Home რუბრიკები პოლიტიკა დითირამბი თუ ავტოპორტრეტი?

დითირამბი თუ ავტოპორტრეტი?

756

რესპუბლიკელებით ერთსულოვანი უკმაყოფილება ქართულ საზოგადოებაში, დიდი ხანია, ცნობილია. «საქართველო და მსოფლიო» უკვე წერდა იმის შესახებ, რომ გამობრძმედილი რესპუბლიკელი დავით ზურაბიშვილი «ფეისბუქზე» იმით ტრაბახობდა, თუ როგორ მოატყუა ამომრჩეველი: «ეს ურაპატრიოტების სასტავი არჩევნების წინ ფიქრობდა, ბიძინას რესპუბლიკელები და თავისუფალი დემოკრატები ამერიკელების დასაბოლებლად სჭირდება, მაგრამ, ხელისუფლებაში რომ მოვა, მერე მაგათ გაყრის და ჩვენ მოგვიყვანსო. ჰოდა, ახლა ნელნელა რწმუნდებიან, რომ თურმე ასე არ ყოფილა. არადა, რომ იცოდნენ, მე თვითონ გავავრცელე ის მესიჯი, წყნარად რომ ყოფილიყვნენ არჩევნებამდე და ხელი არ შეეშალათ».

წყნარად ამომრჩევლები, ზურაბიშვილის ცბიერი მესიჯის გამო კი არა, ბიძინა ივანიშვილის ხათრით იყვნენ. რა დასამალია, მათ უმრავლესობას მართლაც ჰქონდა იმედი, რომ ივანიშვილი თუ არ მოიშორებდა რესპუბლიკელებს, არც ისე აღაზევებდა, როგორც ეს დღეს აღმოჩნდა. გულისწყრომა სულ უფრო ხშირად ისმის ისეთი ადამიანებისგან, რომლებიც დღესაც ბოლომდე ენდობიან ივანიშვილს.

პარტია, რომელსაც თავი «ინტელექტუალად» მოაქვს, ვერასოდეს მოხვდა და ვერც მოხვდება დამოუკიდებლად პარლამენტში მისი უკიდურესად დაბალი რეიტინგის გამო. მაგრამ ეს უმცირესობა დღევანდელ პარლამენტში იმას ეღირსა, რაც აქამდე არ ღირსებია: პარტიის თავმჯდომარე პარლამენტის თავმჯდომარე გახდა, მისი თანამეცხედრე _ საგამოძიებო კომისიისა, ხოლო დასნი და დასნი რესპუბლიკელები სხვადასხვა თანამდებობაზე გამწესდნენ.

რა ბევრნი ეგენი არიან და ის მცირე სამუშაო ადგილებიც კი, რომლებიც «ქართულ ოცნებას» შეხვდა (დიახაც, შეხვდა, თორემ ახალი არ შეუქმნიათ), ერთიანად რესპუბლიკელების კადრებმა დაიკავეს. 17 მაისის პროვოკაცია, რომელზეც «ნაციონალებმა» სასურველი შედეგი ვერ მიიღეს და კიდევ ერთხელ ვერ მორწყეს სისხლით რუსთაველის პროსპექტი, ერთგვარ ტესტად იქცა რესპუბლიკელებისთვის. თინა ხიდაშელმა მყისიერად განაცხადა, რომ პარლამენტი და მთავრობა რუსთაველზე მომხდარ ფაქტს ემიჯნება. ვინ მისცა მას მთელი პარლამენტის და დამატებით მთავრობის სახელით განცხადებების კეთების უფლება? თუმცა, რაკი არავინ მისცა შენიშვნა, როგორც ჩანს, მას ეს უფლება ან მიღებული აქვს, ან აღებული.

