Home რუბრიკები საზოგადოება დეკანოზი გრიგოლი (გოგიჩაძე): «ნაციონალური მოძრაობა» სატანური სექტაა, რომელიც ფაშისტური მეთოდებით ცდილობდა ერის...

დეკანოზი გრიგოლი (გოგიჩაძე): «ნაციონალური მოძრაობა» სატანური სექტაა, რომელიც ფაშისტური მეთოდებით ცდილობდა ერის გადაგვარებას და მოსპობას

922

_ მამაო გრიგოლ, ამ რამდენიმე ხნის წინ აჭარაში შიმშილით გარდაცვლილი ბავშვის გამო საზოგადოების «ნაციონალურმა» ნაწილმა ხელი ეკლესიისკენ გაიშვირა და უმალ სასულიერო პირები დაადანაშაულა უმოქმედობაში, თუმცა მე კარგად მახსოვს, ამ ორიოდ წლის წინ თქვენ შეშფოთებული მიმართავდით მაშინდელ ხელისუფლებას სოფელ ვარიანში შიმშილით გარდაცვლილი ჩვილის გამო…


_ ღმერთმა დაგლოცოთ! შიმშილით გარდაცვლილი ბავშვი გაიხსენეთ _ იგი ზუბაშვილების მესამე შვილი იყო და უკიდურესად გაჭირვებული ოჯახი ბავშვს მოზრდილი ადამიანის საკვებით კვებავდა, რაც წლინახევრის ბავშვის ორგანიზმისთვის დამღუპველი აღმოჩნდა. მე, როგორც შემეძლო, დავეხმარე, თბილისში წამოვიყვანე, საავადმყოფოში მოვათავსე, მაგრამ მისი გადარჩენა მაინც ვერ მოხერხდა. ეს ჩემთვის ძალიან დიდი ტრაგედია იყო… როცა აჭარაში გოგიტა აბაშიძე გარდაიცვალა, ზოგიერთმა ახალი ხელისუფლებისკენ, ეკლესიისკენ, სასულიერო პირებისკენ გამოიშვირა თითი და ამ ჩვილის სიკვდილში ბრალი დაგვდო. მე მინდა განვაცხადო, რომ ეკლესია ყოველთვის ეხმარებოდა და დღესაც ეხმარება გაჭირვებულ ადამიანებს, მაგრამ ბევრჯერ ეს დახმარება სხვათათვის უხილავი და დაფარულია. სამწუხაროდ, ქვეყანაში იმდენად ბევრი გაჭირვებულია, რომ, რა თქმა უნდა, ყველას ვერ ვწვდებით… როცა სააკაშვილის ხელისუფლება და მისი მომხრეები თითს იშვერენ ახალი ხელისუფლებისა და ეკლესიისკენ, მათ გავახსენებ 2011 წლის გაზაფხულს, როცა «მაესტროს» ეთერში ხმამაღლა განვაცხადე, რომ საქართველოში ბავშვები შიმშილით არ უნდა იხოცებოდნენ და მოვუწოდე საქართველოს ხელისუფლებას, ასევე ადგილობრივ, რეგიონულ მთავრობას, რომ მრავალნი არიან გაჭირვებულნი, მაგრამ არც ისე ბევრია მრავალშვილიანი ოჯახი და მათ განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ-მეთქი. ეს სიუჟეტი «მაესტროს» ეთერში ერთი კვირის განმავლობაში ტრიალებდა. ამის გამო არა მხოლოდ «ნაციონალური» ხელისუფლება, არამედ მათი მომხრე სასულიერო პირებიც განსაკუთრებით დამიპირისპირდნენ. დღეს რომ სააკაშვილი «გულამოსკვნილი» ცრემლებს ღვრის, მაშინ რატომ არ ატეხა განგაში? ხომ კარგად იცოდა, რომ საქართველოში ბავშვი შიმშილით გარდაიცვალა? რატომ მაშინ არ შეშფოთდნენ «ნაციონალური მოძრაობის» წევრები? თუმცა უფრო მართებულია, მათ «ანტინაციონალური მოძრაობა» ვუწოდო, რადგან მათი არც ერთი ნაბიჯი არ ყოფილა ნაციონალური, ეროვნული! შეიძლება ამ მარხვაში ძალიან გამაღიზიანებელია ზოგიერთისთვის, მაგრამ მაინც უნდა ვთქვა: ისინი იყვნენ ანტიეროვნული სექტის წევრები, რომელნიც ეწინააღმდეგებოდნენ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, ქართველი კაცის სულის ძახილს! მაგრამ, მადლობა უფალს, ხელისუფლება შეიცვალა და მჯერა, ეს ის მთავრობა იქნება, რომელიც ქართველი ერის და წინა ხელისუფლების მიერ უმოწყალოდ დახოცილი ბიჭების მშობლების იმედებს გაამართლებს. მე ირინა ენუქიძის მოძღვარი ვიყავი და, მიუხედავად იმისა, რომ მას ერთადერთი შვილი მოუკლეს, ღრმად მწამს, ის დღეს მაინც ძალიან ბედნიერი იქნებოდა სააკაშვილის ხელისუფლების შეცვლის გამო! მას, ბევრისგან განსხვავებით, ყოველთვის სჯეროდა, რომ ხელისუფლება შეიცვლებოდა!

