Home რუბრიკები საზოგადოება საქართველო გამთლიანებას და აღორძინებას ნამდვილ მეგობართან ერთად იზეიმებს

საქართველო გამთლიანებას და აღორძინებას ნამდვილ მეგობართან ერთად იზეიმებს

794

რა ვიღონოთ, როგორ დავედოთ მალამოდ უგნურთა, კარიერისტთა, მომხვეჭელთა და ეგოისტური ცოდვებით დამძიმებულთა მიერ დაჭრილ ერს?! დაიქცა და ისტორიის ფურცლებს მიეკედლა სოციალისტური ცხოვრება, რომელიც შევარდნაძემ ისე მოწამლა და დაამახინჯა, რომ ბოსტნის საფრთხობელას დაამსგავსა. ეს კაცობრიობის მომავლის თანასწორობის და ბედნიერი ცხოვრების იმედი.

 

ხალხების ერთ ძმურ ოჯახში შეხმატკბილებულად, ურთიერთპატივისცემით, ძმობითა და მეგობრობით ცხოვრება სამაგალითო იყო. უზარმაზარი ქვეყანა ყველა ერისთვის ერთ სამშობლოდ ითვლებოდა. არ არსებობდა ეროვნული შუღლი, დამცირება და მტრობა. რა მოხდა, რატომ აირია ქვეყანა? ვინ დაშალა საბჭოთა კავშირი? გაზულუქებულმა კომუნისტურმა «ვერხუშკამ», საფუძვლიანად რომ დასვარეს და დაამახინჯეს სოციალური თანასწორობის ხალხებს შორის ძმობისა და ურთიერთპატივისცემის იდეები. ეს რატომ ჩაიდინეს? განუსაზღვრელი ძალაუფლებით განებივრებულებმა სოციალიზმის, ხალხის სასიკეთოდ მოქმედი კანონების უხეში და უთავო გადაკეთებით ცხოვრებას მიზანი და ეფექტურობა დაუკარგეს. ქვეყანაში რწმენისა და დისციპლინის მოშლამ, რომელსაც თან ახლდა მაღალი თანამდებობის პირთა თავხედობა, მომხვეჭელობა, კორუფცია და ძალადობა, კრიზისული სიტუაცია შექმნა. სოციალიზმის სიკეთე: უფასო მკურნალობა, უფასო სწავლა, უფასო ბინა, დასვენება, გარანტირებული სამსახური და ბევრი სხვა მრავალი წვრილმანი კეთილდღეობა ხალხს უცვლელი ეგონა და ამის ფონზე, დანარჩენი ნაკლოვანების აღმოფხვრის მიზნით, საბჭოთა კავშირს შეუტია.

აქ იჩინა თავი დემოკრატიის ნიღბით შემოსილმა სეპარატიზმის, სიძულვილის და ყოველივე სასიკეთოს მოსპობის უცხოეთიდან ჩამოთესლებულმა უბედურებამ, რომელმაც ესოდენ მოწამლა აქამდე სიკეთით, სიყვარულით ნაფერები კაცთმოყვარების ნერგი.

ამ საშინელმა პარაზიტმა მსუყე ნიადაგი საქართველოში ნახა, რამეთუ საბჭოთა კავშირის პერიოდში ყველაზე ხელშეწყობილი, დაფასებული და წარმატებული საქართველო იყო. ქართული ჩაის წარმოება რომ განვითარებულიყო, ქართული ჩაით უხვად მარაგდებოდა საბჭოთა კავშირი; ასევე იყო ღვინო და ციტრუსები. საქართველოს მძლავრი მრეწველობა რუსეთიდან მარაგდებოდა ნედლეულით და ნახევარფაბრიკატებით. განათლება, კულტურა, ლიტერატურა, ხელოვნება, უამრავი კვლევითი ინსტიტუტები რუსეთის ხელშეწყობით შეუფერხებლად ფუნქციონირებდა. საქართველოს რესპუბლიკა ბრწყინავდა ამ კავშირში, საკუთარი ფლოტი ჰყავდა და მსოფლიო ოკეანეში დაცურავდა.

ორი საუკუნის განმავლობაში რუსეთის დახმარებით და უშუალო მონაწილეობით ფერფლიდან ფენიქსივით აღმდგარი საქართველო გამთლიანდა. ქართველი ერი მსოფლიო ხალხთა შორის თავისი მიღწევებით შესამჩნევი გახდა.

