Home რუბრიკები პოლიტიკა ალექსანდრე აბდალაძე: ეს ხელისუფლებაც ისევე ანტიქართულია, როგორც შევარდნაძის და შემდეგ სააკაშვილის, იგივე...

ალექსანდრე აბდალაძე: ეს ხელისუფლებაც ისევე ანტიქართულია, როგორც შევარდნაძის და შემდეგ სააკაშვილის, იგივე სააკიანცის იყო

948

«საქართველო და მსოფლიოს» 14-20 აგვისტოს ნომერში გამოქვეყნდა არქიტექტორ ბაადურ ჩხატარაშვილის მცირე ნარკვევი საქართველოს ეროვნული სიმბოლოების წარმომავლობის საკითხზე. ავტორის დაჟინებული მტკიცებით, დღევანდელ ქართულ დროშაზე გამოსახულია «ხაჩ ვორდან კირმიზის» ხუთეული, ხოლო ზოგადად წითელი ფერი კი თურმე სომხური ტრადიციაა. ჩხატარაშვილი თავის ნაშრომში V საუკუნის ბოლნისის სიონზეც საუბრობს და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ იგი წარმოადგენს ასევე სომხური ტრადიციის ტიპიურ ბაზილიკას. მისი თქმით, ეკლესია აგებულია სწორედ სომხური წყობის ტექნიკის გამოყენებით და გააჩნია ცილინდრული კამარის ელემენტები, რაც, უბრალოდ, გამორიცხულია აღმოსავლეთ საქართველოს არქიტექტურაში. რამდენად რეალურია ნარკვევში მოყვანილი არგუმენტები და რა საერთო აქვს ქართულ სიმბოლიკას ძველ სომხურთან? _ ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გვესაუბრება ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ალექსანდრე აბდალაძე.

 

_ ბატონო ალექსანდრე, ამას წინათ ჩვენს გაზეთში გამოქვეყნებულ ნარკვევში არქიტექტორმა ბაადურ ჩხატარაშვილმა საქართველოს ხუთჯვრიანი დროშა სომხურ სიმბოლოდ, ბოლნისის სიონი კი ლამის სომხური არქიტექტურის ნიმუშად გამოაცხადა. თქვენ, როგორც მეცნიერი და მკვლევარი, რას იტყვით ამაზე?

_ ვნახე ეს წერილი და შევეცადე, გამეანალიზებინა. არ ვიცი, ვინ რას ფიქრობს, მაგრამ მე ჩემი პირადი გამოცდილებით დარწმუნებული ვარ, ამ ადამიანმა ფული აიღო რომელიმე სომხური ორგანიზაციისგან. შეუძლებელია, მსგავს აბსურდს სხვა ახსნა ჰქონდეს. ვერანაირი არგუმენტი, ვერანაირი ფაქტი მას ვერ მოჰყავს, ეს ე. წ. ნარკვევი თავიდან ბოლომდე არის დაუსაბუთებელი მსჯელობა, რომელიც არაფერს ემყარება.

_ პირადი გამოცდილება ახსენეთ და რას გულისხმობდით?

_ 1996 წელს ერთ-ერთ ქართულ გაზეთში დაიბეჭდა ჩემი წერილი: «რატომ ებრძოდნენ სომხები ილია ჭავჭავაძეს». ეს, ცხადია, არ მოეწონათ აქაურ სომხურ წრეებს და წერილის გამოქვეყნებიდან რამდენიმე დღეში ვან ბაიბურთმა, რომელიც სინამდვილეში ბაიბურთიანია, მოინდომა ჩემთან შეხვედრა. შევედი კაბინეტში და მეკითხება: რამ დაგაწერინა ასეთი წერილი, რამდენს გიხდიან ჰონორარს ამაშიო? მე ვუთხარი, _ გვერდში ხუთ ლარს-მეთქი. აიტეხა ჰომერული ხარხარი: ამისთვის იკლავ თავს, შეეშვი მსგავსი რაღაცების ბეჭდვას და ჩვენ, სომხები, გადაგიხდით თვეში ათას დოლარსო. იქვე დაამატა: გეყოფა ათასი დოლარიო? ანუ შევაჭრებაც შეიძლებოდა; არადა, მაშინ ჩვენთან, თბილისში, ეს იმხელა ფული იყო, სადმე გარეუბანში ბინის ყიდვა შეიძლებოდა. აი, ამ ჩემი პირადი გამოცდილებით ვამბობ, რომ ჩხატარაშვილს ფული მისცეს. სხვა ახსნა, კიდევ ვიმეორებ, შეუძლებელია ჰქონდეს მსგავს სისულელეს.

