Home რუბრიკები საზოგადოება ვინ ვართ ჩვენ და რას ნიშნავს, იყო ქართველი

ვინ ვართ ჩვენ და რას ნიშნავს, იყო ქართველი

1196

ორიოდე სიტყვა აუცილებლად უნდა ითქვას არასამთავრობო ორგანიზაციებზე, რომელთა უმეტესობა  საკმაოდ სოლიდურად ფინანსდება გარედან და მიუხედავად იმისა, რომ მათ წარმომადგენლებს არც შიოდათ და არც წყუროდათ, კუდის ქიცინს მაინც ვერ მორჩნენ თავიანთი დამფინანსებლების წინაშე.

 

ამ მხრივ განსაკუთრებით გამოირჩევიან არასამთავრობო ორგანიზაციები «სამართლიანი არჩევნები», «საერთაშორისო გამჭვირვალობა», «ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია» და მათი ახალგაზრდა ხელმძღვანელები: ნინო ლომჯარია, ეკა გიგაური და კახა კოჟორიძე. ამ ახალგაზრდების გამოსვლას სატელევიზიო არხებზე ხშირად ვისმენ და გაოგნებული ვარ, ასე რამ შეაძულათ ყოველივე ის, რაც ნაღდი ქართულია და ქვეყანასა და ეროვნებასთან არის დაკავშირებული; რა ისეთ მსუქან ჯამაგირს იღებენ, რომ ლამის საქართველოს გაქრობას მოაწერონ ხელი?! ახალგაზრდები არიან და ხომ უნდა დაფიქრდნენ იმაზე, რომ ჩვენს მეზობელ ქვეყნებში მიწები ასე უპრაგონოდ არსად იყიდება _ არც სომხეთში, აზერბაიჯანსა და თურქეთში, არც ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებში _ რუსეთის ფედერაციის სუბიექტებში: ადიღეში, ყარაჩაი-ჩერქეზეთში, ყაბარდო-ბალყარეთში, ჩრდილო ოსეთი _ ალანიაში, ინგუშეთში, ჩეჩნეთსა და დაღესტანში.

ბოლოს და ბოლოს სირცხვილის გრძნობას ხომ ანგარიში უნდა გაუწიოს ადამიანმა. მათი მოღვაწეობა აუგად იყო მოხსენიებული რამდენიმე გაზეთში, მაგრამ, ვითომ არაფერი მომხდარა, ისინი ტელევიზიიდან ტელევიზიაში გადარბიან და აგრძელებენ უკუღმართ ლაპარაკს. გაზეთმა «ასავალდასავალმა» (2013 წლის 26 აგვისტო-1 სექტემბერი) ნინო ლომჯარიას, ეკა გიგაურისა და კახა კოჟორიძის მოღვაწეობის სამარცხვინო ფაქტები მოიყვანა, ხოლო გაზეთ «ლიტერატურულ საქართველოში» (23 აგვისტო, 2013) გამოქვეყნდა ქალბატონ მედეა კუჭუხიძის შესანიშნავი წერილი «ფსევდომორფოზა», რომელშიც ავტორი  აღნიშნავს: «სულ ახლახან, როცა უმიწებოდ დარჩენილი გამწარებული ქართველი გლეხობის გამოსვლების შემდეგ პარლამენტმა ერთწლიანი მორატორიუმი დააკანონა უცხოელებისთვის მიწის მიყიდვაზე (სანამ სრული აღწერა არ მოხდება), სასწრაფოდ გამოხტნენ ე. წ. არასამთავრობო ორგანიზაციები და დაიწუნეს ეს მართლაც ძალიან სწორი და დროული კანონი.

რას წარმოადგენენ ეს არასამთავრობო ორგანიზაციები? ვინ და რამდენს უხდის ამ ახალგაზრდებს, რომელთა უტყვი სახეების ყურებისა და მათი შეფასებების მოსმენას ქართველი აუდიტორიისთვის ესოდენ აუცილებლად მიიჩნევენ ყველა სახის ჟურნალისტები? ვინ არიან? საიდან ასეთი მონური, ქვეშევრდომული მორჩილება, არანაირი ინდივიდუალობა? ზომბებივით არიან. მხოლოდ პარაზიტები არიან თუ რაღაც ახალი ფსევდომორფოზაა

ამ ახალგაზრდებისთვის უცხოა ქართული ადათები, ცხოვრების წესები. ისინი არაფრად აგდებენ ჩვენი წინაპრების მოღვაწეობას, მათ დანატოვარ მდიდარ მემკვიდრეობას. არც თავს იწუხებენ ამ მემკვიდრეობის შესწავლით. ამ ოკეანედალეულებს თუ ვინმემ არ მოქაჩა, უკიდურესად დაანაგვიანებენ ქართულ სულიერ კულტურას.

