მთავარი ყველაზე ყველაზე 5 გლობალური საიდუმლო, რომლებზეც მეცნიერებს ჯერჯერობით პასუხი არ აქვთ

5 გლობალური საიდუმლო, რომლებზეც მეცნიერებს ჯერჯერობით პასუხი არ აქვთ

713
გააზიარეთ
5 გლობალური საიდუმლო, რომლებზეც მეცნიერებს ჯერჯერობით პასუხი არ აქვთ

ადამიანები ყოველწლიურად ამტკიცებენ ახალ თეორიებს და ქმნიან ისეთ ტექნოლოგიებს, რომლებსაც რამდენიმე წლის წინათ ფანტასტიკად მივიჩნევდით, მაგრამ თანამედროვე მეცნიერებაში არის პროცესები, რომელთა აღმოჩენაგარკვევა უფრო მეტ კითხვებს გააჩენს.

შავი ხვრელი

რა არის შავი ხვრელის ცენტრში?

მიმდინარე წლის 10 აპრილს მეცნიერებმა პირველად გამოაქვეყნეს შავი ხვრელის _ შორეულ გალაქტიკა Messier 87-ში ზემასიური კოლაფსარის _ ფოტოგრაფია. ეს არის არსებულთა შორის ყველაზე მასიური შავი ხვრელი, აბსოლუტური მონსტრი, სამყაროს ჩემპიონი ზემძიმე წონაში”, _ განაცხადა ნეიმეგენის (ნიდერლანდები) უნივერსიტეტის პროფესორმა ჰეინო ფალკემ ამ სიახლისადმი მიძღვნილ პრესკონფერენციაზე.

შავი ხვრელი _ ეს არის სივრცისა და დროის ნაწილი, რომლის გრავიტაციული მიზიდულობა ისეთი ძლიერია, რომ მას თავს ვერ დააღწევს თვით სინათლის სიჩქარით მოძრავი ობიექტები, მათ შორის, კვანტები.

შავი ხვრელები შესწავლის საყვარელი ობიექტებია ასტრონომებისთვის. ზემასიურ შავ ხვრელზე დაკვირვების შედეგად მეცნიერებმა ბევრ კითხვაზე მიიღეს პასუხი, მაგრამ მათ დღემდე არ აქვთ წარმოდგენა, რა არის შავი ხვრელის ცენტრში. ზოგიერთი ასტროფიზიკოსის აზრით, იქ შეიძლება იყოს “სინგულარობა” _ წერტილი უსასრულო სიმკვრივისა, რომელშიც მასა კონცენტრირებულია უსასრულოდ მცირე სივრცეში. ეს შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ შავი ხვრელები შთანთქავენ მატერიას და თვით გალაქტიკებსაც კი.

ბნელი მატერია

რა არის ბნელი ენერგია და ბნელი მატერია?

სამყაროში ბევრია საიდუმლო, რომლებიც ადამიანისთვის ჯერჯერობით აუხსნელია, რაც უამრავ კითხვას აჩენს. რამდენი წლისაა სამყარო? აქვს თუ არა კოსმოსურ სივრცეს დასაწყისი და დასასრული? კიდევ ერთი კითხვა, უკვე წლებია, აწვალებს ასტროფიზიკოსებს: რატომ განაგრძობს სამყარო გაფართოებას, კოსმოსური გრავიტაციის ძალა წინ ხომ უნდა აღუდგეს ამას? აქედან გამომდინარე, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ არსებობს რაღაც უხილავი “აგენტი”, რომელიც გაცილებით ძლიერია მიზიდულობის ძალაზე. ამ მოვლენას უწოდეს ბნელი ენერგია. საზოგადოდ, ტერმინი ბნელი ენერგია _ ეს არის რაღაც კოსმოსური მდგომარეობა, რომელიც წარმოადგენს თვით სამყაროს განუყოფელ ნაწილს, რაც უფრო ფართოვდება სივრცე, მით მეტი ბნელი ენერგია წარმოიქმნება და პირიქით.

თუ სამყაროში არსებობს უცნობი ენერგია, ლოგიკურია, ვივარაუდოთ, რომ არსებობს ასეთივე მატერიაც. მეცნიერთა შეფასებით, სამყაროს 84% არ ასხივებს და არ შთანთქავს სინათლეს. შესაბამისად, ეს სივრცე რაღაცით უნდა შეივსოს. ამ მოვლენას დაარქვეს ბნელი მატერია. ჯერჯერობით არ არსებობს ხელსაწყო, რომელიც შეძლებდა ბნელი მატერიის იდენტიფიცირებას. ცხადია, რომ ეს მოვლენა არსებობს, მაგრამ რა არის ეს კონკრეტულად და სად ვეძებოთ, ჯერჯერობით გამოცანად რჩება.

არსებობს თუ არა პარალელური სამყაროები?

არსებობს თუ არა პარალელური სამყაროები?