იმავე დავით ზურაბიშვილმა იმავე ფეისბუქში კიდევ ერთი «მარგალიტი» ჩააგდო: «რაზე მეცინება, იცით? სააკაშვილს და მისი მთავრობის წევრებს არასოდეს უთქვამთ, რომ სექსუალური უმცირესობები ისეთივე ჩვეულებრივი ადამიანები არიან და ისეთივე უფლებები აქვთ, როგორიც ჩვენ _ ყველას, მაგრამ მაინც იყვნენ ეჭვმიტანილები ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდაში. ახლა ბიძინა ივანიშვილიც ამას ამბობს, თეა წულუკიანიც, მაგრამ ეჭვმიტანილებად მაინც «ნაციონალები» რჩებიან». დაცინვის ხასიათზე დამდგარ ზურაბიშვილსაც არავინ აძლევს შენიშვნას და, საფიქრებელია, რომ მას ხალხი, რომელიც სააკაშვილმა ვერ გადააკეთა, ახლა რესპუბლიკელების ექსპერიმენტის საცდელ ვირთხებად წარმოუდგენია.

მათი რიტორიკა იდენტურია (გვეპატიოს კალამბური და არც «იდენტობისგან» არიან შორს) და ზურაბიშვილის ლაზღანდარობას ისევ თინა ხიდაშელი უბამს მხარს «ფეისბუქზე»: «და ეს ქრისტეს სიყვარულით ხდება ხომ? რამე ხომ არ გამომრჩა? მე რისი თქმა მინდა? მეგონა, მიხვდებოდით. მაინც განგიმარტავთ: მე იმის თქმა მინდა, რომ ჩემი ქრისტე სიყვარულს გვასწავლის, მე იმის თქმა მინდა, რომ მღვდელი ჯვრით ხელში ძალადობისკენ არ უნდა მოუწოდებდეს, არ უნდა ცემდეს და საცემრად არ უნდა მისდევდეს, მე იმის თქმა მინდა, რომ ეკლესიისგან სიმშვიდისა და სიყვარულის ქადაგებას ველოდები, კიდევ მოვყვე რისი თქმა მინდა?..

კიდევ იმის თქმა მინდა, რომ «მე არ მომწონს ცისფერები, მაგრამ» ამ წუთას მშიშარა პოზიციაა, არავინ არავის სთხოვს, მოსწონდეს და გვერდში დაუდგესკიდევ იმის თქმა მინდა, რომ 20-საუკუნოვანი მართლმადიდებლობის დასაცავად ჭინჭრებით შეიარაღებული იმავე მართლმადიდებელი ეკლესიისაგან განკვეთილი მღვდლის გვერდში რომ დგახარ ალესილი მახვილით, ცინიზმი და ფარისევლობააკიდევ გავაგრძელო

ასე და ამგვარად, ხიდაშელს «თავისი» ქრისტე ჰყავს, თანაც ქალბატონმა რესპუბლიკელმა იმავე დღეს დანამდვილებით იცის, ვინ არის დამნაშავე და ვინ _ მსხვერპლი. «ალესილი მახვილი» ერთ დროს ზურაბ ჭიაბერაშვილსაც ელანდებოდა, როცა «ქართლის დედას» ახედავდა საკუთარი «სიმაღლიდან» და ფრთხილად იყავით, ქალბატონო თინა, მისი ბედი არ გაიზიაროთ!

ისედაც უკმაყოფილო ამომრჩეველი რესპუბლიკური პარტიის იუბილეზე სიტყვით გამოსული პრემიერ-მინისტრის სიტყვების მოსმენის შემდეგ სულმთლად აიჯაგრა. ჯერ დავით უსუფაშვილი გამოვიდა მისალმებით: «მოგილოცავთ დღევანდელ დღეს. დღეს ჩვენ პარტიულად 35 წლის გავხდით. ეს ბევრია, ცოტაა, მე არ ვიცი, მაგრამ საკმარისი რომაა, ფაქტია (საკმარისი რისთვის ან ვისთვის? _ თ. დ.). და ამას გილოცავთ თქვენ გულით და სულით. დღეს აქ შეკრებილნი არიან რესპუბლიკური პარტიის ეროვნული კომიტეტის წევრები. ცხადია, ყველას, ვინც აქ ყოფნას იმსახურებს, თუ სურვილი ჰქონდა, ჩვენი პარტიის წევრებს აქ ვერ მოვიწვევდით (რატომ, იმდენი ხართ, რომ ვერ დაეტეოდით? ვინც ხართ, ყველანი მანდ იყავით, ეგ ტყუილები ბიძინა ივანიშვილს მოუყევით, თითქოს იმდენი ყოფილხართ, რომ თქვენი დამტევი დარბაზი საქართველოში არ მოიძებნა! _ თ. დ.), მაგრამ მინდა აქედან შევეხმიანო და აქედან მივულოცო ყველა რესპუბლიკელს ეს მნიშვნელოვანი დღე».