როდესაც გაზეთ «ასავალ-დასავალში» ლომჯარიას, კოჟორიძისა და გიგაურის ერთად დაბეჭდილ სურათს ვუყურებ, ასე მგონია, ფაშისტური დიქტატურის დროინდელი დაუნდობელი, თავისი პატრონების დავალებების უხმოდ შემსრულებელი, ყოველგვარი ადამიანური ფასეულობების უარმყოფელი ახალგაზრდები გამოგვეცხადნენ, რომელთათვისაც სრულიად უცხოა, მაგალითად, ძველი ბერძენი მოაზროვნის, თალესის, გამონათქვამი: «სირცხვილი ხანდახან იმას გვიკრძალავს, რასაც კანონი არ კრძალავს». გახსენებადაც არ ღირს კოჟორიძის აჭარული ვოიაჟები. დღეს მათთვის უკვე არაფერს წარმოადგენს დიდი ქართველი მოღვაწისა და პედაგოგის, იაკობ გოგებაშვილის, შემდეგი ნააზრევი: «შეუძლებელია უცრემლოდ, მწველი სევდისა და სასოწარკვეთილების გარეშე უმზიროთ საქართველოს აწინდელ მდგომარეობას. ყველაზე მომაკვდინებელ დღეშია ქართველი გლეხობა, ქართველი ხალხის ყველაზე მრავალრიცხოვანი და საუკეთესო ნაწილი. ქართულ მიწას, რომელიც საუკუნეთა მანძილზე ურიცხვი მტრების შემოსევებისგან სამშობლოს დამცველთა მიერ დატოვებული ძვლებისგან შედგება მთლიანად, ბევრად უფრო სიამოვნებით გადასცემდნენ და ახლაც გადასცემენ ჩამოთესლილ ელემენტებს, ვიდრე ისტორიულ მფლობელთ, აბორიგენებს, ქართველ გლეხობას. მოსახლეობის რიცხვთან შეფარდებით ქართული მიწა ჩამოთესლილთა ხელში ოთხჯერ უფრო მეტია, ვიდრე ადგილობრივ მცხოვრებთა ხელში. აქედან მოდის ჩვენი გლეხების მიწის უკიდურესი სიმცირე და უმიწობა» (ი. გოგებაშვილი, თხზულებანი, ტ. 4, თბ., 1955, გვ. 308).

ამ ახალგაზრდებს ყველაფერთან ერთად არც მიღებული ცოდნა ჰყოფნით ეროვნული პრობლემების ანალიზისა და საერთოდ მომავალი სიტუაციის შესაფასებლად. უკვე დღეს ევროპის ქვეყნები შეშფოთებულები არიან აფრიკელების, არაბებისა და აზიის ნაკლებად განვითარებული ქვეყნებიდან ჩამოსულთა მასშტაბებით. ბუნებრივია, ასეთ პირობებში ევროპის ქვეყნების განათლების დონე იწევს დაბლა, მომავალში თანდათანობით გაუარესდება ცხოვრების დონე, სხვადასხვა ცივილიზაციას სულ უფრო გაუჭირდება ერთად არსებობა და გარდაუვალი იქნება მათ შორის დაპირისპირება, ცივილიზაციათა დაპირისპირება კი ყველა ომზე საშიშია. თუ ცივილიზაციათა დაპირისპირება დიდი მასშტაბით არ მოხდა, გარდაუვალი მაინც ის არის, რომ საბოლოოდ მათ ეროვნულ და კულტურულ ფასეულობებს მათივე ქვეყანაში უკვე უფრო მომრავლებული სხვა ხალხი დაეპატრონება და სხვა ხალხის დიქტატით გაგრძელდება ცხოვრება. ამისათვის სულაც არ არის საჭირო საუკუნეები. ევროპის ქვეყნებმა თუ რამე არ იღონეს, 50 წელიწადში ან ცოტა უფრო მეტ ხანში ყოველივე ეს საშინელ რეალობად იქცევა.