საბჭოთა კავშირის ხალხებს შორის მეგობრობა მტერს თვალებს უბამდა. მათ შორის რუს-ქართველთა შორის განსაკუთრებით თბილი დამოკიდებულება სამაგალითო იყო.

ჯერ კიდევ მონარქიულ რუსეთში ქართველებს ისეთივე უფლებები ჰქონდათ, როგორც რუსებს; საბჭოთა კავშირის პერიოდში ხომ გაცილებით პრივილეგირებულ მდგომარეობაში იყვნენ. რუსი ტურისტები საქართველოდან ამანათებით აგზავნიდნენ კვების პროდუქტებს: კონსერვებს, ძეხვს, თევზეულს, რომელთაც ქართველები «არ კადრულობდნენ».

მეცხოველეობის პროდუქტებს რუსეთიდან დოტაციით ვღებულობდით და ნაკლოვანება არ გვიგვრძნია, თუ არა შევარდნაძის კარიერისტული ტრაბახი, საქართველო თვითონ უზრუნველყოფსო საკუთარ თავს.

ჩვენი ჩაი, ციტრუსები, ყურძენი გვეყოფა! _ ღრიალებდა ბრბოდქცეული უგნურობა და ავიწყდებოდა, რომ ეს ყველაფერი რუსეთის ხელშეწყობით იყო ასე წარმატებული. მოისპო ჩაი, გავერანდა ვენახები; ბორჯომის დალევა ენატრება დღევანდელ გაჭირვებულ ქართველს.

იმ რუსეთის მტრობით აიკლეს ქვეყანა, რომელიც არც ერთ რესპუბლიკას აღარ აკავებდა კავშირში, რამეთუ მისი დაშლის ორგანიზატორი თვითონ იყო.

სიცხიანი ტვინის პოლიტიკა უფრო შორს წავიდა და რუსეთიდან გამოგზავნილი აუარებელ სამრეწველო საწარმოთა ნედლეული რკინიგზაზე აღარ გამოატარეს რუსეთის დასუსტების მიზნით. ამ სასაცილო უგნურებამ დამბლა დასცა საქართველოს მრეწველობას. ანტირუსული ფსიქოზი დაეპატრონა დამოუკიდებლობის ილუზიას.

საქართველოს და ქართველი ხალხის ყველაზე ახლობელი მფარველი და მეგობარი _ რუსეთი გავცვალეთ იმ მტაცებლებზე, საქართველოს ჩამოჭმული ნაჭრები დღესაც კბილებში რომ გასჩრიათ და ახლის ჩამოსაჭმელად ემზადებიან. აფხაზებმა და ოსებმა კი რუსეთთან კეთილი განწყობით თავი დააღწიეს ნატოს და ევროატლანტიკური ილუზიონისტების დაბეჩავების ბანგს, ასე რომ დააქციეს და დააჩაჩანაკეს ნაფერები საქართველო.

მსოფლიოში არ არსებობს არც ერთი ქვეყანა, რომელსაც ასე სამარცხვინოდ, თავისი ხალხის ნების წინააღმდეგ, ავღანეთის ავანტიურაში ღრმად ჩაეყვინთოს.

სავალალო და გულსატკენია, სოკოსავით მომრავლებული ვითომ პოლიტიკოსები უტიფრად და უსირცხვილოდ რომ სთავაზობენ ქართველი ხალხის ბედ-იღბალს უცხოელ დამფინანსებლებს იმპერიული ამბიციების შესანელებლად.

ამ ქარაფშუტა პოლიტიკოსებს მომგებიან ბიზნესად სამშობლოსა და ხალხის ინტერესებით ვაჭრობა რომ უქცევიათ, ნუ დაავიწყდებათ, სიმართლის მოკავშირე დრო მათ მყრალ სანაგვეზე მიუჩენს ბოლო ნავსაყუდელს, მაგრამ რა ეშველება მუხთლობით დაკნინებულ და დასუსტებულ ქვეყანას?!

ამიტომ არის საჭირო ერთ მუშტად შეკრული ხალხის თავდადებული ბრძოლა პარაზიტების შესაფერის ადგილზე მოსაჯდომად.

დღევანდელ ორხელისუფლებიანობაში გაკვირვებულები შევყურებ უცხოეთის ლაქია პოლიტიკოსთა და არასამთავრობო გრანტიყლაპიათა როკვას მათი დამფინანსებლების საამებლად, რაც ძლიერ აფერხებს ქვეყანას და ხალხის სასიკეთოდ გასატარებელ ღონისძიებებს, მაშინ, როდესაც პრეზიდენტად წოდებული ამერიკელთა ცრუპენტელა ძაღლიშვილი თავის სკამზე ისტერიულ ჩაბღაუჭებას, ღალატის და დასმენის ერთხელ არჩეულ საქმიანობას ასე აშკარად და ბრიყვულად აგრძელებს.