ამ მისალმების შემდეგ პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა მიულოცა დამსწრეებს: «გილოცავთ, დღეს რესპუბლიკური პარტიის 35- წლისთავია. თითქოს სადღაც გადადის და კომუნისტურ დროში გადადის, 1978 წელს და საოცრებაა და აღმოჩენაა, რომ პარტია დაფუძნდა ამ დროს და პრაქტიკულად დამფუძნებლები დისკრედიტირებულებად მოიხსენიებიან, ზოგმა ციხეში გაატარა, თუ კარგად იცით და ეს პროცესები იყო საქართველოში. არაფერი უკვალოდ არ რჩება. ხაინდრავა, ძმები ბერძენიშვილები, რომლებმაც მოახერხეს და დაპატიმრებებშიც იმყოფებოდნენ. არაფერი შემთხვევითი არ ხდება და თქვენზე გაიზარდნენ თაობები და ისწავლეს პოლიტიკა. ისწავლეს ცნება სახელმწიფო, თუ გნებავთ».

თაობები, საბედნიეროდ, რესპუბლიკელებზე ნამდვილად არ გაზრდილან, მაგრამ ისინი ივანიშვილს სწორედ ასე ეუბნებიან და მანაც დაიჯერა. როგორ არ დაიჯერებდა, როცა პრემიერამდე ინფორმაცია არ მიდის ან მიდის მხოლოდ იმ სახით, რა სახითაც მის გარემოცვას უნდა. ასე გასინჯეთ, მათ იმაშიც დაარწმუნეს ივანიშვილი, რომ პოპულარობა მხოლოდ სიძველის გამო დაკარგეს, ანუ ვიყავით და ახლა არ ვართ პოპულარულიო.

რესპუბლიკელები ერთ დღესაც ვერ დაასახელებენ, როცა ისინი საქართველოში პოპულარობით სარგებლობდნენ, თუმცა მათ ეს აზრი პრემიერს უკვე მკვიდრად ჩააგონეს.

ბიძინა ივანიშვილი: «გასაგებია, ყველაფერი ძველდება და პოპულარობას კარგავს, თუმცაღა თქვენ არასდროს არ დაგიკარგავთ პოპულარობა ისეთ დონეზე, რომ ყურადღება მისაქცევი იყოს იმ პოლიტიკურ სეგმენტში, რომელიც საქართველოში არსებობდა. რაც მთავარია, ის ტრადიციაც, რომ გაიზარდნენ თქვენზე და ის ანდაზაც, ის ურჩევნია მამულსა, რომ შვილი სჯობდეს, აი შედეგიარ არის შემთხვევითი, რომ «რესპუბლიკური პარტიის» დღევანდელი ლიდერი უძღვება პარლამენტს. გამოცდილებაც, წესიერებაც და მე დავითთან ბევრი მაქვს ნასაუბრები, თუ გინდათ, თქვენზე და შენზე პირადად, დავით, და პრეტენზიულადაც, თუ გნებავთ და ესენი იყვნენ ჩემი მასწავლებლები და მათ ძალიან დიდი წვლილი აქვთ შეტანილი ჩემ დღევანდელ  პიროვნებაში და პოლიტიზებაში».

ამას ნუღარ გაიმეორებთ, ბატონო ბიძინა, თორემ წინ კიდევ არის არჩევნები და ხალხმა თუ ის გაიგო, რომ რესპუბლიკელები თქვენი მასწავლებლები არიან, მარგველაშვილი კი არა, ფეხზე წამომდგარი ილია ჭავჭავაძე რომ დაასახელოთ პრეზიდენტობის კანდიდატად, ისიც იმდენ ხმას მიიღებს, რამდენსაც რესპუბლიკელები იღებენ სტაბილურად ყოველ არჩევნებზე _ 2%-ზე ნაკლებს! სიტყვამ მოიტანა და ლევან ბერძენიშვილს ნათქვამი აქვს, რომ ილია ჭავჭავაძეს, როგორც პოეტს, არ ცნობს!