ნიშანდობლივი ფაქტია: მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გერმანიას დასავლეთის ქვეყნები დაეხმარნენ დანგრეული მეურნეობის აღდგენაში. თურქეთიდან უამრავი იაფი მუშახელი მიაწყდა გერმანიას. როდესაც იქ თურქების რაოდენობამ მილიონს და შემდეგ ორ მილიონს მიაღწია, გერმანელებმა ეს შემთხვევა ზეიმით აღნიშნეს, მაგრამ, როდესაც თურქები ოთხი მილიონი გახდნენ და ამ ფაქტში გერმანელებმა საშიშროება დაინახეს, მათ გერმანიაში მცხოვრები თურქები დაარბიეს.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, მილიონობით ადამიანის მიგრაცია მარტო წყლის ნაკლებობის გამო ხდება. მსოფლიო მოსახლეობის 40 პროცენტი აწყდება წყლის დეფიციტს. ყოველწლიურად 1,8 მილიონი ბავშვი კვდება არასაკმარისი სუფთა წყლის და არასრულყოფილი სანიტარული მომსახურებით გამოწვეული დაავადებებით. მილიარდი სოფლის მცხოვრები კუჭში გადის ღია ცის ქვეშ, რაც სერიოზულად მოქმედებს მათ ჯანმრთელობაზე. ამ დროს მოსახლეობა სწორედ ასეთ ქვეყნებში მრავლდება სწრაფად. 2050 წლისთვის მსოფლიო მოსახლეობის რაოდენობა 9,3 მილიარდი კაცი იქნება. აზია მსოფლიოს ყველაზე მჭიდროდ დასახლებული რეგიონია და ასეთად დარჩება 21-ე საუკუნეში. ამჟამად მსოფლიო მოსახლეობის 60 პროცენტი აზიაში ცხოვრობს, ხოლო 15 პროცენტი _ აფრიკაში, რომლის მოსახლეობამ 1 მილიარდს 2009 წელს გადააჭარბა. აფრიკის მოსახლეობა წელიწადში 2,3 პროცენტით იზრდება და ზრდის ტემპით ორჯერ და მეტად სჭარბობს აზიის მოსახლეობის ზრდის ტემპს, რომლის მოსახლეობა 2052 წელს 5,2 მილიარდი იქნება. აფრიკის მოსახლეობა კი 2 მილიარდი 2044 წელს გახდება, ხოლო 21-ე საუკუნის ბოლოს 3,6 მილიარდს მიაღწევს, ე. ი. ერთ საუკუნეში თითქმის გაოთხმაგდება.

კიდევ ერთი დემოგრაფიული მონაცემია მეტად საგანგაშო: ამჟამად მსოფლიოში 60 წელს გადაცილებული 893 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და საუკუნის შუახანებში ეს რიცხვი 2,4 მილიარდ კაცამდე გაიზრდება. ასეთ მოკლე დროში მოსახლეობის დაბერების უაღრესად სწრაფი ზრდის ტემპი უამრავ მწვავე პრობლემას დააყენებს კაცობრიობის წინაშე. სულ უფრო გართულდება ჯანმრთელობის დაცვის ხელმისაწვდომობა, პენსიებით უზრუნველყოფა. ეს პრობლემები ამჟამად უკვე მწვავედ დგას მსოფლიოს განვითარებული და, მით უმეტეს, ნაკლებად განვითარებული რეგიონების წინაშე.

ასეთი დემოგრაფიული მონაცემების ფონზე, სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, უპირველეს ყოვლისა, აფრიკიდან და აზიიდან მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი საარსებო პირობების გასაუმჯობესებლად შეიცვლის საცხოვრებელ ადგილს. ეს პროცესი ახლაც ფართო მასშტაბით მიმდინარეობს და საქართველოშიც, «ნაციონალების» მიერ ყოვლად უღირსი ეროვნული პოლიტიკის გატარების შედეგად, უმტკივნეულოდ ხორციელდება. უამრავმა უცხოელმა შეიძინა მიწები, ბინები, სხვა ჩვენი ეროვნული სიმდიდრე და ჩვენც არხეინად ვუყურებთ ჩვენს მორალურ და ფიზიკურ სიკვდილს. ისტორიულად აუარებელი სისხლი დაღვარა ქართველმა ერმა მიწა-წყლის შესანარჩუნებლად, ახლაც, ბოლო 20 წლის განმავლობაში, მხოლოდ ქართველმა ხალხმა ეროვნული თვითმყოფადობის შესანარჩუნებლად რამდენი ომი გადავიტანეთ, რამდენი გაჭირვება, შიმშილი, უბინაობა, ავადმყოფობა, ფსიქიკური სტრესი და ახლა მოდის მზამზარეულზე ინდოელი, ჩინელი თუ ზანგი და არხეინად იძენს ჩალის ფასად სიმწრით აქამდე მოტანილ ჩვენს სიმდიდრეს.

თუნდაც იმის გამო, რომ საქართველოში თითქმის 100 ქვეყნის წარმომადგენელს შეუძლია უვიზოდ შემოსვლა, «ნაციონალებს» ხმა აქვთ ამოსაღები? კორდინატორებსა და მათ მსგავს ადამიანებს, რომლებიც «ნაციონალების» ნასუფრალით იკვებებოდნენ და ფეხებზე ეკიდათ ქვეყანა, პასუხი არ უნდა მოეთხოვოთ? რას დაამგვანეს ჩვენი ქვეყანა და სადამდე მიიყვანეს ჩვენი ხალხი? ახლა კიდევ ვიღაც ლომჯაროების, გიგაურების, კოჟორიძეების, ნინია კაკაბაძეებისა და მათ მსგავსთა ჭკუაზე უნდა იაროს ქართველმა ხალხმა: არიქა, ქსენოფობები არ გვიწოდონ და კარი ფართოდ გავუღოთ ყველა გადამთიელს? ჩვენს მეზობელ სომხეთს მაინც მივბაძოთ, სადაც ამ ოცი წლის წინათ მთელ მოსახლეობაში სომხები 97 პროცენტს შეადგენდნენ, ახლა კიდევ 99 პროცენტს შეადგენენ და ერთმანეთსაც ქსენოფობობას არ სწამებენ.

