Home რუბრიკები პოლიტიკა როგორ ემზადებიან და რა პროვოკაციებს გეგმავენ «ნაციონალები» 19 აპრილისთვის

როგორ ემზადებიან და რა პროვოკაციებს გეგმავენ «ნაციონალები» 19 აპრილისთვის

843

«ნაციონალური მოძრაობა» გამალებით ემზადება 19 აპრილისთვის. არაერთგზის ითქვა და დაიწერა, რომ სააკაშვილსა და მის უახლოეს გარემოცვას ერთადერთი რამ ეიმედებათ: არეულობა მოაწყონ რუსთაველზე, პროცესები უმართავი გახადონ, ხალხი _ მათი მომხრეები და მათივე მოძულენი, ერთმანეთს დააპირისპირონ და საქმე სისხლისღვრამდე მიიყვანონ. მერე ეს ყველაფერი ხელისუფლებას გადააბრანლონ და ქვეყანა პოლიტიკურ კრიზისში შეიყვანონ. ამის შემდეგ კი სააკაშვილს შეეძლება თქმა, რომ  მთავრობამ ვერ გაართვა თავი მოვალეობას და საფუძველი მიეცემა, ძალოვანი მინისტრები  შეცვალოს ან სულაც საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადოს. შემდეგ კი  რა იქნება, ამას «ნაციონალთა» წყაროები აღარ ამხელენ, თუმცა იმას კი ყველა ვარაუდობს, რომ, თუ საქმე აქამდე მიიყვანეს მიშამ და მისმა მომხრეებმა, სახელისუფლო ბერკეტებს უფრო გაიმყარებენ და მერე ნახეთ თქვენ კოაბიტაცია და ჩოქბჯენში ჩაყენებული «ქართული ოცნება». მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს, თუ «ნაციონალებს» მისი ოპონენტები სურვილს შეუსრულებენ და რუსთაველიდან მათ დასაფრენად დიდძალი ხალხი დაიძვრება.


19 აპრილს რუსთაველზე ხალხის მობილიზებისთვის «ნაციონალები» ხელთარსებული ბერკეტების მაქსიმალურად გამოყენებას აპირებენ. მიხეილ სააკაშვილს განსაკუთრებით თბილისელებისა ეიმედება _ თბილისი ყველაზე «ლიბერალური ქალაქია» და მისი იდეური მომხრეების უდიდესი ნაწილი, ცხადია, თბილისშია თავმოყრილი. თუმცა, ლოგიკურად, თბილისელთა იმედი სულ ტყუილად აქვთ «ნაციონალებს». თბილისელებმა მიშას და მის პოლიტიკას 1 ოქტომბრის არჩევნებში მკაფიოდ დაუფიქსირეს პოზიცია _ «ნაციონალებმა» თბილისში ათივე მაჟორიტარული ოლქი წააგეს და ოპოზიციამ ყველგან დამაჯერებლად გაიმარჯვა. ამის მიუხედავად, აქცენტი მაინც თბილისზე კეთდება და სააკაშვილსა და მის მომხრეებს ეიმედებათ, რომ ოპოზიციად მონათლული მწვალებლების აქციის მომხრეთა ნახევარზე მეტს თბილისელები შეადგენენ.

«ნაციონალები» აქტიურად მუშაობენ რეგიონებშიც _ მეორე ნახევარსაც ხომ უნდა შევსება? თავად «ნაციონალური მოძრაობის» ოფისიდან გამოჟონილი ინფორმაციების თანახმად, ყოფილი მმართველი გუნდის ლიდერები ქვემო ქართლის რეგიონიდან გეგმავენ დიდი რაოდენობით მხარდამჭერთა თბილისში ჩამოყვანას. ამ საქმეს გუბერნატორი დავით კირკიტაძე თავკაცობს.

კულუარული ინფორმაციით, 1 კვირის წინ გუბერნატორის ოფისში შეიქმნა სპეციალური საიდუმლო შტაბი, რომლის ერთადერთი მიზანი 19 აპრილს, ნებისმიერი მეთოდითა და საშუალებით, თბილისში ხალხის ჩაყვანაა. შტაბის ხელმძღვანელი დავით კირკიტაძეა, მისი მოადგილე კი _ «საქართველო და მსოფლიოს» მკითხველისთვის კარგად ცნობილი ვაჟა ლილუაშვილი.