_ როგორც ვიცი, სომხურ სამეცნიერო წრეებთან თქვენ ადრე სერიოზული დაპირისპირება გქონდათ. კონკრეტულად რა იყო ამის მიზეზი?

_ ერთ მაგალითს გეტყვით. 1997 წელს ვიყავი ერევანში და ისე ცუდად მომექცნენ, იმის მერე იქით აღარ გამიხედავს. კერძოდ, ერევნის საჯარო ბიბლიოთეკაში ვმუშაობდი რაღაც საკითხზე და, როცა მოვითხოვე ჩემ მიერ გამოწერილი სომხური წიგნები, აღარ მომცეს. ბიბლიოთეკარს ვკითხე, რაშია საქმე-მეთქი, _ არაფერი ვიციო. მერე ავდექი და მივედი დირექტორთან. ის კაცი მეუბნება: პარუელ მურადიანმა (ერთი ჯავახეთელი სომეხი ქართველოლოგი იყო, რომელიც შარშან გარდაიცვალა) თქვენზე მითხრა, რომ ანტისომხურ საქმეს აკეთებთ. ვეღარ მოვითმინე და ვუთხარი, რაც მაგ მურადიანს ანტიქართული საქმე უკეთებია, ჯერ იმის მეათედი ანტისომხური არ მაქვს გაკეთებული-მეთქი. საუბრის ბოლოს დამემუქრა, შენ აქ, მარტო ერევანში კი არა, თბილისში რომ ჩახვალ, იქაც ცუდად წაგივა საქმეო. ისე აგიხდეთ ყველაფერი კარგი, არც მანამდე მქონდა ნორმალური სამუშაო და იმის მერე სულ მავიწროებდნენ. აგერ, 2006 წლიდან საერთოდ უმუშევარი დამტოვეს.

_ გინდათ თქვათ, რომ სომხური ლობი გავიწროებდათ საქართველოში?

_ რა თქმა უნდა, მათ ხომ უამრავ ქვეყანაში ჰყავთ ლობი. მეტიც, მე მებრძოდნენ არა მარტო ისინი, არამედ ზოგიერთი ქართული სამეცნიერო წრეც, კერძოდ, გიული ალასანიას ტაშის დამკვრელები. ამ ტაშის დამკვრელებში ვგულისხმობ მის თაყვანისმცემლებს, მათ შორის კაცებსაც, რომლებიც მას არასდროს აკლდა. ერთი სიტყვით, სომხური წრეები, როგორც სამეცნიერო, ისე პოლიტიკური, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ საქართველოში ქართული არმენოლოგია ჩაკლან, რომ აქ არ იყოს არანაირი კვლევები და დავიწყებას მიეცეს ისტორია.

_ თქვენი აზრით, რასაც სომეხი მეცნიერები წერენ საქართველოზე, რამდენად შეიძლება, განვიხილოთ ერევნის სახელმწიფო პოლიტიკის წინააღმდეგ?

_ პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ სომეხი მათი მეცნიერები, რომელთაც რაიმე წონა აქვთ და ჭკუა ეკითხებათ, იქ მჭიდროდ თანამშრომლობენ თავიანთ პოლიტიკურ ელიტასთან. სომხური ეკლესიაც ანტიქართულ სამეცნიერო ნაშრომებს აფინანსებს და ყველა ესენი ერთად არიან. ეჩმიაძინს, რომელსაც, ცნობისთვის, სომხურად ეჯმიაძინ ჰქვია, განსაკუთრებული წვლილი შეაქვს ამაში.

_ როგორ ფიქრობთ, რა არის დღეს ამ ყველაფრის საბოლოო მიზანი?

