Home რუბრიკები საზოგადოება ელიზბარ ჯაველიძე: პედერასტია და პედოფილია _ უმოკლესი გზა ევროპული ჯოჯოხეთისკენ

ელიზბარ ჯაველიძე: პედერასტია და პედოფილია _ უმოკლესი გზა ევროპული ჯოჯოხეთისკენ

1002

ქართულ ზნეჩვეულებებთან და მართლმადიდებლობასთან ბრძოლამ უკვე გამოკვეთილი სახე მიიღო და ამ ვითარებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეროვნულად მოაზროვნე მეცნიერთა და მოღვაწეთა ნააზრევის გაცნობა და გაცნობიერება. ამიტომაც გადავწყვიტეთ, შემოგთავაზოთ ფრაგმენტები აკადემიკოს ელიზბარ ჯაველიძის 2007 წელს გამოცემული წიგნიდან «ავაჰმე, ჩემო მამულო!..»

ადამიანის გაცხოველების თუ გამაიმუნების პროცესს მხოლოდ დემოგრაფიული მიზანი არ ასაზრდოებს. არის ასევე სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვანი, ურთიერთდაკავშირებულ საკითხთა ჯაჭვი, რომელიც კრავს და ამაგრებს ამ კონცეფციას. ესაა, უპირველეს ყოვლისა, ის, რომ ადამიანს არ უნდა გააჩნდეს პრეტენზია მაღალ სულიერ მისიაზე, ღვთის ტოლობაზე, რაც ზრდის მის წარმოდგენას საკუთარ ღირსებაზე, და უნდა დაკმაყოფილდეს ჩვეულებრივი ცხოველის «სტატუსით». ასეთ ვითარებაში პიროვნება თავისუფლდება მორალური ჩარჩოებისგან, ის სავსებით კარგავს ადამიანურ სახეს და ბუნებითაც და აზროვნებითაც ცხოველს ემსგავსება. ამას მოჰყვება ისტორიული მეხსიერების მოშლა, მას აღარ აინტერესებს თავისი გენეალოგია, ინდიფერენტულია წინაპრების საგმირო საქმეებისადმი, აღარ არის მიჯაჭვული თავის საცხოვრებელ ადგილს, დაცლილია სამშობლოს სიყვარულის გრძნობისგან, პატრიოტიზმი მისთვის უცხო ხილია და სხვა არაფერი. მისთვის სულერთია, დედამიწის რომელ კუთხეში იცხოვრებს. მისი უმთავრესი საზრუნავია მხოლოდ საჭმელ-სასმელის მოპოვება. მას აღარ აქვს ოჯახური სიამტკბილობის განცდა. მას აღარ გააჩნია მშობლების, და-ძმის, მეტიც, შვილებისა და შვილიშვილების სიყვარული და მისთ. და მისთ…

გაშიშვლებული ევროპელი

ევროპელმაც შემოიძარცვა მორალური სამოსი, უფრო მართებულად, ის დაადგა გაცხოველების გზას. ის დღესაც ცდილობს, დაამდაბლოს მორალის მნიშვნელობა და უპირატესობა მიანიჭოს ცხოველურ ქცევებს, მის თავისუფლებას, მის სილაღეს. მოკლედ, დღეს ევროპაში გარკვეული და ერთობ გავლენიანი ძალები ქადაგებენ ცხოველური თავისუფლების პრინციპს, რომლის საყოველთაო აღიარებას ხელს უწყობს ელექტრო და ბეჭდვითი მასმედია, კინო-თეატრის გარკვეული ფრთის, ლიტერატურის, მეცნიერების, მუსიკოსების გავლენიანი და პოპულარული წარმომადგენლები და, რაც მთავარია, გლობალიზმის ფერხულში ჩაბმულ ხელისუფალთა სახელმწიფო-პოლიტიკური კურსი, რომელიც ძირითადად ეფუძნება «ახალი საუკუნის _ ნიუ-ეიჯის» (New Age) ანტიქრისტიანულ იდეოლოგიას, XX საუკუნის დასაწყისში რომ წარმოიშვა. სხვათა შორის, ამ იდეოლოგიის ყველაზე თავგამოდებული მქადაგებელი იყო ნიცშეს თაყვანისმცემელი მადამ ბლავატსკაია. ეს მიმდინარეობა უარყოფს ადამიანის ღვთის მსგავსების იდეას და მას წარმოგვიდგენს, როგორც უგარყვნილეს ცხოველს! ამიტომაც ისინი მასებში ავრცელებენ ე. წ. როკის, სექსისა და ნარკოტიკების კულტურას. სწორედ ამიტომაც, რომის იმპერიის მაგალითით აღტაცებულნი (მკითხველს ვთხოვ, კიდევ ერთხელ გაიხსენოს ნიცშეს შეხედულება რომის კულტურასა და მორალზე! _ ე. ჯ.), ისინი ეწევიან ჰომოსექსუალიზმისა და სქესობრივი გარყვნილების აგიტაციას.