თანამედროვე მსოფლიოში გლობალიზაციის მასშტაბები საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროს ეხება და ამრიგად სულ უფრო ძნელდება ეროვნული თვითმყოფადობის, ეროვნული კულტურისა და ცნობიერების დაცვა და შენარჩუნება. ასეთ პირობებში ეროვნული ხელისუფლებები ყოველმხრივ უნდა ეცადონ, თავიდან აიცილონ მოსალოდნელი უარყოფითი შედეგები. მთავარია, ამ პროცესში საკუთარი თავი, საკუთარი ეროვნული და ზნეობრივი ღირებულებები არ დავკარგოთ. მიუხედავად ამისა, 2003 წელს ხელისუფლებაში მოსული «ნაციონალები» მთელი ცხრა წლის განმავლობაში არა თუ არაფერს აკეთებდნენ ქართული კულტურის განვითარებისთვის, არამედ ქართულ კულტურას, ყოველივე ქართულს შეუპოვრად ებრძოდნენ და ფსევდოეროვნული კულტურით ცდილობდნენ მათ შეცვლას. «ნაციონალებმა» ცნება «სამშობლო» საერთოდ ამოიღეს ხმარებიდან. ყველაფერს, რაც სამშობლოს სიყვარულთან იყო დაკავშირებული, ბოლო მოუღეს. საფუძველი გამოაცალეს ადამიანის არსებობის მთავარ არსს. ამიტომ იყო, რომ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა «ქართული ოცნების» დაფუძნების კონფერენციაზე შემდეგი აღნიშნა: «ვხედავ, სამშობლო მეკარგება, ხოლო როდესაც სამშობლო გეკარგება, არაფერს აქვს ფასი _ არც ქონებას, არც ფულს, არც პრივილეგირებულ მდგომარეობას».

«ნაციონალების» მმართველობის პერიოდში მიმდინარეობდა მასობრივი შეტევა ეროვნულ ფასეულობებზე, ოჯახზე, სინდისსა და ზნეობაზე. საკუთარ ხალხს, მის კულტურას, სულიერებას, ქართულ ეროვნულ ღირსებას, როგორც მტერს, ისე ებრძოდა და ახლაც არ აკლებს ხელს სამთავრობო ტელევიზიის არხები და განსაკუთრებით «რუსთავი 2». ამ ტელევიზიის თანამშრომლები, ეჭვი არ არის, «ნაციონალური მოძრაობის» თავკაცებიდან იღებდნენ და ახლაც იღებენ დირექტივებს, თვითონაც უკან არაფერზე იხევენ და «საქართველოს ფუჭნი ძენი» კუდის ქიცინს არ იშლიან თავიანთი პატრონების წინაშე. უზნეობის ზეიმმა «რუსთავი 2»-ის არხზე აპოგეას მაშინ მიაღწია, როდესაც მან უკვე აშკარად დაიწყო ბრძოლა ეროვნული ფასეულობების წინააღმდეგ, აშკარად დაიწყო ქართული ტრადიციების, კულტურის, ადათების დაცინვა, ქალიშვილობის ინსტიტუტის შეურაცხყოფა. ეკრანი გაივსო მეტად საეჭვო ყოფაქცევის გოგო-ბიჭებით, რომლებმაც თავზე წამოიცვეს საქართველოს ზნეობა, ამიტომ არაფერია გასაკვირი იმაში, რომ დღესაც მისი ეკრანი განუწყვეტლივ ეთმობა ჰომოსექსუალებს, პედერასტებს, ლესბოსელებსა და პროსტიტუტკებს.

ქართული სატელევიზიო არხები და განსაკუთრებით, «რუსთავიარენას უთმობს მხოლოდდამხოლოდ შერეულ ქორწინებებს, კერძოდ, ქართველი გოგონების დაქორწინებას ზანგებთან, ჩინელებთანდა «ივიწყებენ», რომ ქართველი ქალი შეიძლება ქართველ მამაკაცზეც დაქორწინდეს და ამ თემასაც მიუძღვნას სპეციალური გადაცემა, ამასთან, სატელევიზიო გადაცემებში აუცილებლად ზანგებიც უნდა მონაწილეობდნენ, მაგრამ რა აუცილებლობაა ამისა, ამაზე არავინ მსჯელობს.