_ მამაო, «ნაციონალურ მოძრაობას» განა მორალური უფლება აქვს, მხარდაჭერისკენ მოუწოდოს ქართულ საზოგადოებას? და საერთოდ, რამდენად რეალურად მიგაჩნიათ მათი ხელისუფლებაში დაბრუნება?

_ იცით, დღეს მოდიან ის სასულიერო პირები, რომელნიც მაშინ ჯერ კიდევ სტუდენტები იყვნენ და მახსენებენ, როგორ ვაფრთხილებდი, ვთხოვდი მათ, არ მიეცათ ხმა «ნაციონალური მოძრაობისთვის», არ მიეღოთ მონაწილეობა მათ ხელისუფლებაში მოყვანაში. ბევრისთვის ცნობილი იყო, რომ ისინი მოსვლისთანავე უამრავ უბედურებას დაატრიალებდნენ ქვეყანაში _ ერშიც და ეკლესიაშიც და ძალიან კარგად იცით, გამალებულნი ებრძოდნენ ეკლესიას და პატრიარქს!… ვისაც თვალნი აქვს და ხედავს და ყურნი ასხენ და ესმის, ვისაც ღვთისგან ჯანმრთელი გონება აქვს, არა მგონია, მან «ნაციონალების» შეძახილი რამედ ჩააგდოს! არავის არ უნდა ჰქონდეს მათი იმედი! ყველამ ვიცით, მათი «საქმენი საგმირონია». ცხრა წელიწადი იყვნენ ქვეყნის სათავეში და რა გააკეთეს ერისთვის სასიკეთო? გადავხედოთ უახლოეს წარსულს. მათ მიერ ჩადენილი რომელი ერთი სიბოროტე გავიხსენო? _ დაშინებული, დაშანტაჟებული საზოგადოება!! ყველა სფეროში ჩანერგეს საშინელება, ურწმუნობა, უღმერთობა, გარყვნილება. მარტო მე რაც გადამხდა, იცის სოფელ ვარიანის, ასევე გორის მოსახლეობამ _ არა ერთგზის ტერორი, მუქარა, დაშინება, მაგრამ, მადლობა უფალს, გადავრჩი!

…მადლობა უფალს, ერს გამოუჩნდა ადამიანი, რომელმაც გადაშენების პირას მყოფი ქვეყანა, რა თქმა უნდა, ჩვენთან ერთად უნდა იხსნას. მას გვერდით უნდა დავუდგეთ, რომ ჩამორეცხოს ერს ის საშინელი ლაქა, რომელიც «ნაციონალებმა» თავიანთი ცხრაწლიანი ავადმყოფური მმართველობისას გაუჩინეს…

_ მამაო, დღეს ბიძინა ივანიშვილის კოალიციაში არიან პოლიტიკური ძალები, რომელნიც თავის დროზე ეკლესიის მიმართ საკმაოდ არასახარბიელოდ იყვნენ განწყობილნი…

_ მე მჯერა, რომ მათ ძალიან ადრე გააცნობიერეს თავიანთი შეცდომა და განუდგნენ იმ დანაშაულებრივ რეჟიმს…