_ გავიხსენოთ ჩვენი უახლესი ისტორია; კერძოდ, 1918 წლის დეკემბერში რაც მოხდა. თქვენ იცით, რომ სომხეთის დაშნაკურმა ხელისუფლებამ დაიწყო ომი საქართველოს წინააღმდეგ და სცადა, ფაქტობრივად, ქვეყნის სრული ოკუპაცია. შემდეგ საქმეში ჩაერივნენ ინგლისი და საფრანგეთი და უკვე 1919 წლის დამდეგს დაიდო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ქართველების სისხლით მორწყული მიწა-წყალი, კონკრეტულად ლორე-ტაშირის მონაკვეთი გამოცხადდა ნეიტრალურ ზონად. მერე მოხდა ისე, რომ 1921 წელს საქართველომ დამოუკიდებლობა დაკარგა და ეს ტერიტორია ოფიციალურად შევიდა სომხეთის შემადგენლობაში. ახლა ამას რატომ ვახსენებ: მიზანზე მკითხეთ და დღეს სომეხი ვაიმეცნიერები გიჟდებიან, როდესაც ვამბობ, რომ ლორე-ტაშირი არის ქართული მიწა. აი, რა მიზანი ამოძრავებთ მათ, რაც შეეხება ჯავახეთს, ეს კიდევ ცალკე პრობლემაა და ამაზე შეგვიძლია მომავალში ვრცლად ვილაპარაკოთ…

_ რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ანაკლიის სანაპირო ზოლი სომეხმა ინვესტორებმა შეისყიდეს. სოციალურ ქსელებსა თუ ფორუმებში მოქალაქეები გამოთქვამენ მოსაზრებებს, რომ ეს არის იმ სომხური გეგმის, ექსპანსიის ნაწილი, რომლის საბოლოო მიზანი ზღვაზე გასასვლელის მოპოვებაა. თქვენ რას ფიქრობთ?

_ სულ შორიდან დავიწყებ. ბევრი ქართველი დღეს ამბობს, რომ თურმე ჩვენ მადლობა უნდა ვუთხრათ ბიძინა ივანიშვილს სააკაშვილის მოშორებისთვის. ასე რომ მივყვეთ, მაშინ თვითონ სააკაშვილსაც, რომლის ნამდვილი გვარია ტერ სააკიანცი, ასევე მადლობა უნდა ვუთხრათ შევარდნაძის გასტუმრებისთვის. მე რის თქმა მინდა: ასეთი ბრმა მადლიერება არ შეიძლება, თუ ეს ივანიშვილი უკეთესი არ გამოდგა ტერ სააკიანცზე, მადლობას ვერ ვეტყვით, იმიტომ, რომ გამოთქმისა არ იყოს, გინდა მგელს შევუჭამივარ და გინდა მგლისფერ ტურას. ახლა რაც შეეხება ანაკლიის გასხვისებას: არ ვიცი, იქ რა პირობებია ჩადებული და რა ხელშეკრულებაა, მაგრამ პირდაპირ ვამბობ: დღევანდელ ვითარებაში, როცა ქვეყანა ისედაც დაქუცმაცებულია, როცა ამდენი ადამიანია უსახლკაროდ და ულუკმაპუროდ, კიდევ მიწების გაყიდვა უცხოელებზე ღალატის ტოლფასია. ბიძინა ივანიშვილი არის ჩვენი დროის მეჯღანუაშვილი და ასევე მეჯღანუაშვილებია  მთელი მისი გუნდი.

_ . . ეს ხელისუფლებაც, წინამორბედის მსგავსად, არაფერს აკეთებს ანტიქარულად განწყობილი სომხური წრეების საპასუხოდ?

_ აბსოლუტურად არაფერს. სამწუხაროდ, დღეს ქართული ეროვნული იდეოლოგია ჩამკვდარია. ის არსებობდა თავის დროზე ილიასა და აკაკის, შემდეგ კი მერაბისა და ზვიადის წყალობით. იმის მერე ყველაფერი უკუღმა წავიდა, ერის აზროვნება შეიცვალა და აი, ახლა სად ვართ… ამას წინათ ერთ ქალბატონთან საუბარში ვახსენე ეს ჩვენი ეროვნული გმირები და მეუბნება: კარგით რა, ახლა ეგენი ვიღას ახსოვსო. გული მომიკვდა. ესაა ჩვენი რეალობა, აქამდე დავედით…

_ რა უნდა გაკეთდეს ეროვნული იდეოლოგიის ასაღორძინებლად?