ამ ქვეყნის დამაქცევრისა და მისი ხროვის მიმართ კოაბიტაცია თუ შემწყნარებლობა ხალხის გაწბილების ტოლფასია, რაც ხელისუფლების სასიკეთოდ არ მეტყველებს. ეს კარგად იციან «ნაციონალთა» უცხოელმა მწვრთნელებმა, ამიტომ ასე თავხედურად იცავენ ქვეყნის მოღალატეთა ნიღაბშემოხეულ კრიმინალებს და ხელისუფლებას მათი დამსახურებისამებრ დასჯის საშუალებას არ აძლევენ. ავიწყდებათ, რომ გაწბილებული და აღშფოთებული ხალხის სამსჯავრო უფრო მკაცრი იქნება. მაშინ ამ ბოროტების ნაშიერთ ევროატლანტიკური წამქეზებლებისა და დასავლელი ცრუდემოკრატების ღავღავი ვეღარ იხსნის. ახლა კი საზარელი თავხედობის, უზნეობის, უსირცხვილობის, უტიფრობის, სიცრუისა და ცილისწამების სიმყრალეს აფრქვევს წელმოწყვეტილი პარაზიტი მისი სათანადო ადგილას მოყუჩების მოლოდინში მოთმინების ზღვართან მისულ ხალხს.

როგორ არ უნდა გაგეღიმოს დამცინავად «ნაციონალების» პრეზიდენტობის კანდიდატ ბაქრაძის მოთხოვნაზე უმრავლესობისთვის ეკონომიკის საკითხებზე კონსულტაციის თუ რჩევის მისაცემად. სამასი მილიონი დახარჯეს ახალი პარლამენტის მშენებლობაზე და დამთავრებას კიდევ მრავალი მილიონი სჭირდება; ამას ემატება პარლამენტის ქუთაისში შენახვის გაზრდილი ხარჯები. ამ ღალატთან წილნაყარ უზარმაზარ საბიუჯეტო თანხებს რომ ანიავებდნენ, რატომ არ ჩაუტარა კონსულტაცია ფსიქიატრის პაციენტ პრეზიდენტს?!

ახლა პრეზიდენტობა რომ მოუნდა და ხალხს ახალი ნიღბით ხვდება, რა გააკეთა ხალხისთვის?! სახელმწიფო ბიუჯეტი თავისი ბაბუის ყულაბა ეგონათ, ისეთ ხელფასებს და პრემიებს იკანონებდნენ, ყველაზე მდიდარ სახელმწიფოებს უკვირთ. თუ პარლამენტში რამდენიმე თვე იპარლამენტარეს, სიკვდილამდე ისეთი პენსიები დაინიშნეს, ხელის განძრევა აღარ სჭირდებათ, მაშინ, როდესაც მეცნიერები, მწერლები, საზოგადო მოღვაწეები, სამშობლოს წინაშე ვალმოხდილი, კეთილშობილი მამულიშვილები შიმშილთან ბრძოლას აგებენ. რომელ ღრმა ჭაში ჩაუვარდა თავისი ეკონომიკური ცოდნა, როცა მათი პრეზიდენტი ერთ ლარად ანიავებდა ხალხის კუთვნილ ობიექტებს და ქუჩაში ერეკებოდა მათ მიერ ლტოლვილად ქცეულ, ამ შენობების ნამდვილ პატრონ ხალხს. რომელ ქურდს და ყაჩაღს შეუძლია, ასეთი უზარმაზარი ზარალი მიაყენოს ქვეყანას?!

მთელი საქართველოს ქონება გაანიავეს და სტომაქში ჩაიდეს, ერთი შემთხვევა გვითხრას პრეზიდენტობის «ნაციონალმა» კანდიდატმა.

ისეთი რა უსირცხვილობის და ბრიყვობის ვაქცინა შეუშხაპუნეს ამერიკელმა მფარველებმა, რომ ამხელა ცოდვებით დამძიმებული არსება ხალხის წინაშე უტიფრად გამოდის და პრეზიდენტობას ითხოვს.

ამერიკელებმა რომელ ქვეყანას დააყარეს სიკეთე?! სადაც მისწვდნენ, უბედურება, გაჭირვება და ძალადობა აბარტყეს. რომელ პატარა ქვეყანაში ააყვავეს განათლება, მეცნიერება, კულტურა, მრეწველობა, სოფლის მეურნეობა?