მაინც როგორ ესმით ცხოველური თავისუფლების პრინციპით ცხოვრება ამ ჩვენ სათაყვანებელ ევროპელებს?!

თურმე ნუ იტყვით და მაიმუნი, რომელიც მხოლოდ 5%-ით ჩამორჩება ადამიანს გონებრივი მონაცემებით, უფრო ბედნიერად და ლაღად ცხოვრობს, უფრო თავისუფალია სექსუალურ ორიენტაციაში: ის არ ასხვავებს და სექსუალურ კავშირს ამყარებს განურჩევლად ყველასთან, იქნება ის შორებელი თუ ახლობელი, ნათესავი თუ არანათესავი, მამა თუ დედა, და თუ ძმა, გერი, საკუთარი შვილი თუ შვილიშვილი, დედალი თუ მამალი (ე. ი. კაცი თუ ქალი) და ა. შ.

ამიტომაც დღევანდელი ევროპა ჩვეულებრივად აღიქვამს გამრუდებულ სექსუალურ კავშირებს, სექსუალურ გადახრებს. ჩვეულებრივად აღიქვამს კი არა, ჰომოსექსუალობისა და ლესბოსელობის თავგამოდებული დამცველია და ცდილობს, დააკანონოს ეს სოდომიზმი. ასე, მაგალითად, გერმანიაში, ნორვეგიაში, შვეიცარიაში, ისლანდიაში, ჰოლანდიაში, საფრანგეთში, დანიასა და ბელგიაში, ასევე აშშ-ის ზოგიერთ შტატში ოფიციალურად დაშვებულია ერთსქესიანთა რეგისტრაცია და ამგვარ ქორწინებას დიდი ზარ-ზეიმით და ხელისუფლების დონეზეც აღნიშნავენ. გავიხსენოთ თუნდაც ცნობილი მომღერლის ელტონ ჯონის მამაკაცთან ქორწინება. ზოგიერთ ქვეყანაში (მაგ. დანიაში) ლესბოსელებმა და ჰომოსექსუალებმა მოიპოვეს ბავშვების აყვანის, მშობლობის უფლება. ტრადიციებით თავმომწონე ინგლისში ასეთ წყვილებს ეკლესიაშიც კი ჯვარს წერენ.

მეტიც, შეიძლება ითქვას, სოდომიზმის საკითხი განიხილება საერთაშორისო ორგანიზაციების დონეზე. აი, თუნდაც, 2000 წელს ევროსაბჭოს საპარლამენტო სესიაზე წაკითხულ იქნა მოხსენება: «ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში ლესბოსელების და გეიების მდგომარეობა». ამ მოხსენებას მოჰყვა რეკომენდაციები, რომლის მიხედვით უნდა დაკანონებულიყო ჰომოსექსუალების «პარტნიორული კავშირები» და ციხიდან უნდა გაეთავისუფლებინათ ყველა, ვინც გახრწნა ყმაწვილები 14 წელზე ზემო ასაკისა. ერთ-ერთი რეკომენდაცია ასე ჟღერდა: «მიღებული იქნეს პოზიტიური ზომები ჰომოფობიის წინააღმდეგ… განსაკუთრებით სკოლებში, მედიცინის სფეროში, შეიარაღებულ ძალებსა და პოლიციაში». ის არ უნდა მიკუთვნებოდა სექსოპათოლოგიის კატეგორიას და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა უნდა დაკისრებოდა ყველას, ვინც გაბედავდა პედერასტობის კიცხვას. სკოლებსა და უმაღლესებში უნდა შექმნილიყო ჰომოსექსუალთა და ლესბოსელების კლუბები და ამ კლუბების წევრები სხვადასხვა საშუალებებით უნდა წახალისებულიყვნენ.

