Home რუბრიკები საზოგადოება ცისფერი ლაჟვარდი

ცისფერი ლაჟვარდი

673

ყვერული ყიოდა მამლის ჯინაზე პალე ბურბონის სანახებში და ფალცეტი ამოსდიოდა ყელიდან. ბურბონების სასახლეში საფრანგეთის ეროვნული კრება მუშაობს. 138 საათის განმავლობაში მსჯელობდნენ საფრანგეთის კანონმდებლები, მიეღოთ თუ არა ერთსქესიანთა ქორწინების კანონი. 138 საათის განმავლობაში ცდილობდა პარლამენტი კაცობის შენარჩუნებას და ვერ შეძლო: საფრანგეთის ეროვნულმა კრებამ საბოლოოდ დაამტკიცა ეს სკანდალური, სამარცხვინო, პირდაპირ ვთქვათ, ყვერულების საამებელი კანონი. ნამამლარების!


«კაცები _ დაძონძილი, როგორც საავადმყოფო, ქალები _ გაცვეთილი, როგორც ანდაზა».

ერთ დროს ვლადიმერ მაიაკოვსკის მიერ წარმოთქმული ეს ფრაზა დღევანდელ საფრანგეთს ზუსტად მოერგო, ყოველ შემთხვევაში, მისი მოქალაქეების იმ ნაწილს, რომელიც მრავალათასიან დემონსტრაციებს მართავდა ამ კანონის მხარდასაჭერად და რომელსაც ასევე მრავალათასიანი აქციებით ებრძოდა ამ ქვეყნის მოსახლეობის წარუყვნელი ნაწილი.

მაგრამ ვერაფერს გახდა.

რა დაემართა საფრანგეთს, რატომ გადადგა ჭკუიდან?

«ეს ყველაფერი, ვფიქრობ, ხდება იმიტომ, რომ ხალხს წარმოუდგენია, თითქოს ადამიანის ტვინი თავშია მოთავსებული; სრულიადაც არა: იგი ქარს მოაქვს კასპიის ზღვის მხრიდან», _ გიპასუხებთ ნიკოლაი გოგოლის «გიჟის ჩანაწერების» გმირი აქსენტიი პოპრიშჩინი.

ამ ქარის ფრთებზე ამხედრებულმა ტვინმა ეს გიჟი ესპანეთის მეფე გახადა.

ბოდვითი წარმოდგენით.

მაგრამ, თუ იმავე წარმოდგენით ადამიანის თავის ტვინის ცოტა დაბლა, წელს ქვემოთ გადმოტანას იკადრებ, შეიძლება საფრანგეთის პრეზიდენტობასაც რეალურად გამოჰკრა ხელი.

როგორც ეს პრეზიდენტმა ოლანდმა გააკეთა, რომელმაც ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების დაპირებით მოიგო საფრანგეთის პირველი პირის წინასაარჩევნო მარათონი.

ქარი ქრის და თავქარიანობას დღეს დემოკრატიის სრულყოფა ჰქვია, სიბილწით წარყვნას _ ადამიანის უფლებათა დაცვას ეძახიან, მათ შორის, _  მამათმავლობასაც.

ფრანგი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ქვეყანაში განვითარებული მოვლენები, მათ შორის ისიც, რაზეც ვლაპარაკობთ, მოწმობს, რომ დაწყებულია საზოგადოების რღვევის, ერთგვარი დანაწევრების პროცესი. მართალია, ჯერ არ ჩანს ძლიერი საზოგადოებრივი მოძრაობა, რომელიც გამოწვეული იქნება ხელისუფლების საქმიანობის უკმაყოფილების მზარდი მუხტით, მაგრამ არსებული მდგომარეობის სიმყიფე აშკარად იგრძნობა (ჟერომ სენტ-მარი, CSA-ს საზოგადოებრივი აზრის შესწავლის განყოფილების ხელმძღვანელი).

ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მთავრობის დღევანდელი პოლიტიკის პრობლემა ადამიანების ცხოვრების ფუძემდებლური მომენტებისადმი უპატივცემლობაშია გამოხატული, რაც მოქალაქეებს წინააღმდეგობის გაწევისაკენ უბიძგებს. «ჩვენ მოწმენი ვართ სამოქალაქო საზოგადოების გამოღვიძების, რომელიც მოითხოვს, რომ სახელმწიფო არ ჩაერიოს იმაში, რაც მას არ ეხება. კი არ შეეცადოს ახალი ადამიანის შექმნას, არამედ აღასრულოს მისი უშუალო მოვალეობა» (ტიბო კოლენი, ფილოსოფოსი და მწერალი).

მიაქციეთ ყურადღება: ინტელექტუალები საფრანგეთში კატეგორიულად ილაშქრებენ ისეთი მავნე პრაქტიკის წინააღმდეგ, რომლის განხორციელება მიხეილ სააკაშვილმა თავისი ზეობის პერიოდში საქართველოში დაიწყო. მისი «ჩარეცხილების» ცრუ თეორია აქედან მოდის.

საფრანგეთს ერზაცდემოკრატიის პერფომანსი ფარავს. ამის აშკარა მაგალითია პოზიციათა «კონფლიქტი», რომელიც ერთსქესიანთა ქორწინების გარშემო განვითარდა. საქმეში ღრმად ჩახედული ანალიტიკოსები გვარწმუნებენ, რომ ეს კონფლიქტი მოჩვენებითია, იგი ხელოვნურად არის შექმნილი და შენარჩუნებული, «რადგან ჩვენს პოლიტიკურ სისტემაში მიღებული წესები შეუძლებელს ხდის მემარცხენეებისა და მემარჯვენეების კოალიციის ფორმირებას; ამ შემთხვევაში (კოალიციის შემთხვევაში. _ ა.ს.) ყველა დაინახავდა და დარწმუნდებოდა, რომ უმსხვილეს მმართველ პარტიათა შორის არსებითი განსხვავება არ არსებობს».