_ მამაო, «ნაციონალური მოძრაობა» 19 აპრილის აქციას ხსნის იმით, რომ გამოთქვას პროტესტი ახალი ხელისუფლების მიმართ, რომელმაც მათ მიერ არჩეულ «დასავლურ კურსს გადაუხვია»…

_ კურსი, რომელიც მათ აირჩიეს, იყო ანტიდასავლური, ანტიადამიანური, ანტიქართული! ეს იყო სატანური კურსი! როდესაც ერთი ადამიანი დაიჭირეს (უდანაშაულოდ და ასეთები, სამწუხაროდ, ძალიან ბევრი იყო), ციხის უფროსმა უთხრა, ჩვენთან უნდა ითანამშრომლო და გარკვეულ პირებს რაღაც უნდა დააბრალოო. ამ ბიჭმა კი უპასუხა, რომ მე მორწმუნე კაცი ვარ, ისეთი არაფერი დამიშავებია, რომ ამხელა ცოდვაში ჩამაგდოთ და ძალიან გთხოვთ, ამას ნუ დამაძალებთო. მას კი ძალიან უკმეხად და უხეშად, არაადამიანური მეთოდებით უპასუხეს, რომ შენ ქურდული სამყაროს წარმომადგენელი ხარო. ქრისტიანობა პირდაპირ გვეუბნება: «არა ცილ სწამო მოყვასსა შენსაო», მაგრამ მათთვის ხომ წმინდა არაფერი არსებობდა!..და რადგან ამ ბიჭმა უარი თქვა ცილისწამებაზე, ციხის უფროსმა დამცინავად გასცა ბრძანება: «გაუშვით საქათმეშიო!».. ადამიანის, კაცის ღირსების შელახვაზე მუშაობდნენ, ეს სიამოვნებას ანიჭებდათ! ასეთი «პატრიოტები და დემოკრატები» იყვნენ ისინი! და ეს ხალხი დღეს ხმამაღლა, უსირცხვილოდ აცხადებს, რომ ერი უნდა «გადაარჩინოს?!»

…ხმამაღლა გაჰკივიან, _ რუსები ჩვენი მტრები არიან, დაგვბომბესო! ქართველ კაცს ის ურჩევნია, ბრძოლის ველზე დაეცეს, ვიდრე მისივე მოყვასის მიერ გახდეს პატივაყრილი და სულიერად მოკლული! არაა ძნელი მისახვედრი, ვინ უფრო დიდი ზიანი მოუტანა ერს _ მათ ხომ ერის დიდი ნაწილი სულიერად დააავადეს და წლები დასჭირდება სულიერ გაცოცხლებას!..

…დღეს ისინი გამოდიან და ამბობენ, რომ უნდათ «დასავლური კურსი», სინამდვილეში კი ყველამ ვიცით, ამ «მედასავლეთეების» უკან ვინ დგას და რა სახეები იმალება!

…კიდევ ერთხელ ვიტყვი _ «ნაციონალური მოძრაობა» სატანური სექტაა, რომელიც ფაშისტური მეთოდებით ცდილობდა ერის გადაგვარებასა და მოსპობას! ისინი მათ მიერ ზომბირებულ ადამიანებს უბნევენ გონებას და საზარელი ცოდვის თანაზიარს ხდიან. მაგრამ არიან ფულით მოსყიდულნიც, როგორც ერში, ასევე სასულიერო პირებშიც, ვინც მათ გუნდრუკს უკმევს და თავად უარეს დანაშაულს სჩადის! როგორც უნდა დავმალოთ, ფაქტი სახეზეა!..

_ მამაო, სასულიერო პირები ახსენეთ… დღეს რა პოზიცია უკავიათ იმ სასულიერო პირებს, რომლებიც იმიტომ გდევნიდნენ, რომ ირინა ენუქიძის გვერდით იდექით, სააკაშვილის ხელისუფლებას გუნდრუკს არ უკმევდით და პატრიარქის კურთხევით, სამების საპატრიარქო ტაძარში ბიძინა ივანიშლის ოჯახისთვის საჯანმრთელო პარაკლისს იხდიდით?