კვლავ ბიძინა ივანიშვილი: «მე მინდა მადლობა გადაგიხადოთ ამისთვის ძმებსაც, დებსაც და ყველას, ვინც დასაწყისში იყო ან სათავეში, რესპუბლიკური პარტიის დაფუძნებაში და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში თქვენ მოახერხეთ და ძალიან ნიშანდობლივი იყო ის საიდუმლო, რომელიც პრესას გაანდო უსუფაშვილმა. დღეს შეიძლება ღიმილი და იუმორი იყოს, მაგრამ ესაა რეალობა. ეს მიუთითებს თქვენს წესიერებაზე. დასამალი რაა, ხო? იცით, საზოგადოებაში გაჩნდა რაღაც ნაწილი, რომელიც არ ეთანხმება ზოგიერთ თქვენს პოზიციას».

აქ შევჩერდეთ და, მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილამდე ეს მესიჯი არ მივა, მაინც ვთქვათ სიმართლე: საზოგადოებაში ახლა კი არ გაჩნდა ნაწილი, რომელიც არ ეთანხმება რესპუბლიკელების ზოგიერთ პოზიციას, არამედ პირიქით _ იმთავითვე მათ მოსაზრებებს ადამიანთა იმდენად მცირე ჯგუფი იზიარებდა, რომ მათ სათვალავში არავინ აგდებდა არჩევნების დღეს (ისე არჩევნებს შორისაც).

შემდეგ პრემიერმა რესპუბლიკელების წესიერებაზე ილაპარაკა, რომელშიც, მისი აზრით, არავის ეპარება ეჭვი. ბარემაც ბევრს ეპარება, მაგრამ ივანიშვილის არ იყოს, ჯერჯერობით «გაგებით ეკიდებიან», ოღონდ არა რესპუბლიკელებს, არამედ ივანიშვილის სურვილს, განადიდოს და აღაზევოს ეს ურეიტინგო პარტია.

«შეიძლება ეჭვი ჰქონდეთ რაღაც გამონათქვამებში და რაღაც პოზიციაში, მაგრამ გადამწყვეტია ის, რომ თქვენს წესიერებაში არასდროს არავის ეჭვი არ შეჰპარვია და ეს ძალიან კარგი საფუძველია დღევანდელი ჩვენი ყოფისთვის, გარდამავალი პერიოდისთვის, მთავრობისთვის. და როგორც იქნა, მოხვედით პოზიციაში ოპოზიციის შემდგომ. უკვე გილოცავთ გულწრფელად, რომ ამავდროულად თქვენ გახდით «ლიბერალური ინტერნაციონალის» სრულფასოვანი წევრი. თუკი 2005-დან გვეგონა, რომ ამდენი დრო სჭირდებოდა, რომ სრულფასოვანი წევრი გამხდარიყავით.

თურმე ფული არ გქონდათ და მე გაოცებული ვიყავი და ამასაც მინდა ხაზი გავუსვა და დადებითად მოვიხსენიო ლიბერალური ინტერნაციონალის ძალიან ბევრი წევრი და ეს პარტია. აქაც თქვენ ძალიან ღირსეული ნაბიჯი გააკეთეთ, რამეთუ არჩევნების პროცესში ევროპიდან ყველაზე დიდი დახმარება ვინც გაგვიწია, თქვენმა პარტნიორმა ინტერნაციონალურმა პარტიამ და მათ ძალიან დიდი წვლილი აქვთ იმაში, რაც საქართველოში ხდებოდა და ხდება. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ამ პარტიას ასეთი იდეოლოგიისა და ჭეშმარიტი თანადგომისათვის დემოკრატიული განვითარებადი ტიპის პარტნიორი ქვეყნისადმი».

