Home რუბრიკები საზოგადოება ჩამოყალიბდება თუ არა ქართველურ ენათა დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტი?

ჩამოყალიბდება თუ არა ქართველურ ენათა დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტი?

573

სახალხო მოძრაობა «სამეგრელოს» ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარემ ზურაბ კვარაცხელიამ და კიდევ მისმა ათმა თანამებრძოლმა ამ ერთი თვის წინ წერილი გაუგზავნეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს _ დავით უსუფაშვილსა და პარლამენტის წევრებს. ისინი ითხოვდნენ ქართველურ ენათა დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის შექმნას (20147.26.02.13).


«იმედია, ახალი ხელისუფლება, პირველად ისტორიაში, აიღებს პასუხისმგებლობას ქართველურ (ქართული, მეგრულ-ჭანურ, სვანურ) ენათა გადარჩენასა და განვითარებაზე და მიიღებს გადაწყვეტილებას ქართველულ ენათა დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის ჩამოყალიბების თაობაზე», _ ნათქვამია ამ წერილში. ამ წერილს, რომელიც გამოქვეყნდა გაზეთში «საქართველო და მსოფლიო», მალევე მოჰყვა გამოხმაურება საზოგადოების წარმომადგენლებისგან, რომლებიც იწონებენ ამ წამოწყებას და უპირობოდ მხარს უჭერენ ქართველურ ენათა დაცვის დეპარტამენტის ჩამოყალიბებას.

პარლამენტიდან ზურაბ კვარაცხელიამ მიიღო წერილი, რომლის თანახმადაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ წერილი რეაგირებისთვის გადაუგზავნა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტს, რის შემდეგაც ამ კომიტეტის თავმჯდომარემ, ბატონმა ივანე კიღურაძემ კომიტეტში შემოსული წერილი გადაუგზავნა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენის, ლიტერატურისა და ხელოვნების განყოფილების აკადემიკოს-მდივანს, ქალბატონ გუჩა კვარაცხელიას და არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარეს, ბატონ ავთანდილ არაბულს და სთხოვს მათ მოსაზრებებს ასეთი დეპარტამენტის შექმნის მიზანშეწონილობის თაობაზე.

«იმედია, მეცნიერებათა აკადემიაში და ენათმეცნიერების ინსტიტუტში საღად და მამულიშვილურად შეაფასებენ ჩვენი ინიციატივის მნიშვნელობას და საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს მიაწვდიან შესაბამის მოსაზრებებს. აქვე მსურს ვისარგებლო შემთხვევით და მოვუწოდო «ფაზისის», «აიას», «ქალდეას» აკადემიებს და საერთოდ ყველას, ვინც დაინტერესებულია ქართველურ ენათა გადარჩენისა და განვითარების საკითხით, მხარი დაუჭირონ ჩვენს ინიციატივას», _ განაცხადა ზურაბ კვარაცხელიამ.

ლადო ქირია, ზუგდიდი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here