_ ვფიქრობ, დღეს ისინი ნანობენ… მე ასე მინდა მჯეროდეს…

…ბიძინა ივანიშვილმაც განაცხადა, რომ ეკლესიაში არის პრობლემები და მე ვეთანხმები მას, თუმცა არ მესმის იმ დიდი თუ პატარა სასულიერო იერარქების, რომელთაც არ უნდათ ამის აღიარება… «ნაციონალურმა ხელისუფლებამ» ყველაფერი გააკეთა, რომ შეელახა როგორც ერის, ისე ეკლესიის მთლიანობა!.. ყველა ღონე იხმარა სასულიერო პირების გადასაბირებლად და დასაშანტაჟებლად _ ზოგს ძველი ცოდვები გაუხსენეს, ზოგს _ ადამიანური სისუსტეები, თუმცა, ღვთის წყალობით, იყვნენ და არიან ისეთი ძლიერი, სუფთა სასულიერო პირებიც, რომელთაც ვერც ვერაფერი მაკომპრომიტირებელი უპოვეს და ვერც გატეხეს… ამიტომაც იყო, მათი ფიზიკური ლიკვიდაცია არაერთგზის სცადეს, მაგრამ, დიდება უფალს, ვერ მიაღწიეს საწადელს! მაგალითისთვის მეუფე იობიც კმარა!

…დღეს მიხარია, რომ მაშინ შემეძლო ჩემი მოკრძალებული მადლიერება გამომეხატა ბატონი ბიძინას მიმართ მისსავე აშენებულ სამების საპატრიარქო ტაძარში… იმ ადამიანის ჯანმრთელობისთვის ლოცვა, რომელიც თავის ოჯახს, თავის მონაპოვარს სწირავს სამშობლოს, საკუთარ ერს, ვფიქრობ, ის მცირედია, რაც მე შემეძლო გამეკეთებინა. მით უფრო, რომ წინ გვედო ბადრი პატარკაციშვილის, გურამ შარაძის, ირინა ენუქიძისა და სხვათა სიცოცხლე, რომლებმაც სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ გაბედეს გალაშქრება. განა რა გარანტია გვქონდა, რომ იმავეს ბატონ ბიძინას არ უპირებდნენ?..

…შემთხვევითი არ იყო, რომ ქართველი ერის ისტორიაში ერთ-ერთი გადამწყვეტი არჩევნები 1 ოქტომბერს ჩატარდა და მწამს, ამ დღის წმინდანთა _ ბიძინა ჩოლოყაშვილის, შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავთა ლოცვა შეეწია საქართველოს და დამარცხდა ბოროტება! საბურთალოზე, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ღვთის შეწევნით ვაგებთ ბიძინა ჩოლოყაშვილის, შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავების ტაძარს და იმედი მაქვს, უფალი ინებებს, რომ ამა წლის 1 ოქტომბრისთვის, სააკაშვილის რეჟიმის დამარცხების ერთი წლის იუბილეზე ვაკურხებთ მას!

_ მამაო, როგორ მიმართავთ იმ ადამიანებს, რომლებიც 19 აპრილს აპირებენ აქციაზე წასვლას?

_ ჩვენი ერის სისხლხორცეული ნაწილი ჯერ კიდევ დგას ამ ბოროტი ძალის გვერდით და ვერ მიმხვდარა, რომ ერი დგას საბედისწერო არჩევანის წინაშე; უნდა გავაკეთოთ არჩევანი სიკეთესა და ბოროტებას, ზნეობასა და უზნეობას შორის… ყოველი ადამიანის წინაშე არა მხოლოდ 19 აპრილს, არამედ ყოველდღე დგას ეს საკითხი! ყველა ის ადამიანი, რომელიც 19 აპრილს აპირებს იმ შეკრებაზე მისვლას, უნდა ჩაუღრმავდეს საკუთარ საქციელს და დარწმუნებული ვარ, გააცნობიერებს, რომ არ უნდა უზნეობის, გარყვნილების, სიბოროტის გვერდით დადგომა!

…მე მათ, როგორც სასულიერო პირი, ვთხოვ, ილოცონ, მარხვის დღეებია და ბოროტი განსაკუთრებით იბრძვის ადამიანთა სულების წარსაწყმედად. ვეცადოთ, ამ ბოროტმა ძალამ ფესვი არ გაიდგას ჩვენს სულებში! და თუ 19 აპრილს შეუერთდებით, იმ ბოროტების თანაზიარნი გახდებით, რასაც ისინი მთელი ცხრაწლიანი მმართველობის პერიოდში სჩადიოდნენ!..