კუდის უფროსის ყოფილ მოადგილეს, რომელიც დაჭერილი იყო და ამნისტიით გამოვიდა ციხიდან, თურმე განსაკუთრებით აზერბაიჯანული მოსახლეობით კომპაქტურად დასახლებული რაიონების იმედი აქვს. ლილუაშვილს სხვადასხვა კატეგორიის ადამიანებზე აქვს სერიოზული კომპრომატები და ამ ეტაპზე მათ ხალხის მობილიზაციის მიზნით იყენებს. ამ საქმეში სხვა ადამიანებიც არიან ჩართულნი და მათაც კონკრეტული დავალებები აქვთ «ნაციონალთა» სასარგებლოდ. კერძოდ, ამ საიდუმლო შტაბის წევრები არიან კირკიტაძის მოადგილეეები: ზაქრო დარჩიაშვილი და მამუკა ჩიქოვანი, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კახა ბარათაშვილი, პარლამენტარები: კობა ნაყოფია, დავით ბეჟუაშვილი და აზერ სულეიმანოვი… შტაბი 20 კაცისგან შედგება, მაგრამ ამ ეტაპზე მხოლოდ ამ ადამიანების დადგენა შვძელით. ძალზე აქტიურად მუშაობს მათივე მაჟორიტარი დეპუტატი მარნეულიდან აზერ სულეიმანოვი.

ჩვენი წყაროს ინფორმაციით, კირკიტაძე, ლილუაშვილი და სულეიმანოვი ამ დღეებში რამდენიმე სასულიერო პირს სტუმრობდნენ და მათთან მოლაპარაკებას აწარმოებდნენ, რათა ხალხს მოუწოდონ, რომ აქციაზე წავიდნენ. მორწმუნე მუსლიმებისთვის მოლას მოწოდება ნებისმიერ კანონზე უზენაესია და აქციაზე კი არა, ცხრა მთას იქით წავლენ. წყაროს ინფორმაციით, ამ თხოვნაზე მოლებს მასაფიქრებლად დრო უთხოვიათ. სხვათა შორის, ამ რეგიონში სასულიერო პირების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება «ნაციონალთათვის» უცხო არ არის. ისინი 1 ოქტომბრის არჩევნებშიც სთხოვდნენ მოლებს მხარდაჭერას და ამ ამბავს დიდი ხმაურიც მოჰყვა. მაშინაც მარნეულში ლილუაშვილი, სულეიმანოვი და კირკიტაძე აქტიურობდნენ. შედეგი კი სახეზეა _ სულეიმანოვი «ნაციონალთა» დეპუტატია, მარნეულში პროპორციულ არჩევნებშიც «ნაციონალებმა» გაიმარჯვეს. თავად მარნეულელები არ მალავენ, რომ მათ სწორედ სასულიერო პირების თხოვნით მისცეს ხმა სულეიმანოვსა და მის «დედაპარტიას». მარნეულის რაიონში «მამალი ნაციონალების» მობილიზაცია საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს, ისპანდერ სულეიმანოვს, აქვს დავალებული. ბატონ ისპანდერს აშკარად იოლი საქმე ერგო _ გიჟმაჟ «ნაციონალებს» ბევრი ჩიჩინი არ სჭირდებათ, 19 აპრილს მათ მარნეულში დააამწკრივებს, ცხვრებივით დაითვლის და მერე რუსთაველზე მილალავს.