რა თქმა უნდა, სხვადასხვა ადამიანის ქორწინება სრულიად დასაშვებია და ამის გამო ტრაგედია არ უნდა შევქმნათ, მაგრამ არც ამ მოვლენის ტელევიზიით გაუთავებლად ჩვენება და ხოტბის შესხმა არ არის მიზანშეწონილი. ეს მით უფრო დამაფიქრებელია, რომ 2011 წელს ქვეყანაში 1347 ქალი გათხოვდა უცხოელზე. თუ იმასაც მივიღებთ მხედველობაში, რომ უცხოეთში სამუშაოდ თუ სასწავლებლად წასული ქართველი ქალებიც ქორწინდებიან უცხო ეროვნების მამაკაცებზე, ანუ როგორც ახლა უწოდებენ, უცხოელ მოქალაქეებზე, მაშინ 2011 წელს დაქორწინებული ქართველი ქალების თითქმის 10 პროცენტი სხვა ეროვნების მამაკაცზე დაქორწინდა. ასეთ შემთხვევაში გამოიკვეთება მთელი რიგი საკითხები, რომლებიც აუცილებლად მხედველობაშია მისაღები. კერძოდ, ეროვნული კულტურის სპეციფიკურობა, სხვადასხვა მშობლიური ენა, განსხვავებული ცხოვრების წესი. ბოლოსდაბოლოს ადამიანები აღზრდილნი არიან სხვადასხვა ბუნებრივ-კლიმატურ პირობებში, მათ აქვთ სხვადასხვა რელიგიური აღმსარებლობა, სხვადასხვანაირი ნათესაური ურთიერთობები, ეროვნული ლიტერატურა, ტრადიცია, ქცევები, ადათები, სიმღერები, ცეკვები და იკვებებიან სხვადასხვა კერძით.

ამ მხრივ საინტერესოა გოეთეს საუბარი ეკერმანთან: «მცენარეთა სამყარო ამა თუ იმ ქვეყნისა ზემოქმედებას ახდენს მის მკვიდრთა სულიერ ჩამოყალიბებაზე. და, რა თქმა უნდა, რომ ვინც მთელი თავისი დღე და მოსწრება ძალუმ, მრისხანე მუხნარში ცხოვრობს, სხვაგვარი კაცია, ვიდრე ის, ვინც მუდამ ჰაეროვან არყის ხეებს შორის დაიარება… ჩვენ ხომ დანამდვილებით ვიცით, რომ თანდაყოლილი რასობრივი თვისებების გარდა ადამიანებზე დიდ ზეგავლენას ახდენს ჰავა და ნიადაგი, ასევე საკვები და საქმიანობა, საბოლოოდ კი ხალხის ხასიათი ყალიბდება. ისიც ცნობილია, რომ პირველყოფილი ტომები უმთავრესად იმ მიწა-წყალზე სახლდებოდნენ, რომელიც მათ უფრო მოსწონდათ, ესე იგი თვით ადგილმდებარეობა ჰარმონიულ თანხმობაში იყო მათ თანდაყოლილ ხასიათთან» (გოეთეს საუბრები ეკერმანთან. ბათუმი, 1988, გვ. 187).

ეს განსხვავებები ერთად ცხოვრების პირობებში სხვადასხვა ზომით აუცილებლად იჩენს თავს და ზოგჯერ საკმაოდ მძიმედაც. მაგალითად, ქართველი ქალი თუ ისეთ ქვეყანაში გათხოვდა, რომელშიც ჩვეულებრივი მოვლენაა ქორწინება ბიძაშვილებსა და მამიდაშვილ-დეიდაშვილებს შორის, ფსიქოლოგიურად მას ამის გადატანა ძალიან გაუჭირდება. ენობრივი ბარიერიც არანაკლებ როლს ასრულებს მეუღლეთა შორის ურთიერთობაში, საერთო ინტერესების პოვნაში. ასეთ შემთხვევაში უმეტესად პირუტყვული ჟინის დაკმაყოფილებაზე შეიძლება მხოლოდ საუბარი.

ერთხელ ტელევიზიით აჩვენეს ქართველი ქალისა და ზანგი მამაკაცის ოჯახი. ქმარი დამტვრეული ქართულით ძლივს ახერხებდა მეუღლესთან საუბარს. ჟურნალისტის კითხვაზე, თუ როგორი აზრი აქვთ მათ შეუღლებაზე მშობლებს, ქალმა უპასუხა: მამამ მითხრა, ძალიან შორს გათხოვდი და როგორღა გნახავ ხოლმეო. აქამდეც დავეცით. ინტერესს მოკლებული არ არის ლიტვაში ჩატარებული სოციოლოგიური გამოკვლევისას ეროვნებათაშორის ქორწინებაზე დამოკიდებულების შესახებ ანკეტის კითხვაზე გაცემული პასუხი: «შერეული ქორწინება არ არის სასურველი. ისინი საფრთხეს უქმნიან მცირე ერების არსებობას. მისი მეშვეობით დიდი ერები ახდენენ მცირე ერების ასიმილაციას. ისინი იწვევენ ეროვნული ტრადიციების, წეს-ჩვეულებებისა და მთელი ლატვიური ერის გაქრობას» (А.Сусоколов, межнационалъные браки в СССР, М., 1987, ც. 117).