_ XIX საუკუნეში ილია ჭავჭავაძე და აკაკი წერეთელი ეზოპეს ენით წერდნენ, იმიტომ, რომ მეფის ცენზურა იყო. დღეს კი სხვა რეალობაა და ვფიქრობ, მათ მიერ დამუშავებულ ეროვნულ იდეოლოგიას გამომზეურება სჭირდება. ამის აუცილებლობა უკვე დღესავით ნათელია, მაგრამ არაფერი მსგავსი არ ხდება.

_ სამეცნიერო წრეები რამდენად აქტიურია ამ მხრივ? იქნებ რაიმე იდეის მიწოდება სჭირდება ხელისუფლებას?

_ ყველას სახელით ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ისევ პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე მოგიყვებით ერთ ამბავს. დიდი ხანია, უმუშევარი ვარ და ხელისუფლება რომ შეიცვალა, ვიფიქრე, რაღაც შესაძლებლობები გაჩნდა-მეთქი. მივედი «ქართული ოცნების» ოფისში და, მათი რჩევით, განცხადებით მივმართე დასაქმების სამინისტროს. თავის მხრივ, ამ უწყების წარმომადგენლებმა ეს განცხადება განათლების სამინისტროს გადაუგზავნეს. მოგვიანებით კი მომივიდა პასუხი დავით ზურაბიშვილის ხელმოწერით: თქვენისთანა იმდენია, რომელ ერთს გავწვდეთო. ისე ცუდად იმოქმედა ამან, გახსენებაც არ მინდა. არადა, განცხადებაში დასაბუთებული მქონდა, რომ პოლიტიკური ნიშნით ვიყავი შევიწროებული.

ცხადია, ამით არ დავკმაყოფილდი და დავწერე მეორე განცხადება, უკვე ივანიშვილის სახელზე. იქ ვამბობდი, რომ, სამწუხაროდ, დღეს, გარკვეული მიზეზების გამო, ქართული ეროვნული სულისკვეთება ძალზე შესუსტებულია, რაც ჩვენისთანა რთულ მდგომარეობაში მყოფი ერისთვის დამღუპველია. იქვე დავძინე, მე შემიძლია ისეთი წიგნის დაწერა, რომელიც ამ პრობლემის მოგვარებას სასიკეთოდ წაადგება-მეთქი. ეს განცხადება მთავრობის კანცელარიაში რომ დეკემბერში შევიტანე, დღემდე პასუხი არ მაღირსეს. მერე ერთხანს ვრეკავდი იმ იმედით, რომ ყურადღებას მომაქცევდნენ, მაგრამ არც არაფერი. ბოლოს მითხრეს, თქვენ ხომ გაგცეს ერთხელ პასუხი, მეტი რაღა გინდათო. მოკლედ, მომიშორეს. ამ მაგალითზე ნათლად ჩანს, რომ დღევანდელი ჩვენი ხელისუფლებაც ისევე არის ანტიქართული, ანტიეროვნული, როგორც თავის დროზე შევარდნაძის და შემდეგ სააკაშვილის, იგივე სააკიანცის ხელისუფლება იყო. ესენი, პრაქტიკულად, იმეორებენ იმას, რასაც აკეთებდა «ნაციონალური მოძრაობა» და ემორჩილებიან იმავე ძალებს, რომლებიც ამ ცხრაწლიან რეჟიმს მართავდნენ

ახლა რა შეიძლება გაკეთდეს კონკრეტულად ამ მდგომარეობიდან გამოსასვლელად, ძნელი სათქმელია, ერთი რამ კი ცხადია, ქართველ ხალხს, უპირველესად, სჭირდება ერთსულოვნება და სოლიდარობა. ამის გარეშე ჩვენ ვერაფრისგან დაცული ვერ ვიქნებით, ვერაფერს შევქმნით სამომავლოდ წინსვლისა და განვითარებისთვის…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here