კაცობრიობის ისტორიას არ ახსოვს მცირე ერის ისეთი გენოციდი, როგორიც მათ ინდიელებს მოუწყეს. თითქმის უკვე დამარცხებულ იაპონიაში ატომური ბომბით ისე ამობუგეს იაპონელები, რომ ამ საშინელების მომსწრე სატანასაც კი სირცხვილით ბალანი გასცვივდა. გუშინ და გუშინწინ მონათმფლობელობას ებღაუჭებოდნენ და შავკანიანებზე ძაღლებით ნადირობდნენ. იმის მაგიერ, რომ ამ საზარელი ცოდვების მოსანანიებლად დღედაღამ უფალს ჩოქვით ევედრებოდნენ, დემოკრატიის ნიღბით პედერასტების, ბინძური გარყვნილების, უზნეობისა და ძალადობის დაკანონებით ცდილობენ, კაცობრიობა ავგიას ბოსლებში შერეკონ.

ვერავითარი ანტიამერიკული აგიტაციაპროპაგანდა მათ ნამდვილ სახეს ისე ვერ გამოაჩნდა, როგორც თვითონ ჩამოიხიეს ნიღაბი და მტაცებლის სიფათით, ნატოს კბილდაღრჭენილი ღრენით, სატელიტი სახელმწიფოების მარიონეტი ხელისუფლების ღავღავით ატერორებენ მსოფლიოს.

საქართველოში დიდხანს გაგრძელდა ამერიკელთა ძაღლიშვილების პარპაში, რის შედეგადაც ქართველი ხალხის არსებობაში უბედურება ახრჩობს ბედნიერებას და უამრავ პარაზიტს ამრავლებს.

ცხრა აპრილის ტრაგედიის გამო ჯუმბერ პატიაშვილი გადადგა, მიუხედავად იმისა, რომ მას არაფერი ეკითხებოდა და ვერც შეძლებდა ტრაგედიის თავიდან აცილებას.

შევარდნაძემ სამეგრელოში ისეთი საზარელი დარბევები მოაწყო, თემურ ლენგს განაცვიფრებდა. აფხაზეთის ავანტიურის ავტორს დიდ პოლიტიკოსად მოჰქონდა თავი და  მაინც ვერ ელეოდა იუდას საბრძანებლად ქცეულ პოსტს.

ცრუპენტელა მიშა ხომ პირდაპირ მიგნებაა ამერიკელთა ძაღლიშვილების გამოსაჩეკ ინკუბატორის მრავალწლიან მოღვაწეობაში. გაწვრთნეს რეზიდენტად და წამოგვიჯდა პრეზიდენტად. ირბინა, იქაქანა, საქართველოს დაკნინება, ტერიტორიების განიავებაში წინამორბედს გაასწრო. ერთი მსახიობის სპექტაკლი მთავრობის სხდომები ხან მშენებარე ობიექტის სახურავზე, ხან მინდორში თუ ტბაზე მოგვალანდა; ენაგადმოგდებული ირბინა და არბენინა თანამზრახველები, რომელთაგან ერთს არ აღმოაჩნდა უნარი, რომ დაუყვირა, რას შვრებით, რამ გადაგრიათო. ნამდვილად გადაირივნენ. ცხინვალის სამარცხვინო ავანტიურას რუსეთ-საქართველოს ომად ასაღებენ. არადა, «ნაციონალთა» თავქარქაშა მიშა და მისი ნახირი ვერსად წაუვა ამ საზარელი ღალატისთვის მკაცრ სასჯელს.

არავითარი რუსეთსაქართველოს ომი არ ყოფილა, ეს იყო «ნაციონალების» და მათი წამქეზებლების ძალისხმევა საქართველოს გამთლიანების და რუსეთთან მეგობრობის აღდგენის წინააღმდეგ. ყველა დაღუპული ვაჟკაცის სისხლი «ნაციონალთა» და მათი სამარცხვინო პრეზიდენტის კისერზეა და ვერავითარი კოაბიტაციის ჯადო ვერ იხსნის მათ ამ პასუხისმგებლობისგან. რაც მიშამ ჩაიდინა, ნამუსის და თავმოყვარეობის ნატამალი რომ გააჩნდეს, აქამდე უნდა გადამდგარიყო, ის კი მის გამრყვნელთა იმედით ისტერიულად ებღაუჭება მისგანვე შერცხვენილ პრეზიდენტობას, რომელიც საბრალდებლო დასკვნად ექცევა.