«ნაციონალთა საერთოსახალხო დათვალიერებაზე» ამ რეგიონიდან ხალხის წასაყვანად სხვებიც აქტიურობენ. გარდაბნის რაიონის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე თემურ ფეიქრიშვილი სწორედ «ნაციონალთა» მაჟორიტარი დეპუტატი გახლდათ. შემდეგ კი პარლამენტში «ნაციონალური მოძრაობა» დატოვა და უპარტიოთა ფრაქციას შეუერთდა, სადაც მისნაირი ყოფილი «ნაციონალები» არიან გაერთიანებულნი. თემურ ფეიქრიშვილი ვაჟა ლილუაშვილის ნათელმირონია. მისი გამარჯვებისათვის, თავის დროზე ბევრი გააკეთა ლილუაშვილმა. სწორედ მისი აგენტურის წყალობით გაიმარჯვა ფეიქრიშვილმა გარდაბანში, ხოლო «ქართული ოცნების» კანდიდატი, მამუკა არეშიძე, საკუთარი შტაბის წევრებმა გაყიდეს. ცხადია, მის შტაბში შეგზავნილ ლილუაშვილის აგენტურას ვგულისხმობ. ფეიქრიშვილი ფორმალურად უპარტიო დეპუტატია, თორემ სულით «ნაციონალად» დარჩა. სწორედ ის თავკაცობს გარდაბნის რაიონში ხალხის მოიბილიზაციის საქმეს. ცხადია, შეძლებისდაგვარად ფორსირებულად აკეთებს ამას, მაგრამ მაინც არ დაიმალა. მას საკმაოდ დიდი გავლენა აქვს გარდაბანში, სხვებივით ღიად არ აქტიურობს, მაგრამ ერთი ფეიქრიშვილის შეფარული ქმედება უჯობთ სააკაშვილსა და მის თანაგუნდელებს ათობით პოლიტიკოსის გარჯას. ამიტომაც დანიშნეს 19 აპრილის აქციის გარდაბნის კოორდინატორად ეს კაცი. გარდაბნის საკრებულოს ასევე ყოფილი თავკაცი, ზვიად ეპიტაშვილი, ფეიქრიშვილის მარჯვენა ხელია და მის დავალებებს ასრულებს. სწორედ ეპიტაშვილი ეკონტაქტება ფეიქრიშვილის სახელით გარდაბნელებს, გულგატეხილ და თანამდებობადაკარგულ «ნაციონალებს» ჰპირდება, 19 აპრილის შემდეგ ისეთი პროცესები დაიწყება, რომ ისევ ხელისუფლებაში მოვალთ და, «ნაციონალთა მეორედ მოსვლას» ვინც გამოაკლდება რუსთაველზე, იმან სამსახურსა და სხვა სიკეთეზე არც იფიქროსო. სხვათა შორის, გარდაბნიდან არც თუ მცირე რაოდენობის ხალხი ეშურება აქციაზე წამოსასვლელად. თუმცა მარტო მოწოდებები და დაპირებები არ არის ამისი მიზეზი, არც ვაჟა ლილუაშვილის მიერ უამრავი «დავერბოვკებული» ადამიანი, რომელთაც სხვა რა გზა აქვთ, _ რომ დაავალონ, მთელ თვეს გაჩერდებიან რუსთაველზე. არის სხვა მიზეზებიც და ამაზე ქვემთ მოგახსენებთ.

ბოლნისის რაიონში ხალხის გაბრიყვებას მაჟორიტარი დეპუტატი კობა ნაყოფია ცდილობს. «მადნეულის» ყოფილ მეწილეს უზარმაზარი გავლენა აქვს რაიონში, მის სიმდიდრეზე კი ზღაპრებს ყვებიან. ნაყოფია არც ერთს არ იშურებს საიმისოდ, რომ მშობლიურ პარტიას, რომელმაც ქართველი ხალხის ყვლეფის ხარჯზე ასეულობით მილიონი აშოვნინა, ვალში არ დარჩეს. ნაყოფია თბილისიდან ხელმძღვანელობს აქციას «ბოლნისელები 19 აპრილს _ თბილისში», ადგილზე კი ხალხის მობილიზაციას ბოლნისის ყოფილი გამგებელი გიორგი დაუშვილი ახდენს. მართალია, დაუშვილმა ცოტა ხნის წინ საკუთარი განცხადების საფიძველზე დატოვა გამგებლის პოსტი და მის ნაცვლად «მეოცნებე» ერაძე აირჩიეს, მაგრამ ყოფილი გამგებელი მაინც ოცნებობს ძველ პოსტზე დაბრუნებაზე.

ქვემო ქართლის ყველა რაიონში დადიან «ნაციონალთა» წარმომადგენლები და ხალხს ტყუილებით ბერავენ. მოგეხსენებათ, ამ რეგიონში თავის სარჩენად ერთადერთი საშუალება მიწაა. ბევრმა ადრე მამასისხლად იყიდა სახნავ-სათესი მიწის ფართობი და ახლა ამ ხალხს კირკიტაძელილუაშვილის აგენტურა აშინებს, ბიძინა ივანიშვილმა მიწები უნდა ჩამოგართვათ და ხელახლა უნდა გაყიდოსო. ამასაც კადრულობენ და ქართველ თუ აზერბაიჯანელ გლეხებს ეუბნებიან, _ თავის დროზე კანონდარღვევით მოგყიდეთ ეგ მიწები და, თუ «ნაციონალთა» აქციაზე არ წამოხვალთ, ვეტყვით ახალ ხელისუფლებას ამ კანონდარღვევების შესახებ და მიწებს ჩამოგართმევენო. ძალიან ბევრია ამ რეგიონში, ვინც არც კანონი იცის და ვერც მიწის პრივატიზაციის წესებში ერკვევა, ზოგმა წერაკითხვაც არ იცის და ასეთი ადამიანის მოტყუება იოლია. ჰოდა, მათი უცოდინრობითა და გულუბრყვილობით სარგებლობს «კირკიტაძე და კომპანია».

