მთავარი ეკონომიკა 5 ქვეყანა, სადაც საქართველომ სექტემბერში ხორბალი იყიდა

5 ქვეყანა, სადაც საქართველომ სექტემბერში ხორბალი იყიდა

143
გააზიარეთ
5 ქვეყანა, სადაც საქართველომ სექტემბერში ხორბალი იყიდა

2020 წლის სექტემბერში ხორბლის იმპორტიორი ქვეყნების რაოდენობა გაიზარდა. თუ იანვარ-აგვისტოში საქართველოში ხორბალი მხოლოდ რუსეთიდან შემოდიოდა, სექტემბერში ქვეყნების ჩამონათვალმა მოიმატა. თუმცა სექტემბერშიც ხორბლის იმპორტში უდიდესი წილი ისევ რუსეთზე მოდიოდა.

სექტემბერში ქვეყანამ სულ 11,477 მლნ დოლარის ღირებულების 54 158 ტონა ხორბალი და მესლინი იყიდა, აქედან 99%, ანუ 54 065 ტონა რუსეთში.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ 5 ქვეყანას, სადაც საქართველომ სექტემბერში ხორბალი იყიდა:

  • რუსეთი – 54,065 ტონა (11,409 მლნ დოლარი)
  • ავსტრია – 38,6 ტონა – (40,8 ათასი დოლარი)
  • თურქეთი – 32 ტონა (12,5 ათასი დოლარი)
  • საბერძნეთი – 22,5 ტონა (14,7 ათასი დოლარი)
  • გერმანია – 0,1 ტონა (0,3 ათასი დოლარი)

რაც შეეხება 2020 წლის იანვარ-სექტემბერს, წელს 9 თვეში ქვეყანაში ხორბლისა და მესლინის იმპორტმა შეადგინა 80,358 მლნ დოლარი, ჯამში 368 746 ტონა. ეს კი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8,1%-ით მეტია. 2019 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველომ 74,278 მლნ დოლარის ღირებულების ხორბალი და მესლინი იყიდა, სულ 343 689 ტონა.

https://www.bpn.ge/

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here