ადრე თუ ამ ტიპის ადამიიანებს ავადმყოფებად მიიჩნევდნენ და მათ გარყვნილების გამო სჯიდნენ (გავიხსენოთ თუნდაც საბჭოთა კავშირი), დღეს ისინი გამოეფინენ შარაზე, მართავენ მრავალრიცხოვან კარნავალებს, აწყობენ დემონსტრაციებს, გაჰყვირიან პროფესიული დისკრიმინაციის შესახებ. გალაღებულნი ნებისმიერ სფეროში გაბატონებას ცდილობენ, იმკვიდრებენ ადგილს ხელისუფლების თითქმის ყველა განშტოებაში, მასმედიაში, ხელოვნებაში, სკოლებსა და საბავშვო ბაღებში, პოლიკლინიკებსა და საავადმყოფოებში, საზაფხულო ბანაკებში და სხვ. ისინი კიდეც ამაყობენ საკუთარი ცოდვებით. ჯერ ჯანსაღი საზოგადოების თანატოლად მოჰქონდათ თავი და სიტყვა «გეის» (gay) ასე განმარტავდნენ: «good as you» _ «ისეთივე კარგი, როგორიც თქვენ». მაგრამ, როგორც კი თანასწორად იგრძნეს თავი, ევროპასა და ამერიკაში უფრო მეტი მოინდომეს და ააფრიალეს ლოზუნგი «better than you» («უკეთესნი, ვიდრე თქვენ»), ამიტომაც ჩვენ უნდა ვასწავლიდეთ სკოლებში და არა თქვენო. ასეც არის! დღეს ევროპაში ყველა დონეზე უპირატესობა ენიჭება პედერასტებს. მეტიც, საერთო ევროპულ სახლში ვერ ჩაეწერებით, თუ არ მოიწონეთ კაცობრიობის ეს დამღუპველი სენი და არ დაგმეთ ჰომოფობია!

ასეთია მორალისგან განძარცვული დღევანდელი ევროპისა და, მით უმეტეს, აშშ თავისუფალი ცხოვრება. და, თუ ხალხს სურს თავისუფლების ამ ფერხულში ჩაბმა, აუცილებლად უნდა გაიზიაროს იქაური ცხოვრების წესი და ადათი, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი ჩამორჩენილ, ველურ ბრბოდ აღიქმება, ჯერჯერობით თავი რომ ვერ დაუღწევია მავნე მორალური დოგმებისათვის და მზად არ არის ეზიაროს მაღალ ცივილიზაციას.

თუმცა თანამედროვე ცივილიზებული საზოგადოება გულისხმიერებასაც იჩენს და მოწყალების თვალს ავლებს «განვითარებად» ქვეყნებს. მას სურს, ცივილიზაციის წყალი გადაასხას «ველურ» ხალხებსაც. თანამედროვე მსოფლიო არქიტექტურის მამანი გვირჩევენ, რომ «ტოლერანტობა» და «პროგრესული თვალსაზრისის» ერთგულება ადრეულ ასაკშივე უნდა შთავუნერგოთ მოზარდ თაობას. ბერტრან რასელის მიხედვით, მოზარდის იდეოლოგიური დამუშავება უნდა მოხდეს 10 წლამდე, ამ ასაკში შეიძლება ბავშვი სხვადასხვა მეთოდით დაარწმუნო, რომ თოვლი შავია, ხოლო 11 წლის შემდგომ «აღზრდა» ძნელდება. ამიტომაც «იმორალისტები» განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენენ სკოლისადმი, მათ სურთ სკოლის მოსწავლეებში, განსაკუთრებით კი დაწყებით კლასებში შეიტანონ «სექსუალური განათლება», რომლის მიხედვითაც ყოველგვარი სექსუალური გადახრა და, მათ შორის, ჰომოსექსუალიზმი ბუნებრივ, მეიც, მოსაწონ და პროგრესულ მოვლენად მიიჩნევა.