გლეხების მეორე ნაწილს მიწები კერძო პირებისგან აქვთ იჯარით აღებული. ცხადია, «ნაციონალები» ქვეყნის ყველაზე მოსავლიან მიწებს უცხოს არ მიჰყიდდნენ, ისევ თავიანთი კარის ბიზნესმენებს მიჰყიდეს ჰექტრობით. მათ კი, როგორც მოგახსენეთ, იჯარის წესით გაასხვისეს და წლიურად 1 ჰა მიწის იჯარით, სულ მცირე, 1000 დოლარს იღებენ. გუბერნატორმა კირკიტაძემ თავი მოუყარა ამ ბიზნესმენებს, მათაც ჩამოუარეს გლეხებს და უთხრეს: თუ 19 აპრილის აქციაზე არ წახვალთ დედაწულიანად და, რამდენ ხანსაც საჭირო არ გახდება, რუსთაველზე არ იდგებით, იცოდეთ, საიჯარო ხელშეკრულებებს გაგიუქმებთ და მაგ მიწებს სხვას მივცემთო. ეს საიჯარო ხელშეკრულებები კი, ისეა შედგენილი, მხოლოდ მოიჯარის უფლებებია დაცული და ცალმხრივად, ნებისმიერ დროს, ყოველგვარი მიზეზის გარეშე შეუძლიათ კონტრაქტის გაუქმება გლეხებისთვის. აი, ასეთ შავ დღეში არიან ამ გახურებული ხვნათესვის დროს ქვემო ქართლელი გლეხები.

დავით კირკიტაძე და მისი თანაგუნდელები თუ გლეხებს მუქარით აიძულებენ აქციაზე წასვლას, სხვებს პრემიებს ჰპირდებიან. კერძოდ, შიდა ქართლის გუბერნატორის აპარატის ყველა თანამშრომელი წინსწრებით, 15 აპრილს აიღებს აპრილის პრემიას. ამასვე ჰპირდება კირკიტაძე ამ რეგიონის იმ რაიონების გამგეობების თანამშრომლებს, რომლებშიც ჯერ კიდევ «ნაციონალები» არიან ადგილობრივი მმართველობის სათავეში. ბოლნისში, მაგალითად, სკოლის პედაგოგებს, ერთი თვის ხელფასის შესაბამის თანხას ჰპირდებიან, თუ 19 აპრილსაც რუსთაველზე იქნებიან და «ნაციონალთა» საქმეს თუკი დასჭირდა, რამდენიმე დღესაც იქ დარჩებიან.

«ნაციონალური წყაროები» არ მალავენ, რომ კირკიტაძელილუაშვილის დუეტი გამორჩეულად იმ ბიზნესმენებს წველის, რომლებზეც კომპრომატები აქვს ლილუაშვილს თავის დროზე მოპოვებული. ამ ხალხს «ნაცმოძრაობა» იქნებ გულზე სულაც არ ეხატება, მაგრამ ლილუაშვილი ბევრს ემუქრება, რომ, თუ მის ნებას არ დაჰყვებიან, მათი ბიზნესით მალე სამართალდამცავები დაინტერესდებიან.

