Home რუბრიკები საზოგადოება თუ ნატო ითხოვს გეიაღლუმი ჩავატაროთ, არც ნატო მინდა და არც ევროკავშირი

თუ ნატო ითხოვს გეიაღლუმი ჩავატაროთ, არც ნატო მინდა და არც ევროკავშირი

567

ბოლო დროს განვითარებულ მნიშვნელოვან მოვლენებზე `საქართველო და მსოფლიოს~ ესაუბრება მსახიობი გურამ ფირცხალავა.

_ ბატონო გურამ, 17 მაისს რუსთაველის გამზირზე მომხდარმა დაპირისპირებამ ხელისუფლებაში და განსაკუთრებით არასამთავრობო სექტორში უმწვავესი რეაქცია გამოიწვია. ყველა ერთხმად აცხადებს, რომ იმ დღეს უხეშად დაირღვა ადამიანის ფუნდამენტური _ გამოხატვის თავისუფლება. თქვენ რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით, როგორ უყურებთ ამ ყველაფერს?

_ პირველი, რაც მე გავიფიქრე, ეს იყო პროვოკაცია სააკაშვილის დამქაშების მხრიდან, რომლებსაც სურთ, ჩირქი მოსცხონ ქართულ საზოგადოებას. მგონი, ამას ყველა მიხვდა, მაგრამ მთავარი ეს არაა, მთავარია, ის, რომ ხალხი აღმოჩნდა მოწოდების სიმაღლეზე და წინ აღუდგა ამ გარყვნილების პროპაგანდას. ახლა შემომედავებიან, რა პროპაგანდაო, შე დალოცვილო, სამი ვაჟკაცი გისვენია წინ, დაფლეთილი ბიჭები ჩამოგვისვენეს ავღანეთიდან და ამ დროს შენ რა აღლუმებს მიწყობ?! იმთავითვე ხომ ცხადი იყო, ეს რა რეაქციას გამოიწვევდა მოსახლეობაში?! ძალიან კარგად იცოდნენ და სწორედ ამით ისარგებლეს; ის კი არა, ხალხი რომ კარგად დარაზმულიყო, ერთი კვირით ადრე დააანონსეს, 17-ში ამას ვაპირებთო. მე პირდაპირ ვამბობ: ესენი არიან ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოებრიობის მტრები. მათ აღიზიანებთ, რომ საქართველო, როგორც თვითმყოფადი ქვეყანა, როგორც ტრადიციების შემნარჩუნებელი და გამგრძელებელი სახელმწიფო, არსებობს.

_ რაში სჭირდებოდა სააკაშვილის გარემოცვას ეს პროვოკაცია, როგორ ფიქრობთ?

_ იმისათვის, რომ მსოფლიოს დაანახონ და უთხრან, ქართველები ველურები არიანო. ვერ დაინახეთ, რა გახარებული სახე ჰქონდა ბოკერიას ცოლს? სალაპარაკო მიეცათ, მეტი მაგათ რა უნდათ. სააკაშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში გააკრიტიკა ივანიშვილი და ქვეყანა მიწაში ჩადო. მორჩა, ყველაფერი ნათელია, ესენი არიან არა ხელისუფლების ოპოზიცია, არამედ ქართველი ხალხის. როცა თვითონ იყვნენ სათავეში, ამას ასე აშკარად არ აკეთებდნენ, მაგრამ ახლა ყველაფერზე მიდიან.

_ ჩერგოლეიშვილს თუ გახარებული სახე ჰქონდა, ეს იმას ნიშნავს, რომ პროვოკაციამ თავის მიზანს მიაღწია? დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა ძალიან მწვავე შეფასება მისცეს ამ ყველაფერს. ნიდერლანდების ელჩმა კი პირდაპირ მოუწოდა ხელისუფლებას დამნაშავეების დასჯისკენ.

_ პროვოკაციამ თავის მიზანს ნაწილობრივ ნამდვილად მიაღწია, მათ სჭირდებოდათ ყურადღების მიქცევა და სჭირდებოდათ გრანტები, ამას, ალბათ, მიიღებენ. რაც შეეხება ნიდერლანდების ელჩს, შე დალოცვილის შვილო, ადამიანის უფლებებზე როცა საუბრობ, რატომ არ კითხულობ, რა უნდა ქართველ ხალხს, რის მომხრეა და რის წინააღმდეგი? შენთან რომ ეს მიღებულია, ჩემთან არაა, ბატონო, მისაღები. არ ზის და ვერც ვერასდროს იქნება ასეთი გარყვნილება ქართველი კაცის ბუნებაში. რა ვქნათ ახლა, ჩვენ გადავშენდეთ თუ ისინი?! რატომ მიწესებენ ამას, როგორც რაღაც აუცილებელ სტანდარტს, რომლის შეუსრულებლობის შემთხვევაშიც ვითვლები ველურად. რა არის ეს, ესაა ცივილიზაცია?!

_ ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ, მეორე მხრივ, არის რეალობა, რომელშიც ვიმყოფებით, ანუ თუ ჩვენი პრიორიტეტია ევროკავშირი და ნატო, მაშინ მზად უნდა ვიყოთ იმ სტანდარტებისთვის, რომლებსაც ამ ორგანიზაციების წევრობა გულისხმობს. ამას გაუსვა ხაზი იმავე ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა საქართველოში, ბრიჯიტ ბრინკმა და კეტრინ ეშტონმაც.

_ ეშტონმა, ამერიკამ და ევროპამ უნდა გაიგოს, რომ ეს საქართველოა და ქართული რეალობა ცოტა სხვა რამეა, ვიდრე მათ ჰგონიათ. ქართველ კაცს თავს ვერ მოახვევ იმას, რაც მის ისტორიას არ შეეფერება. გეების უფლებები ირღვევაო, რომ იძახიან, არავინ მათ არ დევნის. სამსახურებიც აქვთ, ქუჩაშიც თავისუფლად დადიან და ყველაფერი, მაგრამ პროპაგანდას ნუ ეწევიან და ახალგაზრდებს ნუ წამლავენ. ხომ შეიძლება, იყვნენ თავისთვის. როგორ, ჩემი ქალიშვილი ქალს გაჰყვეს ცოლად და ბიჭმა კაცი მოიყვანოს?! არ მესმის მე ეს, ბატონო, და რა ვქნა?! რა, მაინცდამაინც უნდა მიყვარდე და ვგიჟდებოდე შენზე?!

_ მაშინ ნატოს დაემშვიდობეთო, გვეუბნებიან.

_ იცით რა, თუ ნატოს ეს უნდა, რომ ჩვენთან ის მოხდეს, რასაც საფრანგეთში მოაწერეს ახლახან ხელი, ერთსქესიანთა ქორწინებას ვგულისხმობ, მაშინ არც ეს ნატო მინდა და არც ევროკავშირი. მე მინდა ჭეშმარიტი ქართული სულით აღსავსე საქართველო.

_ წინა და ამჟამინდელი ხელისუფლებაც ერთხმად აცხადებენ, რომ საქართველოს ისტორიული არჩევანი არის ევროპა, ევროპული ოჯახი. რა გამოდის _ ისტორიულად ჩვენც მათნაირები ვყოფილვართ? როგორ გესმით თქვენ ეს ყველაფერი?

_ ჩემო კარგო, ევროპას იმდენი კარგი ტრადიცია ჰქონდა და აქვს დღესაც, ის კარგი რომ გადმოგვეღო, რა გვიჭირდა, მაგრამ ამ გათახსირებულებმა მათსავით გარყვნილი და გაფუჭებული რაც იყო, ის აიტაცეს. საქმე ისაა, რომ თვითონ ევროპაც გარყვნეს თავის დროზე, ხალხი სულიერებისგან დაცალეს და რწმენას დააშორეს. მე არ ვიცი, რა ხდება დღეს მსოფლიოში. კაცობრიობა გაბრიყვდა. ალბათ, ესაა ის, რაზეც სარწმუნოება გვაფრთხილებს, რომ მოვა ანტიქრისტე და ყველაფერს მოიცავს.

_ მათი მთავარი არგუმენტი და იარაღი ამ შემთხვევაში არის კონსტიტუცია, რომელშიც წერია, რომ ყველას აქვს გამოხატვის უფლება. რას იტყვით ამაზე?

