Home რუბრიკები პოლიტიკა შერჩევითი სამართალი და უმრავლესობად ქცეული დავით ბაქრაძე

შერჩევითი სამართალი და უმრავლესობად ქცეული დავით ბაქრაძე

581

17 მაისის მოვლენები დასავლეთმა ქრისტეს პერანგად გვიქცია. თითქოს ისეთი არაფერი მომხდარა, მაგრამ ნატოს გენერალურმა მდივანმა მეოცნებე ხელისუფლება ისე დატუქსა, რომ არავინ შეეპასუხაწამების, გაუპატიურების თუ სხვა სახის ძალადობის ამსახველი 15 ათასი კადრი რამდენად ეტევა დემოკრატიის ნორმებში. «ნაციონალები» რის «ნაციონალები» იქნებოდნენ, რომ მართლმადიდებელი სასულიერო პირების დასჯა არ მოეთხოვათ?

მოითხოვეს, კიდევ ითხოვენ და მათ მოთხოვნებს ახალი ხელისუფლება ისეთი მონდომებით ასრულებს, როგორიც საკუთარი ამომრჩევლის მოთხოვნების მიმართ არ გამოუმჟღავნებია. ამ საკითხზე კომენტირებისას პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ პირველად საქართველოს ისტორიაში, მოქმედი მღვდელმთავრები პასუხისგებაში მიეცნენ.

მისი თქმით, ეს პროცესები იყო ზედმეტად მართული გარედან და ეს ორი მღვდელი კანონის შესატყვისად დაისჯება.

სამწუხაროდ, სააკაშვილის მიერ დამკვიდრებული მახინჯი ტრადიცია გრძელდება. საქმეზე, რომელზეც სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენი ჯერ არ დამდგარა, ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირი საკუთარ პოზიციას გამოხატავს.

არანაკლებ საგანგაშოა, რომ პრემიერ-მინისტრი არ იცნობს საქართველოს უახლესი ისტორიის ფურცლებს. როგორ არ უნდა მოგჭრას ყური სააკაშვილის გამოთქმის «პირველად საქართველოს ისტორიაში» გამეორებამ ივანიშვილის მიერ: გასაბჭოებისას დახვრეტილ სასულიერო პირებზე (ახალმოწამეებზე) რომ არაფერი ვთქვათ, საბჭოთა ხელისუფლების მიერ . . თვითმფრინავის გამტაცებელთა საქმეზე მოქმედი მღვდელი _ მამა თევდორე (ჩიხლაძე) დაიხვრიტა, რომელიც საერთოდ არ იმყოფებოდა თვითმფრინავში. ის, როგორც ჩანს, ისეთივე «ინტელექტუალური მხარდაჭერისთვის» დახვრიტეს, რომლის გამოც ირაკლი ბათიაშვილი გამოკეტეს «ნაციონალებმა» ციხეში!

15-წლიანი ციხე მოიხადა მიტროპოლიტმა გაიოზ კერატიშვილმა, რომელსაც, რაც კი რამ ებადა, კონფისკაციის სახით წაართვეს.

«ვარდების რევოლუციის» იდეოლოგებმა პირადი ანგარიში გაუსწორეს ბასილ მკალავიშვილს, რომელმაც ექვსი წელი მოიხადა ციხეში.

ამდენად, ეს სულაც არ არის პირველი შემთხვევა, როცა სასულიერო პირები პასუხისგებაში არიან მიცემული. მეორე მხრივ, ხაზგასმა სასულიერო პირებზე უკვე იმის აღიარებაა, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორი არ არის.

ჯორჯ ორუელი ჭეშმარიტებას ღაღადებდა, როცა წერდა: «ყველა ცხოველი თანასწორია, მაგრამ ზოგიერთი უფრო თანასწორია»! უფრო თანასწორები დღეს ისევ «ნაციონალები» არიან, რომლებიც ახლა ნაწვიმარზე ამოსული სოკოებივით მომრავლებული სხვადასხვა არასამთავრობოს სახელით ითხოვენ სასულიერო პირების სამაგალითოდ დასჯას.

ხომ ყველამ იცის, რომ 17 მაისის მოვლენებს არ მოჰყოლია იმის მეასედიც კი, რაც 2011 წლის 26 მაისის სასტიკ დარბევას! ისიც ხომ ყველას მოეხსენება, რომ 9-წლიანი სისასტიკის არდამნახავებს არანაირი მორალური უფლება არ აქვთ, სამართალსა და სამართლიანობაზე ილაპარაკონ!

მაინც რით შეაშინეს მათ «ქართული ოცნება», რომ პირველივე მოთხოვნას ასე ხალისიანად უსრულებენ?

ნუთუ მთავარი ის არის, თუ რას გეტყვიან სააკაშვილის მეგობრები დასავლეთიდან და არა ის, თუ რა მოხდა სინამდვილეში?