როგორც ირკვევა, ეს ჩვენი ამერიკელი და ევროპელი «მორალის ქურუმები» მხოლოდ თეორიით არ კმაყოფილდებიან და პრაქტიკულ გაკვეთილებსაც უტარებენ მოზარდებს. ამის შედეგი ის უნდა იყოს, რომ ამ ბოლო დროს პედოფილია უსაზღვროდ გავრცელდა და ამ სენმა ლამის წალეკა ევროპა თუ ამერიკა. პედოფილიის, ამ ყოვლად ამაზრზენი და ამორალური სენის, გავრცელებას ასევე ასაზრდოებს უღმერთობის შედეგად აღმოცენებლი სატანური მიმდინარეობანი, რომლებიც სხვადასხვა სექტად არიან განტოტვილნი და ვითარცა სარკომა, მთლიანად მოედნენ ამერიკისა თუ ევროპის კონტინენტებს. სამაგალითოდ შეიძლება მოვიხმოთ «ლუცისის ტრესტი», რომელშიც გაერთიანებული იყო ამერიკის ელიტა და, მათ შორის, ისეთი პიროვნება, როგორიც არის რობერტ მაკნამარა, ვიეტნამის ომის დროს აშშ-ს სამხედრო მინისტრი, შემდგომ კი მსოფლიო ბანკის ხელმძღვანელი. ეს პიროვნება ოკულტიზმის, უფრო მართებულად, სატანიზმის მიმდევარი იყო და ყოველნაირად ცდილობდა არა მარტო ამერიკის, არამედ მთელი მსოფლიოს მორალური საფუძვლების შერყევას. სწორედ ამ ორგანიზაციის წევრები ჯიუტად მოითხოვდნენ სექსუალური განათლების დამკვიდრებას აშშ-ს სკოლებში. მათ მიერ შემუშავებული სექსპროგრამების მიხედვით, ჰომოსექსუალიზმი და პრომისკუიტეტი გამოცხადებული იყო ცხოვრების ალტერნატიულ წესად და ისევე მისაღებად, როგორც ტრადიციული ოჯახი.

მეორე არანაკლებ ცნობილი, ბიზნესმენთა და პოლიტიკოსთა წრეებში ერთობ პოპულარული პიროვნება ალესანდრო მონჩინი დაკავებული იყო ბავშვთა ვაჭრობით და პორნოგრაფიით. იგი ყიდულობდა გოგონებს, რომელთაც მათრახით სცემდნენ, ჯაჭვზე აბამდნენ, აუპატიურებდნენ წარმყვნელი ხერხებით და, ბოლოს, მსხვერპლად წირავდნენ «კუდიანთა შაბათობას», «მორიდებულად» სატანურ ღამეებად რომ იხსენიებდნენ. ასეთი ბრალდებები, არგუმენტირებული, ფაქტებით გამყარებული და ასევე სატელეფონო საუბრების ჩანაწერებით გაჯერებული, წაუყენეს მას სასამართლო პროცესზე, მაგრამ ეს ცნობილი მასონი, «პ-2» ლოჟის წევრი მაინც გაამართლა «სამართლიანმა» მართლმსაჯულებამ. და ეს არ არის გასაკვირი, რადგანაც ასეთია დღევანდელი პოლიტიკურ-მორალური პოზიცია ამერიკელი თუ ევროპელი ელიტ-წარმომადგენლებისა, უფრო სწორედ, კორპორატოგრატიისა. პედოფილიის აყვავება მათ სავსებით არ ანაღვლებთ, პირიქით, მის დაკანონებასაც ლამობენ. ხოლო მათი ხელდასხმული «მართლმსაჯულება» ამტყუნებს და ამუნათებს გაუპატიურებული ბავშვების მშობლებს, აღშფოთებას, პროტესტს რომ გამოხატავენ. სამაგიეროდ, მათ აფრთხობთ ნაციონალური და პატრიოტული გრძნობების მცირედი გამოვლინება და სასტიკად უსწორდებიან ეროვნული სულისკვეთების ადამიანებს, რადგანაც სამშობლოს სიყვარულს მიიჩნევენ მსოფლიო იმპერიის შექმნის ყველაზე დიდ საფრთხედ.