თეთრიწყაროს რაიონში დავით ბეჟუაშვილი «ატრიალებს ფულს». ბეჟუაშვილმა სხვაზე კარგად იცის, რომ მისი ბიზნესისა და მილიონების გადარჩენის ერთადერთი საშუალება «ნაციონალური მოძრაობის» რეინკარნაციაა. მას იმდენი ქონება აქვს სახელმწიფოსგან კანონდარღვევით ნაყიდი თუ სხვა ბიზნესმენებისთვის წართმეული, რომ პროკურატურაში ათობით საჩივარია მის წინააღმდეგ შესული. ბეჟუაშვილის საქმე ძალზე ცუდადაა: ცალკე სახელმწიფო უწყებები უჩივიან და იმ ტენდერებისა და აუქციონების შედეგების გაუქმებას ითხოვენ, რომელთა შედაგადაც მან სახელმწიფო ობიექტები ჩალის ფასად იყიდა, ცალკე კი ის ბიზნესმენები ედავებიან თავიანთ ქონებას, რომელთაც ახალაიებისა და მათი მსგავსი მკვლელების დახმარებით ბიზნესი წაართვა. დავით ბეჟუაშვილის გვერდით, ცხადია, მისი ძმა, გელა ბეჟუაშვილიც დგას. მართალია, ფორმალურად, ძმების ბიზნესი მხოლოდ უმცროსი ძმის _ დათოს სახელზეა რეგისტრირებული, თუმცა რეალურად გელა ბეჟუაშვილი ძმის ყველა სახის ბიზნესის თანაბარი წილის მფლობელია. მოკლედ, საქმე ორი ოლიგარქის ქონებასა და თავისუფლებას ეხება. ცხადია, ძმები ბეჟუაშვილები თავს არ დაზოგავენ, რომ მათზე განპირობებული რაიონიდან რაც შეიძლება მეტი ხალხი ჩაიყვანონ 19 აპრილს რუსთაველზე. ფულზე კი არაერთხელ გაყიდულა ქართული საზოგადოების ნაწილი და ძმებსაც ამისი იმედი აქვთ.

…და არა მარტო გელა და დავით ბეჟუაშვილებს აქვთ სულგაყიდული ხალხის იმედი. მთელი ამ წლების მანძილზე, «ნაციონალური მოძრაობა» ხომ სწორედ ასეთი ქართველების მხრებზე იდგა. მიხეილ სააკაშვილს და «ნაცბანდის» სხვა ლიდერებს, საბედნიეროდ, იმის იმედი ნამდვილად არ აქვთ, რომ 19 აპრილს რუსთაველს თავიანთი წრფელი და იდეური მომხრეებით გადაავსებენ. არადა, დიდი რიხით კი აცხადებენ, რომ რუსთაველზე ხალხის ტევა არ იქნებაო. სწორედ ასეთი სულმოკლე ქართველებისა ეიმედებათ ქვეყნის მაოხრებელ «ნაციონალებს», რომელთაც 30 ვერცხლად არაერთგზის გაყიდეს სამშობლო და ასი ათასობით ადამიანის მომავალიც ზედ მიაყოლეს.

იმედია, მავანნი გამოფხიზლდნენ და 19 აპრილს «ნაციონალურ მოძრაობას» სამარეში არ ჩაჰყვებიან, პოლიტიკურ თუ ჩვეულებრივ სამარეში, ამას რუსთაველზე ვნახავთ. აკი გითხარით, _ «ნაციონალები» სისხლის დასაღვრელად ემზადებიან-მეთქი.

 ლევან ჯავახიშვილი

 

 

1 COMMENT

  1. ეს ყველაფერი თუ მართლა ასეა დაგეგმილი , მაშინ ფუი ამ ახალ მთავრობას და ზოგადად ქართველებს! ეს რა საშინელი ხალხი ვყოფილვართ! საშიში და კაცთმოძულენი. საკუთარი ამბიციების გამო რას არ კადრულობენ! სირცხვილი ყველას ვინც ამას გეგმავს ( თუ მართალია) და იმასაც ვინც ჭორაობს ( თუ არ არის მართალი) . ყველა შემთხვევაში სამარცხვინო ერი ყოფილა ეს ქართველები! ფუ ფუ ფუბ 🙁 🙁

  2. რა ფურთხება აგიტყდა, ეკა. ჯერ ერთი, სხვა ერებს უკეთესად აქვთ საქმე შენი აზრით? და მეორე, ყველა, ვინც საქართველოს ტერიტორიაზე ცხოვრობს, ქართველია? და ყველა,ვისაც ქართული დაბოლოებების გვარები აქვთ, ქართველები არიან? სჯობს ის ვთქვათ და მოვუწოდოთ ყველას, არ აყვეთ ვნებათაღელვას და მშვიდად იყავით სახლებში. რაც არ უნდა ბევრი ხალხი ჩაიყვანონ, თუ არეულობა არ იქნა, არაფერიც არ მოხდება. იდგებიან, იყაყანებენ და დაიშლებიან. გინდაც მთელი კვირა იდგნენ