სინამდვილე კი ერთობ მარტივია: ამ ორ მღვდელს არავინ უცემია, მათი ერთადერთი ბრალეულობა იმ მომენტში რუსთაველის გამზირზე ყოფნა იყო. მე მახსოვს საბჭოთა წლები, როც ანაფორიან კაცს საჯარო ადგილზე არ მიესვლებოდა. შეიძლება აღარ დაეჭირათ, მაგრამ «გამარჯვებული სოციალიზმის» ქვეყანაში სასულიერო პირების დანახვა მაინცდამაინც არ უყვარდათ.

თუ ახლაც იგივე მიდგომაა, ბატონო «დემოკრატიის მშენებლებო», გამოაქვეყნეთ სია და განრიგი, ვის, სად და როდისა აქვს რუსთაველზე მისვლის უფლება, ან დეკრეტი გამოეცით, რომ შეკრებისა და მიტინგების შეუზღუდავი უფლება მხოლოდ სექსუალურ უმცირესობებს აქვთ!

«დემოკრატიის მშენებლები» ვახსენე და იმავე რასმუსენს შეკითხვაც არ გასჩენია, «დემოკრატიის მთავარი მშენებლის მმართველობისას» რატომ არ ხდებოდა ასეთი ექსცესები? უფრო სწორად, ამაზე ბევრად უარესი ხდებოდა, ოღონდ დასავლეთში ამაზე არავის დაუხოკია ლოყები.

მაინც, როგორ უნდა დასაჯონ მღვდლები, რომ სისხლს მოწყურებული ნეოლიბერალები დაკმაყოფილდნენ?

მრავალმილიონიან გაფლანგვაში ეჭვმიტანილი უგულავა თუ გირაოთი უნდა თავისუფლდებოდეს, ამ პირობებში რომელი სტანდარტით უნდა მივუდგეთ სასულიერო პირებს?

დიდი დაკვირვება, პოლიტიკური გამოცდილება და გამჭრიახობა უნდა იმის მიხვედრას, რომ «ნაციონალები» დღესაც კბილებით იცავენ საკუთარი ხელისუფლების ყველაზე ოდიოზურ წარმომადგენლებს? ან იმის დანახვას, რომ საკუთარ მინისტრს – დავით კირვალიძეს ბევრად უფრო დაუნდობლად დევნის ახალი ხელისუფლება, ვიდრე დამნაშავე რეჟიმის წარმომადგენლებს?

ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ვისთანაც გაუდით, იმათ სჯიან!

თუმცა ერთი უთუოდ დამამშვიდებელია: მართლმადიდებელ მამაოებს პედოფილიაში არ ედებათ ბრალი. თუმცა… იქნებ მთელი ჩანაფიქრიც სწორედ ამაშია; უმცირესობათა დამცველები ხშირად თავად მიმართავენ ამ ხერხს და აცხადებენ, რომ სექსუალურ უმცირესობებთან ყველაზე შეურიგებელი სწორედ ლატენტური ჰომოსექსუალები არიან. ამ ლოგიკით, ყველა, ვინც 17 მაისს რუსთაველზე გავიდა, ლატენტური ჰომოსექსუალი ყოფილა და ის დროა, მამაოები იმ დევიზით დავიცვათ, რომ მათ, როგორც უმცირესობას, ისე ერჩიან!

უმცირესობისა და უმრავლესობის საკითხი ჩვენს ქვეყანაში ისევ აქტუალურია: 9 წელიწადი ქვეყანას აგრესიული და მარგინალური უმცირესობა მართავდა, ახლა სხვა უმრავლესობაა, მაგრამ იგივე ჯგუფი დღეს უკვე უმცირესობის, ანუ საკუთარი თავის დაცვის მოთხოვნით გამოდის!

როდის იქნება დაცული ამ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა?

წინასაარჩევნოდ ბიძინა ივანიშვილმა პოლიტკორექტულად განაცხადა, რომ უმცირესობები ისევე იქნებიან დაცული, როგორც ყველა. ვინ ყველა? საქართველოში გუშინაც და დღესაც ადამიანთა მხოლოდ ვიწრო ჯგუფია დაცული. ისინი ან ხელისუფლებაში არიან, ან ოპოზიციაში, ან უეცრად გაჟურნალისტდნენ და საკმარისია შეეხო, აყვირდებიან, ახალი ხელისუფლება სიტყვის თავისუფლებას ებრძვისო!

რატომ ეშინია ახალ ხელისუფლებას ასე ძალიან, რომ დასავლეთში «ვერ გაუგებენ»? პასუხი მარტივია: მათ არ ეშინიათ, რომ ქართველი ხალხი ვერ გაუგებს, ან უფრო მეტად დასავლეთის ეშინიათ, ვიდრე საკუთარი ამომრჩევლის.

აბა, რას უნდა მიაწერო კოაბიტაციის მწვერვალი, როცა დამარცხებული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატს პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე ხვდებიან და ისეთი მონდომებით უთანხმდებიან, თითქოს ვალი ჰქონდეთ მისი!