დღეს სატანური სექტები, რომლებიც მასობრივად რყვნიან, პირდაპირი თუ გადატანითი მნიშვნელობით, ბავშვებს, ლიბერალურ-დემოკრატიული აზროვნების განვითარების და ჭეშმარიტი თავისუფლების გაფურჩქვნის ნაყოფად მიაჩნიათ. სწორედ ამ პოზიციის შედეგი უნდა იყოს, რომ ამერიკაში სამ-ოთხ ქალთაგან ერთი და ექვს კაცთაგან ერთი ბავშვობაში სექსუალურად ძალადობის მსხვერპლია. საგანგაშო ისაა, რომ «ჰუმანიზმის ამერიკული ასოციაციის» მიერ გამოქვეყნებული ცნობის მიხედვით, მხოლოდ 1984 წელს აღრიცხულია ბავშვთა სექსუალური გარყვნის 200 ათასი შემთხვევა, რაც ძირითადად პედოფილობის, პორნოგრაფიის და სატანიზმის ფართოდ გავრცელების მიზეზით არის გამოწვეული. ნიუ-იორკის საზოგადოებრივი ორგანიზაციის «საბავშვო ფონდის» ცნობით, ამერიკაში ყოველწლიურად იკარგება მილიონნახევარი ბავშვი, რომელთაგან 90% სახლიდან გაქცეულია. ეს სტატისტიკა ემთხვევა იმ მონაცემებს, რომელსაც გვთავაზობს დაკარგული და ექსპლუატირებული ბავშვების ნაციონალური სამძებრო ცენტრი. მაგრამ ამ მონაცემებს მალავს FBI (გამოძიების ფედერალური ბიურო) და იგი მხოლოდ 30 ათასი ბავშვის გაუჩინარებას აღიარებს. თუმცა იმასაც აღნიშნავს, რომ ბავშვთა დაკარგვის უმეტესი შემთხვევა არ არის რეგისტრირებული, რადგან მშობლები არ მიმართავენ პოლიციას. ასეა თუ ისე, ფაქტი ერთია, ყოველწლიურად ამერიკაში უგზო-უკვლოდ იკარგება მილიონობით ბავშვი (მაგ., 1980 წელს ოფიციალური მონაცემით მხოლოდ ჩიკაგოში გაუჩინარდა 13291 ბავშვი), რომლებიც სექსუალური თუ სხვა ფიზიკური ძალადობის მსხვერპლნი ხდებიან.

მართალია, ამერიკისა თუ ევროპის საზოგადოება თითქოს შეეგუა ბავშვთა მოძულეობის ამ ყოვლად ამაზრზენ მოვლენას, მაგრამ მაინც ხშირად ამ სიველურეს მოჰყვება ჯერაც ზნეწაუმხდარი მშობლების პროტესტი, რაც გახმაურებულ სკანდალებში გადაიზრდება ხოლმე. ამერიკაში ერთი ასეთი პროცესის დროს მაკმარტინების საბავშვო ბაღის საქმიანობას აეხადა ფარდა. ერთმა მშობელმა შეამჩნია შვილის, პატარა ბიჭის საჯდომის წაბილწვა და მიმართა ექიმს, რომელმაც დაადასტურა, რომ ბავშვი გაუპატიურებული იყო. ამას მოჰყვა სხვა ოთხასი დაზარალებული ბავშვის გამო პროტესტი და დაიწყო სამწლიანი სასამართლო პროცესი. ამ პროცესზე ბავშვები წვრილად ყვებოდნენ, თუ როგორ აუპატიურებდნენ, როგორ აიძულებდნენ პორნოფილმებში მონაწილეობას, როგორ აჭმევდნენ და ასმევდნენ ექსკრემენტს, აიძულებდნენ ცხოველებთან სექსუალურ კავშირს და მათ დახოცვას, სატანისტურ რიტუალებში მონაწილეობას, გვამთა ცქერას და მისთ. ოთხასი ბავშვიდან 360-მა აღწერა ძალადობის სცენა, ხოლო 115 შემთხვევაში სცნეს სექსუალური გაუპატიურების ფაქტი და საბავშვო ბაღის მფლობელები, დედაშვილი ბეკები, რომლებიც 20 წელზე მეტ ხანს ფლობდნენ ამ დაწესებულებას, დააპატიმრეს. თუმცა გავლენიანი ძალების წყალობით მალე ისინი გაამართლეს და ამ გამამართლებელ განაჩენს ხსნიდნენ იმით, რომ ბავშვები ხშირად ურთიერთგამომრიცხავ გარემოებებს ყვებოდნენ და მათი მსჯელობაც ლოგიკურობას მოკლებული იყო. ასეთია სიმართლის შუქურად მიჩნეული ამერიკის «მართალი სამართალი». ფაქტობრივად, იმ მოთხოვნების მიხედვით, რომელსაც სასამართლო უყენებს ბავშვებს, თითქმის შეუძლებელია ბავშვების გამრყვნელთა დაპატიმრება.