  3. დარწმუნებული ვარ რო ასე ფიქრობს და აკეთებს კირკიტაძის ნაირი გარეწრები ლილუაშვილის ნაირი ვირთხები და ნაყოფიას და ბეჟუაშვილის ნაირი პიდარასტები,იმიტო რო თავიანთი ტყავი გადაირჩინონ,იმიტო რო თავიანთი ქონება შეინარჩუნონ,ერთი მე შმხვედს და დამელაპარაკოს კირკიტაძე ან კახა ბარათაშვილი მე გავახსენებ ვინ იყო და საიდან მოდის ეგ ნაბიჭვრები ვიცი ვინც არიან და რაც უნდათ,ხოდა მიიღებენ ნიურნბერგის ახალ პროცესსს

  4. სტატიაში ახალი არაფერია.ეს ყველამ დიდი ხანია ვიცით. ასევე ცხადია–არც ერთი გონიერი ადამიანი 19–ში რუსთაველზე არ გავა.მხოლოდ ბრიყვები და პროვოკატორები იქნებიან იქ.

  5. საქართველოს ნაცმოზრაობა რომ ნდომოდა 1 ოქტომბერს ოცნება ვერ გაიმარჯვებდა, ეხლა ნაცმოძრაობის რიგებს ავსებს ივანიშვილი თავისი სულელური თუ მავნებლური განცხადებებით რუსი სანამ საზღვარს გადმოვიდოდა მანამ სააკაშვილმა შეუტიაო, ისრაელმა ერთი ებარელი ჯარისკაცის გამო ლიბანს ომი გამოუცხადა, ჯარისკაცი ვეც გაანთავისუფლა, მაგრამ არც ერთ ებარელს ჯარისკაცის გადასარჩენად დაწყებული ომი არ გაუკრიტიკებია, ბიძინასთვის კი თურმე ერთი კედელი დანგრეულა და ამიტომ დაგვიწყია ომი, გადახედეთ ერტი კედელი დაინგრა თუ რამდენი მშვიდობიანი მოსახლე და ჯარისკაცი მოგვიკლეს 7 აგვისტომდე, რამ გამოიწვია ომი?!

  6. 19 ში იქნება რომ ჩაისვრის ნაციონალური მოძრაობა…იმისტანა კცვერცხები და მზრეველები ყავს შეყრილი…სიცილიტ მოვკვდი

  7. არცერთი ნორმალურად მოაზროვნე ადამიანი 19-ში სახლიდან არ გავა და ამ ფაშისტების გვერდით არ დადგება. ეს ქვეყნის ღალატის ტოლფასია.არ მივცეთ პროვოკაციის საშუალება ამ სისხლისმსმელებს.გთხოვთ საკუთარი გულით და გონებით გადაწვიტეთ და ნუ გაიყიდებით!

  8. ბესო, ომმა რა მოგვიტანა? ერთეულის სიცოცხლა გავზარდეთ ათასებამდე? ეს გონივრული ნაბიჯი იყო? თან ტერიტორიებიც მივაყოლეთ… ვერ გამიგია, რატომ ამართლებთ ქვეყნის მთავარსარდლის ამ ყოვლად გაუმართლებელ ნაბიჯს, სულ არ გებრალებათ ის უმოწყალოდ დახოცილი და უსახლკაროდ დარჩენილი ხალხი? მაგრამ მიშას სხვისი სიცოცხლე ჩირადაც არ უღირს, მისი ილუზია იყო დაენახვებინა მსოფლიოსათვის როგორ არ უნდა საქართველოს რუსეთი და ვისწრაფით დასავლეთისაკენ, რატომღაც ეგონა დაჩაგრული ქვეყნის იმიჯით ჩაიხუტებდა ევროკავშირი და ნატოში მიგვიღებდნენ.. მაგრამ შედეგები სახეზეა..

  9. ბრიყვებო, ეს არის თქვენებური დემოკრატია? რაც თქვენ არ მოგწონთ იმ კომენტარებსიღებთ, სატანას უგორებთ კვერცხებს?სულგაყიდულებო!.

  10. წამალივით ჭირდებათ ნაცებს ერტი ადამიანის სიკვდილიც.. პროვოკაცია ხომ მაგათი დევიზია..გონიერად იმოქმედეთ და არც ერტი ვისაც ჭკუა სერჩენია არავინ უნდა მივიდეს .

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here