ამ და ბევრი სხვა პრობლემისთვის თავის გართმევა, პოლიტოლოგების ერთი ნაწილის აზრით, შესაძლებელია ეროვნული სოლიდარობის ახლებურად გააზრების შემდეგ (ერიკ დეშევანი, ფილოსოფიის პროფესორი).

ეროვნული სოლიდარობის ახლებურად გააზრების წინაშე დგას ჩვენი ხელისუფლებაც. შეიძლება გვეთქვა, პოლიტიკოსებიო, მაგრამ რა ვქნათ, როცა ამ რანგში თვითაღზევებული მედროვეები გვყავს და ჭეშმარიტი მოღვაწის მოძებნა დღის სინათლეზე სანთლითაც შეუძლებელია?

ხოლო მომჩივნების რიგში გადაყვანილ მცხეთა-თიანეთის ყოფილ გუბერნატორ ცეზარ ჩოჩელს მოძღვარი და წინამძღოლი უწინდებურად ერთმანეთში ერევა. ასეთი დონეა!

კოაბიტაცია (ამ ტერმინის სწორად წარმოთქმა ვერა და ვერ შეძლო ჩვენმა პოლიტელიტამ), დღეს მმართველ უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის უფრო გარიგების, ჩადენილი დანაშაულის პატიება-არპატიების, დასჯა-დაუსჯელობის შესახებ შეთანხმების ხასიათს ატარებს, ვიდრე თანაცხოვრების გზების ძიების: ცივილიზებულ (და არა ცივილურ) საზოგადოებაში როგორი უნდა იყოს ეს თანაცხოვრება, დღემდე ვერ გაგვირკვევია.

საზოგადოების მორალური განხეთქილება თანამედროვე საფრანგეთში ორი ანტაგონისტური კლასის _ მდიდართა და უპოვართა კლასების დაპირისპირებით არის გამოწვეული. სიმდიდრე კულტურულ და ინტელექტუალურ ღირებულებათა შეძენის, ლამაზი ცხოვრების მოწყობის საშუალებას იძლევა. ვისაც აქვს, იგი სიმდიდრის გამრავლებას ისწრაფვის, ვისაც არაფერი გააჩნია, ცდილობს, მოიპოვოს. განხეთქილება, ამბობენ ანალიტიკოსები, სტრუქტურული, სოციალური და მორალური ფაქტორების ერთგვარი ტრიფტიქის სახით წარმოგვიდგება.

საფრანგეთი «უნდობლობის საზოგადოებად» არის ცნობილი,  ჰომოსექსუალური ქორწინების ლეგალიზაციამ ქვეყნის საფუძველთა-საფუძვლების _ დემოკრატიისა და რწმენის სამკვდრო-სასიცოცხლო დაპირისპირებამ მისი ეს თვისება კიდევ უფრო გაამძაფრა, წარმოიქმნა სერიოზული კონფლიქტი დემოკრატიულ თანამედროვეობასა და კათოლიკურ ეკლესიას შორის.

ფრანგულ მასმედიაში ხშირად გამეორებული მოწოდებები წინააღმდეგობის გაწევის დროს მხოლოდ მშვიდობიანი ფორმების გამოყენების შესახებ ადასტურებს, რომ აღნიშნული კანონის მიღებით გამოწვეული უკმაყოფილება შეიძლება გახდეს და გახდება კიდეც საზოგადოებრივი აფეთქების მიზეზი.

საფრანგეთმა  იცის, რა ძვირად უჯდება სახელმწიფოს ასეთი პერმანენტული აფეთქებები.

ცნობისთვის: საფრანგეთი გახდა მეთოთხმეტე ქვეყანა, რომელმაც მამათმავლობა დააკანონა: პედერასტებს ოჯახის შექმნისა და შვილად აყვანის ნება დართო.

რუსეთი დაფიქრდა და დაიბადა ინიციატივა ისეთი ღონისძიებების პაკეტის შემუშავების, რომელიც არ დაუშვებს საფრანგეთის ერთსქესიანთა ოჯახებში რუსეთიდან ბავშვების გაშვილებას…

არმაზ სანებლიძე

P.S. «…გადასცა ისინი ღმერთმა სამარცხვინო ვნებებს, რადგან მათმა ქალებმაც კი ბუნებრივი წესი შეცვალეს ბუნების საწინააღმდეგოთი.

ასევე მამაკაცებმაც მიატოვეს ქალის ბუნებრივი წესი და გახურდნენ ავხორცობით ერთიმეორის მიმართ. მამაკაცი მამაკაცთან სჩადიოდა სამარცხვინოს და მიიღეს საკადრისი საზღაური თავიანთი ცდუნებისთვის

იციან მათ ღვთის სამართალი, რომ ამის მოქმედნი სიკვდილს იმსახურებენ; მაგრამ არამარტო აკეთებენ ამას, არამედ გამკეთებლებსაც კვერს უკრავენ» (რომ. 1,26-27, 32).

საფრანგეთის ლაჟვარდოვანი სანაპირო კი ყვერულის გათენებული დილის ცისფერ ბურუსში უკვე გაეხვია.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here