«ნაციონალებმა» იმდენი აუგი საქმე ჩაიდინეს ქვეყნისა და ხალხის წინაშე, რომ ძნელია ყველას ჩამოთვლა. ავტორიტარული რეჟიმის დამყარება განაპირობა უშუალოდ პრეზიდენტის მიერ საზოგადოებრივი ცხოვრების მნიშვნელოვანი საკითხების ერთპიროვნულად გადაწყვეტის მახინჯმა პრაქტიკამ. ხშირად, თუ ყოველთვის არა, პრეზიდენტის მიერ მიღებულ არასწორ გადაწყვეტილებას მისი გუნდის წევრები ყოველგვარი განსჯის გარეშე ერთ ხმაში აპიარებდნენ. ასე იყო მაშინ, როდესაც პრეზიდენტმა სამეგრელოდან განაცხადა ანაკლიასთან ახლოს ნახევარმილიონიანი ქალაქ ლაზიკის მშენებლობის შესახებ. ასე იყო მაშინაც, როდესაც პრეზიდენტმა ტელევიზიით გამოსვლისას აღნიშნა: დაღვლარჭნილი შენობები მიყვარსო, მაგრამ იმას კი არ უწევდა ანგარიშს, დაღვლარჭნილი შენობები სხვას უყვარდა თუ არა. რომელი ერთი ჩამოვთვალოთ. ამის შედეგად აივსო საქართველო დაღვლარჭნილი შენობებით, უფუნქციო ხიდებით და მისი მსგავსი ნაგებობებით. გმირთა მოედანზე აღმართული სვეტი პრეზიდენტისა და მისი არქიტექტორის სრულ უგემოვნებასა და უცოდინარობაზე ლაპარაკობს. ჯერ ერთი, ამ სვეტთან მისვლა და მასზე ორმოცი მეტრის სიმაღლეზე დაწერილი დაღუპულ გმირთა გვარების წაკითხვა შეუძლებელია და ამდენად ეს დაღუპულთა უპატივცემულობაა. მეორეც, სვეტი მოედნის ერთიან ანსამბლში არ ჯდება. ყველაფერი ეს ვალითა და დახმარებით კეთდებოდა, რომელიც სხვა მიზნებისთვის იყო განკუთვნილი. სამართლიანად აღნიშნავს მეცნიერი ევან ეზარი: «უცხოური ქვეყნისთვის დახმარება ის ფულია, რომელსაც მდიდარი ქვეყნის ღარიბები იხდიან და ღარიბი ქვეყნის მდიდრები იღებენ».

ამ განუკითხაობამ ისიც გამოიწვია, რომ მომრავლდნენ თვითმარქვია მწერლები, ისტორიკოსები, რომლებიც, ღმერთმა უწყის, რას წერენ, როგორ რყვნიან ქართულ ლიტერატურას, ამახინჯებენ საქართველოს ისტორიას. არავითარ ანგარიშს არ ვუწევთ იმას, თუ რას ვაკეთებთ, რას ვწერთ, რატომ ვცდილობთ ჩვენი ისტორიის მთლიანად თავიდან გადაწერას? ასეთი რა კვიმატი შეგვიჩნდა. ზოგჯერ ისე ამოვიჩემებთ რამეს, რომ იმას იქით ვეღარ ვიხედებით და ვცდილობთ, ჭეშმარიტებად ვაქციოთ ჩვენი ამოჩემებული ნაცოდვილარი მოსაზრება. სხვას ვერაფერს ვუწოდებთ ვინმე იური პაპასქუას «ნააზრევს» იმის შესახებ, რომ თითქოს «დღეს ყველასთვის ცნობილია (და ვისთვისაც ჯერაც ცნობილი არ არის, ირწმუნოს) ქართული სამეტყველო და ლიტერატურული ენა კრეფსითი, ხელოვნურად შექმნილი ენაა». ეს აზრი მან გამოთქვა ჯუნი ჯუმბერ კაკულიას წიგნის წინასიტყვაობაში, რომლის გამომცემელი და რედაქტორი თვითონაა. თვით ავტორი ჯ. ჯ. კაკულია კი წიგნში (საქართველოს ისტორიის ახალი აღქმა, ტ. III, თბ. 2000) გარკვევით მიუთითებს, რომ «ქართული ენა გახლავთ IV საუკუნის მეორე ნახევარში ქრისტიანული რელიგიის დასანერგად შექმნილი ხელოვნური ენა» (გვ. 12). ეს აზრი ავტორს წიგნში მრავალგზის აქვს გამეორებული ოდნავ განსხვავებული ინტერპრეტაციით: «მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ ქართული ენა, კოლხთა ხელოვნური სალიტერატურო ენა, სამეგრელოში, ჭოროხის ხეობაში შეიქმნა სრულიად კოლხეთის გასაერთიანებლად და ქრისტიანული რელიგიის დასანერგად» (გვ. 93) და იგი «კოლხური მეტყველების განვითარებაა» (გვ. 26).