ველოსიპედზე ამხედრებული და ჯიპის ესკორტით პარლამენტში მოსიარულე ყოფილი მინისტრი კი ჭმუნავს: «რა განსხვავებული მოთხოვნები აქვს საზოგადოებასმიშა რომ ერთი თვის განმავლობაში ვინმეს არ შეხვედროდა, ჯერ ოპოზიცია იწყებდა ყვირილს _ არიქა, საერთაშორისო იზოლაციაში ვართო და შემდეგ საზოგადოებაც აღშფოთებული იმეორებდა: დავიღუპეთ, ჩვენს პრეზიდენტს ხელს აღარავინ ართმევსო… 9 თვეა, ივანიშვილი პრაქტიკულად შუშის სასახლიდან არ გამოსულა. მეზობლები ნახა, პანაშვიდებზე დადის და ურეკში თუ ჩავა უმრავლესობასთან შესახვედრად

საერთაშორისო იზოლაცია კაციშვილს აღარ ახსოვს. აღარაა აქტუალური

რა საქართველოს საერთაშორისო იმიჯი?!

რაღა საჭიროა»…

ესეც ასე!

ურეკში დავით ბაქრაძესთან შეხვედრა «უმრავლესობასთან შეხვედრა» ყოფილა!

ივანიშვილი, 9 თვეა, შუშის სასახლიდან არ გამოსულა!

საერთაშორისო იზოლაციაშიც ვყოფილვართ და ვერ გაგვიგია!

ბატონო მეოცნებეებო, თუ მაინც საერთაშორისო იზოლაციაში ხართ, რაღატომ განერვიულებთ, რომ დასავლეთი ვერ გაგიგებთ?

თუ ბაქრაძე ისევ უმრავლესობის ლიდერია, რისთვის წამოაყენეთ მარგველაშვილი პრეზიდენტობის კანდიდატად?

თუ შუშის სასახლიდან ივანიშვილი ჯერაც არ გამოსულა და არც ის იცის, რომ სასულიერო პირების დასჯით თავის მოწონება ვერანაირ პოპულარობას ვერ მოუტანს, ვიდრე საბოლოოდ გაგიცოცხლებიათ მკვდარი «ნაციონალური მოძრაობა», ეგებ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებზე გეფიქრათ!

მით უფრო, რომ თავად «ქართულ ოცნებაშიც» ბევრს აღარ მოსწონს ეს გახანგრძლივებული კოაბიტაცია და გაურკვეველი მომავალი!

ასეა თუ ისე, სამართლიანობის აღდგენის ნაცვლად უდანაშაულო მამაოების დასჯით ქართულ საზოგადოებას მხოლოდ იმას აჩვენებთ, რომ სამართალი მართლაც შერჩევითია და გუშინდელი დამნაშავე ხელისუფლების დაკვეთას ასრულებთ!

ხომ კარგად იცით, რომ ქართველ მართლმადიდებელ მღვდლებს უცხოეთიდან არავინ დაიცავს, საკუთარ ხალხს კი თქვენ ყურს არ უგდებთ!

ერთხელ ცნობილმა ჟურნალისტმა ვლადიმირ სოლოვიოვმა რუსულ მართლმადიდებელ ეკლესიაზე თავდასხმების შესახებ დაწერა: «მე ებრაელი, იუდეველი ვარ, არ ვარ ქრისტიანი, მაგრამ კარგად მესმის, რომ საბჭოთა ხელისუფლების დროს ყველაზე მეტად მართლმადიდებელი ეკლესია დაზარალდა. იუდაიზმს ჰქონდა განვითარების საშუალება რუსეთის მიღმა, ისლამსაც ჰქონდა, მართლმადიდებელი ეკლესია კი დაჩაგრული იყო. ეკლესიის გარეშე კი რუსი ადამიანის სული სრული ვერ იქნებათუ რუსეთი არ იქნა, ამ ტერიტორიაზე ყველა მცხოვრები ცუდად იქნება: ქრისტიანებიც, იუდეველებიც, მუსლიმანებიც და ათეისტებიც».

თუ მართლმადიდებლობასთან ეს სახიფათო თამაშები გაგრძელდა, შედეგი სრულიად გაუთვალისწინებელი შეიძლება იყოს. ამაზე «ნაციონალების» ჯიბის ენჯეოები არ იფიქრებენ – ამაზე ახალმა ხელისუფლებამ უნდა იფიქროს, თორემ იმ პატარძლისა არ იყო, ჩქმეტა-ჩქმეტით რომ დაორსულდა, «ნაციონალები» ისე აღიდგენენ ძალაუფლებას, რომ შეიძლება ვერც კი შეამჩნიოთ.

ასეთი ამბები სწორედ ასე იწყება: ჯერ შენიანს დაგაჭერინებენ, მერე _ მამაოებს, ბოლოს კი ისე შეგაგდებენ ციხეში, რომ დასავლეთში არავის გაახსენდება «პოლიტიკურად მოტივირებული დევნა»!

ნანა დევდარიანი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here