რესპუბლიკელებს რომ ფული არ ჰქონდათ, ეს კიდევ ერთი ლეგენდაა, რადგან საქართველოში შემოსული გრანტებიდან ყველაზე მსუყედ სწორედ ისინი ფინანსდებოდნენ და ახლა ივანიშვილს ეწუწუნებიან, რომ კიდევ რამეს გამორჩნენ! რაც შეეხება «ლიბერალური ინტერნაციონალის» მიერ გაწეულ «დახმარებას», ეს იმაშიც კარგად ჩანს, თუ როგორ «ბომბავენ» საქართველოს ევროპიდან შენიშვნებით და შეშფოთებებით!

თუმცა არის კიდევ ერთი ფრაგმენტი ივანიშვილის გამოსვლაში, რომელიც ფარდას ხდის კოალიციაში «რესპუბლიკელების» ტაქტიკას: «ჩვენ ვართ ერთნი დღეს, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ის შეუპოვრობა, რაც თქვენშია, ერთპარტიულობა არ ემუქრება, ყველაზე ცოტა, ჩვენს კოალიციას და არ არის ამის საჭიროება. ეს მუქარა უნდა იყოს, ესეც კარგი თვისებაა თქვენში. დიდი მადლობა, გილოცავთ და დიდხანს უნდა იყოთ საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში».

რა მუქარაზეა ლაპარაკი? რაკი ივანიშვილი ამბობს, ეს თქვენი კარგი თვისებააო, ივარაუდება, რომ სწორედ რესპუბლიკელები იმუქრებიან, ხოლო რაკი ეს თვისებაა, გამოდის, რომ ამას სისტემატურად აკეთებენ. რატომ იტანთ, ბატონო ბიძინა, თქვენს ლოკომოტივზე ჩაბმული ვაგონის მუქარას? ვაგონი კი არ მიქრის, მას ლოკომოტივი მიაქროლებს! განა თქვენ რესპუბლიკელების ხათრით მოგცათ ამომრჩეველმა ხმა თუ პირიქით?

მათ მხოლოდ მუქარა და შანტაჟი ეხერხებათ, თქვენ _ რეალური გადაწყვეტილებების მიღება. აკი გკარნახობთ კიდეც თინა ხიდაშელი, თუ როგორ შეგიძლიათ მათი გავლენისგან გათავისუფლება: «თუ ბიძინას რესპუბლიკელები არ უნდა, საკმარისი რაოდენობის დეპუტაცია ჰყავს, რომ დათო პარლამენტის თავმჯდომარე არ იყოს».

იქნებ არც საკმარისი დეპუტაცია გყავთ? «გამოდით, უნდა გადაგთვალოთ!» _ იძახდა ვიღაც უმცირესობის აქციაზე. ერთხელ თქვენც დათვალეთ, ნამდვილად თქვენი რამდენი დეპუტატი გყავთ და იქნებ აღარ იყოთ იძულებული, უმცირესობის ჭკუაზე იაროთ!

თამარ დავითულიანი

 

1 COMMENT

  1. უნიჭოდ და ბოღმითაა დაწერილი,ამიტომ რესპუბლიკელების პოპულარობა კიდევ გაიზრდება.სჯობს რესპებზე არაფერი დაწეროთ

  2. ამ თამარ დავითულიანის დაბალი დონის სტატიებ რატომ აქვეყნებთ?დაბოღმილი ქალია და ვერ გაიგებ რა უნდა.. ისემართლა დავითულიანია? ირმაინაშვილის ნათესავიხომ არ არის შემთხვევით?

  3. სურათზე გამოსახული პიროვნებების იმედი გაქვთ ქართველებო? ”.ნეტარ არიან მორწმუნენი”

  4. რამე სერიოზული მიზეზი დაწერე რომ ჩვენც ვაგინოთ რესპუბლიკელებს.რას ჭორაობ ვიღაცა ხარ,ჟურნალისტი აშკარად არა ხარ

  5. გიორგი შენი რესპუბლიკელი დედა მ ო ვ ტ ყ ა ნ!
    ანდესტენ ძმაო?
    კი არ შევეცი ან გავჟიმე ან გავთხარე ან შავუფამფალე ან რაღაც მსგავსი უხეშობა და არაკორექტულობა, არამედ უბრალოდ მამა-პაპურად და ადთ-წესურად _ შენი დედა მ ო ვ ტ ყ ა ნ … შე დედამოსატყნავო…

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here