ასეთივე «გულისხმიერებას» იჩენს აშშ-ს სასამართლო მოძალადე მშობლების მიმართაც. ამასთან დაკავშირებით არ შეიძლება არ გავიხსენოთ ელიზაბეტ მორგანის საქმე, რომელსაც ორი წელი მიუსაჯეს იმის გამო, რომ იგი არ აძლევდა უფლებას მის ყოფილ მეუღლეს გოგონა ენახა. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ ჩვილი ყოველთვის, როცა განქორწინებული მეუღლისგან _ ერიკ ფორეტიჩისგან მოჰყავდათ, გამუდმებით, ხანდახან 12 საათიც კი ყვიროდა. ექიმებმა ვერაფერი გაუგეს. ბოლოს, როცა გოგონა წამოიზარდა და ორწლინახევრის გახდა, მან უთხრა დედას, რომ მამიკოს «ჭუჭუ» ნახა. ბოლოს და ბოლოს, გაირკვა, რომ მამა აიძულებდა მცირეწლოვან გოგონას ორალურ სექსს. და მიუხედავად იმისა, რომ ფორეტიჩი ადრეც იყო გამოძახებული ხუთი წლის ჰითერიის, რომელიც მას პირველი ცოლისგან ეყოლა, სექსუალური ძალადობის გამო, მაინც «დიდმა ჰუმანურმა სასამართლომ» მას ნება ბართო ჰილარის სისტემატური ნახვისა და დედას აიძულებდა ორი კვირით მიეგვარა კრავი მგლისთვის. აი, ამიტომაც დედა იძულებული იყო არ შეესრულებინა სასამართლოს განაჩენი და ბავშვი გადაემალა.

როცა ამგვარ ფაქტებს ეცნობი, არ შეიძლება ნორმალური ადამიანი სულისძირამდე არ შეძრას ადამიანის გაცხოველების ხარისხმა. იმას, რასაც არც ერთი მხეცი არ სჩადის, ყოველ შემთხვევაში, ძუძუმწოვარი და მოუმწიფებელი ნადირი მასში არ აღძრავს ინსტინქტურ ლტოლვას, კადრულობს, როგორ ვიხმარო სიტყვა _ ადამიანი. ასეთი სულდგმული ნებისმიერ უგუნურ ცხოველზე გაცილებით დაბლა დგას. ვერავითარი ავადმყოფობა და ფსიქიკური მოშლილობა ჩვილებისადმი და, საერთოდ, ბავშვებისადმი ასეთ დამოკიდებულებას ვერ გაამართლებს. მაგრამ უფრო დამნაშავეა საზოგადოება, რომელიც აცოცხლებს ამგვარ ცხოველებს, რატომ არ უმართავს ამ გადაგვარებულებს ლინჩის სასამართლოს და არ ქოლავს?! მაგრამ მორალისაგან განძარცვული ეს საზოგადოება ზემომოხმობილ თავზარდამცემ ფაქტებს ჩვეულებრივად აღიქვამს, სამაგიეროდ, ჩვენს გაცხარებას დაგმობს და ამას ჩამორჩენილობით და არატოლერანტობით ახსნის. როგორ გაიგებენ ჩვენს აღშფოთებას, ეს არ არის საინტერესო. უფრო საყურადღებო ის გახლავთ, თუ როგორი თვალით აღიქვამს დღევანდელი საზოგადოება ამ ბოროტმოქმედებას, რომლის მსხვერპლნიც არიან ჩვენი ყოფის ყველაზე უცოდველი არსებანი! ნუთუ ისინი მაინც, ვისაც აზროვნების უნარის ნატამალი შერჩენიათ, ვერ იაზრებენ, თუ საით მიექანებიან ადამის შთამომავალნი?! თუ ეს გაცნობიერებული აქვთ, რატომ არ დაარისხებენ განგაშის ზარებს, რატომ არ აფრთხილებენ ძილღვიძილში მყოფ მსოფლიო საზოგადოებას?!