ფარდობითობის თეორიის თანახმად, სამყაროს აქვს 3 სივრცითი განზომილება და ერთი _ დროითი. ამ თეორიის ფარგლებში სამყაროში ოთხივე განზომილება ორგანულად არის ურთიერთდაკავშირებული და მდორედ გადადის ერთმანეთში. მაგრამ, თუ სივრცობრივ-დროითი კონტინუუმი (ფიზიკური მოდელი, რომელიც ავსებს სივრცეს თანაბარი დროითი განზომილებებით) სინამდვილეში არის არა “ციკლური”, არამედ “ბრტყელი”, ეს ნიშნავს, რომ სამყაროს ჩამოყალიბებაში დრო არანაირ როლს არ თამაშობს და ყველა მოვლენა უსასრულოა. თუ ეს ასეა, მაშინ ჩვენი სამყარო არის მხოლოდ ნაწილი მულტისამყაროსი, რომელშიც არსებობს პარალელური სამყაროები.

შეიძლება თუ არა რამე მოძრაობდეს სინათლის სიჩქარეზე სწრაფად?

შეიძლება თუ არა რამე მოძრაობდეს სინათლის სიჩქარეზე სწრაფად?

მას შემდეგ, რაც აინშტაინმა აღმოაჩინა თავისი ლეგენდარული ფარდობითობის თეორია, საკითხი სამყაროში მაქსიმალური შესაძლო სიჩქარის შესახებ, თითქოს სამუდამოდ უნდა გადაწყვეტილიყო. თეორიის თანახმად, ობიექტი სინათლის სიჩქარით რომ მოძრაობდეს, უნდა ჰქონდეს მაქსიმალური ენერგია, რომელიც აქვს კოსმოსურ სხივებს. სხვა მხრივ, თვით კოსმოსური სხივებიც აუცილებლად არ მოძრაობენ სინათლის სიჩქარით. სიჩქარის შეზღუდვა მაქსიმალურ სიდიდემდე, აგრეთვე, შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ ჩვენ აქამდე ვერ გავედით კონტაქტზე უცხო ცივილიზაციებთან. თუ სხვა გალაქტიკებში სიჩქარე არ არის შეზღუდული დროით? სინათლის სიჩქარეზე დიდი სიჩქარე რომ არსებობდეს, ამას შეუძლია დაანგრიოს კაზუალობა (თეორია იმის შესახებ, რომ სამყაროში გაბატონებულია შემთხვევითობა, რომელიც განზოგადებას არ ექვემდებარება) _ დამოკიდებულება მოვლენის მიზეზებსა და შედეგს შორის, და დროში მოგზაურობა შესაძლებელი იქნებოდა.

არსებობს თუ არა ერთიანი თეორია

არსებობს თუ არა ერთიანი თეორია

XX საუკუნეში აღმოაჩინეს 2 მასშტაბური თეორია, რომლებმაც შეცვალა წარმოდგენა ბევრ ფიზიკურ მოვლენაზე. მათგან ერთი _ კვანტური მექანიკის თეორია _ დაწვრილებით აღწერს უმცირესი განუყოფელი ნაწილაკების ურთიერთქმედებას; მეორე _ აინშტაინის ფარდობითობის თეორია _ ფიზიკურ დონეზე ხსნის ისეთ მასშტაბურ მოვლენას, როგორიც არის გალაქტიკების ჩამოყალიბება. ორივე თეორია ჯერჯერობით სარწმუნოა, მაგრამ არის ერთი პრობლემა _ ისინი ერთმანეთთან თავსებადი არ არის. რატომ? მეცნიერები ამას აქამდე ვერ მიხვდნენ და ცდილობენ, იპოვონ ერთიანი, ანუ, როგორც მას უწოდებენ, ყველაფრის თეორია. ჯერჯერობით ერთადერთ გარღვევად ამ მიმართულებით შეიძლება მივიჩნიოთ ე.წ. სიმების თეორია, რომელმაც შეიძლება ახსნას ურთიერთკავშირი ფარდობითობის თეორიასა და კვანტური მექანიკის თეორიას შორის, მაგრამ ურთიერთკავშირი ვერ დამტკიცდა ექსპერიმენტებით, ამიტომ ერთიანი თეორიის შექმნის საკითხი კვლავ რჩება დღის წესრიგში.

მოამზადა ნიკა კორინთელმა

გააზიარეთ

1 COMMENT

  1. ,…საინტერესო პოსტია,….ერთს დავამატებდი, რაც მე არ მაქვს ფიზიკის კანონის ძალით ჩამოყალიბებული, არმედ ჩემი პირადი სკეფსის მიერ,…რომ არა ” შავი ხვრელი” არ დაიბადებოდნენ, გალაქსიები,…..დააკვირდით, ადამიანის, ანატომიას და ბევრს მიხვდებით და ბევრ რამეს გაეცემა პასუხი,…..სამყარო არის უსასრულო, გამუდმებით ახალი გალაქსიების წარმოშობით, რაც უფრო ზრდის მათ უსასრულობას, და ყველაფერი, კანონზომიერი,….!!!

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: ნანა Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here