რა უნდა ითქვას ამის შესახებ? ალბათ, არაფერი. ისე კი საინტერესოა, ჭოროხის დინების ზედა თუ ქვედა ხეობაში შეიქმნა ქართული ენა. ამიტომაა, რომ ჩვენმა ცნობილმა მეცნიერებმა ამ წიგნს, როგორც ვიცი, დუმილით აუარეს გვერდი, მაგრამ სათქმელი მაინც უნდა ითქვას: კოლხეთის უძველესი, მდიდარი კულტურა მთელი ქართველი ხალხის სიმდიდრეა, მაგრამ ამან ისე არ უნდა გაგვაბრუოს, რომ ყველაფერ დანარჩენს ხაზი გადავუსვათ. ჯერ ერთი, რას ჰგავს ასეთი ლაპარაკი: ყველასათვის ცნობილია, რომ ქართული სამეტყველო და ლიტერატურული ენა ხელოვნური ენაა და ვისთვისაც ჯერაც ცნობილი არ არის, ირწმუნოსო? მეორეც, ენები ასე ხელოვნურად არ იქმნება ქრისტიანული რელიგიის გავრცელებისთვის _ ასეთ შემთხვევაში უამრავი ხელოვნური ენა უნდა მიგვეღო, მაგალითად, სომხური და სხვ. ამასთან, თუ მე-4 საუკუნეში შეიქმნა ქართული სალიტერატურო ენა ხელოვნურად, ყოვლად შეუძლებელია, მე-5 საუკუნეში ამ ენაზე ქართული ჰაგიოგრაფიული ლიტერატურის ყოველმხრივ სრულყოფილი და ლიტერატურულად გამართული უბრწყინვალესი ძეგლი «შუშანიკის წამება» შექმნილიყო. კიდევ ბევრი რამის გაკეთება არ შეიძლება ეროვნული თვალსაზრისით, რაზეც გვმართებს დაფიქრება.

დასასრულს, აუცილებლად უნდა ითქვას, რომ, თუ საქართველოს დაწყნარებული ცხოვრება უნდა, თუ ბოლოსდაბოლოს, უნდა ვაკეთოთ ქართული საქმე, არ დავკარგოთ ქართული ცნობიერება და «ნაციონალურმა მოძრაობამ» უნდა დატოვოს პოლიტიკური ასპარეზი _ მისი ადგილი ქართველთა ცხოვრებაში არ არსებობს. ჯერ კიდევ 2012 წლის ოქტომბერში, მას შემდეგ, რაც «ქართულმა ოცნებამ» არჩევნებში გაიმარჯვა, სტუდენტებს შორის ჩატარებულმა გამოკვლევამ გვიჩვენა, რომ, სტუდენტთა 39,1 პროცენტის აზრით, «ნაციონალურმა მოძრაობამ» აუცილებლად უნდა დატოვოს პოლიტიკური ასპარეზი, 25,8 პროცენტის აზრით, _ უნდა დატოვოს, ხოლო 23,2 პროცენტის აზრით, _ არ უნდა დატოვოს, ხოლო 11,9 პროცენტმა პასუხზე თავი შეიკავა. ახლახან კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებთან (326 სტუდენტი) განმეორებით ჩავატარეთ  სოციოლოგიური გამოკვლევა. სტუდენტთა 42,6 პროცენტის აზრით, «ნაციონალური» ხელისუფლების მიერ ჩადენილ დანაშაულზე აუცილებლად საჭიროა უფრო მკაცრი ზომების მიღება, 36,5 პროცენტის აზრით, საჭიროა, ხოლო სტუდენტთა ძალიან მცირე ნაწილი (7,1 პროცენტი) პასუხობს, რომ «ნაციონალური» ხელისუფლების მიერ ჩადენილ დანაშაულებზე არ არის უფრო მკაცრი ზომების მიღება საჭირო. სტუდენტთა 13,8 პროცენტს გაუჭირდა პასუხის გაცემა ამ კითხვაზე.