ვითარცა ერთი ჭიქა წყლის შესმა

მაგრამ თანამედროვე კაცთა მოდგმის გახრწნილება ბავშვთა გარყვნით როდი ამოიწურება!.. თუ ბავშვებს იძულებით ამზადებენ «თავისუფალი ცხოვრებისთვის», მოზრდილნი, ზრდადასრულებულნი უკვე მზად არიან საკუთარი ნებით გადაეშვნენ გარყვნილების მორევში. მათთვის უმაღლესი ბედნიერება და ნეტარება არის ლაგამაწყვეტილი, აღვირახსნილი სექსი, რომელიც, რაც უფრო გამრუდებულ ფორმას მიიღებს, მით უფრო მიმზიდველი და საამოა. ადამიანი მზად უნდა იყოს, სექსუალური კავშირი დაამყაროს ნებისმიერ, კაცი იქნება თუ ქალი, პარტნიორთან ნებისმიერ ადგილას, გნებავთ, საჯაროდ, ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერ სიტუაციაში. სექსუალური ლტოლვა ყველაზე ბუნებრივი მოთხოვნილებაა ადამიანისთვის და მისი სააშკარაოზე გამოტანა სასირცხვო კი არა, საამაყო საქმეა. სირცხვილის განცდის ყოველგვარი გამოვლინება _ ეს უკვე ჩამორჩენილობის მანიშნებელია და სასწრაფოდ უნდა გავთავისუფლდეთ მისგან. ამიტომაც სავსებით ბუნებრივი და მისაღებია, როცა ამსტერდამის ქუჩებში, ქალაქის ცენტრში, მამაკაცები ღიად მისდევენ ანანიზმს, როცა სასურსათო მაღაზიებშიც კი შიშველი ქალები, შეუფერებელ პოზებში წამოსკუპულნი სთავაზობენ მყიდველებს საქონელს; როცა მთლიანად გაშიშვლებულ ადამიანთა ჯოგი დაძრწის და ამაყობს თავისი სიშიშვლით, როცა სიყვარულზე საუბარი სირცხვილად ითვლება, მხოლოდ სექსუალურ აქტზე აკეთებენ აქცენტს; როცა კაცობრიობის განვითარების ღერძად სასქესო ორგანოებს მიიჩნევენ და სიცოცხლის ალფად და ომეგად ხატავენ, როცა ნარკოვაჭრობით მდიდრდებიან, ხოლო ნარკომანები სახალხოდ მოედნებზე შპრიცებს იკეთებენ და მისთ…

ერთი სიტყვით, თანამედროვე, ე.ი. ნეოლიბერალიზმით გაბრუებული საზოგადოება უპირატესობას ანიჭებს ცხოველურ თავისუფლებას და მისდევს შეგონებას, რომ ყველაფრის ჩადენა შეიძლება და უნდა მოიქცე ისე, როგორც გსურს.

თავისუფალ სექსზე მოჭიკჭიკე პირველი მერცხლები ქალები იყვნენ. თავის დროზე პირველი საბჭოთა ელჩი ქალი ალექსანდრა კოლონტაი ამტკიცებდა, რომ სიყვარული ბურჟუაზიული ანაქრონიზმია, ხოლო კაცისა და ქალის ერთად წოლა და სექსუალური კავშირი ისევე უბრალოდ უნდა აღიქვათ, როგორც ჭიქა წყლის შესმა. ეს არის ბუნებრივი, ფიზიოლოგიური აქტი და ნუ შევქმნით მისგან კულტს. ხოლო წყალს კი, როცა გვინდა, მაშინ ვსვამთ და რამდენსაც გვინდა, იმდენს ვსვამთ. სხვათა შორის, ლენინი მას მორიდებით შეეკამათა და შეჰბედა შეეხსენებინა, რომ წყალი გუბიდან კი არ უნდა იყოს, არამედ სუფთა და ანკარა. ამასთანავე სასურველი იყო, რომ ჭიქა არ ყოფილიყო მრავალგზის ნაბაგარი. მაგრამ თავად პრინციპი «ჭიქა წყლისა» მას არ გაუკრიტიკებია და არც არავის უარუყვია. ეს ის დრო იყო, როცა მასონთა მიერ დაფინანსებული და მართული ოქტომბრის რევოლუციის ყლორტები იფურჩქნებოდა და ამიტომაც არ იყო გასაკვირი მორალური გახრწნილება იდეოლოგიურ საბურველში გაეხვიათ და თავაშვებული სექსის ქადაგება დაეწყოთ, რაც იუდეველ-მასონთა მოძრაობის მიზნებს ესადაგებოდა მაშინაც და დღესაც. საგულისხმო გახლავთ ის ფაქტი, რომ პირველად სწორედ მაშინ დადგა ბავშვთა სექსუალური განათლების პრობლემა; იმ ხანად ლიბერალებმა გამოიდეს თავი და დაბადების საიდუმლო, რომელიც ბავშვებისთვის ყარყატის და კომბოსტოს «ზღაპრით» იყო შელამაზებული, ცინიზმის ქურაში გაატარეს. ისინი მოითხოვდნენ, ბავშვებისთვის სრულად აეხსნათ დაბადების და, საერთოდ, სქესობრივი კავშირების შესახებ.