ხალხი მოთმინებით უცდის «ნაციონალთა» ცოდვების სათანადოდ შეფასებას. იმასაც კარგად ხვდება, რომ «ქართულ ოცნებაში» მრავლად შეღწეული ამერიკელთა მეხუთე კოლონა ბიძინა ივანიშვილს სერიოზულ დაბრკოლებას უქმნის ქვეყნის სასიკეთოდ გაბრძოლებაში. ისიც კარგად იცის, რომ დღევანდელი პარლამენტი, მიუხედავად ხალხის გამარჯვებისა, «ნაციონალთა» მიერ გაყალბების და ამერიკელთა მეხუთე კოლონის შეღწევით სერიოზულად არის დასვრილი. ეს პარლამენტი დღევანდელ გაუსაძლის ყოფაში ხალხის კეთილდღეობისთვის მებრძოლი არ არის. ამიტომ საჭიროა ახალი საპარლამენტო არჩევნები. ნურავის ნუ ექნება ილუზია, რომ კანონების თუ კონსტიტუციის მოშველიებით ეს პარლამენტი ბოლომდე შეინარჩუნოს. დროზე უნდა მიიღონ გადაწყვეტილება მისი არჩევნების დანიშვნის შესახებ, სანამ ხალხი ისე არ აღშფოთებულა, რომ პარლამენტის არჩევნების დანიშვნა სახვეწად არ გახდომიათ მის მოწინააღმდეგეებს.

დრო კი ყველაფერს თავის ნამდვილ სახელს დაარქმევს. მადლობა უფალს! რომ რუს-ქართველთა ძმობის ღრმა ფესვებს უცხოეთის ლაქია პარაზიტების შხამი ვერაფერს აკლებს. ქართველი ხალხი დემოკრატიის ჯადოს მაგიიდან თავს დაიხსნის; ყველა ცრუ სტრატეგიულ პარტნიორს და მეგობრებადგასაღებულ დამაქცევრებს შემოიფერთხავს; გამთლიანებას და აღორძინებას ნამდვილ მეგობართან ერთად იზეიმებს.

გივი სომხიშვილი

 

1 COMMENT

  1. დაგავიწყდათ ჯერ კიდევ მეფის რუსეთმა რომ ჩამოგვაჭრა დვალეთი, გააუქმა ავტოკეფალია გადაღება და დაანგრია ქართული ეკლესიები, ქართული ენა ამოიღო, ყველა ეკლესიიდან ქართული წირვა ამოიღო, რუსმა ეგზარხოსმა ანათემას გადაგვცა, 19-ე-20-ე საუკუნეში სოჭი-ტუაპსედან ქართველები გამოდევნეს ჯერ რუსები ჩაასახლეს მერე კი 1931 წელს მთლიანად მოწყვიტეს საქართველოს და მიიერთეს, სამწუხაროა რომ საქართველოში ამდენი ისტორიის არ მცოდნე ცხოვრობს

  2. ეს სტატია არის ემოციურ ფონზე დაწერილი, ძალიან ლამაზია ემოცია, როცა იგი დადებითია და სიყვარულს ქადაგებს, და მაინც აქაა სახემწიფო იდეოლოგია დიდი რუსეთის თამადობისთვის. აგრეთვე "ხოლოვნება ერთი და იგივე აზრი და არსი ისე დაჭერო, და აამოქმედო ხმით, რომ წამკითხველმა ეს სხნანაირად გაიგოს". ესაა არსი ყველაფრის.
    მარა გარკვეულ იდეალებსა და აზრის სხვანაირად გამოთქმისას არის უტოპიის საშიშროება, და ეს საშიშროება გადადის პატარა ერების ზურგზე და გულზე. ასეთივე სტატია შეიძლება დაიწეროს დაწყებული რომაელბიდან და დამთავრებული რუსების მიმართ (საქართველოს ისტორია, ანუ კონკრეტულად, რაღაც სუბიეკტური აზრები, რომლებიც გინდაც განათლებული პირის მიერ რომ არის გამოტანილი, და რომ იყოს ამ დიდ ტექსტში რაღაც 1 % შეცდომით დანახული რეალობა, ან არ დანახული რეალობა, მერე პატარას ჭყლიტავს. დიდი კი იდეოლოგიებით და თავაისი ზალით თავის სიმართლეს ამტკიცებს, დაცაგრული პაწუა კაცუნა, და ერები გამოდიან.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here