სტუდენტების დიდ უმრავლესობას მიაჩნია, რომ პრეზიდენტი განსაკუთრებით უკანასკნელ პერიოდში მოქმედებს ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ. ასე თვლის სტუდენტთა 55,5 პროცენტი. სტუდენტთა 19,3 პროცენტი კი ამ კითხვაზე უარყოფითი აზრისაა.

სიტყვამ მოიტანა და აუცილებლად ხაზგასმით უნდა აღვნიშნო: მაშინ, როდესაც «ნაციონალურმა მოძრაობამ» ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ქვეყანაში დემოგრაფიული კვლევის ყველა ცენტრი დახურა, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის დირექტორმა და ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ბატონმა ვახტანგ წივწივაძემ უნივერსიტეტში დემოგრაფიული კვლევის ცენტრი გახსნა, სადაც ნაყოფიერი მუშაობა მიმდინარეობს საქართველოსთვის ამ მეტად მტკივნეულ ეროვნულ პრობლემებზე. სტუდენტთა შორის სოციოლოგიური გამოკვლევაც მისი უშუალო ხელშეწყობითა და ინიციატივით ჩატარდა. აუცილებლად საჭიროა, ისიც ითქვას, რომ მაშინ, როდესაც «ნაცმოძრაობის» ხელისუფლების პერიოდში ბევრი მათ კოჭს უგორებდა, ბატონი ვახტანგი მხოლოდ ეროვნული პოზიციებიდან წყვეტდა ახალგაზრდობის სწავლა-აღზრდის საქმეს და ახალგაზრდობას ეროვნული სულისკვეთებით ზრდიდა.

ხელისუფლებაში მოსულ «ქართულ ოცნებას» უამრავი ეროვნული საკითხი დახვდა გადასაწყვეტი. უპირველეს ყოვლისა, საბოლოოდ უნდა მოისპოს «ნაციონალების» მიერ ერთი კაცის ხუშტურზე დაფუძნებული მმართველობის უაღრესად მახინჯი სისტემა, რომელმაც ქვეყანა პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური და სულიერი უფსკრულის პირამდე მიიყვანა. როგორც ძველი საბერძნეთის უდიდესი მოაზროვნე დემოკრიტე ამბობს, მსგავსი მსგავსს შეიცნობს და პრეზიდენტმაც შემოიკრიბა სიმართლესთან დაქვრივებული ადამიანები: გიგა ბოკერია, გოკა გაბაშვილი, კოტე კუბლაშვილი, ნუგზარ წიკლაური, გიგი უგულავა, დავით დარჩიაშვილი, აკაკი მინაშვილი, როლანდ, ბაჩანა და დათა ახალაიები, ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ჭიაბერაშვილი, ზაზა გოროზია, ზურაბ ადეიშვილი, თეა თუთბერიძე, ეკა ხერხეულიძე, ხათუნა ოჩიაური, აკაკი ბობოხიძე და ბევრი სხვაც პატარა თუ დიდი ჩინოვნიკი და შეუდგნენ «სოფლის შენებას».

მოკლედ, როგორც რუსთაველი ამბობს: «მსგავსი ყველაი მსგავსსა შობს» და დაიწყეს საქმის მაგივრად ენის ტრიალი. მათ, როგორც ჩვენი წინაპრები იტყოდნენ, «სიტყუაი დამპალი» და «უქმსიტყვაობაი» უყვარდათ და ლაპარაკად იყვნენ სათავისოდ გადაქცეულნი. მე მათ დავარქმევდი «ენამანქანა» ადამიანებს, რომლებიც, როგორც ეს აღნიშნულია მე-11 საუკუნის ერთ-ერთ ლიტერატურულ ძეგლში, არაფრად ფასობდნენ. ეს «ენამანქანა» ადამიანები, მართალია, თავისთავად არაფრად ფასობდნენ, მაგრამ, სამწუხაროდ, მათი «სიტყუაი დამპალი» საშინელ ჭირად შეეყარა ქვეყანას, რომლისგანაც განთავისუფლებას ცხრა წელი მოანდომა ქართველმა ხალხმა.

ყოველივე აღნიშნულის გამო, აუცილებელია, დეტალურად გაანალიზდეს «ნაციონალების» მთელი საქმიანობის ცხრა წელი და გამოიცეს ცალკე წიგნად, რათა აღარასოდეს განმეორდეს ეროვნული კულტურის, ეროვნული ცნობიერების მკვლელობის მცდელობა, ქართველი ქართველად დარჩეს და უფრო ნათლად დავინახოთ ვარდებით მოსული «ბოროტი ყვავილების» ნამდვილი სახე.

ანზორ თოთაძე,

პროფესორი, დემოგრაფი

 

1 COMMENT

  1. უძლიერესი სტატიაა,თავისი Pათოსით და აკადემიური ანალიზით!ბრავო,ბისს…ბატონ პროფესორს,ანზორ თოთაძეს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here