_ ჯერ ერთი, ვინ დაწერა ის კონსტიტუცია? _ ისევ მათნაირმა გაფუჭებულმა და გათახსირებულმა ვიღაცამ, მაგრამ დავანებოთ ამას თავი, აღლუმის ჩატარების რა აუცილებლობა არსებობს, ამიხსნას ვინმემ. რა გეპარადება და გეაღლუმება, კაცო?! მაშინ მივცეთ ამის უფლება ბოროტმოქმედებსაც _ ქურდებსაც, მკვლელებსაც, ავაზაკებსაც… აღნიშნონ თავიანთი დღე. ან სხვა სახის სექსუალური გადახრების მქონე ადამიანებმა რა დააშავეს?! ვთქვათ, ზოოფილებმა, პედოფილებმა და ნეკროფილებმა. მოდი, მათაც იზეიმონ თავიანთთვის. იცით რა, უკვე ამაზე საუბრისაც მრცხვენია. ამ ხნის კაცი ვარ და ასეთ საქართველოს თუ მოვესწრებოდი, ასეთ უზნეობას და აღვირახსნილობას, ვერ წარმოვიდგენდი.

_ დასაწყისში პროვოკაცია ახსენეთ და გამოითქვა მოსაზრება, რომ ამ დაპირისპირებით გარკვეულ ძალებს, შესაძლოა, ქართული საზოგადოების რუსულ სივრცესთან იდენტობის დემონსტრირება სურდათ. რა აზრის ხართ ამაზე?

_ როგორც ვიცი, ანალოგიურ აღლუმს რუსეთში კიდევ უფრო მძაფრი რეაქციით შეხვდა მოსახლეობა. ასე რომ, პროვოკატორების მიზანი ამ კონტექსტშიც გასაგებია, მაგრამ მე პირდაპირ ვამბობ და, ვინც როგორც უნდა, ისე გაიგოს, თუკი ჩვენი მენტალიტეტი და ხასიათი ასე ახლოსაა რუსულ სივრცესთან, თუკი 17 მაისის მოვლენებით ჩვენ ამის დემონსტრირება მოვახდინეთ და სხვა არაფერი, მაშინ დიახ, ვამაყობ იმით, რომ ქართული საზოგადოება რუსული სივრცის იდენტურია. რამდენიც უნდათ, მაკრიტიკონ და რუსეთის აგენტი მიძახონ, მე ჩემი ქვეყნის აგენტი ვარ და იმიტომ ვამბობ ამას. სხვა დანარჩენი, ჩერგოლეიშვილების და ბოკერიების აზრი, არ მაინტერესებს.

_ რამდენიმე დღის წინ არასამთავრობო ორგანიზაციებმა კანცელარიის შენობასთან აქცია გამართეს და განაცხადეს, რომ სექსუალურ უმცირესობათა დასაცავი ღონისძიება მომავალში აუცილებლად უნდა ჩატარდეს. როგორ ფიქრობთ, რამდენად მოხერხდება ეს და ხომ არ მივიღებთ კიდევ უფრო ფართომასშტაბიან, მძაფრ დაპირისპირებას საზოგადოებაში, ვიდრე 17 მაისს იყო?

_ იცით რა, ხალხს ნუ გააგიჟებენ და ნუ დააყენებენ ფეხზე მთელ ქვეყანას, თორემ პოლიცია კი არა, მამაზეციერი ვერ უშველით. ღმერთმა ნუ ქნას ძალადობა, მაგრამ ესენი იმდენს იზამენ, რომ მართლა რაღაც ცუდი შეიძლება მოხდეს. ამათ უნდა დაანახო თავიანთი სახეები, უნდა იყიდო დიდი სარკეები და მიიტანო აქციაზე, რომ შიგ ჩაიხედონ.

_ რამდენიმე დღის წინ სპორტის სასახლეში გამართულ ყრილობაზეც გკითხავთ, რომელიც რეჟიმის გასამართლების მოთხოვნით ჩატარდა. რას ელოდებით ამ და მსგავსი ღონისძიებებისგან?

_ ვესწრებოდი ამ ყრილობას, უამრავი ხალხი იყო, მათ შორის, როგორც მითხრეს, რეგიონებიდანაც ჩამოვიდნენ ადამიანები. რაც შეეხება იმას, თუ რას ველოდები, პირველ რიგში, ველოდები სამართლიანობის აღდგენას. იმის მიუხედავად, რომ ხელისუფლება შეიცვალა, დღეს საქართველოში სამართლიანობა ბოლომდე აღდგენილი არაა. ძალიან ბევრი დამნაშავე დადის გარეთ, რომლებიც ახლა, წესით, ციხეში უნდა იყვნენ. ამასწინათ ერთი გლეხი მეუბნებოდა, მე რომ ერთი კილო კარტოფილი მოვიპარო, სულს ამომაძრობენ და ესენი რატომ არიან გარეთო. აი, სწორედ ამ მოთხოვნით შევიკრიბეთ 19-ში. ისე, კარგი იქნებოდა, ამაზე გაემახვილებინათ ყურადღება იმ ე. წ. არასამთავრობო ორგანიზაციებსაც, სექსუალური უმცირესობების უფლებების დასაცავად რომ გამოიდეს თავი.