…მუქარის ნაცვლად, მადლობა გადაუხადონ ახალ ხელისუფლებას და პირადად ბატონ ბიძინას, რადგან რომ არა ეს ადამიანი, ცხრა წლის განმავლობაში ნაწამები ერი მათ საზარელ განაჩენს გამოუტანდა!..ჯერ კიდევ არ ჩაუვლია ამ საფრთხეს. ჩვენ ვცდილობთ, რომ ის გაწამებული, პატივაყრილი პატიმრები ვანუგეშოთ, რომ შურისძიების წყურვილი რამენაირად ჩავაქროთ მათში და, თუ ყოფილი ხელისუფლება ისევ გააგრძელებს ჩვეულ რიტორიკას, არავინ უწყის, ეს რით დამთავრდება!

ღვთის რისხვას ნუ მოიწევენ თავზე და გვაცალონ, მშვიდობიანად ჩავაბაროთ ის ცხრაწლიანი სისხლით და უსამართლობით სავსე ეპოქა წარსულს…

_ დაგვლოცეთ, მამაო…

_ ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ! აღდგომა სიხარულისა გაგვითენოს უფალმა! ამინ!

ესაუბრა შორენა სიხარულიძე

 

1 COMMENT

  1. როცა ეკლესიაში ვერცხლის მოყვარულობა და მამათმავლობა არის გავრცელებული რატომ გიკვირთ რომ ფაშიზმა მოიკიდა ფეხი საქართველოში? რამდენი ახლი მთავრობაც არ უნდა მოვიდეს ხელისუფლებასში საქარტველოს ერთი უბუდერებას მეორე შეცვლის სანამ არ გარდაიქმნება ჩვენი ეკლესია ქრისტე ღმერთის ჭეშმარიტ სიტყვაში და არ მოხდება ეშმაკეულების განდევნა ეკლესიიდან…..

  2. 2003 წელს უნდა გემხილათ ნაცმოძრაობა,ამის ნაცვლად ის გადამრჩენელ ძალად,მსგავსად ქრისტიან-დემოკრატიული პარტიისა, აკურთხეთ და ხალხს უთხარით მათ გაჰყოლოდნენ და შედეგიც სათანადო მივიღეთ, ხოლო მართლა ეროვნულ ძალას პ.გ ”მძლეველს” სექტას ეძახდით ხალხი რომ დაგეშინებინათ.

  3. გაიხარეთ მამაო, აბსოლუტური სიმართლეა ყველაფერი და ბრმები ვერ ხედავენ, ყრუებს არ ესმით, რადგან სატანაა მათ სულში და ბნელი გონებით აზროვნებენ. ეკლესიაში რომაა პრობლემა ცხადია, მაგრამ ყველაფერს ეკლესიას ნუ დააბრალებთ, ჩაიხედეთ საკუთარ სულებში და დამნაშავე საქართველოს ასეთი მდგომარეობაში ყოფნისა იქ ეძებეთ. ერი გაბოროტებულ, დაშტერებულია, და ფულის გარდა არაფერზე ფიქრობს. ერშიც და ბერშიც ფულის კულტია გამეფებული, თუმცა ბერში ბევრი წმინდანნიც არიან, ხოლო ერში კი კრიტიკოსები, ურწმუნოები, გეები და მათი მაგვარი ბრბო, ძალად პოლიტიკოსები და თვალთმაქცები, ძალიან ცოტაა ისეთი ქართველი როგორიც ბევრი ყავდა საქართველოს ერთ დროს, რამაც გადაარჩინა საქართველო და მოიყვანა აქამდე. ერში რომ იყოს ნამდვილი გულწრფელი რწმენა, მაშინ გადაფარავდა ყველა იმ სატანის მსახურთა ბოროტებას და ასეთ საშინელ დღეში არ ვიქნებოდით. რა ადვილია თითის გაშვერა ერთ ან ორ ადამიანზე როცა საკუთარ ურწმუნოებას ვერ ხედავ…

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here