უფრო მეტი გულახდილობით და შორსმიმავალი მიზნებით გამოირჩევა მეორე ქალბატონის, მარგარეტ ზანგერის თვალსაზრისი. იგი იყო «დაბადების კონტროლის ლიგის» დამფუძნებელი (შემდგომში ეს ლიგა გადაკეთდა «გეგმიური ოჯახის საერთაშორისო ფედერაციად») და დიდად მოძულე დედობის და ბავშვთა დაბადებისა. 1934 წელს მან გამოაქვეყნა «ბავშვების ჭარბწარმოების შეჩერების» კანონპროექტი, სადაც ერთობ საინტერესო მუხლები იყო მოცემული. ასე, მაგალითად, «ქორწინების მოწმობა აძლევს მეუღლეებს მხოლოდ უფლებას ერთად გაუძღვენ მეურნეობას და არა მშობლების ნებას”; ანდა: «არც ერთ ქალს არ აქვს უფლება მუცლით ატაროს ბავშვი და არც ერთ მამაკაცს არ აქვს უფლება გახდეს მამა, თუ არ აქვთ მშობლობის ნებართვა». ხოლო ეს ნებართვა უნდა გაეცა სახელმწიფო ორგანოებს მეუღლეების მოთხოვნის შესაბამისად, თანაც იმ პირობით, თუკი მათ შეეძლოთ მატერიალურად უზრუნველეყოთ ბავშვის მომავალი, ჰქონდათ საკმარისი განათლება ბავშვის სწორად აღზრდისათვის და არ გააჩნდათ რაიმე შთამომავლობითი დაავადება. ამასთანავე, გაცემული ნებართვა ერთჯერადი უნდა ყოფილიყო. არსებითი მაინც ის იყო, რომ გონებრივად შეზღუდულებს, დანაშაულებრივი საქციელისდმი მიდრეკილთ, შთამომავლობით ავადმყოფებს, ბიოლოგიურად არასრულყოფილებს ეკრძალებოდათ ბავშვის გაჩენა; ისინი უნდა სტერილიზებული ან იზოლირებული ყოფილიყვნენ, რათა არ გაემრავლებინათ ფიზიკურად თუ სულიერად ნაკლული შთამომავლობა… სხვათა შორის, ზანგერს ამერიკელთა 70% გონებრივად ჩამორჩენილად მიაჩნდა, ხოლო ზანგებს, ებრაელებს და სლავებს საერთოდ დაბალ რასად თვლიდა, რომლებიც გამრავლების ღირსნი არ იყვნენ.

ასეთ «გულისხმიერებას» იჩენდა ზანგერი კაცობრიობის შთამომავლობისადმი. სამწუხაროდ, ამ პრინციპებით არის აგებული საერთოდ მომავალი სამყაროს მოდელი, რომლის უმთავრესი ამოცანაა ჭარბი მოსახლეობის შემცირება. კაცობრიობას საფრთხე ემუქრება შობადობის ზრდის ტემპით: მსოფლიოს მოსახლეობა ყოველდღიურად მატულობს 58 ათასი ადამიანით, რაც სამყაროს განადგურებას უქადის. ამ კატასტროფის აცილება შეიძლება მხოლოდ შობადობის შემცირებით და მოსახლეობის ფიზიკური განადგურებით, რაც შესაძლებელია განხორციელდეს ომებით. მეტად ეფექტურია ბაქტერიოლოგიური ომი. უფრო სასურველი კი ის არის, რომ დედამიწაზე გავრცელდეს შავი ყვავილი (ჭირი), ხოლო, როცა ის მუსრს გაავლებს მოსახლეობას, მაშინ «გადარჩენილთ შეეძლებათ თავისუფლად გამრავლდნენ ისე, რომ არ შეეშინდეთ სამყაროს ჭარბდასახლებისა» (ბერტრან რასელი). ერთი სიტყვით, ზანგერის ეს სიძულვილი ჩვილი ბავშვებისა და შობადობისადმი იუდეველ-მასონთა ცნობილი პოლიტიკურ-მორალური თვალსაზრისიდან არის ამოზრდილი და ამიტომაც მიღებული და მოწონებულია ევროპულ თუ ამერიკულ ელიტურ წრეებში. ოღონდაც, დღეს უფრო ცივილიზებულ მეთოდებს იყენებენ, მაგალითად, ფართოდ გავრცელებულია ქალთა სტერილიზაციის მეთოდი როგორც ამერიკაში, ასევე ევროპის თითქმის ყველა განვითარებულ ქვეყანაში.

დასასრული იქნება

 

1 COMMENT

  1. ქვეყანა დაღუპეთ ბატონო ელიზბარ და ახლა მოსტვამთ? დააგვიანეთ.აბა თქვენ იცით ცენზორებო,მათალი სიტყვა დაბლოკეთ!.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here