_ თქვენი აზრით, დღეს საზოგადოების მთავარი დაკვეთა ახალი ხელისუფლებისადმი რეჟიმის გასამართლებაა?

_ მე ერთი რამ ვიცი, ვერ ნახავთ ადამიანს, რომელსაც სააკაშვილის რეჟიმმა რაღაც ზიანი არ მიაყენა: ზოგს ბიზნესი დაუნგრიეს და წაართვეს, ქონება დაუყადაღეს, ზოგს შვილი მოუკლეს, ციხეში ჩაუსვეს და ა. შ. როგორ, ესენი კიდევ გარეთ უნდა იყვნენ?! სამართლიანობა უნდა აღდგეს და, თუ ხალხი ამას ვერ მიაღწევს, მაშინ ყველაფერს აზრი ეკარგება, მაშინ მართლა არ ყოფილა ამ ქვეყნის საშველი.

_ კი მაგრამ, ხომ დაიჭირეს ძალადობის მთავარი შემოქმედი _ ბაჩო ახალაია?

_ ისეთი წარმოდგენა მაქვს, რომ ეს საცოდავი ახალაია ამათთან შედარებით ანგელოზია. აქ ბევრად უფრო დიდი დამნაშავეები არიან გასასამართლებელნი. ახალაია, უბრალოდ, განტევების ვაცია, ხელი შეახოცეს და მორჩა. ასე რომ, მართლმსაჯულება ამაზე არ უნდა გაჩერდეს.

_ უფრო დიდ დამნაშავეებში ვის გულისხმობთ?

_ ვინც მართლა იყო ამ ყველაფრის შემოქმედი. სამართლიანობაზე ჯერ ძალიან ადრეა საუბარი, ნუ დაგავიწყდებათ, რომ ადეიშვილი, რამიშვილი და სხვები ევროპაში გულაობენ. ანდა, სააკაშვილი ნახეთ, კაცი შფოთავს _ ხან ამერიკაშია, ხან _ ტაილანდში. შემირცხვენია ის კლინტონიც, ამ მკვლელისგან  ჯილდოს რომ მიიღებს, ამასწინათ გადაუცია რაღაც.

_ წმიდა გიორგის ორდენით დააჯილდოვა ორი ქვეყნის ურთიერთობის განმტკიცების საქმეში შეტანილი წვლილისთვის.

_ ხო და ვისგან იღებ მერე ამას? იმ კაცისგან, რომელსაც საკუთარ ქვეყანაში აღარ დაედგომება? ხალხი რომ მკვლელს ეძახის?

_ თქვენი აზრით, მიმდინარე სამართლებრივი პროცესის ფარგლებში, რომელიც ბოლო დროს, ცოტა არ იყოს, შეყოვნებულია, რამდენად შესაძლებელია, სააკაშვილი ვიხილოთ საბრალდებო სკამზე?

_ შესაძლებელი კი არა, აუცილებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში, არც ახალაიაა დამნაშავე, არც ადეიშვილი, არც მერაბიშვილი და სხვები. დაკვეთები მოდიოდა სააკაშვილისგან და მან უნდა აგოს, პირველ რიგში, პასუხი. ამ ადამიანმა შეაძულა ხალხს ყველაფერი. შევარცხვინე მე ის საქართველო, სადაც ეს კაცი იჯდა პრეზიდენტად…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

1 COMMENT

  1. ბატონო გურამ ღმერთმა ამრავლოს თქვენისთანა ქართველები! რომ არა კიდევ თქვენისთანა მამულიშვილები ალბათ ბოროტების მორევში ჩაახრჩობდნენ ეს სატანები სრულიად საქართველოს!
    დიახ ველოდებით ბატონი ბიძინასაგან სამართლიანობის აღდგენას!

  2. დიდებული ქართველი და სამაგალითო მოქალაქე გურამ ფირცხალავა, ნიჭიერი და დიდი პარტიოტი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here