ოდნავ მოითქვა სული, მაგრამ პირადად მას უკან დაბრუნებაზე არაფრის გაგონებაც არ სურს ერთი მიზეზის გამო: რაც იქ გადავიტანე, მეორეჯერ ვეღარ გადავიტანო

ყველასგან მიტოვებულ დევნილებს არც პრეზიდენტობის კანდიდატები  იხსენებენ წინასაარჩევნოდ! დიდი და პატარა ლიახვის მოსახლეობა გმირულად იტანს გაუსაძლის მდგომარეობას, მაგრამ ვერ ეგუება მშობლიური კერისგან მოწყვეტას და ამის დარდი კლავს. კვირა არ გავა, რომ აქედან ორისამი მიცვალებული არ გაასვენონ. გაივსო სასაფლაოები! დევნილთა სასაფლაომ მკვდრების რაოდენობით გაუსწრო ადგილობრივთა სასაფლაოს! არ გჯერათ, გაზულუქებულო მინისტრებო და დეპუტატებო? ჰოდა, მიდით და ნახეთ!

გიორგი კორძაძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here